მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსწონთ თუ არა საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები
მოსწონთ თუ არა საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები

ცხოვ­რე­ბის სწრაფ­მა რე­ჟიმ­მა ადა­მი­ა­ნის კვე­ბის რა­ცი­ო­ნიც შეც­ვა­ლა. ადრე არ­სე­ბობ­და ტრა­დი­ცია, რომ მთელ ოჯახს ერ­თად უნდა ესა­უზ­მა, ესა­დი­ლა და ევახ­შმა. დღეს და­ნაყ­რე­ბის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი "სნე­ქი" და სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტში წა­ხემ­სე­ბაა.

მაკ­დო­ნალდსი - 61,3%

ვენ­დი­სი - 19,9%

ქეი-ეფ-სი - 6%

საბ­ვეი - 12,8%

ჟურ­ნალ­მა "რე­ი­ტინ­გმა" სა­ქარ­თვე­ლო­ში სწრა­ფი კვე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მი­მო­ხილ­ვა მო­ამ­ზა­და. სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას წინ უძღვო­და გა­მო­კი­თხვა, რო­მე­ლიც ვებგ­ვერდ Reitingi.ge-ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გა­მო­კი­თხვა­ში მკი­თხველ­მა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი­დან მათ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველს მის­ცა ხმა.

ექი­მე­ბი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მე­ნი­უს ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან იგი ზედ­მე­ტად კა­ლო­რი­უ­ლია და არ შე­ი­ცავს არც ცი­ლებს, არც ვი­ტა­მი­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ მას ირ­ჩევს.

სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით Reitingi.ge-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში მომ­ხმა­რე­ბელ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი "მაკ­დო­ნალდსს" მი­ა­ნი­ჭა. კი­თხვა­ზე, სწრა­ფი კვე­ბის რო­მელ ობი­ექტს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას? - გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი ასე­თია:

რო­გორც ჩვენ­მა გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, "მაკ­დო­ნალდსის" შემ­დეგ ხალ­ხი ნდო­ბას "ვენ­დისს" უცხა­დებს.

"ვენ­დი­სის" და­მა­არ­სე­ბე­ლი დეივ ტო­მა­სია. იგი ოც­ნე­ბობ­და, ამე­რი­კა­ში სა­უ­კე­თე­სო რეს­ტო­რა­ნი შე­ექ­მნა.

დე­ი­ვის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხა­რის­ხი იყო. ტო­მა­სმა შექ­მნა სლო­გა­ნი: "ხა­რის­ხი ჩვე­ნი რე­ცეპ­ტია". "მაკ­დო­ნალდსის" მსგავ­სად, "ვენ­დი­სის" პირ­ვე­ლი რეს­ტო­რა­ნიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­იხ­სნა.

ნინი (18 წლის, აბი­ტუ­რი­ენ­ტი): აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა რთუ­ლია, ერთი მას­წავ­ლებ­ლი­დან მე­ო­რეს­თან გარ­ბი­ხარ, გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი, სკო­ლა­შიც მე­თორ¬მეტე კლა­სის პროგ­რა­მის სწავ­ლას გა­ი­ძუ­ლე­ბენ. მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სა და კარ­გად კვე­ბის­თვის ცოტა დრო მრჩე­ბა. რე­პე­ტი­ტო­რი­დან გა­მო­სუ­ლი "ვენ­დის­ში" შევ­დი­ვარ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მოა, სწრა­ფად მემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. შა­ბათ-კვი­რას მთე­ლი სა­მე­გობ­რო "ვენ­დის­ში" ვიკ­რი­ბე­ბით.

ნი­კო­ლო­ზი (27 წლის, ად­ვო­კა­ტი): ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს უქ­მნის, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლია და დიდ დრო­საც არ გვარ­თმევს, თუმ­ცა ქა­ლებს მა­ინც ვურ­ჩევ­დი, კა­ლო­რი­ულ საჭ­მელს მო­ე­რი­დონ.

პირ­ვე­ლი "მაკ­დო­ნალდსი" თბი­ლის­ში 1999 წელს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­იხ­სნა და იმა­ვე დღეს 7000-ზე მეტი კლი­ენ­ტი მი­ი­ზი­და. "მაკ­დო­ნალდსის" ის­ტო­რია გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში ამე­რი­კა­ში და­ი­წყო. დიკ და მაკ მაკ­დო­ნალდსებ­მა გა­და­წყვი­ტეს თა­ვი­ან­თი შე­მო­სავ­ლი­ა­ნი რეს­ტო­რა­ნი და­ეხ­ვე­წათ, ბიზ­ნე­სი გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნათ და კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ხარ­ჯზე მო­გე­ბაც გა­ე­ზარ­დათ.

გი­ორ­გი (21 წლის, სტუ­დენ­ტი): თით­ქმის მთელ დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­ტა­რებ. გა­რე­უ­ბან­ში ვცხოვ­რობ და სახ­ლში წას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ, კა­ფე­ტე­რი­ის საჭ­მე­ლი არ მომ­წონს. როცა მშია, ყო­ველ­თვის "მაკ­დო­ნალდსში" მივ­დი­ვარ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰამ­ბურ­გე­რი მიყ­ვარს.

მა­რი­ნა (34 წლის, დი­ა­სახ­ლი­სი): ოთხი შვი­ლი მყავს. მათ სულ ვურ­ჩევ, რომ სახ­ლში ჭა­მონ. ერთი პე­რი­ო­დი ლანჩს კონ­ტე­ი­ნერ­ში ვუ­დებ­დი და სკო­ლა­ში ვა­ტან­დი. სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში სა­დი­ლი გვა­სუ­ქებს, შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­წამ­ლოთ კი­დეც, რად­გან არ ვი­ცით საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბი. თუ მთე­ლი ოჯა­ხი კი­ნო­ში, თე­ატ­რში ან გა­სარ­თობ ცენ­ტრში მივ­დი­ვართ, სე­ირ­ნო­ბა მა­ინც "მაკ­დო­ნალდსით" მთავ­რდე­ბა. ბავ­შვებს მოს­წონთ სა­თა­მა­შო­ე­ბი, კარ­ტო­ფი­ლი ფრი და ნა­ყი­ნი.

დათო (42 წლის, ტაქ­სის­ტი): დი­დად არ ვდარ­დო­ბა იმა­ზე, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი თუ არა. მთა­ვა­რია, მცი­რე დრო­ში მო­ვა­ხერ­ხო და­ნაყ­რე­ბა. "მაკ­დო­ნალდსთან" მან­ქა­ნას მი­ვა­ყე­ნებ ხოლ­მე, გად­მოს­ვლაც არ მჭირ­დე­ბა ისე ვუკ­ვეთ. მომ­წონს მათი აქ­ცი­ე­ბი და ფას­დაკ­ლე­ბე­ბი.

"ქეი-ეფ-სი" პოლ­კოვ­ნიკ­მა სან­დრეს ჰარ­ლან­დმა და­ა­არ­სა. ის "დიდი დეპ­რე­სი­ის" დროს გზის­პი­რა, პა­ტა­რა რეს­ტო­რან­ში შემ­წვარ ქა­თამს ყიდ­და. სან­დრეს­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჰამ­ბურ­გე­რი დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვია და კლი­ენ­ტებს ქათ­მის­ხორ­ცი­ა­ნი ბურ­გე­რი შეს­თა­ვა­ზა. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში "ქეი-ეფ-სის" პირ­ვე­ლი რეს­ტო­რა­ნი თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე გა­იხ­სნა.

ლიკა (33 წლის, ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი): სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში სა­დი­ლო­ბა, ხან­და­ხან ვახ­შმო­ბაც მიყ­ვარს. ზო­გა­დად ქათ­მის ხორცსა და ცხა­რე კერ­ძებს ვუკ­ვეთ. "ქეი-ეფ-სი" სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს ყო­ველ ჯერ­ზე სხვა­დას­ხვა კომ­ბი­ნა­ცია და­ვა­გე­მოვ­ნო. დე­სერ­ტად ჩი­ზ­ქე­იქ­სა და კა­პუ­ჩი­ნოს გე­ახ­ლე­ბით.

მა­რი­კა (20 წლის, კონ­სულ­ტან­ტი): კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი­სა და კერ­ძე­ბის ამო­ჩე­მე­ბა მიყ­ვარს. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რაა ქათ­მის ბა­ის­ტის, სა­ლა­თა ცე­ზარს, წვენს და აის­დრიმს გე­ახ­ლე­ბით.

"საბ­ვე­ის" არ­სე­ბო­ბას ფრედ დე­ლუ­კას უნდა ვუ­მად­ლო­დეთ. ფრე­დი ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ სწავ­ლის ფული არ ჰქონ­და. მე­გო­ბარ­მა ურ­ჩია, სენდვი­ჩე­ბის მა­ღა­ზია გა­ეხ­სნა და ფული და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა. დე­ლუ­კამ რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. "საბ­ვე­ის" პირ­ვე­ლი ობი­ექ­ტი თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, 2013 წელს გა­იხ­სნა.

ავთო (30 წლის, ბუ­ღალ­ტე­რი): ზო­გა­დად სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში არ შევ­დი­ვარ, მაგ­რამ "საბ­ვეი" გა­მო­ნაკ­ლი­სია. რთუ­ლია გა­უძ­ლო უგემ­რი­ე­ლე­სი სენდვი­ჩე­ბის ცდუ­ნე­ბას. "საბ­ვე­ის" პურს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გემ­რი­ე­ლი სურ­ნე­ლი აქვს. შე­მიძ­ლია თა­ვად ავარ­ჩიო, ლო­რით მსურს, ყვე­ლით თუ ბოსტნე­უ­ლით. რეს­ტო­რა­ნი კლი­ენ­ტებს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მოსწონთ თუ არა საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები

მოსწონთ თუ არა საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები

ცხოვრების სწრაფმა რეჟიმმა ადამიანის კვების რაციონიც შეცვალა. ადრე არსებობდა ტრადიცია, რომ მთელ ოჯახს ერთად უნდა ესაუზმა, ესადილა და ევახშმა. დღეს დანაყრების საკმაოდ გავრცელებული საშუალებები "სნექი" და სწრაფი კვების ობიექტში წახემსებაა.

მაკდონალდსი - 61,3%

ვენდისი - 19,9%

ქეი-ეფ-სი - 6%

საბვეი - 12,8%

ჟურნალმა "რეიტინგმა" საქართველოში სწრაფი კვების ყველაზე პოპულარული ობიექტების მიმოხილვა მოამზადა. სტატიის გამოქვეყნებას წინ უძღვოდა გამოკითხვა, რომელიც ვებგვერდ Reitingi.ge-ზე მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მკითხველმა ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ობიექტებიდან მათთვის ყველაზე სასურველს მისცა ხმა.

ექიმები სწრაფი კვების ობიექტების მენიუს ორგანიზმისთვის მავნებლად მიიჩნევენ, რადგან იგი ზედმეტად კალორიულია და არ შეიცავს არც ცილებს, არც  ვიტამინებს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების უმეტესობა სწორედ მას ირჩევს.

სწრაფი კვების ობიექტებთან დაკავშირებით Reitingi.ge-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მომხმარებელმა პირველი ადგილი "მაკდონალდსს" მიანიჭა. კითხვაზე, სწრაფი კვების რომელ ობიექტს ანიჭებთ უპირატესობას? - გამოკითხვის შედეგები ასეთია:

როგორც ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, "მაკდონალდსის" შემდეგ ხალხი ნდობას "ვენდისს" უცხადებს.

"ვენდისის" დამაარსებელი დეივ ტომასია. იგი ოცნებობდა, ამერიკაში საუკეთესო რესტორანი შეექმნა.

დეივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხი იყო. ტომასმა შექმნა სლოგანი: "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". "მაკდონალდსის" მსგავსად, "ვენდისის" პირველი რესტორანიც რუსთაველის გამზირზე გაიხსნა.

ნინი (18 წლის, აბიტურიენტი): აბიტურიენტობა რთულია, ერთი მასწავლებლიდან მეორესთან გარბიხარ, გამოცდებისთვის ემზადები, სკოლაშიც მეთორ¬მეტე კლასის პროგრამის სწავლას გაიძულებენ. მეგობრებთან შეხვედრისა და კარგად კვებისთვის ცოტა დრო მრჩება. რეპეტიტორიდან გამოსული "ვენდისში" შევდივარ, არაჩვეულებრივი გარემოა, სწრაფად მემსახურებიან. შაბათ-კვირას მთელი სამეგობრო "ვენდისში" ვიკრიბებით.

ნიკოლოზი (27 წლის, ადვოკატი): ყველას კარგად გვესმის, რომ სწრაფი კვების ობიექტები ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მაგრამ გემრიელია და დიდ დროსაც არ გვართმევს, თუმცა ქალებს მაინც ვურჩევდი, კალორიულ საჭმელს მოერიდონ.

პირველი "მაკდონალდსი" თბილისში 1999 წელს რუსთაველის გამზირზე გაიხსნა და იმავე დღეს 7000-ზე მეტი კლიენტი მიიზიდა. "მაკდონალდსის" ისტორია გასული საუკუნის 40-იან წლებში ამერიკაში დაიწყო. დიკ და მაკ მაკდონალდსებმა გადაწყვიტეს თავიანთი შემოსავლიანი რესტორანი დაეხვეწათ, ბიზნესი გაეფართოებინათ და კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე მოგებაც გაეზარდათ.

გიორგი (21 წლის, სტუდენტი): თითქმის მთელ დღეს უნივერსიტეტში ვატარებ. გარეუბანში ვცხოვრობ და სახლში წასვლას ვერ ვახერხებ, კაფეტერიის საჭმელი არ მომწონს. როცა მშია, ყოველთვის "მაკდონალდსში" მივდივარ, ყველაზე მეტად ჰამბურგერი მიყვარს.

მარინა (34 წლის, დიასახლისი): ოთხი შვილი მყავს. მათ სულ ვურჩევ, რომ სახლში ჭამონ. ერთი პერიოდი ლანჩს კონტეინერში ვუდებდი და სკოლაში ვატანდი. სწრაფი კვების ობიექტებში სადილი გვასუქებს, შეიძლება მოვიწამლოთ კიდეც, რადგან არ ვიცით საკვების მომზადებისას რამდენად დაცულია სანიტარიული ნორმები. თუ მთელი ოჯახი კინოში, თეატრში ან გასართობ ცენტრში მივდივართ, სეირნობა მაინც "მაკდონალდსით" მთავრდება. ბავშვებს მოსწონთ სათამაშოები, კარტოფილი ფრი და ნაყინი.

დათო (42 წლის, ტაქსისტი): დიდად არ ვდარდობა იმაზე, ჯანსაღად ვიკვებები თუ არა. მთავარია, მცირე დროში მოვახერხო დანაყრება. "მაკდონალდსთან" მანქანას მივაყენებ ხოლმე, გადმოსვლაც არ მჭირდება ისე ვუკვეთ. მომწონს მათი აქციები და ფასდაკლებები.

"ქეი-ეფ-სი" პოლკოვნიკმა სანდრეს ჰარლანდმა დააარსა. ის "დიდი დეპრესიის" დროს გზისპირა, პატარა რესტორანში შემწვარ ქათამს ყიდდა. სანდრესმა ჩვეულებრივი ჰამბურგერი დუელში გამოიწვია და კლიენტებს ქათმისხორციანი ბურგერი შესთავაზა. გასული წლის დეკემბერში "ქეი-ეფ-სის" პირველი რესტორანი თბილისში, პეკინის გამზირზე გაიხსნა.

ლიკა (33 წლის, ბანკის თანამშრომელი): სწრაფი კვების ობიექტებში სადილობა, ხანდახან ვახშმობაც მიყვარს. ზოგადად ქათმის ხორცსა და ცხარე კერძებს ვუკვეთ. "ქეი-ეფ-სი" საშუალებას მაძლევს ყოველ ჯერზე სხვადასხვა კომბინაცია დავაგემოვნო. დესერტად ჩიზქეიქსა და კაპუჩინოს გეახლებით.

მარიკა (20 წლის, კონსულტანტი): კვების ობიექტებისა და კერძების ამოჩემება მიყვარს. დაახლოებით ორი კვირაა ქათმის ბაისტის, სალათა ცეზარს, წვენს და აისდრიმს გეახლებით.

"საბვეის" არსებობას ფრედ დელუკას უნდა ვუმადლოდეთ. ფრედი ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ სწავლის ფული არ ჰქონდა. მეგობარმა ურჩია, სენდვიჩების მაღაზია გაეხსნა და ფული დაეგროვებინა. დელუკამ რჩევა გაითვალისწინა. "საბვეის" პირველი ობიექტი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 2013 წელს გაიხსნა.

ავთო (30 წლის, ბუღალტერი): ზოგადად სწრაფი კვების ობიექტებში არ შევდივარ, მაგრამ "საბვეი" გამონაკლისია. რთულია გაუძლო უგემრიელესი სენდვიჩების ცდუნებას. "საბვეის" პურს განსაკუთრებული, გემრიელი სურნელი აქვს. შემიძლია თავად ავარჩიო, ლორით მსურს, ყველით თუ ბოსტნეულით. რესტორანი კლიენტებს არჩევანის საშუალებას აძლევს.

ჟურნალი "რეიტინგი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია