კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TOP სამი თავზეხელაღებული და "ცხელი წყვილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
TOP სამი თავზეხელაღებული და "ცხელი წყვილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რო­გორ გგო­ნი­ათ, რამ­დე­ნად ჰქვია მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს სიყ­ვა­რუ­ლი და დრა­მას უნდა ჰქონ­დეს თუ არა ად­გი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, როცა საქ­მე სიყ­ვა­რულს ეხე­ბა? ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს სიმ­შვი­დე მო­აქვს, სხვა და­ნარ­ჩე­ნი კი უბ­რა­ლოდ "კარ­მუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა" ანუ ჩვე­ნი ვა­ლე­ბის გაქ­ვით­ვა წა­რულ­თან. ამი­ტო­მაც ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ზარ­ზე­ი­მით მო­დი­ან, მერე კი რა­ტომ­ღაც ზოგ­ჯერ ტკი­ვი­ლით, ომით და სა­მუ­და­მოდ მი­დი­ან. თუმ­ცა, დღეს სევ­დი­ან თე­მა­ზე ნაკ­ლე­ბად ვი­ლა­პა­რა­კებთ და ზო­დი­ა­ქოს იმ წყვი­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ვისი რო­მა­ნე­ბიც თუმც კი ხან­მოკ­ლე, მაგ­რამ ლა­მა­ზი, ხმა­უ­რი­ა­ნი და დრა­მა­ტუ­ლია. მოკ­ლედ, ას­ტრო­ლო­გი­ურ "ბონი და კლა­ი­დის" ტი­პა­ჟებს წარ­მო­გიდ­გენთ, თა­ნაც ერ­თბა­შად სამს.

ვერ­ძი & მო­რი­ე­ლი - ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი და­გე­თან­ხმე­ბათ, რომ მარ­სის (ვერ­ძის მმარ­თვე­ლი) და პლუ­ტო­ნის (მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლი) ალი­ან­სი გარ­შე­მო მყო­ფებს არა­ფერ კარ­გს არ უქა­დის, თუმ­ცა ერ­თობ­ლივ ცხოვ­რე­ბა­შიც არა­ერ­თგზის იგიზ­გი­ზებს კო­ცო­ნი ამ ორს შო­რის... ძი­რი­თა­დად ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­სა და ვნე­ბის. მო­რი­ე­ლი ვერ­ძის­თვის ვექ­ტო­რუ­ლი ნი­შა­ნია, ამი­ტომ იგი მარ­ტი­ვად იღებს ბა­ტო­ნო­ბას ამ ლი­დე­რულ, თით­ქოს­და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ ადა­მი­ან­ზე. ვერ­ძი მო­რი­ე­ლის სუ­ლის სიძ­ლი­ე­რე­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბას ემორ­ჩი­ლე­ბა, მო­რი­ე­ლი კი თა­ვის მხრივ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ვერ­ძის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­თა და სი­ა­ლა­ლით, რომ­ლის გა­მოც მო­რი­ელს არა­სო­დეს ეში­ნია ვერ­ძის­გან "ზურ­გში დარ­ტყმის". სა­მა­გი­ე­როდ, თუ ამ წყვილს შო­რის ომი გა­ჩაღ­და (რაც საკ­მა­ოდ მო­სა­ლოდ­ნე­ლია) დან­დო­ბა არ იარ­სე­ბებს. ისი­ნი იდე­ა­ლუ­რი არი­ან სექსში, ჩხუბ­ში და მტრო­ბა­ში, რა თქმა უნდა, სხვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ლომი & მერ­წყუ­ლი - ოპო­ზი­ცი­უ­რი ნიშ­ნე­ბის დუ­ეტ­ში, რო­გორ­საც ლომი-მერ­წყუ­ლის წყვი­ლი ქმნის, რაც ერთს აკ­ლია, ის მე­ო­რეს აქვს და ამით პარტნი­ორს კი­დეც აღი­ზი­ა­ნებს და კი­დეც აძ­ლი­ე­რებს. მერ­წყუ­ლი და ლომი ლი­დე­რო­ბის და ეპა­ტა­ჟის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან, ორი­ვეს მოს­წონს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და ადა­მი­ა­ნე­ბის შო­კი­რე­ბა. ამას­თან ერ­თად, იდე­ებს მერ­წყუ­ლი იგო­ნებს, ლომი კი, რო­გორც დიდი მსა­ხი­ო­ბი ან რე­ჟი­სო­რი, მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პერ­ფორ­მან­სის ავ­ტო­რია. მათ შო­რის ვნე­ბაც იქ­ნე­ბა და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბაც, მა­ნამ, სა­ნამ ერ­თმა­ნეთს ლი­დე­რო­ბის ან ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო არ წა­ე­კი­დე­ბი­ან.

ტყუ­პი & მშვილ­დო­სა­ნი - ისევ ოპო­ზი­ცი­ურ და ამას­თან ერ­თად, ბევ­რი რა­მით მსგავს ადა­მი­ა­ნებ­თან გვაქვს ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე. ტყუ­პიც და მშვილ­დო­სა­ნიც, მო­ნო­გა­მი­უ­რო­ბის და ხში­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ხრეა, ამი­ტომ ისი­ნი შე­საძ­ლოა ზუს­ტად ამ თვი­სე­ბამ და­ა­კავ­ში­როს. ორი­ვეს უყ­ვარს არაფ­რით და­მა­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, მათ შო­რის სიყ­ვა­რულ­მა იფეთ­ქოს და საკ­მა­რის­ზე მეტ ხან­საც შერჩნენ ერ­თმა­ნეთს. ისი­ნი უფრო და-ძმა­სა­ვით არი­ან ვიდ­რე ცოლ-ქმრუ­ლად. მათ­თვის სა­ერ­თო იდე­ე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია მთა­ვა­რი. ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თად ხე­ტი­ა­ლი და მოგ­ზა­უ­რო­ბა. არად და­გი­დე­ვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს და შე­ხე­დუ­ლე­ბას მათ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

TOP სამი თავზეხელაღებული და "ცხელი წყვილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

TOP სამი თავზეხელაღებული და "ცხელი წყვილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ გგონიათ, რამდენად ჰქვია მძაფრი ემოციებით გაჯერებულ ურთიერთობებს სიყვარული და დრამას უნდა ჰქონდეს თუ არა ადგილი ყოველდღიურობაში, როცა საქმე სიყვარულს ეხება? ასტროლოგები თვლიან, რომ ნამდვილ სიყვარულს სიმშვიდე მოაქვს, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ "კარმული ურთიერთობაა" ანუ ჩვენი ვალების გაქვითვა წარულთან. ამიტომაც ხდება, რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში ზარზეიმით მოდიან, მერე კი რატომღაც ზოგჯერ ტკივილით, ომით და სამუდამოდ მიდიან. თუმცა, დღეს სევდიან თემაზე ნაკლებად ვილაპარაკებთ და ზოდიაქოს იმ წყვილებზე ვისაუბრებთ, ვისი რომანებიც თუმც კი ხანმოკლე, მაგრამ ლამაზი, ხმაურიანი და დრამატულია. მოკლედ, ასტროლოგიურ "ბონი და კლაიდის" ტიპაჟებს წარმოგიდგენთ, თანაც ერთბაშად სამს.

ვერძი & მორიელი - ნებისმიერი ასტროლოგი დაგეთანხმებათ, რომ მარსის (ვერძის მმართველი) და პლუტონის (მორიელის მმართველი) ალიანსი გარშემო მყოფებს არაფერ კარგს არ უქადის, თუმცა ერთობლივ ცხოვრებაშიც არაერთგზის იგიზგიზებს კოცონი ამ ორს შორის... ძირითადად ეჭვიანობისა და ვნების. მორიელი ვერძისთვის ვექტორული ნიშანია, ამიტომ იგი მარტივად იღებს ბატონობას ამ ლიდერულ, თითქოსდა დაუმორჩილებელ ადამიანზე. ვერძი მორიელის სულის სიძლიერესა და პრინციპულობას ემორჩილება, მორიელი კი თავის მხრივ აღფრთოვანებულია ვერძის ბრძოლისუნარიანობითა და სიალალით, რომლის გამოც მორიელს არასოდეს ეშინია ვერძისგან "ზურგში დარტყმის". სამაგიეროდ, თუ ამ წყვილს შორის ომი გაჩაღდა (რაც საკმაოდ მოსალოდნელია) დანდობა არ იარსებებს. ისინი იდეალური არიან სექსში, ჩხუბში და მტრობაში, რა თქმა უნდა, სხვების წინააღმდეგ.

ლომი & მერწყული - ოპოზიციური ნიშნების დუეტში, როგორსაც ლომი-მერწყულის წყვილი ქმნის, რაც ერთს აკლია, ის მეორეს აქვს და ამით პარტნიორს კიდეც აღიზიანებს და კიდეც აძლიერებს. მერწყული და ლომი ლიდერობის და ეპატაჟის მოყვარული ინდივიდები არიან, ორივეს მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანების შოკირება. ამასთან ერთად, იდეებს მერწყული იგონებს, ლომი კი, როგორც დიდი მსახიობი ან რეჟისორი, მთელი შემოქმედებითი პერფორმანსის ავტორია. მათ შორის ვნებაც იქნება და მიჯაჭვულობაც, მანამ, სანამ ერთმანეთს ლიდერობის ან ეჭვიანობის გამო არ წაეკიდებიან.

ტყუპი & მშვილდოსანი - ისევ ოპოზიციურ და ამასთან ერთად, ბევრი რამით მსგავს ადამიანებთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. ტყუპიც და მშვილდოსანიც, მონოგამიურობის და ხშირი ცვლილებების მომხრეა, ამიტომ ისინი შესაძლოა ზუსტად ამ თვისებამ დააკავშიროს. ორივეს უყვარს არაფრით დამავალდებულებელი, თავისუფალი და მოკლევადიანი ურთიერთობა. თუმცა, შესაძლოა, მათ შორის სიყვარულმა იფეთქოს და საკმარისზე მეტ ხანსაც შერჩნენ ერთმანეთს. ისინი უფრო და-ძმასავით არიან ვიდრე ცოლ-ქმრულად. მათთვის საერთო იდეები და ფასეულობებია მთავარი. ძალიან უყვართ ერთად ხეტიალი და მოგზაურობა. არად დაგიდევენ საზოგადოების აზრს და შეხედულებას მათზე.

როგორ გავიფართოვოთ პროფესიული სანაცნობო წრე? – 27 თებერვალს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი გაიმართება

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან