საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხავენ
ვანო მერაბიშვილს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხავენ

ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ზე შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა და­ვით ხა­ჟა­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

დღეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მემ მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ამ ახ­სე­ნა, რო­მე­ლიც ე.წ.კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო. ბა­ღა­თუ­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ მას ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­უ­რე­კა და ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილ­ზე, ბონ­დო ფუ­თუ­რი­ძე­ზე და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლოვ­ზე მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოს­თხო­ვა. მოწ­მემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის გა­საკ­ვი­რი იყო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ზარი, რო­მელ­მაც ასე­ვე მო­ი­თხო­ვა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ას თქმით, ასე­ვე გა­საკ­ვი­რი იყო, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა.

ფირ­ცხა­ლა­ვას ად­ვო­კა­ტის, და­ვით ხა­ჟა­ლი­ას თქმით, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვად გან­მარ­ტავს, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­კი­თხე­ბა, თუ რას უკავ­შირ­დე­ბო­და ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი. თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან მი­ნის­ტრმა თა­ვის თა­ნამ­შრო­მელს და­უ­რე­კა. და­ვით ხა­ჟა­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო და­კი­თხავს დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც გან­მარ­ტა­ვენ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და სცოდ­ნო­და მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ას მისი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. ამ კონ­ტექ­სტში რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, გან­მარ­ტე­ბას სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გა­ა­კე­თებს დაც­ვის მხა­რის ერთ-ერთი მოწ­მე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი ქა­და­გი­ძე.

ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ზე დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რის ოთხი მოწ­მე და­ი­კი­თხა. სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა მის­ცა ერ­თმა ექ­სპერ­ტმა და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის სამ­მა ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა. რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, დღეს და­კი­თხუ­ლი მოწ­მე­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ ვერ­სი­ას, რომ ინ­ფორ­მა­ცია ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის შე­სა­ხებ კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას არ გა­აჩ­ნდა.

"მოწ­მე­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ სრო­ლა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა პო­ლი­ცი­ის მი­სა­მარ­თით და პო­ლი­ცი­ამ გა­უხ­სნა ცე­ცხლი ვა­ზა­გაშ­ვილს და მის ავ­ტო­მო­ბილ­ში მსხდომ პი­რებს. შე­თხზუ­ლია ცრუ ვერ­სია, შე­სა­ბა­მი­სად მოხ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია, ია­რა­ღის ჩა­დე­ბა და გა­ყალბ­და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, რომ­ლის შემ­დე­გაც შე­იქ­მნა სუ­რა­თი თით­ქოს ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და მისი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, ეს არის სიც­რუე და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის ბო­ლოს დამ­ტკიც­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტის და­ვით ხა­ჟა­ლი­ას თქმით კი, დღეს და­კი­თხუ­ლი არც ერთი მოწ­მე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის თვითმხილ­ვე­ლი არ არის.

კორ­ტე­ბის სპე­ცო­პარ­ცი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის და­კი­თხვის ეტა­პით სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 10 სექ­ტემ­ბერს, 11:00 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვანო მერაბიშვილს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხავენ

ვანო მერაბიშვილს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხავენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოწმის სახით დაიკითხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კორტების საქმეზე ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა.

დღეს ვანო მერაბიშვილის სახელი ბრალდების მხარის მოწმემ მერაბ ბაღათურიამ ახსენა, რომელიც ე.წ.კორტების სპეცოპერაციის დროს ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ბაღათურიამ განაცხადა, რომ კორტების სპეცოპერაციის შემდეგ მას ვანო მერაბიშვილმა დაურეკა და ზურაბ ვაზაგაშვილზე, ბონდო ფუთურიძეზე და ალექსანდრე ხუბულოვზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მოსთხოვა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირი იყო სპეცოპერაციის შემდეგ ვანო მერაბიშვილის ზარი, რომელმაც ასევე მოითხოვა ირაკლი ფირცხალავას სამსახურიდან გათავისუფლება. მერაბ ბაღათურიას თქმით, ასევე გასაკვირი იყო, რომ გათავისუფლების შემდეგ ირაკლი ფირცხალავა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.

ფირცხალავას ადვოკატის, დავით ხაჟალიას თქმით, ვანო მერაბიშვილი თავად განმარტავს, როდესაც სასამართლოში დაიკითხება, თუ რას უკავშირდებოდა ეს სატელეფონო ზარი. თუმცა როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამაში გასაკვირი არ არის, რადგან მინისტრმა თავის თანამშრომელს დაურეკა. დავით ხაჟალიას ინფორმაციით, სასამართლო დაკითხავს დაცვის მხარის მოწმეებსაც, რომლებიც განმარტავენ რატომ არ შეიძლებოდა სცოდნოდა მერაბ ბაღათურიას მისი ჩვენების მიხედვით სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია. ამ კონტექსტში როგორც ადვოკატმა აღნიშნა, განმარტებას სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში გააკეთებს დაცვის მხარის ერთ-ერთი მოწმე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ირაკლი ქადაგიძე.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე დღეს პროკურატურის ოთხი მოწმე დაიკითხა. სასამართლოს ჩვენება მისცა ერთმა ექსპერტმა და კრიმინალური პოლიციის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა. როგორც საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს დაკითხული მოწმეები ადასტურებენ ვერსიას, რომ ინფორმაცია ზურაბ ვაზაგაშვილის და მისი თანმხლები პირების შესახებ კრიმინალურ პოლიციას არ გააჩნდა.

"მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სროლა არ განხორციელებულა პოლიციის მისამართით და პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი ვაზაგაშვილს და მის ავტომობილში მსხდომ პირებს. შეთხზულია ცრუ ვერსია, შესაბამისად მოხდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია, იარაღის ჩადება და გაყალბდა ექსპერტიზის დასკვნები, რომლის შემდეგაც შეიქმნა სურათი თითქოს ვაზაგაშვილი და მისი თანხმლები პირები თავს დაესხნენ სამართალდამცველებს, ეს არის სიცრუე და სასამართლო განხილვების ბოლოს დამტკიცდება", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის დავით ხაჟალიას თქმით კი, დღეს დაკითხული არც ერთი მოწმე სპეცოპერაციის თვითმხილველი არ არის.

კორტების სპეცოპარციის საქმეზე ბრალდების მხარის დაკითხვის ეტაპით სასამართლო სხდომა 10 სექტემბერს, 11:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ