მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან თითქმის ყველა პოლიტიკური კონტაქტი შეაჩერა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან თითქმის ყველა პოლიტიკური კონტაქტი შეაჩერა

სი­რი­ის მოვ­ლე­ნე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნას­თან და­ძა­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა რუ­სეთ­თან თით­ქმის ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტაქ­ტი გა­ყი­ნა. ამის შე­სა­ხებ კი რუ­სე­თის კონ­სულ­მა ლონ­დონ­ში ალექ­სან­დრე ია­კო­ვენ­კომ "The Time"-თან გა­ნა­ცხა­და.

"ბრი­ტა­ნე­თის უე­ცა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტაქ­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ჩერ­და. ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რებს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი შე­წყდა. ასე­ვე შე­ფერ­ხე­ბაა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის დო­ნე­ზეც. ფო­რუ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დის­კუ­სი­ის­თვის იმარ­თე­ბო­და და სა­დაც ინ­ტე­რეს­თა თან­ხვედ­რა იყო , რო­გორც სა­ბაზ­რო ასე­ვე ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში უეც­რად გა­ი­ყი­ნა. სა­მეც­ნი­ე­რო კუ­თხი­თაც კი შე­წყდა ურ­თი­ერ­თო­ბა. ერ­თა­დერ­თი სფე­რო, რო­მე­ლიც არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა - კულ­ტუ­რაა".

სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რად­გან დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარს აცხა­დებს და რუს დიპ­ლო­მა­ტებს ვი­ზას არ აძ­ლევს - გა­ნა­ცხა­და ია­კო­ვენ­კომ.

ელ­ჩის სი­ტყვე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთს შო­რის გამ­წვავ­და რუსი დიპ­ლო­მა­ტი­სა და ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სა­ი­მონ ჰე­სო­მის შეხ­ვედ­რა­ზე. სა­დაც ია­კო­ვენ­კომ მი­ნისტრს შეს­თა­ვა­ზა, მოს­კო­ვი­სა და ლონ­დო­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რათა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის" შე­ტე­ვა­ზე სა­მიზ­ნე­ე­ბი გა­ნე­სა­ზღვრათ. ასე­ვე ელჩმა შეს­თა­ვა­ზა ერ­თობ­ლი­ვად და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ კონ­ტაქ­ტი სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფალ არ­მი­ას­თან, რათა "უფრო ეფექ­ტუ­რად ებ­რძო­ლათ "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან". ბრი­ტა­ნე­თის მხა­რემ ორი­ვე ამ თხოვ­ნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

11 ოქ­ტომ­ბერს ინ­გლი­სურ­მა გა­ზეთ­მა "The Daily Star Sunday" და­ბეჭ­და სტა­ტია, სტა­ტი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ინ­კოგ­ნი­ტო წევ­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით გავ­რცელ­და. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ბრი­ტა­ნე­თი­სა და ისე­ვე რო­გორც ნატო-ს მფი­რა­ვებს, მი­ე­ცათ მი­თი­თე­ბა, რომ "გა­ბე­დუ­ლად უპა­სუ­ხონ ", თუ ვლა­დი­ნერ პუ­ტი­ნის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მფრი­ნა­ვე­ბი მათ ცე­ცხლს გა­უხ­სნი­ან.

რუ­სე­თის პირ­და­პირ­მა ჩა­რე­ვამ სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომში, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სი­ტუ­ა­ცია გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ში­ში გა­ხა­და. სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბის სი­ტყვე­ბით, ბრი­ტა­ნე­თი­სა და რუ­სე­თის ავი­ა­ცი­ის შებ­რძო­ლე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ დრო­ის ფაქ­ტო­რია. ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­კოგ­ნი­ტო მომ­წო­დებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ რუ­სე­თის მხრი­დან დარ­ტყმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა დი­დია. მათ ხაზი გა­უ­ვეს რომ "მაგ­რამ ბრი­ტა­ნე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ ყვე­ლა ხერ­ხით აა­რი­დონ თავი რუ­სულ მან­ქა­ნებ­თან კონ­ტაქტს, მაგ­რამ ფრი­ნა­ვე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს ისი­ნი უნდა იყ­ვნენ მზად ცე­ცხლი გა­უხ­სნან რუ­სულ თვითმფრი­ნა­ვეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათი სი­ცო­ცხლე ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­ცე­მა­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან თითქმის ყველა პოლიტიკური კონტაქტი შეაჩერა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან თითქმის ყველა პოლიტიკური კონტაქტი შეაჩერა

სირიის მოვლენებისა და უკრაინასთან დაძაბული მოვლენების ფონზე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან თითქმის ყოველგვარი პოლიტიკური კონტაქტი გაყინა. ამის შესახებ კი რუსეთის კონსულმა ლონდონში ალექსანდრე იაკოვენკომ "The Time"-თან განაცხადა.

"ბრიტანეთის უეცარი ინიციატივით, პრაქტიკულად ყოველგვარი პოლიტიკური კონტაქტი მოულოდნელად შეჩერდა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პოლიტიკური დიალოგი შეწყდა. ასევე შეფერხებაა მოლაპარაკებებში სამინისტროების დონეზეც. ფორუმები, რომლებიც დისკუსიისთვის იმართებოდა და სადაც ინტერესთა თანხვედრა იყო , როგორც საბაზრო ასევე ეკონომიკურ საკითხებში უეცრად გაიყინა. სამეცნიერო კუთხითაც კი შეწყდა ურთიერთობა. ერთადერთი სფერო, რომელიც არ შეფერხებულა - კულტურაა".

საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებულია, რადგან დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება უარს აცხადებს და რუს დიპლომატებს ვიზას არ აძლევს - განაცხადა იაკოვენკომ.

ელჩის სიტყვებით, პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის გამწვავდა რუსი დიპლომატისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საიმონ ჰესომის შეხვედრაზე. სადაც იაკოვენკომ მინისტრს შესთავაზა, მოსკოვისა და ლონდონის თანამშრომლობა, რათა "ისლამური სახელმწიფოსთვის" შეტევაზე სამიზნეები განესაზღვრათ. ასევე ელჩმა შესთავაზა ერთობლივად დაემყარებინათ კონტაქტი სირიის თავისუფალ არმიასთან, რათა "უფრო ეფექტურად ებრძოლათ "ისლამურ სახელმწიფოსთან". ბრიტანეთის მხარემ ორივე ამ თხოვნაზე უარი განაცხადა.

11 ოქტომბერს ინგლისურმა გაზეთმა "The Daily Star Sunday" დაბეჭდა სტატია, სტატიაში განხილული ინფორმაცია კი მინისტრთა კაბინეტის ინკოგნიტო წევრებზე დაყრდნობით გავრცელდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთისა და ისევე როგორც ნატო-ს მფირავებს, მიეცათ მითითება, რომ "გაბედულად უპასუხონ ", თუ ვლადინერ პუტინის სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავები მათ ცეცხლს გაუხსნიან.

რუსეთის პირდაპირმა ჩარევამ სირიის სამოქალაქო ომში, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გაცილებით უფრო საშიში გახადა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების სიტყვებით, ბრიტანეთისა და რუსეთის ავიაციის შებრძოლება, მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორია. ინფორმაციის ინკოგნიტო მომწოდებლები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის მხრიდან დარტყმის განხორციელების ალბათობა დიდია. მათ ხაზი გაუვეს რომ "მაგრამ ბრიტანელი მფრინავები გავაფრთხილეთ, რომ ყველა ხერხით აარიდონ თავი რუსულ მანქანებთან კონტაქტს, მაგრამ ფრინავები გააფრთხილეს ისინი უნდა იყვნენ მზად ცეცხლი გაუხსნან რუსულ თვითმფრინავეს, იმ შემთხვევაში, თუ მათი სიცოცხლე ამაზე იქნება დამოკიდებული" - აღნიშნულია გამოცემაში.

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა