კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა
კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა

შსს-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ კუს ტბა­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შეს­წავ­ლა და­ას­რუ­ლა.

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გამო, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, კუს ტბა­ზე მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა გა­მო­იწ­ვია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბი­დან უმოკ­ლეს დრო­ში მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და გა­და­ა­მოწ­მა ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე ლიკა კი­კი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წერ­ში სა­უბ­რობს, ამო­ი­ღო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და გა­მო­კი­თხა ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი, თუმ­ცა თა­ვად ლიკა კი­კი­ან­მა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და შსს-ს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში არ გა­მო­ცხად­და", - აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ლიკა კი­კი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში ამ­ბობს, რომ 20-მდე პო­ლი­ცი­ელ­მა მას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ასე­ვე ასა­ხე­ლებს გა­რე­შე პირს - გრი­გოლ ბ-ს, რო­მე­ლიც ეპი­ზოდ­ში მისი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით ჩა­ერ­თო და რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს. ჩვენ მიერ ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ ლიკა კი­კი­ა­ნი და გრი­გოლ ბ. ვა­კის პო­ლი­ცი­ის 1-ელ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­დი­ან და თა­ვი­სუფ­ლად ტო­ვე­ბენ შე­ნო­ბას. გრი­გოლ ბ. ასე­ვე თა­ვა­ზი­ა­ნად ემ­შვი­დო­ბე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას ცე­მის ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ის ასე­ვე უარ­ყოფს მის მი­მართ რა­ი­მე ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან.

ლიკა კი­კი­ა­ნის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი დამ­ლა­გე­ბე­ლი - ბა­ტო­ნი როს­ტომ ო. აცხა­დებს, რომ ად­გილ­ზე მი­ვი­და ლიკა კი­კი­ა­ნის და­ძა­ხე­ბის­თა­ნა­ვე, სა­დაც იგი შე­ეს­წრო გო­გო­ნას და­კა­ვე­ბის ფაქტს. მი­სი­ვე თქმით, ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. მან მხო­ლოდ კლუ­ბის დი­რექ­ტორს გა­დას­ცა ინ­ფორ­მა­ცია ლიკა კი­კი­ა­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ჩა­ნა­წერ­ში ლიკა კი­კი­ა­ნი ამ­ბობს, რომ კუს ტბა­ზე დაშ­ვე­ბი­სას ოც პო­ლი­ცი­ელს მოჰ­ყავ­და და ისი­ნი მას ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ მა­შინ, რო­დე­საც ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ იგი მხო­ლოდ ორ პო­ლი­ცი­ელს მოჰ­ყავს და ყელ­ში წვდო­მის ეპი­ზო­დიც ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რით არ დას­ტურ­დე­ბა.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| რა მოხ­და კუს ტბა­ზე? - სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბა პატ­რუ­ლის მი­მართ და შსს-ს პა­სუ­ხი

ლიკა კი­კი­ა­ნი აცხა­დებს, რომ სას­ტი­კად იყო ნა­ცე­მი და შე­დე­გად მი­ი­ღო მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­ზეც დგინ­დე­ბა, რომ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის ექი­მებ­მა გა­რე­გა­ნი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ვერ და­ა­ფიქ­სი­რეს, თუმ­ცა შეს­თა­ვა­ზეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნაც, რა­ზეც ლიკა კი­კი­ან­მა უარი გა­ნა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ოქ­მში. ასე­ვე გა­მო­კი­თხუ­ლი ქალი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­ა­მოწ­მა, მი­უ­თი­თებს, რომ მას სხე­ულ­ზე არა­ნი­რი სის­ხლნაჟ­ღენ­თი ან ტრავ­მა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. და­მა­ტე­ბით გვსურს პა­სუ­ხი გავ­ცეთ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში გა­მოთ­ქმულ ვა­რა­უდს, თით­ქოს გო­გო­ნა პო­ლი­ცი­ამ ორ დღე­ში და­ი­ბა­რა იმ გან­ზრახ­ვით, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­უქ­რე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულს კი­დევ ერთხელ გა­მო­რი­ცხავს ის, რომ გო­გო­ნამ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს კლი­ნი­კა­ში და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი გა­ნუ­ცხა­და.

ლიკა კი­კი­ა­ნი ჩა­ნა­წერ­ში ამ­ბობს, რომ მას მა­ი­სუ­რი "შე­მო­ა­ხა­დეს". ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, რო­გორც კუს ტბა­ზე და­კა­ვე­ბი­სას, ასე­ვე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ჩანს, რომ მას მა­ი­სუ­რი­აც­ვია და ის და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

რო­გორც ალ­კო­ტეს­ტი, ასე­ვე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ლიკა კი­კი­ა­ნი იყო ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. კლუ­ბის ხელ­მძძღვა­ნე­ლის გად­მო­ცე­მით, რო­დე­საც მან პირ­ვე­ლად ნახა ლიკა კი­კი­ა­ნი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, არა­ვი­თა­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და და იგი იყო მშვი­დად. ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი, რომ­ლე­ბიც ლიკა კი­კი­ა­ნის მი­მართ ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს სრულ მზად­ყოფ­ნას აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­უგ­ზავ­ნოს სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| გო­გო­ნას ნათ­ქვამს, რომ ის პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სცე­მეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აფა­სე­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა

კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაასრულა.

"მაღალი საჯარო ინტერესის გამო, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა და გადაამოწმა ყველა გარემოება, რომელზეც მოქალაქე ლიკა კიკიანი აღნიშნულ ჩანაწერში საუბრობს, ამოიღო ვიდეოჩანაწერები და გამოკითხა ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი, თუმცა თავად ლიკა კიკიანმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში არ გამოცხადდა", - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ლიკა კიკიანი რამდენიმე ეპიზოდში ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ასახელებს გარეშე პირს - გრიგოლ ბ-ს, რომელიც ეპიზოდში მისი დახმარების მიზნით ჩაერთო და რომელიც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. ჩვენ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ. ასევე თავაზიანად ემშვიდობება პოლიციელებს. მისი ინფორმაციით, გოგონას ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან.

ლიკა კიკიანის მიერ დასახელებული დამლაგებელი - ბატონი როსტომ ო. აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა ლიკა კიკიანის დაძახებისთანავე, სადაც იგი შეესწრო გოგონას დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მან მხოლოდ კლუბის დირექტორს გადასცა ინფორმაცია ლიკა კიკიანის დაკავების შესახებ.

ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი მხოლოდ ორ პოლიციელს მოჰყავს და ყელში წვდომის ეპიზოდიც ამ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება.

მეტი ინფორმაციისთვის| რა მოხდა კუს ტბაზე? - სკანდალური ბრალდება პატრულის მიმართ და შსს-ს პასუხი

ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ სასტიკად იყო ნაცემი და შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რაზეც დგინდება, რომ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ დააფიქსირეს, თუმცა შესთავაზეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც, რაზეც ლიკა კიკიანმა უარი განაცხადა. აღნიშნული დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოქმში. ასევე გამოკითხული ქალი პოლიციელი, რომელმაც დაკავებული გოგონა პოლიციის განყოფილებაში შეამოწმა, მიუთითებს, რომ მას სხეულზე არანირი სისხლნაჟღენთი ან ტრავმა არ აღენიშნებოდა. დამატებით გვსურს პასუხი გავცეთ ვიდეოჩანაწერში გამოთქმულ ვარაუდს, თითქოს გოგონა პოლიციამ ორ დღეში დაიბარა იმ განზრახვით, რომ დაზიანებები გაუქრებოდა. აღნიშნულს კიდევ ერთხელ გამორიცხავს ის, რომ გოგონამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში დამატებითი შემოწმების ჩატარებაზე უარი განუცხადა.

ლიკა კიკიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მას მაისური „შემოახადეს“. ვიდეოჩანაწერებში, როგორც კუს ტბაზე დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში, ჩანს, რომ მას მაისურიაცვია და ის დაუზიანებელია.

როგორც ალკოტესტი, ასევე ახსნა-განმარტებები ადასტურებს, რომ ლიკა კიკიანი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. კლუბის ხელმძძღვანელის გადმოცემით, როდესაც მან პირველად ნახა ლიკა კიკიანი პოლიციის განყოფილებაში, არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და იგი იყო მშვიდად. ასევე გამოიკითხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პირი, რომლებიც ლიკა კიკიანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას აღნიშნული მასალები საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ| გოგონას ნათქვამს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, "ნაციონალების" დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ადამიანები აფასებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია