სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურატ ილდიმირისა და თბილისის მერის მრჩევლის მეგობრობის ამბავი
მურატ ილდიმირისა და თბილისის მერის მრჩევლის მეგობრობის ამბავი

თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, მუ­რატ ილ­დი­რი­მი ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა. რო­გორც გა­ირ­კვა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ვა­დაც არა­ნაკ­ლე­ბი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებს. პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში 2 წლის წინ, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და. ცნო­ბი­ლია, რომ მუ­რა­ტი სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის დიდ ნა­წილს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ხარ­ჯავს და გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე იმ ბავ­შვე­ბის მი­მარ­თაა, რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ის თბი­ლის­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პა­ტა­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად 4 ნო­ემ­ბერს იმ­ყო­ფე­ბო­და, შემ­დეგ კი გუ­რი­ა­ში, მე­გობ­რის დე­დის დაკ­რძალ­ვა­ზე წა­ვი­და. მუ­რა­ტის ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბის მე­გო­ბა­რი, ნი­ნე­ლი ფუტ­კა­რა­ძე (თბი­ლი­სის მე­რის მრჩე­ვე­ლი) გვი­ამ­ბობს.

- მუ­რატ ილ­დი­რი­მი თბი­ლის­ში 4 ნო­ემ­ბერს, "წარ­მა­ტე­ბულ ქალ­თა კლუ­ბის" მოწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და. ეს კლუ­ბი ბრი­უ­სელ­შია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და "ევ­რო­პა-სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბულ ქალ­თა კლუ­ბის" პრე­ზი­დენ­ტი ანა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ. მე­რი­ა­ში კავ­ში­რი­დან - "მშო­ბელ­თა ხიდი" (დღის ცენ­ტრი, სა­დაც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით ას­წავ­ლი­ან) შე­მო­ვი­და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პა­ტა­რე­ბის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი მუ­რატ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­დნენ. ამ ბავ­შვე­ბის­თვის უკი­თხავთ: ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა გინ­და­თო? უმ­რავ­ლე­სო­ბამ მსა­ხი­ობ­თან შეხ­ვედ­რა ითხო­ვა. ზო­გი­ერ­თმა და­წე­რა: სე­რი­ა­ლებს, რომ­ლებ­შიც მუ­რა­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს, მშობ­ლებ­თან ერ­თად ვუ­ყუ­რებთ და გვსურს, მას­თან ფოტო გა­და­ვი­ღო­თო. მუ­რატს და­ვუ­კავ­შირ­დი. ის ნი­ცა­ში, გა­და­ღე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ერ­თოდ, ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა იმ პა­ტა­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ქველ­მოქ­მე­დია, ძა­ლი­ან კე­თი­ლი და და­უ­ზა­რე­ლი. მი­თხრა: რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა­ლო. ამ ბავ­შვე­ბის წე­რი­ლე­ბი ანა რეხ­ვი­აშ­ვილს გა­და­ვე­ცი. მეც ამ კლუ­ბის წევ­რი ვარ და ვთხო­ვე, - იქ­ნებ მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი კლუ­ბის ეგი­დით გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. მერე ყვე­ლა­ფე­რი დავ­გეგ­მეთ და მსა­ხი­ო­ბის ვი­ზიტს ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თეთ. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, ჩვენს მე­გო­ბარ ნინო მჟა­ვა­ნა­ძეს დედა გარ­და­ეც­ვა­ლა და მუ­რა­ტი გუ­რი­ა­ში დაკ­რძალ­ვა­ზე წა­მო­ვი­და. არც მე და არც მას არ გვინ­დო­და, ამის გა­შუ­ქე­ბა მომ­ხდა­რი­ყო.GზაPრესს

- და­მე­თან­ხმე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ინ­ტე­რე­სია.

- მუ­რა­ტი ძა­ლი­ან დიდი ადა­მი­ა­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის ქველ­მოქ­მე­დია. სწო­რედ ამ მი­სი­ით ახ­ლა­ხან სა­ბერ­ძნეთ­ში იყო. ახლო მო­მა­ვალ­ში "წარ­მა­ტე­ბულ ქალ­თა კლუ­ბის" ეგი­დით, იგი­ვე­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა პრა­ღა­ში უნდა ჩა­ტარ­დეს. ეს ერ­თგვა­რი მა­რა­თო­ნი­ვით იქ­ნე­ბა. უკვე გი­თხა­რით, ეს კლუ­ბი ბრი­უ­სელ­შია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ერთ-ერთი რგო­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. მუ­რა­ტი ჩე­ხეთ­ში ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს შეხ­ვდე­ბა.

- ქარ­თველ ბავ­შვებ­თან შეხ­ვედ­რა ემო­ცი­უ­რი იყო?

- ძა­ლი­ან! მე ამ ბავ­შვებს "მზის შვი­ლებს" ვე­ძა­ხი. მათ მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვრას, ძერ­წვას და სხვა­დას­ხვაგ­ვარ ხელ­საქ­მეს ას­წავ­ლი­ან. სპე­ცი­ა­ლუ­რად მუ­რა­ტი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, თურ­ქუ­ლი სიმ­ღე­რა მო­უმ­ზა­დე­ბი­ათ. წარ­მოდ­გე­ნა­ში მუ­რა­ტიც ჩა­ერ­თო. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრა­მე­რია და და­უკ­რა. ვიდ­რე აქ ჩა­მო­ვი­დო­და, ბავ­შვებს სურ­ვი­ლე­ბი ჩა­მო­ვა­წე­რი­ნეთ. ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი - ყვე­ლას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ნივ­თი უნ­დო­და. თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის­თვის გა­კეთ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სა­ჩუქ­რე პა­კე­ტი, რო­მელ­ზეც მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ეწე­რა. სა­ჩუქ­რე­ბი მუ­რატ­მა გა­დას­ცა და სა­სურ­ველ ნივ­თებ­თან ერ­თად, მათ ერთი ბედ­ნი­ე­რი და და­უ­ვი­წყა­რი დღე აჩუ­ქა.

- მუ­რატს შვი­ლი ჰყავს?

- არა. მუ­რატს ორი და და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი ჰყავს. უფ­რო­სი და გა­თხო­ვი­ლია - 2 შვი­ლის დე­დაა. სა­ოც­რად თბი­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, კე­თილ­შო­ბი­ლი და შეკ­რუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია: ოჯა­ხი, მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი,

ქველ­მოქ­მე­დე­ბა... გარ­და იმი­სა, რომ ის მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი მსა­ხი­ო­ბია, ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 400 თუ 500 ფანკლუ­ბი ჰყავს. ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პი­სა და არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში ყველ­გან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლო­ზე რას ამ­ბობს?

- ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მოს­წონს ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი. მას სა­ო­ცა­რი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდა აქვს და პა­ტივს სცემს იმ თვი­სე­ბებს, რაც ღირ­სე­უ­ლე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სა­ი­თე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი ყველ­გან ერ­თნა­ი­რე­ბი არი­ან.

- გუ­რი­ა­ში, ქელეხ­ში მისი ნახ­ვა ბევ­რს გა­უკ­ვირ­დე­ბო­და.

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ გუ­რუ­ლე­ბი ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცნენ. მუ­რა­ტი არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ. რო­დე­საც დაკ­რძალ­ვის რი­ტუ­ა­ლი დამ­თავ­რდა, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი მერე გა­და­ი­ღეს.

- თქვე­ნი გაც­ნო­ბა და და­მე­გობ­რე­ბა რო­გორ მოხ­და?

- მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ერთ დღეს ჩემ­თან დიტო ცინ­ცა­ძის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ. მუ­რატს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. არ მაქვს იმ­დე­ნი დრო, რომ სე­რი­ა­ლებს ვუ­ყუ­რო. ამიხ­სნეს, ვინ იყო და მოვ­ძებ­ნე. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი გახ­ლდათ და 4-5 თვე გა­ვი­და, ვიდ­რე მას­თან პი­რა­დად და­კონ­ტაქ­ტე­ბას შევ­ძლებ­დით. სა­ა­გენ­ტო­ში გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და ჩვენ­თან შეხ­ვედ­რას ვერ შეძ­ლებ­და. რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის გამო ხდე­ბო­და და ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს უნდა დახ­მა­რე­ბო­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე გა­და­დო და მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ემ­გზავ­რა. ასე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და მა­ლე­ვე დავ­მე­გობ­რდით - ეს და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ იყო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მურატ ილდიმირისა და თბილისის მერის მრჩევლის მეგობრობის ამბავი

მურატ ილდიმირისა და თბილისის მერის მრჩევლის მეგობრობის ამბავი

თურქი მსახიობი, მურატ ილდირიმი ქართველმა მაყურებელმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. როგორც გაირკვა, საქართველოსთან თავადაც არანაკლები სიყვარული აკავშირებს. პირველად თბილისში 2 წლის წინ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა. ცნობილია, რომ მურატი საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს და განსაკუთრებით მგრძნობიარე იმ ბავშვების მიმართაა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ის თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების დასახმარებლად 4 ნოემბერს იმყოფებოდა, შემდეგ კი გურიაში, მეგობრის დედის დაკრძალვაზე წავიდა. მურატის ვიზიტის შესახებ მსახიობის მეგობარი, ნინელი ფუტკარაძე (თბილისის მერის მრჩეველი) გვიამბობს.

- მურატ ილდირიმი თბილისში 4 ნოემბერს, "წარმატებულ ქალთა კლუბის" მოწვევით იმყოფებოდა. ეს კლუბი ბრიუსელშია დაფუძნებული და "ევროპა-საქართველოს წარმატებულ ქალთა კლუბის" პრეზიდენტი ანა რეხვიაშვილი გახლავთ. მერიაში კავშირიდან - "მშობელთა ხიდი" (დღის ცენტრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სპეციალური პროგრამით ასწავლიან) შემოვიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების წერილები, რომლის მიხედვითაც, ისინი მურატთან შეხვედრას ითხოვდნენ. ამ ბავშვებისთვის უკითხავთ: ყველაზე მეტად, რა გინდათო? უმრავლესობამ მსახიობთან შეხვედრა ითხოვა. ზოგიერთმა დაწერა: სერიალებს, რომლებშიც მურატი მონაწილეობს, მშობლებთან ერთად ვუყურებთ და გვსურს, მასთან ფოტო გადავიღოთო. მურატს დავუკავშირდი. ის ნიცაში, გადაღებაზე იმყოფებოდა. საერთოდ, ბავშვები ძალიან უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ პატარების მიმართ, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ქველმოქმედია, ძალიან კეთილი და დაუზარელი. მითხრა: როგორც კი საშუალება მექნება, საქართველოში ჩამოვალო. ამ ბავშვების წერილები ანა რეხვიაშვილს გადავეცი. მეც ამ კლუბის წევრი ვარ და ვთხოვე, - იქნებ მოწვევა ჩვენი კლუბის ეგიდით გავაკეთოთ-მეთქი. მერე ყველაფერი დავგეგმეთ და მსახიობის ვიზიტს ორგანიზება გავუკეთეთ. სწორედ ამ პერიოდში, ჩვენს მეგობარ ნინო მჟავანაძეს დედა გარდაეცვალა და მურატი გურიაში დაკრძალვაზე წამოვიდა. არც მე და არც მას არ გვინდოდა, ამის გაშუქება მომხდარიყო.GზაPრესს

- დამეთანხმებით, ამ ადამიანის მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია.

- მურატი ძალიან დიდი ადამიანი, საერთაშორისო მასშტაბის ქველმოქმედია. სწორედ ამ მისიით ახლახან საბერძნეთში იყო. ახლო მომავალში "წარმატებულ ქალთა კლუბის" ეგიდით, იგივენაირი ღონისძიება პრაღაში უნდა ჩატარდეს. ეს ერთგვარი მარათონივით იქნება. უკვე გითხარით, ეს კლუბი ბრიუსელშია დაფუძნებული, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ქალები არიან გაერთიანებული და ერთ-ერთი რგოლი საქართველოშია. მურატი ჩეხეთში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს შეხვდება.

- ქართველ ბავშვებთან შეხვედრა ემოციური იყო?

- ძალიან! მე ამ ბავშვებს "მზის შვილებს" ვეძახი. მათ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, ძერწვას და სხვადასხვაგვარ ხელსაქმეს ასწავლიან. სპეციალურად მურატისადმი პატივისცემის ნიშნად, თურქული სიმღერა მოუმზადებიათ. წარმოდგენაში მურატიც ჩაერთო. ის არაჩვეულებრივი დრამერია და დაუკრა. ვიდრე აქ ჩამოვიდოდა, ბავშვებს სურვილები ჩამოვაწერინეთ. ილუსტრირებული წიგნები, სათამაშოები - ყველას სხვადასხვაგვარი ნივთი უნდოდა. თითოეული ბავშვისთვის გაკეთდა სპეციალური სასაჩუქრე პაკეტი, რომელზეც მათი სახელები და გვარები ეწერა. საჩუქრები მურატმა გადასცა და სასურველ ნივთებთან ერთად, მათ ერთი ბედნიერი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.

- მურატს შვილი ჰყავს?

- არა. მურატს ორი და და არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. უფროსი და გათხოვილია - 2 შვილის დედაა. საოცრად თბილი, პატიოსანი, კეთილშობილი და შეკრული ოჯახიდანაა. მისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობებია: ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული,

ქველმოქმედება... გარდა იმისა, რომ ის მართლა ძალიან დიდი მსახიობია, ბევრი კარგი თვისების მატარებელია. მსოფლიოს მასშტაბით 400 თუ 500 ფანკლუბი ჰყავს. ამერიკაში, ევროპისა და არაბეთის ქვეყნებში ყველგან პოპულარულია.

- საქართველოზე რას ამბობს?

- ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და მოსწონს ჩვენი ტრადიციები. მას საოცარი შინაგანი თავისუფლების განცდა აქვს და პატივს სცემს იმ თვისებებს, რაც ღირსეულებისთვისაა დამახასაითებელი. ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან.

- გურიაში, ქელეხში მისი ნახვა ბევრს გაუკვირდებოდა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ გურულები ღირსეულად მოიქცნენ. მურატი არ შეუწუხებიათ. როდესაც დაკრძალვის რიტუალი დამთავრდა, სამახსოვრო ფოტოები მერე გადაიღეს.

- თქვენი გაცნობა და დამეგობრება როგორ მოხდა?

- მთავრობის კანცელარიაში ვმუშაობდი. ერთ დღეს ჩემთან დიტო ცინცაძის ფონდის წარმომადგენლები მოვიდნენ. მურატს საერთოდ არ ვიცნობდი. არ მაქვს იმდენი დრო, რომ სერიალებს ვუყურო. ამიხსნეს, ვინ იყო და მოვძებნე. ეს საკმაოდ რთული პროცესი გახლდათ და 4-5 თვე გავიდა, ვიდრე მასთან პირადად დაკონტაქტებას შევძლებდით. სააგენტოში გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან დაკავებული იყო და ჩვენთან შეხვედრას ვერ შეძლებდა. როდესაც გაიგო, რომ მოლაპარაკებები ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გამო ხდებოდა და ლეიკემიით დაავადებულებს უნდა დახმარებოდა, ყველანაირი საქმე გადადო და მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში გამოემგზავრა. ასე გავიცანით ერთმანეთი და მალევე დავმეგობრდით - ეს დაახლოებით 2 წლის წინ იყო. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება