კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო
დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ღოს­თან ბრძო­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ი­წყო. მას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას დღეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ოთარ და­ნე­ლია, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ზაზა დო­ლი­ძე, სა­მე­გე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლე­ვან შო­ნია, ფო­თის მერი ირაკ­ლი კა­კუ­ლია და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ალექ­სან­დრე თო­ფუ­რია გა­ეც­ნენ.

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ თერ­მუ­ლი ნის­ლი­თა და ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტით უკვე და­ა­მუ­შა­ვა 612 ჰა(ფოთი, ურე­კი, შეკ­ვე­თი­ლი, ქო­ბუ­ლე­თი, ბა­თუ­მი) ფარ­თო­ბი. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტით და­ა­მუ­შა­ვა წყალ­სა­ტე­ვე­ბი, და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მა­სი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბო­და კო­ღოს მატ­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, მათ შო­რის ბა­თუმ­ში-16 ჰა, ფოთ­ში - 40 ჰა.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის ბი­ო­ინ­სექ­ტი­ცი­დი "ვე­კტო­ბა­კი" რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლია კო­ღოს მატ­ლე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად წყლის ზე­და­პირ­ზე და ეფექ­ტუ­რია 20-30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. პრე­პა­რა­ტი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ცხო­ვე­ლე­ბის­თვის, თევ­ზე­ბი­სა და ფუტკრე­ბის­თვის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.

ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, სამეგელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გაეცნენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერმული ნისლითა და ბიოლოგიური პრეპარატით უკვე დაამუშავა 612 ჰა(ფოთი, ურეკი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი) ფართობი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააგენტომ ბიოლოგიური პრეპარატით დაამუშავა წყალსატევები, დაჭაობებული ადგილები, სადაც მასიურად აღინიშნებოდა კოღოს მატლების გავრცელება, მათ შორის ბათუმში-16 ჰა, ფოთში - 40 ჰა.

ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად გამოყენებულია ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი "ვეკტობაკი" რომელიც სპეციალურად შექმნილია კოღოს მატლების გასანადგურებლად წყლის ზედაპირზე და ეფექტურია 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. უწყების ინფორმაციით, იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისა და ფუტკრებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა