კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა - "ავერსმა" კიბოს სამკურნალო წამალი შემოიტანა
თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა - "ავერსმა" კიბოს სამკურნალო წამალი შემოიტანა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბოს სამ­კურ­ნა­ლო წა­მა­ლი "რიგ­ვი­რი" (Rigvir) და­რე­გის­ტრირ­და. მე­დი­კა­მენ­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ "ავერ­სმა" შე­მო­ი­ტა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ავერ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძემ, "რიგ­ვი­რის" მწარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნის კი­ბოს ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, დერ­მა­ტო­ლოგ­მა ლალი მე­კო­კიშ­ვილ­მა ისა­უბ­რეს.

რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, ეს არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­ის სრუ­ლი­ად ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას - ვი­რო­თე­რა­პი­ას წარ­მო­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­რო­თე­რა­პი­ას, მათი გან­ცხა­დე­ბით, ის უკვე მყა­რად დამ­კვიდ­რდა ლატ­ვი­ა­ში, სა­დაც "რიგ­ვი­რი" მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთ ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

მე­დი­კა­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით "რიგ­ვი­რის" მწარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ლატ­ვი­ელ­მა პრო­ფე­სორ­მა ივარს კალ­ვინსმა ვრცე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. მისი თქმით, პირ­ვე­ლი კვლე­ვე­ბი ვი­რო­თე­რა­პი­ა­ში ჯერ კი­დევ 1960-იან წლებ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ლატ­ვი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი იკ­ვლევ­დნენ ვირუ­სე­ბის მიერ კი­ბოს უჯრე­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. 2004 წელს შეგ­როვ­და სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რის შე­დე­გა­დაც წა­მა­ლი "რიგ­ვი­რი " და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იქნა ლატ­ვი­ა­ში და 2008 წლი­დან იგი მთლი­ა­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ლატ­ვი­ე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

მი­სი­ვე თქმით, ვი­რო­თე­რა­პია ეს არის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი, სა­დაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ვირუ­სე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მი­აგ­ნონ კი­ბოს უჯრე­დებს, შე­აღ­წი­ონ მათ­ში და გა­ა­ნად­გუ­რონ ისი­ნი. კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის აღი­ა­რე­ბულ სხვა მე­თო­დებ­თან შე­და­რე­ბით ვი­რო­თე­რა­პია წარ­მო­ად­გენს პა­ცი­ენ­ტის­თვის გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხო თე­რა­პი­ას.

"რიგ­ვი­რი" გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კი­ბოს შემ­დე­გი სა­ხე­ო­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ - მე­ლა­ნო­მა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის კიბო, კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის კიბო, თირკმლის კიბო, საშ­ვი­ლოს­ნოს კიბო, შარ­დის ბუშ­ტის კიბო, ფილ­ტვის კიბო, პროს­ტა­ტის კიბო, სარ­კო­მის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა (ლიმ­ფო­სარ­კო­მა, ან­გი­ო­სარ­კო­მა, რე­ტი­კუ­ლო­სარ­კო­მა, რაბ­დო­მი­ო­სარ­კო­მა). რიგ­ვი­რის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში. მხო­ლოდ, ონ­კო­ლო­გე­ბის და იმუ­ნო­ლო­გე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ", - გა­ნა­ცხა­და კალ­ვინსმა და დას­ძი­ნა, რომ "რიგ­ვი­რის" კლი­ნი­კუ­რი ეფექ­ტუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ო­ბა და­დას­ტურ­და რამ­დე­ნი­მე ათა­სი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბი­სას.

რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ივარს კალ­ვინსმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს შერ­ჩე­ვა შემ­თხვე­ვით არ მოხ­და.

"ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ აქ ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნო­ე­ბი არ არის კო­რუმ­პი­რე­ბე­უ­ლი", - აღ­ნიშ­ნა კალ­ვინსმა.

რო­გორც "ავერ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრე­პა­რა­ტი "რიგ­ვი­რი" 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­რე­გის­ტრირ­და. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი შექ­მნი­ლია ლატ­ვი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ჯერ კი­დევ 1960-იანი წლე­ბი­დან.

"2008 წელს ის და­რე­გის­ტრირ­და ლატ­ვი­ა­ში და რამ­დე­ნი­მე ათას პა­ცი­ენტზე არის მიღ­წე­უ­ლი საკ­მა­ოდ კარ­გი ეფექ­ტი. მისი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ ეს არ არის ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტი, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ვირუ­სი, ოღონდ არა გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნის შემ­დეგ ეს ვირუ­სი ეძებს და პო­უ­ლობს კი­ბოს უჯრე­დებს და ანაგ­დუ­რებს მათ. ყვე­ლა­ზე დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ არის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი კი­ბოს უჯრე­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, არ აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, არის მთლი­ა­ნად უსაფრ­თხო, აუმ­ჯო­ბე­სებს სი­ცო­ცხლის ხა­რისხს და მოქ­მე­დებს ისე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, რო­დე­საც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბი შე­დეგს არ იძ­ლე­ვი­ან", - გა­ნა­ცხა­და კურ­ტა­ნი­ძემ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნის კი­ბოს ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, დერ­მა­ტო­ლოგ­მა ლალი მე­კო­კიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის იმ­ყო­ფე­ბო­და რი­გა­ში ტრე­ნინგზე "რიგ­ვირ­თან" და­კავ­ში­რე­ბით.

"ეს პრე­პა­რა­ტი არის მე­ლა­ნო­მის სამ­კურ­ნა­ლოდ მო­წო­დე­ბუ­ლი, გახ­ლავთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცეფ­ცია იმი­ტომ, რომ ვირუ­სი ანად­გუ­რებს ამორ­ჩე­ვი­თად სიმ­სივ­ნის უჯრე­დებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ლა­ნო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი უპი­რა­ტე­სად გვი­ან სტა­დი­ებ­ში ვლინ­დე­ბა. ეს გახ­ლავთ ის სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძნე­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა არ­სე­ბულ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ულ თუ რა­დი­ო­თე­რა­პი­ულ მე­თო­დებს, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი კონ­ცეფ­ცია არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც პრე­პე­რა­ტის მი­ღე­ბას არ ახ­ლავს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ამ წამ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის გად­მო­ცე­მით, ეს არის პრე­პა­რა­ტი, რომ­ლის მი­ღე­ბას თან არ ახ­ლავს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, გარ­და უმ­ნიშ­ვნე­ლო ცხე­ლე­ბი­სა. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით შე­დე­გებს, თუ რა გვექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამ წა­მალს ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მე­კო­კიშ­ვილ­მა.

პრე­პა­რა­ტი "რიგ­ვი­რი" ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია ავერ­სის სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის #148-ში მდე­ბა­რე აფ­თი­აქ­ში იყი­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა - "ავერსმა" კიბოს სამკურნალო წამალი შემოიტანა

თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა - "ავერსმა" კიბოს სამკურნალო წამალი შემოიტანა

საქართველოში კიბოს სამკურნალო წამალი "რიგვირი" (Rigvir) დარეგისტრირდა. მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაში ფარმაცევტულმა კომპანიამ "ავერსმა" შემოიტანა. აღნიშნული პრეპარატის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, "რიგვირის" მწარმოებელი ფირმის წარმომადგენლებმა და საქართველოს კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტმა, დერმატოლოგმა ლალი მეკოკიშვილმა ისაუბრეს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ეს არის მსოფლიოში პირველი წამალი, რომელიც ონკოლოგიის სრულიად ახალ მიმართულებას - ვიროთერაპიას წარმოადგენს. რაც შეეხება ვიროთერაპიას, მათი განცხადებით, ის უკვე მყარად დამკვიდრდა ლატვიაში, სადაც "რიგვირი" მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებადაა მიჩნეული.

მედიკამენტთან დაკავშირებით "რიგვირის" მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელმა, ლატვიელმა პროფესორმა ივარს კალვინსმა ვრცელი პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, პირველი კვლევები ვიროთერაპიაში ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც ლატვიელი მეცნიერები იკვლევდნენ ვირუსების მიერ კიბოს უჯრედების განადგურების შესაძლებლობებს. 2004 წელს შეგროვდა საჭირო მტკიცებულებები, რის შედეგადაც წამალი "რიგვირი " დარეგისტრირებული იქნა ლატვიაში და 2008 წლიდან იგი მთლიანად ხელმისაწვდომი გახდა ლატვიელი პაციენტებისთვის.

მისივე თქმით, ვიროთერაპია ეს არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, სადაც გამოიყენება ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ მიაგნონ კიბოს უჯრედებს, შეაღწიონ მათში და გაანადგურონ ისინი. კიბოს მკურნალობის აღიარებულ სხვა მეთოდებთან შედარებით ვიროთერაპია წარმოადგენს პაციენტისთვის გაცილებით უსაფრთხო თერაპიას.

"რიგვირი" გამოიყენება კიბოს შემდეგი სახეობების სამკურნალოდ - მელანომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, თირკმლის კიბო, საშვილოსნოს კიბო, შარდის ბუშტის კიბო, ფილტვის კიბო, პროსტატის კიბო, სარკომის რამდენიმე სახეობა (ლიმფოსარკომა, ანგიოსარკომა, რეტიკულოსარკომა, რაბდომიოსარკომა). რიგვირის გამოყენება შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში. მხოლოდ, ონკოლოგების და იმუნოლოგების მკაცრი კონტროლის ქვეშ", - განაცხადა კალვინსმა და დასძინა, რომ "რიგვირის" კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოობა დადასტურდა რამდენიმე ათასი პაციენტის მკურნალობისას.

როგორც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ივარს კალვინსმა აღნიშნა, საქართველოს შერჩევა შემთხვევით არ მოხდა.

"ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან გამოირჩევა იმით, რომ აქ ჯანდაცვის ორგანოები არ არის კორუმპირებეული", - აღნიშნა კალვინსმა.

როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, პრეპარატი "რიგვირი" 2015 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტი შექმნილია ლატვიელი მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან.

"2008 წელს ის დარეგისტრირდა ლატვიაში და რამდენიმე ათას პაციენტზე არის მიღწეული საკმაოდ კარგი ეფექტი. მისი უპირატესობა არის ის, რომ ეს არ არის ქიმიური პრეპარატი, ეს არის სპეციალურად გამოყვანილი ვირუსი, ოღონდ არა გენმოდიფიცირებული. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ეს ვირუსი ეძებს და პოულობს კიბოს უჯრედებს და ანაგდურებს მათ. ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ არის ძალიან ეფექტური კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, არ აქვს გვერდითი მოვლენები, არის მთლიანად უსაფრთხო, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და მოქმედებს ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როდესაც ალტერნატიული მკურნალობის გზები შედეგს არ იძლევიან", - განაცხადა კურტანიძემ.

როგორც საქართველოს კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტმა, დერმატოლოგმა ლალი მეკოკიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმყოფებოდა რიგაში ტრენინგზე "რიგვირთან" დაკავშირებით.

"ეს პრეპარატი არის მელანომის სამკურნალოდ მოწოდებული, გახლავთ ძალიან საინტერესო კონცეფცია იმიტომ, რომ ვირუსი ანადგურებს ამორჩევითად სიმსივნის უჯრედებს. საქართველოში მელანომით დაავადებული პაციენტები უპირატესად გვიან სტადიებში ვლინდება. ეს გახლავთ ის სიმსივნე, რომელიც ძალიან ძნელად ექვემდებარება არსებულ ქიმიოთერაპიულ თუ რადიოთერაპიულ მეთოდებს, ამიტომ ნებისმიერი ახალი კონცეფცია არის ძალიან საინტერესო მითუმეტეს, როდესაც პრეპერატის მიღებას არ ახლავს გვერდითი მოვლენები. ჩვენ ქვეყანაში ამ წამლის გამოცდილება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ჩვენი კოლეგების გადმოცემით, ეს არის პრეპარატი, რომლის მიღებას თან არ ახლავს გვერდითი მოვლენები, გარდა უმნიშვნელო ცხელებისა. ჩვენ ველოდებით შედეგებს, თუ რა გვექნება საქართველოში და როგორ გამოიყენებენ ამ წამალს ქართველი ექიმები", - განაცხადა მეკოკიშვილმა.

პრეპარატი "რიგვირი" ფარმაცევტული კომპანია ავერსის სააფთიაქო ქსელში, კონკრეტულად კი დავით აღმაშენებლის #148-ში მდებარე აფთიაქში იყიდება.

R

შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა