კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?” - გალაკტიონის წერილები ცოლს
“ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?” - გალაკტიონის წერილები ცოლს

…სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცო­დე, რა­ნა­ირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ… ისე მინ­და ეხლა შენს ახ­ლოს ვიყო, შენს სუნ­თქვას ვგრძნობ­დე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ეს ისეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გორც ცისა და დე­და­მი­წის შე­ერ­თე­ბა. მე მგო­ნია, ჩემი უკა­ნას­კნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გე­დის სიმ­ღე­რა იყო იმ ბედ­ნი­ე­რე­ბის, რო­მელ­საც ასე გან­ვიც­დი­დი მარ­ტო­ო­ბის დროს ჩემს სიყ­მაწ­ვი­ლე­ში. მე მგო­ნია, არას­დროს არ გან­მე­ორ­დე­ბა ის და­უბ­რუ­ნე­ბე­ლი წა­მე­ბი, მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­შვე­ნი­ე­რით და სი­ლა­მა­ზით. რა სა­ში­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბაა! რა უსა­ზღვრო უთ­ვის­ტო­მო­ბაა… რაგ­ვა­რი უფსკრუ­ლი მიდ­გას წინ და მი­პი­რებს შთან­თქმას… მე­ში­ნია, ოლოლ მე­ში­ნია!…

…მე მგო­ნია, შენ ერ­თა­დერ­თი არ­სე­ბა ხარ მთელ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც ჩემი უბე­დუ­რე­ბა გულს გატ­კენს… ეხლა რომ შენ­თან ვიყო, დაგ­კოც­ნი­დი, დაგ­კოც­ნი­დი გი­ჟი­ვით…

მას შემ­დეგ, რაც შენ წადი, რა­ღაც სა­ში­ნელ­მა სი­ცა­რი­ე­ლემ მო­იც­ვა ჩემი არ­სე­ბა… სი­ცა­რი­ე­ლემ, რომ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას არ ვიცი რა­ნა­ი­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შეძ­ლებს და რა არის მისი წა­მა­ლი?… რო­დე­საც შენ აქ იყა­ვი, მე შე­მეძ­ლო და­მე­ნა­ხე შენ… ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ შენს ახ­ლოს ყოფ­ნა საკ­მა­რი­სი იყო, რომ შენს გარ­და არა­ფერ­ზე არ მე­ფიქ­რა. რო­დე­საც მწა­რე ფიქ­რე­ბი, სევ­დი­ა­ნი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი სუ­ლი­ე­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­მი­პყრობ­და, მე მოვ­ქრო­დი შენ­სკენ, თუმ­ცა არც შენ­გან მეს­მო­და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ უბ­რა­ლო სი­ახ­ლო­ვე საკ­მა­რი­სი იყო ჩემ­თვის, ვი­მე­ო­რებ ჩემს გულს სა­შინ­ლად სწამ­ლავ­და შე­ნი­ა­ნე­ბის იქ ყოფ­ნა. მე ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ უცხო, ძა­ლი­ან უცხო და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პირი ვი­ყა­ვი დე­და­შე­ნის­თვის, მე ვგრძნობ­დი, რომ ყვე­ლა გულ­ში ან დამ­ცი­ნო­და, ანდა კვი­რობ­და ჩემს ხშირ სტუმ­რო­ბას… მე ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც­ნა­ი­რი სი­ცი­ვე შემ­ქონ­და თქვენს სახ­ლში და მინ­დო­და მეყ­ვი­რა, რომ არა­ვინ არ მინ­და შე­ვა­წუ­ხო, რომ მხო­ლოდ ოლი­ას­თან ყოფ­ნა მინ­და-მეთ­ქი.

მარ­თლაც, რა საკ­ვირ­ვე­ლი რა­მაა, მთელ შენ კომ­პა­ნი­ას­თან, მხი­ა­რულ კომ­პა­ნი­ას­თან, მხო­ლოდ მა­შინ ვგრძნობ კავ­შირს, რო­დე­საც ხარ ქუ­თა­ის­ში… რო­დე­საც შენ წახ­ვალ, მე მათ ვა­ვი­წყდე­ბი და ისი­ნი მე მა­ვი­წყდე­ბი­ან… თით­ქო არა­ფე­რიც არ მომ­ხდა­რა, თით­ქო არა­ფე­რი სა­ერ­თო ერ­თმა­ნეთ­თან არ გვაქვს.

აი, მა­გა­ლი­თად, შენი ორ­ჯერ გამ­გზავ­რე­ბის ამ­ბა­ვი:

ოკტომ­ბერ­ში მა­ტა­რე­ბელ­ზე ყვე­ლა­ნი შე­ვიკ­რი­ბეთ, რად­გან შენ მი­დი­ო­დი ჭი­ა­თუ­რა­ში. რა­ღაც ნაღ­ვლი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბა იყო. შენ სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი დამ­ნა­შა­ვის სახე გქონ­და, ჩვენ კი­დევ მო­წყე­ნი­ლი. აი, და­იძ­რა მა­ტა­რე­ბე­ლი, შენ წადი… მე ერთი გა­დავ­ხე­დე ყვე­ლას… ყვე­ლა ჩუ­მად, უსი­ტყვოდ იდგა, უსი­ტყვოდ და­ვი­ძა­რით სად­გუ­რი­დან, უსი­ტყვოდ და­ვე­სალ­მეთ ერ­თმა­ნეთს და შემ­დეგ არ­სად არ შევ­ხვედ­რი­ვარ არც ერთს, შენს ხე­ლახ­ლა ჩა­მოს­ვლამ­დე.

შენ ჩა­მო­დი და მე ისევ არ მინ­დო­და და­ვახ­ლო­ვე­ბო­დი ამ ჯგუფს, რად­გან არა­ვი­თარ სუ­ლი­ერ ნა­თე­სა­ო­ბას არ ვგრძნობ­დი მათ­თან, მხო­ლოდ შენ­მა მათ­ში ყოფ­ნამ მა­ი­ძუ­ლა სა­ხე­ზე ნი­ღა­ბი ამე­ფა­რე­ბია, თით­ქო მარ­თლაც…

უკა­ნას­კნე­ლად, როცა შენ მი­ემ­გზავ­რე­ბო­დი, ეს "ჩა­ტე­ხი­ლი ხიდი" უფრო საგ­რძნო­ბი და თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და ჩემ­თვის.

რო­გორც კი მა­ტა­რე­ბე­ლი და­იძ­რა, იმ წუთ­ში­ვე ვიგ­რძე­ნი, რომ გა­დამ­თი­ე­ლი ხალ­ხი მერ­ტყა ირ­გვლივ, მათ სა­ხე­ზე შე­ვამ­ჩნიე ამ­გვა­რი­ვე გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა, რომ მეც გა­დამ­თი­ე­ლი ვი­ყა­ვი მათ­თვის.

რა არის, უკა­ნას­კნე­ლად, ამის მი­ზე­ზი? ჩემი გულ­და­ხუ­რუ­ლო­ბა? იქ­ნებ ასეა?

სად­გუ­რი­დან წა­მო­ვე­დით… მთე­ლი ეს კომ­პა­ნია სა­დღა­ცა მი­ე­შუ­რე­ბო­და. კუ­ზი­ან­მა გაკ­ვრით სთქვა, რომ ამე­ღამ კო­ლი­ას­თან იკ­რი­ბე­ბი­ან (ჯა­ფა­რი­ძეს­თან). მე ვიგ­რძე­ნი, რომ ზედ­მე­ტი კაცი ვი­ყა­ვი მათ­ში და საჩ­ქა­როდ დავ­შორ­დი მათ; დავ­შორ­დი მათ, მე მგო­ნია, დიდი ხნით, რო­დე­საც შენ ჩა­მოხ­ვალ, შე­იძ­ლე­ბა ისევ შე­ვუ­ერ­თდე შენს მე­გობ­რებს… მა­ნამ­დე არ ვიცი, რო­გორ მოხ­დე­ბა.

ოლია, რო­გორ ფიქ­რობ შენ ამ ამ­ბავ­ზე? შენ იქ­ნე­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლად მი­იჩ­ნიო ყვე­ლა­ფე­რი ეს, იქ­ნე­ბა უბ­რა­ლო გან­მარ­ტო­ე­ბის სიყ­ვა­რულს და სხვა ასე­თებს და­აბ­რა­ლო, მაგ­რამ ეს ასეა… მე ვიცი, ისი­ნი ყო­ველ­თვის ისე მი­მი­ღე­ბენ, რო­გორც მი­ღებ­დნენ. ისიც ვიცი, რომ ისი­ნი მე მი­ცო­დე­ბენ, მაგ­რამ რად, რის­თვის?

…ოლ­კინ, ძვირ­ფა­სო ოლ­კინ, უსა­თუ­ოდ ჩა­მო­დი მალე, თო­რემ თავს მო­ვიკ­ლავ… ასე აღარ შე­მიძ­ლია. როცა შენ­თან ვარ, ოლ­კინ, არას­დროს ასე­თი საქ­მე არ და­მე­მარ­თე­ბა. მა­ინც რა სუ­ლე­ლუ­რა­დაა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა მო­წყო­ბი­ლი. არა­ფერს იგი არ ჰგავს. სახ­სნე­ლი გზა არ­სა­დაა, პირ­და­პირ. ოჰ, ნე­ტა­ვი ეხლა შენ­თან ვიყო, მე ყვე­ლა­ფერს გე­ტყო­დი…

ოლ­კინ, მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? მე მგო­ნია, არა!.. ჩემგვა­რი კაცი განა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უყ­ვარ­დეს? და­დე­ბი­თად ძლი­ე­რი ჩემ­ში არა­ფე­რი არ არის. რომ ვიყო ბა­ი­რო­ნი, ლერ­მონ­ტო­ვი, გი­ო­ტე… მა­შინ შე­მიყ­ვა­რებ­დნენ. მე კი ისე პა­ტა­რა და დაწ­ვრილ­მა­ნე­ბუ­ლი კაცი ვარ… მაგ­რამ არა­ფე­რია, "Мы ещё повоюем". შენ ის მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად?

მე კი ისევ ძვე­ლე­ბუ­რად, გა­გი­ჟე­ბით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მიყ­ვარ­ხარ!

მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ მე და ლოლი ერ­თმა­ნეთს დავ­ცილ­დე­ბით რო­დის­მე, რა­ღაც ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ეს. შენ რო­გორ ფიქ­რობ, ოლ­კინ. მომ­წე­რე, ოლ­კინ, თუ რა­ნა­ი­რად და რო­გორ გიყ­ვარ­ვარ, რის­თვის გიყ­ვარ­ვარ… ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი მომ­წე­რე… რას იზამ, ოლ­კინ, მე რომ მოვ­კვდე? მა­გა­ლი­თად, მოვ­კვდი და აღა­რაა ქვე­ყა­ნა­ზე გა­ლო­ნი. მოკ­ვდა სა­წყა­ლი გა­ლო­ნი და და­ა­საფ­ლა­ვეს. რას იზამ მა­შინ? მოხ­და ისე, რომ მე მოვ­კვდი სა­დღაც შორს, ცივ ქვე­ყა­ნა­ში, ან მოვ­კვდი სა­ზი­ზღა­რი და სა­მარ­ცხვი­ნო სიკ­ვდი­ლით… მოკ­ვდა გა­ლო­ნი ძაღ­ლი­ვით. რას იზამ, ჩმოკ­ლინ? იტი­რებ თუ არ იტი­რებ? ჩემო ძვირ­ფა­სო, ერ­თა­დერ­თო მე­გო­ბა­რო, ერ­თა­დერ­თო ნუ­გე­შო და დიდო ადა­მი­ა­ნო, ჩემო ჩმოკ­ლინ, ჩემო პა­ტა­რა ჩმოკ­ლინ… დეე, ნუ გეყ­ვა­რე­ბი, მაგ­რამ ნუ­რას­დროს ცუდს ნუ გა­ი­ფიქ­რებ და ნუ იტყვი ჩემ­ზე. გებ­რა­ლე­ბო­დეს შენი სა­წყა­ლი გა­ლო­ნი, შენი მუ­დამ მოყ­ვა­რუ­ლი მგო­სა­ნი გა­ლო­ნი. გა­ლონ­მა შენ ბევ­რი გა­წყე­ნი­ნა, მაგ­რამ გა­ლო­ნი ცუდი ბიჭი რო­დია, – გა­ლონს შენ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ…

…რო­გო­რი კი­ლო­თი მწერ უკა­ნას­კნელ წე­რილს? რამ გა­მო­იწ­ვია შენი აღელ­ვე­ბა? გწამ­დეს, მიყ­ვარ­ხარ შენ ერთი და მხო­ლოდ შენ! ჭო­რებს ყურს ნუ უგ­დებ, ვი­საც რა უნდა, ისა სთქვას… ამ წე­რილს საჩ­ქა­როდ ვწერ, ასე რომ, მინ­და უკა­ნას­კნელ ფოს­ტას მო­უს­წროს… იყა­ვი კარ­გად, მე შენს მეტი არა­ვინ, არა­ვინ არ მიყ­ვარს… მე, ოლოლ, მუ­დამ შენ­ზე ვფიქ­რობ, რა­ტომ გგო­ნია, რომ სხვა­ზე? მე მგო­ნია, არას­დროს არ შე­მი­ცო­დავს…

…შენ აღარ გიყ­ვარ­ვარ! არა­ვის არ ვუყ­ვარ­ვარ ქვე­ყა­ნა­ზე! უკე­თე­სია, რომ მოვ­კვდე­ბო­დე! სიკ­ვდი­ლი კი თით­ქო ამ­ბობს: გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე, შენ ჯერ არ მოკ­ვდე­ბი, კი­დევ ბევრ რა­მეს გა­ა­კე­თე­ბო! ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ!

მე მთელ დე­და­მი­წას დუ­ელ­ში ვიწ­ვევ! ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა! ვნა­ხოთ.

ოლ­კინ, ძვირ­ფა­სო ოლ­კინ! რა­ტომ მაწ­ვა­ლებ ასე, რა­ტომ მე­ჩხუ­ბე­ბი? ხომ იცი, რომ შენს მეტი არა­ვინ არ მყვა­რე­ბია და არც მიყ­ვარს?…

რო­დე­საც ჩა­მო­ვალ, უსა­თუ­ოდ ერ­თად უნდა ვი­ცხოვ­როთ, აქე­დან წა­მო­ვი­ღებ რამე-რა­მე­ებს. ტა­ნი­სა­მო­სი გინ­და, შენ, დე­დო­ფა­ლო! მე ვოც­ნე­ბობ ჩვენ ერ­თად ყოფ­ნა­ზე, პა­ტა­რა ბავ­შვზე, განა კარ­გი არ არის? აჰ, ნე­ტა­ვი კარ­გად მო­ვე­წყო­ბო­დეთ. მე ამის იმე­დი მაქვს. Будет жить припеваючи! ა? ა? ა? კარ­გია, კარ­გი ცხოვ­რე­ბა! ცხოვ­რე­ბას ჭკვი­ა­ნად უნდა მო­პყრო­ბა, ცხოვ­რე­ბა მი­დის!

წყა­რო: burusi.wordpress.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

“ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?” - გალაკტიონის წერილები ცოლს

“ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?” - გალაკტიონის წერილები ცოლს

…სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარ… ისე მინდა ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნიერების, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასდროს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერით და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა… რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას… მეშინია, ოლოლ მეშინია!…

…მე მგონია, შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს გატკენს… ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით…

მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი?… როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი.

მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც ხარ ქუთაისში… როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან… თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არ გვაქვს.

აი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი:

ოკტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბეთ, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილმისჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ მოწყენილი. აი, დაიძრა მატარებელი, შენ წადი… მე ერთი გადავხედე ყველას… ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა, უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად არ შევხვედრივარ არც ერთს, შენს ხელახლა ჩამოსვლამდე.

შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან, მხოლოდ შენმა მათში ყოფნამ მაიძულა სახეზე ნიღაბი ამეფარებია, თითქო მართლაც…

უკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს ”ჩატეხილი ხიდი” უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის.

როგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ, მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის.

რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნებ ასეა?

სადგურიდან წამოვედით… მთელი ეს კომპანია სადღაცა მიეშურებოდა. კუზიანმა გაკვრით სთქვა, რომ ამეღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან). მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ დავშორდი მათ; დავშორდი მათ, მე მგონია, დიდი ხნით, როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს… მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.

ოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულად მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა… მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდნენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის?

…ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ… ასე აღარ შემიძლია. როცა შენთან ვარ, ოლკინ, არასდროს ასეთი საქმე არ დამემართება. მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი. არაფერს იგი არ ჰგავს. სახსნელი გზა არსადაა, პირდაპირ. ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი…

ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!.. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე… მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ… მაგრამ არაფერია, “Мы ещё повоюем”. შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად?

მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!

მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე, რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს. შენ როგორ ფიქრობ, ოლკინ. მომწერე, ოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ, რისთვის გიყვარვარ… ყველაფერი, ყველაფერი მომწერე… რას იზამ, ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით… მოკვდა გალონი ძაღლივით. რას იზამ, ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო, ერთადერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო, ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ… დეე, ნუ გეყვარები, მაგრამ ნურასდროს ცუდს ნუ გაიფიქრებ და ნუ იტყვი ჩემზე. გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი, შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი. გალონმა შენ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია, – გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ…

…როგორი კილოთი მწერ უკანასკნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა, ისა სთქვას… ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს… იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს… მე, ოლოლ, მუდამ შენზე ვფიქრობ, რატომ გგონია, რომ სხვაზე? მე მგონია, არასდროს არ შემიცოდავს…

…შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ!

მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ რა იქნება! ვნახოთ.

ოლკინ, ძვირფასო ოლკინ! რატომ მაწვალებ ასე, რატომ მეჩხუბები? ხომ იცი, რომ შენს მეტი არავინ არ მყვარებია და არც მიყვარს?…

როდესაც ჩამოვალ, უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს. ტანისამოსი გინდა, შენ, დედოფალო! მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე, განა კარგი არ არის? აჰ, ნეტავი კარგად მოვეწყობოდეთ. მე ამის იმედი მაქვს. Будет жить припеваючи! ა? ა? ა? კარგია, კარგი ცხოვრება! ცხოვრებას ჭკვიანად უნდა მოპყრობა, ცხოვრება მიდის!

წყარო: burusi.wordpress.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია