კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ცოლქმრული ღალატის გამომწვევი ორი მთავარი მიზეზი დაასახელეს
მეცნიერებმა ცოლქმრული ღალატის გამომწვევი ორი მთავარი მიზეზი დაასახელეს

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოლ­ქმრუ­ლი ღა­ლა­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა და და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, ამე­რი­კელ­მა სო­ცი­ო­ლოგ­მა პე­პერ შვარ­ცმა მა­ინც დაჰ­ყო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ორ კა­ტე­გო­რი­ად.

პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­კუ­თარ პარტნი­ორ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მო­ბეზ­რდათ. მათ სურთ რა­ი­მე ახ­ლის "გა­სინ­ჯვა". ისი­ნი არ ეძე­ბენ სა­ი­დუმ­ლო რო­მა­ნებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, მაგ­რამ არც უეც­რად გა­ჩე­ნილ შანსს უშ­ვე­ბენ ხე­ლი­დან.

სწო­რედ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბია საიტ "ეშლი მე­დი­სო­ნის" კლი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­იტ­ზე შე­დი­ან, არ ცდი­ლო­ბენ ქმრე­ბის მი­ტო­ვე­ბას, მათ უბ­რა­ლოდ, სურთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დონ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა.

მე­ო­რე კა­ტე­გო­რია გახ­ლავთ ქორ­წი­ნე­ბა­ში უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი არ შორ­დე­ბი­ან პარტნი­ო­რებს მარ­ტი­ვი მი­ზე­ზე­ბის გამო (სა­ერ­თო შვი­ლე­ბი, ფი­ნან­სუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა), მაგ­რამ ემო­ცი­ურ სტი­მუ­ლა­ცი­ას ეძე­ბენ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამ ორ კა­ტე­გო­რი­ას შო­რის სა­ზღვა­რი თით­ქმის არ არ­სე­ბობს.

კი­დევ ერთი, უფრო მას­შტა­ბუ­რი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ ღა­ლა­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი ფუ­ლია: რაც უფრო და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქმა­რი ცო­ლის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მით უფრო დი­დია შან­სი, ქმარ­მა ცოლს უღა­ლა­ტოს. ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო ტენ­დენ­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა: რო­დე­საც შე­მო­სავ­ლის 100 პრო­ცენ­ტი ქალს შე­აქვს ოჯახ­ში, ის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად არის მიდ­რე­კი­ლი ღა­ლა­ტის­კენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მეცნიერებმა ცოლქმრული ღალატის გამომწვევი ორი მთავარი მიზეზი დაასახელეს

მეცნიერებმა ცოლქმრული ღალატის გამომწვევი ორი მთავარი მიზეზი დაასახელეს

მიუხედავად იმისა, რომ ცოლქმრული ღალატი ინდივიდუალური ხასიათისაა და დამოკიდებულია ცხოვრებისეულ გარემოებებზე, ამერიკელმა სოციოლოგმა პეპერ შვარცმა მაინც დაჰყო მოღალატეები ორ კატეგორიად.

პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც საკუთარ პარტნიორთან სექსუალური ცხოვრება მობეზრდათ. მათ სურთ რაიმე ახლის "გასინჯვა". ისინი არ ეძებენ საიდუმლო რომანებს მიზანმიმართულად, მაგრამ არც უეცრად გაჩენილ შანსს უშვებენ ხელიდან.

სწორედ ზემოთ მოყვანილი კატეგორიის ადამიანებია საიტ ”ეშლი მედისონის” კლიენტების უმრავლესობა. ქალები, რომლებიც საიტზე შედიან, არ ცდილობენ ქმრების მიტოვებას, მათ უბრალოდ, სურთ მრავალფეროვანი გახადონ სექსუალური ცხოვრება.

მეორე კატეგორია გახლავთ ქორწინებაში უბედური ადამიანები. ისინი არ შორდებიან პარტნიორებს მარტივი მიზეზების გამო (საერთო შვილები, ფინანსური დამოკიდებულება), მაგრამ ემოციურ სტიმულაციას ეძებენ სხვა ურთიერთობაში. ამ ორ კატეგორიას შორის საზღვარი თითქმის არ არსებობს.

კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ღალატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ფულია: რაც უფრო დამოკიდებულია ქმარი ცოლის ფინანსურ მდგომარეობაზე, მით უფრო დიდია შანსი, ქმარმა ცოლს უღალატოს. ქალების შემთხვევაში, სრულიად საპირისპირო ტენდენცია აღინიშნება: როდესაც შემოსავლის 100 პროცენტი ქალს შეაქვს ოჯახში, ის ყველაზე ნაკლებად არის მიდრეკილი ღალატისკენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს