სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდინარეები, რომლებიც თბილისს საფრთხეს უქმნის
მდინარეები, რომლებიც თბილისს საფრთხეს უქმნის

დე­და­ქა­ლაქ­ში და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თით­ქმის ასამ­დე სა­ხი­ფა­თო ღვარ­ცო­ფუ­ლი კე­რაა, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია მდი­ნა­რე გლ­და­ნუ­ლა, რო­მე­ლიც ვე­რეს შემ­დეგ ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ღე­ლეა. ხან სა­ერ­თოდ არ მი­ე­დი­ნე­ბა კა­ლა­პოტ­ში­, ხა­ნაც სი­სას­ტი­კით ტოლს არ უდებს დიდ მდი­ნა­რე­ებს. ყო­ველ გა­ცო­ფე­ბა­ზე იფარ­თო­ებს კა­ლა­პოტს, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ფარ­თო­ბად ქცე­ულ ჭა­ლებს იტა­ცებს და გზებ­სა და ხი­დებს ანად­გუ­რებს...

2010 წელს მო­ვარ­დნილ­მა გლ­და­ნუ­ლამ ზა­ჰე­სი-დიღ­მის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი ჩა­ან­გრია და ორი კაცი იმ­სხვერ­პლა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ გლ­და­ნუ­ლა? - ამ კი­თხვა­ზე ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­სპე­დი­ცი­უ­რი სამ­მარ­თვე­ლოს წამ­ყვან­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა, თე­მურ ტბე­ლიშ­ვილ­მა გვი­პა­სუ­ხა:

- გლ­და­ნუ­ლა 17 კი­ლო­მეტ­რზე მი­ე­დი­ნე­ბა. არც დიდი წყალ­შემ­კრე­ბი აუზი აქვს, მაგ­რამ სა­ხი­ფა­თოა - წყალ­მო­ვარ­დნე­ბი ახა­სი­ა­თებს. არამ­დგრა­დი კა­ლა­პო­ტი აქვს და აბო­ბოქ­რე­ბუ­ლი ჯერ ერო­ზი­ულ ნა­პირ­ებს ან­გრევს, როცა ძა­ლი­ან ადიდ­დე­ბა, ეს ნა­შა­ლი ქვე­მოთ მო­აქვს და სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის.

1933 წელს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ცო­ფე­ბუ­ლა.­ მა­შინ ზა­რა­ლი არ და­უთ­ვლი­ათ, მაგ­რამ წყა­რო­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, მტკვარს რომ შე­უ­ერ­თდა, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სან­ტი­მეტ­რით ას­წია წყლის დო­ნეო. ვფიქ­რობ, ათე­უ­ლი სან­ტი­მეტ­რი გაზ­ვი­ა­დე­ბაა, ან მარ­თლაც კა­ტას­ტრო­ფა­ ხდე­ბო­და...

- გლ­და­ნუ­ლას ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როა თუ არა მის სა­თა­ვე­ში ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მის დად­გმა?

- ამას აპი­რე­ბენ კი­დეც, თუმ­ცა, ჯერ გა­მო­საკ­ვლე­ვია, რო­მე­ლი სისტ­ემე­ბი დაგ­ვი­ცავს უკეთ და სად და­იდ­გას. შე­იძ­ლე­ბა ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა ერთ ად­გილ­ზე იყოს, ღვარ­ცო­ფუ­ლი კერა კი მის ქვე­მოთ­ გან­ვით­არ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, ის ზუსტ და დრო­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ მოგ­ვაწ­ვდის.

- კი­დევ რო­მე­ლი მდი­ნა­რე­ე­ბია­ სა­ში­ში?

- თბი­ლის­ში 91 მშრა­ლი ხევი და მდი­ნა­რეა. ზო­გის სიგ­რძე ხუთი კილო­მე­ტრია, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ში­შია­. მოკ­ლე სიგ­რძის გამო ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა ვერ გა­ა­მარ­თლებს. ლო­კა­ლუ­რად მო­სუ­ლი­ ნა­ლე­ქი­ სწრა­ფად ჩა­მო­რე­ცხავს ფერ­დობ­ებს და წყა­ლი 10-15 წუთ­ში ჩა­ირ­ბენს მთელ სიგ­რძე­ზე. ერ­თა­დერ­თი პრე­ვენ­ცი­აა, კა­ლა­პო­ტი­ და დიდ მდი­ნა­რეს­თან შე­სარ­თა­ვი­ ჩა­უ­ხერ­გა­ვი იყოს, რომ წყლის გა­დი­ნე­ბა არ შე­ფერ­ხდეს.

2012 წელს მდი­ნა­რე დუქ­ნის­ხევ­ზე, ზედ ხევ­ზე, არხზე იყო დად­გმუ­ლი სახ­ლი. იქ ღვარ­ცოფ­მა 6 კაცი იმს­ხვ­ერ­პლა. და­უშ­ვე­ბე­ლია ასეთ ად­გი­ლებ­ში ცხოვ­რე­ბა კი არა, სა­ერ­თოდ რა­ი­მე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის არ­სე­ბო­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

მდინარეები, რომლებიც თბილისს საფრთხეს უქმნის

მდინარეები, რომლებიც თბილისს საფრთხეს უქმნის

დედაქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ასამდე სახიფათო ღვარცოფული კერაა, მათ შორის განსაკუთრებულია მდინარე გლდანულა, რომელიც ვერეს შემდეგ ყველაზე გრძელი ღელეა. ხან საერთოდ არ მიედინება კალაპოტში­, ხანაც სისასტიკით ტოლს არ უდებს დიდ მდინარეებს. ყოველ გაცოფებაზე იფართოებს კალაპოტს, სასოფლო-სამეურნეო ფართობად ქცეულ ჭალებს იტაცებს და გზებსა და ხიდებს ანადგურებს...

2010 წელს მოვარდნილმა გლდანულამ ზაჰესი-დიღმის დამაკავშირებელი ხიდი ჩაანგრია და ორი კაცი იმსხვერპლა. როგორ შეიძლება გავაკონტროლოთ გლდანულა? - ამ კითხვაზე ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ექსპედიციური სამმართველოს წამყვანმა სპეციალისტმა, თემურ ტბელიშვილმა გვიპასუხა:

- გლდანულა 17 კილომეტ­რზე მიედინება. არც დიდი წყალშემკრები აუზი აქვს, მაგრამ სახიფათოა - წყალმოვარდნები ახასიათებს. არამდგრადი კალაპოტი აქვს და აბობოქრებული ჯერ ეროზიულ ნაპირ­ებს ანგრევს, როცა ძალიან ადიდდება, ეს ნაშალი ქვემოთ მოაქვს და საშიშროებას ქმნის.

1933 წელს განსაკუთრებით გაცოფებულა.­ მაშინ ზარალი არ დაუთვლიათ, მაგრამ წყაროებში ვკითხულობთ, მტკვარს რომ შეუერთდა, რამდენიმე ათეული სანტიმეტ­რით ასწია წყლის დონეო. ვფიქრობ, ათეული სანტიმეტრი გაზვიადებაა, ან მართლაც კატასტროფა­ ხდებოდა...

- გლდანულას ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა თუ არა მის სათავეში ადრეული შეტყობინების სისტემის დადგმა?

- ამას აპირებენ კიდეც, თუმცა, ჯერ გამოსაკვლევია, რომელი სისტ­ემები დაგვიცავს უკეთ და სად დაიდგას. შეიძლება ადრეული გაფრთხილების სისტემა ერთ ადგილზე იყოს, ღვარცოფული კერა კი მის ქვემოთ­ განვით­არდეს, შესაბამისად, ის ზუსტ და დროულ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის.

- კიდევ რომელი მდინარეებია­ საშიში?

- თბილისში 91 მშრალი ხევი და მდინარეა. ზოგის სიგრძე ხუთი კილო­მე­ტრია, მაგრამ ძალიან საშიშია­. მოკლე სიგრძის გამო ადრეული გაფრ­თხილების სისტემა ვერ გაამარ­თლებს. ლოკალურად მოსული­ ნალექი­ სწრაფად ჩამორეცხავს ფერდობ­ებს და წყალი 10-15 წუთში ჩაირბენს მთელ სიგ­რძეზე. ერთადერთი პრევენციაა, კალაპოტი­ და დიდ მდინარესთან შესართავი­ ჩაუხერგავი იყოს, რომ წყლის გადინება არ შეფერხდეს.

2012 წელს მდინარე დუქნისხევზე, ზედ ხევზე, არხზე იყო დადგმული სახლი. იქ ღვარცოფმა 6 კაცი იმს­ხვ­ერპლა. დაუშვებელია ასეთ ადგილებში ცხოვრება კი არა, საერთოდ რაიმე წინააღმდეგობის არსებობა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია