კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალური ქსელის ოინები: ერთი ქორწილი და ერთი დაშორება "ფეისბუქის" გამო
სოციალური ქსელის ოინები: ერთი ქორწილი და ერთი დაშორება "ფეისბუქის" გამო

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი დიდი ხა­ნია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად იქცა, და ისე­ვე რო­გორც რე­ა­ლურ­ში, ვირ­ტუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც ხდე­ბა სხვა­დას­ხვა კუ­რი­ო­ზი და სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი - თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი "ჰეფი ენ­დის" გა­რე­შე.

და­ვი­წყოთ ის­ტო­რი­ით, რო­მელ­საც ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლი ჰქონ­და და რო­მელ­ზეც მსოფ­ლიო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წე­რენ. ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი "ფე­ის­ბუ­ქის" ხარ­ვე­ზის წყა­ლო­ბით და­ქორ­წინ­და: 2009 წელს შე­ლერ ბენ­სო­ნი სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე შეს­ვლის ნაც­ვლად, გა­ურ­კვე­ვე­ლი შეც­დო­მის გამო უც­ნო­ბი გო­გო­ნას ექა­უნთში მოხ­ვდა.

ბენ­სონ­მა ექა­უნ­თის მფლო­ბელს, სე­ლეს­ტი ზენდლერს შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­უ­ტო­ვა, რომ შემ­თხვე­ვით მის პრო­ფილ­ში აღ­მოჩ­ნდა. ამის შემ­დეგ მათ მი­მო­წე­რა გა­ა­ბეს და ბევ­რი სა­ერ­თოც აღ­მო­ა­ჩი­ნეს. წყვი­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში 4 წლის მერე შეხ­ვდა და ყვე­ლა­ფე­რი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი კი­ნო­ფილ­მე­ბის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­და - შე­ლერ­მა სე­ლეს­ტის ხელი სთხო­ვა და თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო.

მე­ო­რე რო­მან­ტი­უ­ლი ის­ტო­რია კი გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ფუ­ზით დას­რულ­და. ბრი­ტა­ნელ­მა პიპა მა­კკი­ნიმ, რო­მე­ლიც ასე­ვე მსოფ­ლიო პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, "ფე­ის­ბუქ­ზე" იდუ­მალ უც­ნობ­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც ღა­მის კლუბ­ში გა­იც­ნო.

2 დღის წინ 22 წლის პი­პამ სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე და­წე­რა:

"ამ ბიჭს ღა­მის კლუბ­ში შევ­ხვდი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არას­წო­რად ჩა­მი­წე­რია, მხო­ლოდ სა­ხე­ლი ვიცი, მეტი ქვია. არა­და მას შე­ეძ­ლო მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. ის ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და შე­სა­ნიშ­ნა­ვად კოც­ნა­ობს".

გო­გო­ნამ "მშვე­ნი­ე­რი პრინ­ცის" ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს მის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. გო­გო­ნას სუ­ლის­კვე­თე­ბამ 22 ათა­სამ­დე ლა­ი­ქი და 24 ათა­სი გა­ზი­ა­რე­ბა შე­აგ­რო­ვა.

პიპა არ ელო­და, რომ მისი პოს­ტი ასე "შე­ა­ზან­ზა­რებ­და ფე­ის­ბუქს", მაგ­რამ კი­დევ უფრო დიდი სი­ურპრი­ზი წინ ელო­და: "ოც­ნე­ბის მა­მა­კა­ცის" ნაც­ვლად მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­მო­ე­ცხა­და, რო­მე­ლიც ამ ამ­ბით ცხა­დია, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ დარ­ჩა და სა­ბე­დის­წე­რო ღა­მის თავ­გა­და­სა­ვა­ლის დე­ტა­ლე­ბი მო­ი­თხო­ვა, რის შემ­დე­გაც მეტს და­შორ­და.

მეტ­მა კი თა­ვის მარ­თლე­ბა სცა­და:

"ამ ბო­როტ­მა ხუმ­რო­ბამ უკვე შორს შე­ტო­პა. არ მინ­დო­და რა­ი­მე მეთ­ქვა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, დრო დად­გა სი­მარ­თლე გა­ვაჟ­ღე­რო: პიპა უბ­რა­ლოდ პო­პუ­ლა­რო­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი, მა­ტყუ­ა­რა და უც­ნა­უ­რი გო­გო­ნაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­გებ არის მო­წყო­ბი­ლი!".

პი­პას რე­აქ­ცი­ა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა, მან არ­შემ­დგარ ბო­იფ­რენ­დს შე­რე­კი­ლი უწო­და და ად­გი­ლობ­რივ პრე­სას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სირ­ცხვი­ლით გა­რეთ თავს ვერ ყოფს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სოციალური ქსელის ოინები: ერთი ქორწილი და ერთი დაშორება "ფეისბუქის" გამო

სოციალური ქსელის ოინები: ერთი ქორწილი და ერთი დაშორება "ფეისბუქის" გამო

სოციალური ქსელები დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, და ისევე როგორც რეალურში, ვირტუალურ ცხოვრებაშიც ხდება სხვადასხვა კურიოზი და სახალისო თავგადასავლები - თუმცა ზოგიერთი მათგანი ტრადიციული ”ჰეფი ენდის” გარეშე.

დავიწყოთ ისტორიით, რომელსაც ბედნიერი დასასრული ჰქონდა და რომელზეც მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები წერენ. ამერიკელი მამაკაცი "ფეისბუქის" ხარვეზის წყალობით დაქორწინდა: 2009 წელს შელერ ბენსონი საკუთარ ფეისბუქგვერდზე შესვლის ნაცვლად, გაურკვეველი შეცდომის გამო უცნობი გოგონას ექაუნთში მოხვდა.

ბენსონმა ექაუნთის მფლობელს, სელესტი ზენდლერს შეტყობინება დაუტოვა, რომ შემთხვევით მის პროფილში აღმოჩნდა. ამის შემდეგ მათ მიმოწერა გააბეს და ბევრი საერთოც აღმოაჩინეს. წყვილი რეალურ ცხოვრებაში 4 წლის მერე შეხვდა და ყველაფერი ჰოლივუდური კინოფილმების სცენარის მიხედვით განვითარდა - შელერმა სელესტის ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

მეორე რომანტიული ისტორია კი გრანდიოზული კონფუზით დასრულდა. ბრიტანელმა პიპა მაკკინიმ, რომელიც ასევე მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, "ფეისბუქზე" იდუმალ უცნობზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც ღამის კლუბში გაიცნო.

2 დღის წინ 22 წლის პიპამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა:

"ამ ბიჭს ღამის კლუბში შევხვდი, ტელეფონის ნომერი არასწორად ჩამიწერია, მხოლოდ სახელი ვიცი, მეტი ქვია. არადა მას შეეძლო მთელი ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული გამხდარიყო. ის ძალიან ლამაზია და შესანიშნავად კოცნაობს".

გოგონამ ”მშვენიერი პრინცის” ფოტოებიც გამოაქვეყნა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მის პოვნაში დახმარება სთხოვა. გოგონას სულისკვეთებამ 22 ათასამდე ლაიქი და 24 ათასი გაზიარება შეაგროვა.

პიპა არ ელოდა, რომ მისი პოსტი ასე ”შეაზანზარებდა ფეისბუქს”, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი წინ ელოდა: ”ოცნების მამაკაცის” ნაცვლად მისი შეყვარებული გამოეცხადა, რომელიც ამ ამბით ცხადია, აღფრთოვანებული არ დარჩა და საბედისწერო ღამის თავგადასავალის დეტალები მოითხოვა, რის შემდეგაც მეტს დაშორდა.

მეტმა კი თავის მართლება სცადა:

"ამ ბოროტმა ხუმრობამ უკვე შორს შეტოპა. არ მინდოდა რაიმე მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ, დრო დადგა სიმართლე გავაჟღერო: პიპა უბრალოდ პოპულარობის მაძიებელი, მატყუარა და უცნაური გოგონაა. ეს ყველაფერი განგებ არის მოწყობილი!".

პიპას რეაქციამაც არ დააყოვნა, მან არშემდგარ ბოიფრენდს შერეკილი უწოდა და ადგილობრივ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირცხვილით გარეთ თავს ვერ ყოფს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია