სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კაპ­რალ რა­მაზ და­ვი­თა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რა­მაზ და­ვი­თა­ი­ას ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

"ვუ­სამ­ძიმ­რებ დღეს და­ღუ­პუ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის, რა­მაზ და­ვი­თა­ი­ას ოჯახს. იგი გმი­რუ­ლად იბ­რძო­და რო­გორც ბრძო­ლის ველ­ზე, ისე მისი დაჭ­რის შემ­დეგ იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგულ მე­ო­მარ­თა რი­გებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ამ მძი­მე წუ­თებ­ში თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებ მის ოჯახს, ასე­ვე ყვე­ლა სამ­ხედ­რო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ძი­მა­რი ნატო-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი სამ­ხედ­რო პარტნი­ო­რო­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ მი­ღე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ISAF-ის მი­სი­ა­ში დაჭ­რი­ლი კაპ­რა­ლი რა­მაზ და­ვი­თა­ია გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­მაზ და­ვი­თა­ია მე-2 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ას­რუ­ლებ­და მი­სი­ას. 2012 წლის 20 ივ­ნისს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს მძი­მედ და­იჭ­რა. რა­მაზ და­ვი­თა­ია თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ა­ში ჰა­ი­დელ­ბერ­გის ამე­რი­კულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, შემ­დგომ­ში კი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში" და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დი­ო­და. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა აშშ-ის მთავ­რო­ბას­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან ერ­თად კაპ­რალ და­ვი­თა­ი­ას ამე­რი­კა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ შე­საძ­ლო გა­დაყ­ვა­ნა­ზე.

რა­მაზ და­ვი­თა­ია შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წლის 26 ივ­ნი­სი­დან ირი­ცხე­ბო­და. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნით, მედ­ლით "სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის" და უწყებ­რი­ვი მედ­ლით "საბ­რძო­ლო ია­რი­სათ­ვის".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი რამაზ დავითაიას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"ვუსამძიმრებ დღეს დაღუპული ჩვენი თანამემამულის, რამაზ დავითაიას ოჯახს. იგი გმირულად იბრძოდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე მისი დაჭრის შემდეგ იმისათვის, რომ საქართველოს ერთგულ მეომართა რიგებში დარჩენილიყო. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ასევე ყველა სამხედროსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნული სამძიმარი ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ დავითაია მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას "ნიუ ჰოსპიტალში" და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."