პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება?
შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება?

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა სა­ცო­ბებ­მა იმა­ტა. ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ზღუდ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა მხო­ლოდ პი­კის სა­ა­თებ­ში, რო­დე­საც თით­ქმის პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი, არა­მედ დღის სხვა მო­ნაკ­ვეთ­შიც.

რა­ტომ გაჩ­ნდა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­ცო­ბე­ბი? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. 2005 წლი­დან დღემ­დე, ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­პარკს და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 ავ­ტო­მო­ბი­ლი ემა­ტე­ბო­და, 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით 900 000 ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, დღეს, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 1 000 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, თუ არ ჩავ­თვლით რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს: 2014 წლის აპ­რი­ლი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად შე­წყდა მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ფა­სის მკვეთ­რი ვარ­დნა; ყო­ველ­გვა­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე ში­დაწ­ვის ძრა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ, შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ან საწ­ვავ­ზე, გაზ­ზე გა­დაყ­ვა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ერთ დროს ფუ­ფუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის­თვის. ესეც ბუ­ნებ­რი­ვია, პრობ­ლე­მა კი შემ­დეგ­შია: წლებ­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ შე­სა­ბა­მი­სად, ვი­თარ­დე­ბო­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, შენ­დე­ბო­და ახა­ლი ხი­დე­ბი, ეს­ტა­კა­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლე­ბი, მი­წის­ზე­და გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, ხდე­ბო­და საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა და პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის მეტ­ნაკ­ლე­ბად მო­წეს­რი­გე­ბაც.

თუმ­ცა, 2012 წლის შემ­დეგ ეს პრო­ცე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ჩერ­და, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენტს. პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის და­სა­გეგ­მია და სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე არ იგეგ­მე­ბა. თბი­ლი­სის 2015 წლის ბი­უ­ჯეტ­ში არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი ახა­ლი ეს­ტა­კა­დე­ბის, ხი­დე­ბის, გვი­რა­ბე­ბის, შე­მოვ­ლი­თი მა­გის­ტრა­ლე­ბის, პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის, მი­წის­ზე­და გა­და­სას­ვლე­ლე­ბის და სხვა პრო­ექ­ტე­ბის­თვის, რაც სა­გა­ზო მოძ­რა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს. 2015 წლის თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ რა­ი­ო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბის, შიდა კვარ­ტა­ლუ­რი გზე­ბის და შიდა ეზო­ე­ბის მოვ­ლა-შე­კე­თე­ბა­ზე, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნაც­ვლად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რაც გან­ტვირ­თავ­და მოძ­რა­ო­ბას და მოგ­ვცემ­და სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ცო­ბე­ბი, გვაქვს და­ნაკ­ლი­სე­ბი საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის კუ­თხით. თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ან­და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი, რო­მე­ლიც 35%-ით ახ­დენ­და მოძ­რა­ო­ბის გან­ტვირ­თვას ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში. ს

ამ­წუ­ხა­როდ, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გზის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე თით­ქმის არ მიმ­დი­ნა­რე­ობს და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იგეგ­მე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება?

შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება?

ბოლო რამდენიმე წელია, თბილისის ქუჩებში ავტოტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეულმა საცობებმა იმატა. ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება არა მხოლოდ პიკის საათებში, როდესაც თითქმის პარალიზებულია დედაქალაქის ყველა სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი, არამედ დღის სხვა მონაკვეთშიც.

რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები? - ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. 2005 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად საქართველოს ავტოპარკს დაახლოებით 100 000 ავტომობილი ემატებოდა, 2012 წლის მონაცემებით 900 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეს, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფაქტორს: 2014 წლის აპრილიდან ფაქტობრივად შეწყდა მეორადი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში, რამაც გამოიწვია ავტომობილების ფასის მკვეთრი ვარდნა; ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ალტერნატიულ, შედარებით იაფფასიან საწვავზე, გაზზე გადაყვანა. შესაბამისად, ერთ დროს ფუფუნების საშუალების სტატუსის მატარებელი ავტომობილი, ხელმისაწვდომი გახადა ყველა სოციალური ფენისთვის. ესეც ბუნებრივია, პრობლემა კი შემდეგშია: წლებთან ერთად იზრდებოდა ავტომობილების რაოდენობა, მაგრამ შესაბამისად, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, შენდებოდა ახალი ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, ჩქაროსნული მაგისტრალები, მიწისზედა გადასასვლელები, ხდებოდა საგზაო ნიშნების მოდერნიზება და პარკირების სისტემის მეტნაკლებად მოწესრიგებაც.

თუმცა, 2012 წლის შემდეგ ეს პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა, რამაც გამოიწვია ბალანსის დარღვევა და ავტომობილების რაოდენობის ზრდის კოეფიციენტი ბევრად აღემატება ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების კოეფიციენტს. პრევენციული ღონისძიებები საქართველოს ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის დასაგეგმია და სამწუხაროდ, დღემდე არ იგეგმება. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში არ არის გამოყოფილი თანხები ახალი ესტაკადების, ხიდების, გვირაბების, შემოვლითი მაგისტრალების, პარკირების სისტემის, მიწისზედა გადასასვლელების და სხვა პროექტებისთვის, რაც საგაზო მოძრაობის გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს. 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში საუბარია მხოლოდ რაიონების ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების, შიდა კვარტალური გზების და შიდა ეზოების მოვლა-შეკეთებაზე, რამაც საბოლოოდ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

მოგეხსენებათ, ნაცვლად იმისა, რომ თბილისში გაუმჯობესებულიყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც განტვირთავდა მოძრაობას და მოგვცემდა საშუალებას თავიდან აგვეცილებინა ინტენსიური საავტომობილო საცობები, გვაქვს დანაკლისები საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც 35%-ით ახდენდა მოძრაობის განტვირთვას ცენტრალურ უბნებში. ს

ამწუხაროდ, სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე თითქმის არ მიმდინარეობს და გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარე წლის განმავლობაში არ იგეგმება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია