ბარამბინოს ყოველწლიური ნაყინის ფესტივალი წელსაც გაახარებს პატარებს და რეგიონებს მეგობრებთან ერთად ბარამბინოს ბიჭუნა ესტუმრება. ბავშვებს დახვდებათ გასართობი
შოუ-პროგრამა, საყვარელი ზღაპრის გმირები, ანიმატორები, რომლებიც მათ განწყობაზე იზრუნებენ. ნაყინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სპექტაკლ "მეკობრეები და ბარამბინო"-ს პრემიერა, ასევე დრამერების შოუ.
სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში სტუმრებს დახვდებათ ოჩოფეხები და შესაძლებლობაა ექნებათ პატარებს გაერთონ სხვადასხვა თამაშით: მაგიდის ჰოკეი, გასაბერი ბატუტები, სახეზე მოხატვა. ფესტივალის ბოლოს შეკრებილ სტუმრებს ბარამბინო ნაყინით გაუმასპინძლდება.
ბარამბინოს ნაყინის ფესტივალის თარიღები და ლოკაციები:
28 ივნისი (კვირა) გორი - სტალინის ბაღი, შადრევნებთან - დასაწყისი: 19:00 სთ
4 ივლისი (შაბათი) ზესტაფონი - თეატრის მიმდებარე ტერიტორია - დასაწყისი 19:00 სთ
5 ივლისი (კვირა) ზუგდიდი - დადიანების ახალი ბაღი - დასაწყისი 19:00 სთ
9 ივლისი (ხუთშაბათი) თელავი - ერეკლეს სასახლის მიმდებარე ტერიტორია - 19:00 სთ
R