კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს
სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბულ­მა ზა­რალ­მა, შე­საძ­ლოა, 100 მი­ლი­ონ ლარს მი­აღ­წი­ოს. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა წყნეთ­ში, სამ­თავ­რო­ბო აგა­რაკ­ზე გან­თავ­სე­ბულ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს დო­ნო­რე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი აქვს.

"ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას, რათა ეს რამ­დე­ნი­მე კვი­რა შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტა­ნონ. სუ­რა­თი ყო­ველ­დღე იც­ვლე­ბა და ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბამ, შე­საძ­ლოა, 100 მი­ლი­ონ ლარს მი­აღ­წი­ოს. ზა­რა­ლი საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია, ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ დო­ნო­რებ­თან და იმე­დი გვაქვს, ისი­ნი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ამ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. ჩვენ მათ წარ­ვუდ­გენთ კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებს პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ყვე­ლა­ფერს მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში მო­ვაგ­ვა­რებთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა წყნეთ­ში, სამ­თავ­რო­ბო აგა­რაკ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა, თა­ვის მხრივ, პრე­მი­ერს თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სი მხარ­და­ჭე­რა 2008 წლის ომის პე­რი­ოდ­შიც კი არ უგ­რძვნი­ათ. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ უბ­ნებ­ში ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სო­ლი­და­რო­ბის სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეს.

"გვერ­დით გვიდ­გას ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ჯარი, მაშ­ვე­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ისი­ნი არი­ან გმი­რე­ბი და ჩვენ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გმი­რო­ბის არა­ერ­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ვი­ხი­ლეთ. ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის, ეს კი­დევ ერთხელ კრავს ჩვენს ერს, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რაკ­ზე სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სო­ფელ ახალ­და­ბის მცხოვ­რე­ბი 6 ოჯა­ხია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ისი­ნი საკ­ვე­ბით და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს

სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებულ დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დონორების დახმარების იმედი აქვს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა ეს რამდენიმე კვირა შედარებით მსუბუქად გადაიტანონ. სურათი ყოველდღე იცვლება და ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. ჩვენ მათ წარვუდგენთ კონკრეტულ პროექტებს პირველადი საჭიროებების შესახებ და ყველაფერს მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვარებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე.

დაზარალებულებმა, თავის მხრივ, პრემიერს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მსგავსი მხარდაჭერა 2008 წლის ომის პერიოდშიც კი არ უგრძვნიათ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ უბნებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომლებმაც სოლიდარობის საოცარი მაგალითი აჩვენეს.

"გვერდით გვიდგას ჩვენი საამაყო ჯარი, მაშველები, პოლიციელები. ისინი არიან გმირები და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გმირობის არაერთი გამოვლინება ვიხილეთ. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის, ეს კიდევ ერთხელ კრავს ჩვენს ერს, ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა პრემიერმა.

წყნეთის სამთავრობო აგარაკზე სტიქიით დაზარალებული სოფელ ახალდაბის მცხოვრები 6 ოჯახია განთავსებული. ისინი საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილი არიან.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."