კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყვარელში სასმელი წყლით 30 ადამიანი მოიწამლა: უმეტესობა მცირეწლოვანია
ყვარელში სასმელი წყლით 30 ადამიანი მოიწამლა: უმეტესობა მცირეწლოვანია

ყვარ­ლის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 30 ადა­მი­ა­ნი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბით მო­ა­თავ­სეს, მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა მცი­რე­წლო­ვა­ნია. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­სობ­რი­ვი მო­წამ­ვლის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა ზუსტ მი­ზეზს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკონ­კრე­ტე­ბენ. რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნა­ცხა­დეს, ამ მო­მენ­ტში კლი­ნი­კაშ 30 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თო ჩი­ვი­ლე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ - ღე­ბი­ნე­ბა, სი­სუს­ტე, თავ­ბრუს­ხვე­ვა.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­წამ­ვლის მი­ზე­ზი სას­მე­ლი წყა­ლია. პი­რად სა­უ­ბარ­ში ექი­მე­ბი წყლით მო­წამ­ვლის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ. "თავ­და­პირ­ვე­ლად გვე­გო­ნა, რომ სა­ზამ­თრო­თი მო­ი­წამლნენ, რად­გან ზა­ფხულ­ში ასე­თი ფაქ­ტე­ბი ხში­რია. თუმ­ცა, მო­წა­მუ­ლუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, თა­ნაც ზოგს სა­ზამ­თრო გუ­შინ არც უჭა­მია. იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით, რომ მა­სობ­რი­ვად სას­მე­ლი წყლით მო­ი­წამლნენ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ად­გი­ლი აღარ დარ­ჩა. გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა მე­ზო­ბელ რა­ი­ო­ნებ­ში მოგ­ვი­წევს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პი­რად სა­უ­ბარ­ში ყვარ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს ერთ-ერ­თმა ექიმ­მა.

მო­რიგ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ 34 წლის ლელა სე­ფაშ­ვილს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნა. თუმ­ცა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ გა­და­იყ­ვა­ნეს, რად­გან ად­გი­ლი არ არის. ის მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში გა­ნაგ­რძობს. "სა­ღა­მო ხანი იყო, როცა თავი შე­უძ­ლოდ ვიგ­რძე­ნი. ღე­ბი­ნე­ბა და­მე­წყო, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბი მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, ამი­ტომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი დავ­ლიე. ხილი ან ნა­ყი­ნი არ მი­ჭა­მია, რომ ამის­თვის და­მებ­რა­ლე­ბი­ნა მო­წამ­ვლა. რჩე­ბა სას­მე­ლი წყა­ლი. ჩემ­თან მო­სულ­მა ექიმ­მა ეს მი­თხრა, იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით, რომ ხალ­ხი წყლით მო­ი­წამ­ლაო. მარ­ტო ჩვენს უბან­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა შვიდ­ჯერ გა­მო­ი­ძა­ხეს, მო­წამ­ლუ­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბიც არი­ან. ნუთუ, ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლამ სა­ზამ­თრო ჭამა და მო­ი­წამ­ლა?! არა მგო­ნია. პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი მყავს, მად­ლო­ბა ღმერ­თს გა­დარ­ჩნენ, რად­გან მათ მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყიდ წყალს ვას­მევთ", - აღ­ნიშ­ნა სე­ფაშ­ვილ­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი გან­მარ­ტეს, რომ უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბი, რი­თაც მო­წამ­ვლის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ყვარელში სასმელი წყლით 30 ადამიანი მოიწამლა: უმეტესობა მცირეწლოვანია

ყვარელში სასმელი წყლით 30 ადამიანი მოიწამლა: უმეტესობა მცირეწლოვანია

ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში 30 ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანია. საავადმყოფოში მასობრივი მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ზუსტ მიზეზს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, ამ მომენტში კლინიკაშ 30 პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც საერთო ჩივილები აღენიშნებოდათ - ღებინება, სისუსტე, თავბრუსხვევა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალია. პირად საუბარში ექიმები წყლით მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ. "თავდაპირველად გვეგონა, რომ საზამთროთი მოიწამლნენ, რადგან ზაფხულში ასეთი ფაქტები ხშირია. თუმცა, მოწამულული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, თანაც ზოგს საზამთრო გუშინ არც უჭამია. იმ დასკვნამდე მივედით, რომ მასობრივად სასმელი წყლით მოიწამლნენ. სამწუხაროდ, საავადმყოფოში ადგილი აღარ დარჩა. გამოძახებების რაოდენობა გაიზარდა. სავარაუდოდ, პაციენტების გადაყვანა მეზობელ რაიონებში მოგვიწევს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პირად საუბარში ყვარლის საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა.

მორიგ გამოძახებაზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 34 წლის ლელა სეფაშვილს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. თუმცა, საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს, რადგან ადგილი არ არის. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. "საღამო ხანი იყო, როცა თავი შეუძლოდ ვიგრძენი. ღებინება დამეწყო, თავბრუსხვევა, ფეხზე ვერ ვდგებოდი. დღის განმავლობაში მცირე რაოდენობის საკვები მივიღე, ძალიან ცხელოდა, ამიტომ დიდი რაოდენობით წყალი დავლიე. ხილი ან ნაყინი არ მიჭამია, რომ ამისთვის დამებრალებინა მოწამვლა. რჩება სასმელი წყალი. ჩემთან მოსულმა ექიმმა ეს მითხრა, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ხალხი წყლით მოიწამლაო. მარტო ჩვენს უბანში სასწრაფო დახმარება შვიდჯერ გამოიძახეს, მოწამლულებს შორის ბავშვებიც არიან. ნუთუ, ერთდროულად ყველამ საზამთრო ჭამა და მოიწამლა?! არა მგონია. პატარა ბავშვები მყავს, მადლობა ღმერთს გადარჩნენ, რადგან მათ მაღაზიაში ნაყიდ წყალს ვასმევთ", - აღნიშნა სეფაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. საავადმყოფოში კი განმარტეს, რომ უახლოეს საათებში ცნობილი გახდება ანალიზის პასუხები, რითაც მოწამვლის რეალური მიზეზი დადგინდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია