კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონოპოლია ქართული ბაზარზე: მედიკამენტები, რომლებიც სიცოცხლის ფასად გვიჯდება
მონოპოლია ქართული ბაზარზე: მედიკამენტები, რომლებიც სიცოცხლის ფასად გვიჯდება

მო­ნო­პო­ლია არა­ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­ტყვაა და ქარ­თუ­ლად - "რაც მინ­და იმას გა­ვა­კე­თებ, სა­ჭი­რო ხალ­ხს კუთ­ვნილ წილს მივ­ცემ და ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მი­ზამს, ხალ­ხი კი ფეხ­ზე მკი­დია-ს" ნიშ­ნავს.

წა­მა­ლი ისე­თი რა­მეა, რო­მელ­საც მხო­ლოდ და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ ყი­დუ­ლობს ადა­მი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად მხო­ლოდ მა­შინ, როცა სჭირ­დე­ბა. ყი­დუ­ლობს მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ის ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, ვი­ნა­ი­დან ხში­რად სწო­რედ ამ წა­მალ­ზეა, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხოლო რო­დე­საც საქ­მე სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა, იქ თან­ხის და­ზოგ­ვას არა­ვინ ფიქ­რობს. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფასი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფარ­მაც­ვე­ტულ ბა­ზარს იკ­ვლევს და სწავ­ლობს, ამ­ბო­ბენ, ფა­სე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ფა­სე­ბის თა­ნა­ბა­რია, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ას­წრებს კი­დეც. ბევრ წა­მალ­ზე მო­გე­ბის მარ­ჟა 500-600%-ს უტოლ­დე­ბა, რაც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, რო­დე­საც საქ­მე ჯან­მრთე­ლო­ბას ეხე­ბა, ადა­მი­ა­ნი ბოლო კა­პი­კებს იხ­დის, მაგ­რამ არ­ცთუ ისე იშ­ვი­ა­თად, ცე­ცხლის ფა­სად ნა­ყი­დი წა­მა­ლი ვე­რა­ვი­თარ გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს ჩვენ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, იმი­ტომ რომ უხა­რის­ხოა. ძა­ლი­ან ხში­რია, რო­დე­საც ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი არა­ნა­ირ ეფექტს არ იძ­ლე­ვა, მა­შინ, როცა იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის უცხო­უ­რი ანა­ლო­გი, მა­შინ­ვე იძ­ლე­ვა შე­დეგს.

ასე­ვე ხში­რია, რო­დე­საც აფ­თი­ა­ქებ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის წა­მალს გა­ძა­ლე­ბენ, გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ის წა­მა­ლი, რაც გსურს გა­ცი­ლე­ბით ცუ­დია, ხოლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იჯე­რებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში წა­გე­ბუ­ლი რჩე­ბა.

ცოტა ხნის წინ შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი მსხვი­ლი ნავ­თობ-კომ­პა­ნი­ე­ბი 55 მი­ლი­ო­ნით და­ა­ჯა­რი­მა, რად­გან აღ­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბა­ში იყ­ვნენ და საწ­ვავ­ზე ფას­საც მხო­ლოდ ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით ად­გენ­დნენ, რი­თაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ზა­რალ­დე­ბო­და. მა­შინ ით­ქვა, რომ შე­საძ­ლოა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის შეს­წავ­ლაც და­ი­წყონ, სა­დაც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი მო­თა­მა­შე ოპე­რი­რებს.

ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­ძი­ე­ბის გა­რე­შე იმის მტკი­ცე­ბა, რომ რა­ი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე ეს სეგ­მენ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მათ­გან მხო­ლოდ არა­ლე­გა­ლურ ფუ­ლად სახ­სრებს იღებ­დნენ და სა­ნაც­ვლოდ სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძე­ლევ­დნენ. კომ­პა­ნი­ე­ბი კი ამ გა­ცე­მულ ფულს (რო­მე­ლიც მათ­თვის არ­ცთუ ცოტა იყო), წა­მალ­ზე გა­უ­გო­ნა­რი ფა­სის და­დე­ბით აბა­ლან­სებ­დნენ.

იმე­დია, ერთხელ მა­ინც და­რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­კი­თხი ისე, რომ მო­გე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი დარ­ჩეს. არა­ვინ ითხოვს, რომ წამ­ლე­ბი უფა­სოდ და­რიგ­დეს, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა მო­გე­ბის მარ­ჟა შე­ამ­ცი­რონ, თვი­თო­ნაც საკ­მა­ოდ მსუ­ყე ლუკ­მა დარ­ჩე­ბათ და ხალ­ხიც მად­ლო­ბას იტყვის.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBi.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მონოპოლია ქართული ბაზარზე: მედიკამენტები, რომლებიც სიცოცხლის ფასად გვიჯდება

მონოპოლია ქართული ბაზარზე: მედიკამენტები, რომლებიც სიცოცხლის ფასად გვიჯდება

მონოპოლია არაქართული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად - "რაც მინდა იმას გავაკეთებ, საჭირო ხალხს კუთვნილ წილს მივცემ და ვერავინ ვერაფერს მიზამს, ხალხი კი ფეხზე მკიდია-ს" ნიშნავს.

წამალი ისეთი რამეა, რომელსაც მხოლოდ დანიშნულებისამებრ ყიდულობს ადამიანი, შესაბამისად მხოლოდ მაშინ, როცა სჭირდება. ყიდულობს მაშინაც კი, როდესაც ის ძალიან ძვირი ღირს, ვინაიდან ხშირად სწორედ ამ წამალზეა, ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული, ხოლო როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება, იქ თანხის დაზოგვას არავინ ფიქრობს. სამწუხაროა, რომ დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია. ის ადამიანები, ვინც ფარმაცვეტულ ბაზარს იკვლევს და სწავლობს, ამბობენ, ფასები განვითარებული ქვეყნების ფასების თანაბარია, არის შემთხვევები, როდესაც ასწრებს კიდეც. ბევრ წამალზე მოგების მარჟა 500-600%-ს უტოლდება, რაც მხოლოდ ქართული ბიზნესისთვის არის დამახასიათებელი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, ადამიანი ბოლო კაპიკებს იხდის, მაგრამ არცთუ ისე იშვიათად, ცეცხლის ფასად ნაყიდი წამალი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ჩვენ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ უხარისხოა. ძალიან ხშირია, როდესაც ადგილზე წარმოებული, გარკვეული დასახელების მედიკამენტი არანაირ ეფექტს არ იძლევა, მაშინ, როცა იგივე დასახელების უცხოური ანალოგი, მაშინვე იძლევა შედეგს.

ასევე ხშირია, როდესაც აფთიაქებში შესვლისთანავე საკუთარი წარმოების წამალს გაძალებენ, გეუბნებიან, რომ ის წამალი, რაც გსურს გაცილებით ცუდია, ხოლო შემოთავაზებული ბევრად უფრო ეფექტური. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი იჯერებს და საბოლოო ჯამში წაგებული რჩება.

ცოტა ხნის წინ შესაბამისმა სამსახურმა საქართველოში მოქმედი მსხვილი ნავთობ-კომპანიები 55 მილიონით დააჯარიმა, რადგან აღმოჩნდა, რომ ისინი კარტელურ გარიგებაში იყვნენ და საწვავზე ფასსაც მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით ადგენდნენ, რითაც მომხმარებელი ზარალდებოდა. მაშინ ითქვა, რომ შესაძლოა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაც დაიწყონ, სადაც მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ოპერირებს.

ბუნებრივია, გამოძიების გარეშე იმის მტკიცება, რომ რაიმე კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ წლების მანძილზე ეს სეგმენტი აბსოლუტურად ხელშეუხებელი იყო, ხელისუფლების მაღალჩინოსნები მათგან მხოლოდ არალეგალურ ფულად სახსრებს იღებდნენ და სანაცვლოდ სრულ თავისუფლებას აძელევდნენ. კომპანიები კი ამ გაცემულ ფულს (რომელიც მათთვის არცთუ ცოტა იყო), წამალზე გაუგონარი ფასის დადებით აბალანსებდნენ.

იმედია, ერთხელ მაინც დარეგულირდება საკითხი ისე, რომ მოგებული მომხმარებელი დარჩეს. არავინ ითხოვს, რომ წამლები უფასოდ დარიგდეს, მაგრამ ხომ შეიძლება მოგების მარჟა შეამცირონ, თვითონაც საკმაოდ მსუყე ლუკმა დარჩებათ და ხალხიც მადლობას იტყვის.

ლადო გოგოლაძე

AMBEBi.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია