კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება
კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი, ვი­ცეპ­რე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი თბი­ლის­შიც გა­იზ­რდე­ბა. რო­გორც კახა კა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ში" ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, ტა­რი­ფის კო­რექ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნეს თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­მა, შემ­დეგ სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია "ენერ­გო-პრომ", გუ­შინ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კომ­პა­ნია "თე­ლას­მა" ანა­ლო­გი­უ­რად, ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა წამ­ყვა­ნის შე­კი­თხვას - არის თუ არა ამ ეტაპ­ზე სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ თბი­ლის­ზეც გავ­რცელ­დეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის გაზ­რდა?. "მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია და­ით­ვლის ანა­ლო­გი­უ­რად "თე­ლა­სის" ტა­რი­ფებ­საც, თუმ­ცა ვვა­რა­უ­დობთ, რომ ანა­ლო­გი­უ­რად მოხ­დე­ბა გაზ­რდა, რად­გან შე­სას­ყი­დი ელექტრო­ე­ნერ­გია ყვე­ლას­თვის ერ­თია. აქ სა­უ­ბა­რი არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე. ეს არის ძი­რი­თა­დად ის ელექტრო­ე­ნერ­გია, რო­მე­ლიც შე­მო­დის უცხო­ე­თი­დან. ჩვენ ამი­ტომ ვსა­უბ­რობთ ქვეყ­ნის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შევ­ძლოთ იმ წყლის რე­სურ­სე­ბის ათ­ვი­სე­ბა, იმ ქა­რის სად­გუ­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის აშე­ნე­ბა, რომ არ ვი­ყოთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის თვალ­საზ­რი­სით და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზე და გვქონ­დეს სა­კუ­თა­რი ელექტრო­ე­ნერ­გია", - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ კახა კა­ლა­ძემ.

სს "თე­ლას­მა" გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას სა­ტა­რი­ფო გა­ნა­ცხა­დით მი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სე­მე­კი ავ­რცე­ლებს. "კომ­პა­ნია ტა­რი­ფის დად­გე­ნას ითხოვს და სა­ტა­რი­ფო გა­ნა­ცხა­დის წარ­მოდ­გე­ნის მთა­ვარ სა­ფუძ­ვლად აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გაც­ვლი­თი კურ­სის მკვეთრ ცვლი­ლე­ბას, შე­სას­ყი­დი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაზ­რდილ ფას­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­ცე­მის ტა­რი­ფის ზრდას ასა­ხე­ლებს.

კო­მი­სი­ის 2014 წლის 30 ივ­ლი­სის N14 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი "ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­ნა­წი­ლე­ბის, გა­ტა­რე­ბის და მოხ­მა­რე­ბის ტა­რი­ფე­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის" სა­ფუძ­ველ­ზე კო­მი­სია სამი სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში შე­ის­წავ­ლის სს "თე­ლა­სის" მიერ წარ­მოდ­გე­ნილ სა­ტა­რი­ფო გა­ნა­ცხადს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ტა­რი­ფო გა­ნა­ცხა­დი სრულ­ყო­ფი­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, კო­მი­სია და­ი­წყებს სა­კი­თხზე სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ წარ­მო­ე­ბას და კო­მი­სი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნებს სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას", - ნათ­ქვა­მია სე­მე­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება

კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება. როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროში" ჩართვისას განაცხადა, ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, მარეგულირებელ კომისიაში პირველად განაცხადი შეიტანეს თბოელექტროსადგურებმა, შემდეგ სადისტრიბუციო კომპანია "ენერგო-პრომ", გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია "თელასმა" ანალოგიურად, ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა.

ენერგეტიკის მინისტრმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას - არის თუ არა ამ ეტაპზე საშიშროება, რომ თბილისზეც გავრცელდეს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა?. "მარეგულირებელი კომისია დაითვლის ანალოგიურად "თელასის" ტარიფებსაც, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა, რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია. აქ საუბარი არ არის საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ძირითადად ის ელექტროენერგია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ იმ წყლის რესურსების ათვისება, იმ ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, რომ არ ვიყოთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია", - განაცხადა გუშინ კახა კალაძემ.

სს "თელასმა" გუშინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. "კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის" საფუძველზე კომისია სამი სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის სს "თელასის" მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო განაცხადი სრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია დაიწყებს საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას და კომისიის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."