კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროფკავშირი: 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს
პროფკავშირი: 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს

32.5 გრა­დუსს ზე­მოთ ყვე­ლა ტი­პის სა­მუ­შაო უნდა შე­ი­ზღუ­დოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის 2014 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი სა­წარ­მოო რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით 32.5 გრა­დუს ცელ­სი­უს­ზე მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ ერთი სა­ა­თით არის დაშ­ვე­ბუ­ლი და ისიც მხო­ლოდ სა­ო­ფი­სე პი­რო­ბებ­ში. 32.5 გრა­დუსს ზე­მოთ ყვე­ლა ტი­პის სა­მუ­შაო უნდა შე­ი­ზღუ­დოს სწო­რედ ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც სა­წარ­მოო სა­თავ­სე­ბის მიკ­როკ­ლი­მა­ტი­სად­მი წა­ყე­ნე­ბულ ჰი­გი­ე­ნურ მო­თხოვ­ნებს ამ­ტკი­ცებს.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად სი­ცხე­ში მუ­შა­ო­ბა ასე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბი­თაა დაშ­ვე­ბუ­ლი: იმ სა­წარ­მო­ებ­ში, სა­დაც ენერ­გო­და­ნა­ხარ­ჯე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა 120 კი­ლო­კა­ლო­რი­ამ­დეა სა­ათ­ში და გუ­ლის­ხმობს ჯდო­მით მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბას, რო­მელ­საც ახ­ლავს უმ­ნიშ­ვნე­ლო ფი­ზი­კუ­რი და­ძაბ­ვა, მუ­შა­ო­ბა 32 გრა­დუს ცელ­სი­უსს­ზე, დღე­ში მხო­ლოდ ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი. სა­უ­ბა­რია რიგ პრო­ფე­სი­ებ­ზე მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, პო­ლი­გა­ფი­ულ და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­წარ­მო­ებ­ში, მათ შო­რის კონ­ტრო­ლი­ო­რებ­ზე და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­წარ­მო­ე­ბის ოს­ტა­ტებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის 31.5 გრა­დუსს ზე­მოთ 3 სა­ა­თია დაშ­ვე­ბუ­ლი სა­ო­ფი­სე და სხვა შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი დატ­ვირ­თვის სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის.

იმათ­თვის კი ვისი სა­მუ­შა­ოც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სირ­თუ­ლეს­თან 10 კი­ლოგ­რა­მი სიმ­ძი­მის გა­და­ტა­ნით და გა­და­ად­გი­ლე­ბით, რო­მელ­საც თან ახ­ლავს მძი­მე და დიდ და ზო­მი­ერ ფი­ზი­კურ და­ძაბ­ვა (სა­ჩა­მომ­სხმე­ლო, სამ­ჭედ­ლო, თერ­მუ­ლი, შემ­დუ­ღე­ბე­ლი სა­ამ­ქო­რე­ბი, საგ­ლი­ნა­ვი, მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის და მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი, ხე­ლით ჭედ­ვის პრო­ცეს, სა­ჩა­მომ­სხმე­ლო სა­ამ­ქრო­ებ­ში ხე­ლით და­ტენ­ვა და ჩას­ხმა) 31 გრა­დუ­სის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა უნდა შე­ი­ზღუ­დოს.

სა­ა­თობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა მძი­მე სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლე­ბელ­თათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლია 26 გრა­დუს ცელ­სი­უ­სი­დან. სა­ა­თობ­რი­ვი რე­ჟი­მი უნდა და­იც­ვან სა­ო­ფი­სე და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა 28 გრა­დუ­სი­დან ზე­ვით.

პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მისი წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი - მე­ტა­ლურ­გი­ულ, მშე­ნებ­ლო­ბის, სამ­თო მომ­პო­ვე­ბელ და ასე­ვე რკიგ­ნიგ­ზის და სხვა სფე­რო­ებ­ში, რო­მელ­თა წევ­რებ­საც უწევთ ასე­თი პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა, მო­ი­თხო­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მე­წარ­მე­ებ­მა და დამ­საქ­მებ­ლებ­მა პა­ტი­ვი სცენ მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის 2014 წლის 15 იან­ვრის №69-ე დად­გე­ნი­ლე­ბას (ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი - სა­წარ­მოო სა­თავ­სე­ბის მიკ­როკ­ლი­მა­ტი­სად­მი წა­ყე­ნე­ბუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ) და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყონ ცხელ დღე­ებ­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პროფკავშირი: 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს

პროფკავშირი: 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს

32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.

"პრემიერ მინისტრის 2014 წელს გამოცემული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში. 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს ამტკიცებს.

დოკუმენტის თანახმად სიცხეში მუშაობა ასეთი ინტენსივობითაა დაშვებული: იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშაობა 32 გრადუს ცელსიუსსზე, დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული. საუბარია რიგ პროფესიებზე მრეწველობაში, პოლიგაფიულ და კავშირგაბმულობის საწარმოებში, მათ შორის კონტროლიორებზე და სხვადასხვა სახის საწარმოების ოსტატებზე. აღნიშნული პროფესიები წარმომადგენელთათვის 31.5 გრადუსს ზემოთ 3 საათია დაშვებული საოფისე და სხვა შედარებით მსუბუქი დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებისთვის.

იმათთვის კი ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სირთულესთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანით და გადაადგილებით, რომელსაც თან ახლავს მძიმე და დიდ და ზომიერ ფიზიკურ დაძაბვა (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული, შემდუღებელი საამქორები, საგლინავი, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული საწარმოები, ხელით ჭედვის პროცეს, საჩამომსხმელო საამქროებში ხელით დატენვა და ჩასხმა) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზღუდოს.

საათობრივი შეზღუდვა მძიმე სამუშაოს შემსრულებელთათვის დაწესებულია 26 გრადუს ცელსიუსიდან. საათობრივი რეჟიმი უნდა დაიცვან საოფისე და შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებმა 28 გრადუსიდან ზევით.

პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები - მეტალურგიულ, მშენებლობის, სამთო მომპოვებელ და ასევე რკიგნიგზის და სხვა სფეროებში, რომელთა წევრებსაც უწევთ ასეთი პირობებში მუშაობა, მოითხოვენ ხელისუფლებამ, მეწარმეებმა და დამსაქმებლებმა პატივი სცენ მთავრობის ხელმძღვანელის 2014 წლის 15 იანვრის №69-ე დადგენილებას (ტექნიკური რეგლამენტი - საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ) და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პირობები უზრუნველყონ ცხელ დღეებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია