კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიშნობა ანუ დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის
ნიშნობა ანუ დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის

ძვე­ლად, სა­ნამ წყვი­ლი ჯვარს და­ი­წერ­და, ისი­ნი ინიშ­ნე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ნიშ­ნო­ბა დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით არ ტარ­დე­ბო­და. ნიშ­ნო­ბა, იგი­ვე და­წინ­დვა ეკ­ლე­სი­ა­ში სრულ­დე­ბო­და, წყვი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვას იღებ­და, ბეჭ­დებს გაც­ვლი­და და ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. დღეს ეს ტრა­დი­ცია ოჯა­ხურ­მა ნიშ­ნო­ბამ შეც­ვა­ლა, ხში­რად კი ნიშ­ნო­ბა სუ­ლაც არ ხდე­ბა და ბევ­რი წყვი­ლი პირ­და­პირ ქორ­წინ­დე­ბა. და­წინ­დვა­ზე უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

-ეკ­ლე­სი­ა­ში ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას წინ გარ­კვე­უ­ლი შე­სა­ვა­ლი უძღვის, მა­გა­ლი­თად როცა ადა­მი­ა­ნი ინათ­ლე­ბა, მან კა­ტე­ხი­ზა­ცია უნდა გა­ი­ა­როს, თუ ადა­მი­ანს ზი­ა­რე­ბა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვას აღ­სა­რე­ბა, ანუ გარ­კვე­უ­ლი შემ­ზა­დე­ბა სა­ჭი­როა, ასე­ვე, როცა ქრის­ტი­ა­ნი ჯვრის და­წე­რას აპი­რებს, მან უნდა აღას­რუ­ლოს და­წინ­დვა, როცა სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­წინ­დვას ჯვრის­წე­რის მსურ­ვე­ლებ­ზე აღას­რუ­ლებს.

-რას ნიშ­ნავს და­წინ­დვა?

-თა­ნა­მედ­რო­ვე ენა­ზე და­წინ­დვას და­ნიშ­ვნა ჰქვია, ეს არის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა იმ წყვილ­ზე, ვი­საც სურს, რომ თა­ვი­სი ბედი იმ ადა­მი­ანს და­უ­კავ­ში­როს, ვის­თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აპი­რებს ყოფ­ნას. რად­გა­ნაც ჯვრის­წე­რა და შე­უღ­ლე­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ეკ­ლე­სი­ამ გა­ნა­ჩი­ნა, რომ სა­ნამ ადა­მი­ა­ნე­ბი იქორ­წი­ნე­ბენ, მა­ნამ­დე სა­ჭი­როა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, უკეთ გაც­ნო­ბის მიზ­ნით, წყვი­ლი ლოც­ვა-კურ­თხე­ვას მღვდლის­გან იღებს, ანუ და­ი­წინ­დე­ბი­ან, ბეჭ­დებს გაც­ვლი­ან და ეს ნიშ­ნავს არა ცოლ-ქმარს, არა­მედ იმას, რომ ისი­ნი არი­ან სა­სი­ძო და სარ­ძლო. დღეს ეს ინ­სტი­ტუ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უქ­მე­ბუ­ლია. დღეს და­წინ­დვაც და ჯვრის­წე­რაც ერ­თად ტარ­დე­ბა. ადრე კი ჯერ და­წინ­დვა ხდე­ბო­და, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მა­გა­ლი­თად 6 ან რამ­დე­ნი­მე თვის მერე, თუ წყვი­ლი გა­და­წყვეტ­და, რომ ერ­თმა­ნეთ­თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­ეძ­ლოთ, ისი­ნი ჯვარ­საც იწერ­დნენ.

სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ეს ინ­სტი­ტუ­ტი დღე­საც აღ­დგეს. ბევ­რი წყვი­ლი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად წყვეტს ჯვრის­წე­რას, რამ­დე­ნი­მე წლის მერე კი უც­ბათ შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი უც­ბა­თვე ინ­გრე­ვა, ეს კი ძა­ლი­ან ცუ­დია. და­წინ­დვა ცოლ-ქმრო­ბას არ ნიშ­ნავს, ამ დროს ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა იკ­რძა­ლე­ბა.

-დღეს ნიშ­ნო­ბა ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ტარ­დე­ბა, როცა გო­გოს სახ­ლში ნიშ­ნავს სი­ძის ოჯა­ხი...

-დიახ, თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ნიშ­ნო­ბა არის ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის მი­ტა­ნა გო­გო­ნას ოჯახ­ში და გარ­კვე­უ­ლი სუფ­რა, ბუ­ნებ­რი­ვია აქ გაც­ნო­ბა ვერ მოხ­დე­ბა, ამი­ტომ ეკ­ლე­სია ამას გუ­ლის­ხმობს, რომ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წინ­დვის მერე ჯვრის­წე­რამ­დე სა­სი­ძო და სარ­ძლო ერ­თმა­ნეთს უკეთ იც­ნობ­და.

-რას ნიშ­ნავს მეჯ­ვა­რე?

-ძვე­ლად მეჯ­ვა­რე­ებს ერ­ქვათ ძმა­დი და დადი, ანუ შენი ძმა და და. მეჯ­ვა­რე­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი არ არი­ან, ისი­ნი უბ­რა­ლოდ მოწ­მე­ე­ბი არი­ან. ჩვენ­თან მეჯ­ვა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად დიდი პა­ტი­ვია, რომ მეჯ­ვა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე არ ქორ­წინ­დე­ბი­ან, მაგ­რამ თუ ისი­ნი და­ქორ­წინ­დე­ბი­ან, ეს ცოდ­ვა არ არის. თუმ­ცა, თუ მეჯ­ვა­რე­ე­ბი უკვე ბავ­შვის ნათ­ლი­ე­ბიც ხდე­ბი­ან და მი­რო­ნით ნა­თე­სავ­დე­ბი­ან, აქ უკვე მათი და­ქორ­წი­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეკ­ლე­სია მეჯ­ვა­რე­ე­ბის ქორ­წი­ნე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში კრძა­ლავს, თუ ისი­ნი ბავ­შვსაც ნათ­ლა­ვენ.

-მეჯ­ვა­რე­ე­ბად მე­გობ­რებს არ­ჩე­ვენ ხოლ­მე, თუ შე­იძ­ლე­ბა მეჯ­ვა­რე იყოს და, დედა ან რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბე­ლი?

-მეჯ­ვა­რედ ყოფ­ნა ყვე­ლას შე­უძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის მეჯ­ვა­რე იყოს დედა, და, ან ნა­თე­სა­ვი. თა­ნა­მედ­რო­ვე პრაქ­ტი­კა­ში გავ­რცელ­და, რომ გო­გოს ბიჭი ჰყავს მეჯ­ვა­რედ, ბიჭს კი გოგო, რა თქმა უნდა, ეკ­ლე­სია ამას არ კრძა­ლავს, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, რომ გო­გო­ნას მეჯ­ვა­რე იყოს ქალი, ბი­ჭის კი კაცი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნიშნობა ანუ დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის

ნიშნობა ანუ დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის

ძველად, სანამ წყვილი ჯვარს დაიწერდა, ისინი ინიშნებოდნენ, თუმცა ნიშნობა დღევანდელი გაგებით არ ტარდებოდა. ნიშნობა, იგივე დაწინდვა ეკლესიაში სრულდებოდა, წყვილი სასულიერო პირისგან ლოცვა-კურთხევას იღებდა, ბეჭდებს გაცვლიდა და ქორწილისთვის ემზადებოდა. დღეს ეს ტრადიცია ოჯახურმა ნიშნობამ შეცვალა, ხშირად კი ნიშნობა სულაც არ ხდება და ბევრი წყვილი პირდაპირ ქორწინდება. დაწინდვაზე უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება:

-ეკლესიაში ყველა საიდუმლოებას წინ გარკვეული შესავალი უძღვის, მაგალითად როცა ადამიანი ინათლება, მან კატეხიზაცია უნდა გაიაროს, თუ ადამიანს ზიარება უნდა, აუცილებლად უნდა თქვას აღსარება, ანუ გარკვეული შემზადება საჭიროა, ასევე, როცა ქრისტიანი ჯვრის დაწერას აპირებს, მან უნდა აღასრულოს დაწინდვა, როცა სასულიერო პირი დაწინდვას ჯვრისწერის მსურველებზე აღასრულებს.

-რას ნიშნავს დაწინდვა?

-თანამედროვე ენაზე დაწინდვას დანიშვნა ჰქვია, ეს არის ლოცვა-კურთხევა იმ წყვილზე, ვისაც სურს, რომ თავისი ბედი იმ ადამიანს დაუკავშიროს, ვისთანაც მთელი ცხოვრება აპირებს ყოფნას. რადგანაც ჯვრისწერა და შეუღლება დიდი პასუხისმგებლობაა, ეკლესიამ განაჩინა, რომ სანამ ადამიანები იქორწინებენ, მანამდე საჭიროა მოსამზადებელი პერიოდი, უკეთ გაცნობის მიზნით, წყვილი ლოცვა-კურთხევას მღვდლისგან იღებს, ანუ დაიწინდებიან, ბეჭდებს გაცვლიან და ეს ნიშნავს არა ცოლ-ქმარს, არამედ იმას, რომ ისინი არიან სასიძო და სარძლო.  დღეს ეს ინსტიტუტი ფაქტობრივად, გაუქმებულია. დღეს დაწინდვაც და ჯვრისწერაც ერთად ტარდება. ადრე კი ჯერ დაწინდვა ხდებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგალითად 6 ან რამდენიმე თვის მერე, თუ წყვილი გადაწყვეტდა, რომ ერთმანეთთან მთელი ცხოვრების გატარება შეეძლოთ, ისინი ჯვარსაც იწერდნენ.

სასურველი იქნება, რომ ეს ინსტიტუტი დღესაც აღდგეს. ბევრი წყვილი ძალიან მარტივად წყვეტს ჯვრისწერას, რამდენიმე წლის მერე კი უცბათ შექმნილი ოჯახები უცბათვე ინგრევა, ეს კი ძალიან ცუდია. დაწინდვა ცოლ-ქმრობას არ ნიშნავს, ამ დროს ფიზიკური ურთიერთობა იკრძალება.

-დღეს ნიშნობა ოჯახურ გარემოში ტარდება, როცა გოგოს სახლში ნიშნავს სიძის ოჯახი...

-დიახ, თანამედროვე რეალობაში ნიშნობა არის ნიშნობის ბეჭდის მიტანა გოგონას ოჯახში და გარკვეული სუფრა, ბუნებრივია აქ გაცნობა ვერ მოხდება, ამიტომ ეკლესია ამას გულისხმობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დაწინდვის მერე ჯვრისწერამდე სასიძო და სარძლო ერთმანეთს უკეთ იცნობდა.

-რას ნიშნავს მეჯვარე?

-ძველად მეჯვარეებს ერქვათ ძმადი და დადი, ანუ შენი ძმა და და. მეჯვარეები ნათესავები არ არიან, ისინი უბრალოდ მოწმეები არიან. ჩვენთან მეჯვარეობა იმდენად დიდი პატივია, რომ მეჯვარეები ერთმანეთზე არ ქორწინდებიან, მაგრამ თუ ისინი დაქორწინდებიან, ეს ცოდვა არ არის. თუმცა, თუ მეჯვარეები უკვე ბავშვის ნათლიებიც ხდებიან და მირონით ნათესავდებიან, აქ უკვე მათი დაქორწინება არ შეიძლება. ეკლესია მეჯვარეების ქორწინებას მხოლოდ იმ შემთხვევაში კრძალავს, თუ ისინი ბავშვსაც ნათლავენ.

-მეჯვარეებად მეგობრებს არჩევენ ხოლმე, თუ შეიძლება მეჯვარე იყოს და, დედა ან რომელიმე ახლობელი?

-მეჯვარედ ყოფნა ყველას შეუძლია. შეიძლება შვილის მეჯვარე იყოს დედა, და, ან ნათესავი. თანამედროვე პრაქტიკაში გავრცელდა, რომ გოგოს ბიჭი ჰყავს მეჯვარედ, ბიჭს კი გოგო, რა თქმა უნდა, ეკლესია ამას არ კრძალავს, მაგრამ სასურველია, რომ გოგონას მეჯვარე იყოს ქალი, ბიჭის კი კაცი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვოთ: "ახალ წელს ნათესავები არ ისტუმროთ", ასე არ მოხდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე"

"იმედია, ქვეყანა 24 დეკემბერს არ გაიხსნება, რადგან ის ძალიან პატარა მონაპოვარი იმდენად ფრთხილი ბალანსია, რომ აშვებით უფრო მეტად დავაზიანებთ საზოგადოებას" - გიორგი ფხაკაძე

"საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს, რომ ვაქცინის გარკვეული დოზა ადრე მიიღოს" - ამირან გამყრელიძე