კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წელს სტიქიისგან გამოწვეული ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს მიუახლოვდება
წელს სტიქიისგან გამოწვეული ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს მიუახლოვდება

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, წელს სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ ლარს მი­აღ­წევს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი უცხო არ არის, მაგ­რამ წლე­ვან­დე­ლი წელი მას­შტა­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჯერ სა­მეგ­რე­ლო­ში ქა­რიშ­ხალ­მა თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა და მო­სახ­ლე­ო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. შემ­დეგ იყო თბი­ლი­სის სტი­ქია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შიდა ქარ­თლში მო­სულ­მა სე­ტყვამ და­ა­ზი­ა­ნა ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა პო­მიდვ­რის მო­სა­ვა­ლი. ახ­ლა­ხან კა­ხეთ­ში ანო­მა­ლი­ურ­მა სე­ტყვამ მი­წას­თან გა­ას­წო­რა ყვა­რე­ლი, ასე­ვე და­ი­სე­ტყვა ლა­გო­დე­ხი და ახ­მე­ტა. ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა თუ­შეთ­სა და რა­ჭა­ში. გუ­შინ კი შავი ზღვის სა­ნა­პი­როს წყალ­დი­დო­ბა და­ა­ტყდა თავს.

გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო ხუთ წე­ლი­წად­ში ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გად ქვეყ­ნის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი 601,9 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე დიდი ზა­რა­ლი მე­წყე­რის შე­დე­გად ად­გე­ბა, ხუთ წე­ლი­წად­ში - 298,5 მი­ლი­ო­ნი ლარი, მე­ო­რე ად­გილ­ზეა წყალ­დი­დო­ბა - 224 მი­ლი­ო­ნი ლარი, შემ­დეგ ღვარ­ცო­ფი - 61 მი­ლი­ო­ნი ლარი, ქა­რიშ­ხა­ლი - 14,8 მი­ლი­ო­ნი ლარი, ხოლო დიდ­თოვ­ლო­ბა - 12,6 მი­ლი­ო­ნი ლარი.

წელს სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბა ჯერ დათ­ვლი­ლი არ არის, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ლა­რია. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მდი­ნა­რე ვე­რეს ადი­დე­ბის შე­დე­გად ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბამ 200 მი­ლი­ონ ლარს მი­აღ­წია. კა­ხეთ­სა და თუ­შეთ­ში ზა­რა­ლი 150 მი­ლი­ონ ლარს ცდე­ბა, 200 ათა­სი ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხი 100%-ით არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სახ­ლე­ბი და გზე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, ამ­დე­ნი­ვე იქ­ნე­ბა ზა­რა­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა­ზე იხარ­ჯე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო

სამ­შა­ბათს, ღა­მით მო­სულ­მა წვი­მამ შავი ზღვის­პი­რე­თი დატ­ბო­რა. მო­სახ­ლე­ო­ბას და­უ­ზი­ან­და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, გა­ფუჭ­და გზე­ბი. გარ­და ამი­სა, გუ­შინ მე­ხის და­ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ან­და მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცე­მი ხაზი "ვარ­ცი­ხე 35", რის შე­დე­გა­დაც ვან­ში 12 ათა­სამ­დე აბო­ნენტს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­ე­ზღუ­და.

დატ­ბორ­ვის მთა­ვარ მი­ზე­ზად გა­უ­მარ­თა­ვი სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი და­სა­ხელ­და, თუმ­ცა აჭა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს იმით იმარ­თლებს, რომ ასე­თი უხვი ნა­ლე­ქის პი­რო­ბებ­ში დატ­ბორ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

ბა­თუმ­ში მცხოვ­რებ­ნი კი მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რებს მო­უ­წო­დე­ბენ, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭები და სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი დრო­უ­ლად გაწ­მინ­დონ. "და­მის­ველ­და ავე­ჯი, ახლა აღარ მჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ამო­ტუმ­ბა­ვენ თუ თა­ვი­სით გა­ი­წოვს წყა­ლი, სულ ერ­თია, მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბი ახლა კი არ უნდა ასუფ­თა­ვებ­დნენ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭებ­სა და სა­ნი­აღ­ვრე არ­ხებს, ისი­ნი მზი­ან ამინ­დში უნდა გა­მო­ვიდ­ნენ და მო­ა­წეს­რი­გონ სის­ტე­მა. ჩვე­ნი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის. წე­ლი­წად­ში ხუთ­ჯერ გვტბო­რავს და ტე­ლე­ვი­ზი­ით გად­მოს­ცე­მენ ჩვენს პრობ­ლე­მას. მხო­ლოდ მე­რი­ამ ვერ გა­ი­გო, რომ დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა", - აცხა­დებს მო­სახ­ლე­ო­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

წელს სტიქიისგან გამოწვეული ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს მიუახლოვდება

წელს სტიქიისგან გამოწვეული ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს მიუახლოვდება

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წელს სტიქიისგან მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწევს.

საქართველოში სტიქიური მოვლენები უცხო არ არის, მაგრამ წლევანდელი წელი მასშტაბით გამოირჩევა. ჯერ სამეგრელოში ქარიშხალმა თხილის პლანტაციების ნაწილი გაანადგურა და მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. შემდეგ იყო თბილისის სტიქია, მოგვიანებით შიდა ქართლში მოსულმა სეტყვამ დააზიანა ხეხილის ბაღები, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა პომიდვრის მოსავალი. ახლახან კახეთში ანომალიურმა სეტყვამ მიწასთან გაასწორა ყვარელი, ასევე დაისეტყვა ლაგოდეხი და ახმეტა. ზვავი ჩამოწვა თუშეთსა და რაჭაში. გუშინ კი შავი ზღვის სანაპიროს წყალდიდობა დაატყდა თავს.

გარემოს დაცვის სამინისტროს 2014 წლის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 601,9 მილიონი ლარია. ქვეყანას ყველაზე დიდი ზარალი მეწყერის შედეგად ადგება, ხუთ წელიწადში - 298,5 მილიონი ლარი, მეორე ადგილზეა წყალდიდობა - 224 მილიონი ლარი, შემდეგ ღვარცოფი - 61 მილიონი ლარი, ქარიშხალი - 14,8 მილიონი ლარი, ხოლო დიდთოვლობა - 12,6 მილიონი ლარი.

წელს სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ სპეციალისტების ვარაუდით, ეს დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარია. ბოლო მონაცემებით, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ზარალის ოდენობამ 200 მილიონ ლარს მიაღწია. კახეთსა და თუშეთში ზარალი 150 მილიონ ლარს ცდება, 200 ათასი ჰექტარი ვენახი 100%-ით არის განადგურებული. გარდა ამისა, დაზიანებულია სახლები და გზები. დაახლოებით, ამდენივე იქნება ზარალი დასავლეთ საქართველოში. ყველაზე დიდი თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე იხარჯება.

დასავლეთ საქართველო

სამშაბათს, ღამით მოსულმა წვიმამ შავი ზღვისპირეთი დატბორა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაფუჭდა გზები. გარდა ამისა, გუშინ მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "ვარციხე 35", რის შედეგადაც ვანში 12 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

დატბორვის მთავარ მიზეზად გაუმართავი სანიაღვრე არხები დასახელდა, თუმცა აჭარის ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ ასეთი უხვი ნალექის პირობებში დატბორვის თავიდან აცილება საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი სანიაღვრე არხების პირობებშიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ბათუმში მცხოვრებნი კი მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, საკანალიზაციო ჭები და სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ. "დამისველდა ავეჯი, ახლა აღარ მჭირდება დახმარება. ამოტუმბავენ თუ თავისით გაიწოვს წყალი, სულ ერთია, მერიის სამსახურები ახლა კი არ უნდა ასუფთავებდნენ საკანალიზაციო ჭებსა და სანიაღვრე არხებს, ისინი მზიან ამინდში უნდა გამოვიდნენ და მოაწესრიგონ სისტემა. ჩვენი პრობლემის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის. წელიწადში ხუთჯერ გვტბორავს და ტელევიზიით გადმოსცემენ ჩვენს პრობლემას. მხოლოდ მერიამ ვერ გაიგო, რომ დახმარება გვჭირდება", - აცხადებს მოსახლეობა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია