საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა სუბლატის დედა ქართველების უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა
ნინა სუბლატის დედა ქართველების უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" ნინა სუბ­ლა­ტის დე­დას­თან, ხა­ტია სუ­ლა­ბე­რი­ძეს­თან ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც იგი შვი­ლის გა­მოს­ვლა­ზე, მის ბავ­შვო­ბა­სა და "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­უბ­რობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­ტია, ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე ნი­ნას გა­მარ­ჯვე­ბას თუ არა, ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რას მა­ინც პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ, ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნი გვქონ­და. თქვე­ნი აზ­რით, რა და­აკ­ლდა ნი­ნას გა­მარ­ჯვე­ბამ­დე?

- ეს შე­დე­გი იყო სუფ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი. სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობს და ეს ევ­რო­ვი­ზი­ის ფი­ნა­ლით დამ­ტკიც­და. ნი­ნას ამ დრომ­დე ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 24 მა­ისს, ევ­რო­ვი­ზი­ის ფი­ნა­ლის მე­ო­რე დღეს, ავტ.), მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან მა­ნამ­დე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პროგ­ნო­ზე­ბი კეთ­დე­ბო­და. ფი­ნა­ლის დღეს მის­მა მე­გობ­რებ­მა და ფა­ნებ­მა მხარ­და­სა­ჭე­რი სა­ღა­მო გა­მარ­თეს და ნი­ნას ყვე­ლა­ნი ერ­თად ვგულ­შე­მატ­კივ­რო­ბით.

დიდი მო­ლო­დი­ნი და იმე­დი მქონ­და, რომ ის გა­ი­მარ­ჯვებ­და, თუმ­ცა ნინა ჩემ­თვის მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რად­გან ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და და მთე­ლი ევ­რო­პა მხარს უჭერ­და.

- სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც ნი­ნამ თა­ვად შექ­მნა და ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე შე­ას­რუ­ლა, "მებ­რძო­ლი" ჰქვია, ეს მის ხა­სი­ათ­თან ახ­ლო­საა?

- სიმ­ღე­რა მას ძა­ლი­ან ჰგავს, რად­გან ნინა ძა­ლი­ან მებ­რძო­ლია. რა­საც მიზ­ნად ისა­ხავს, ყვე­ლა­ფერს აღ­წევს. სა­ერ­თოდ, ნი­ნას თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი ყო­ველ­თვის გათ­ვლი­ლია და არა­სო­დეს არის ჰა­ე­რი­დან მო­ტა­ნი­ლი.

- რას გე­უბ­ნე­ბო­დათ, როცა სცე­ნა­ზე გა­დი­ო­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და?

- არა, პი­რი­ქით, აქეთ მამ­შვი­დებ­და, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია, დატ­კბით, ისი­ა­მოვ­ნე­თო. სცე­ნა­ზე გას­ვლი­სას არას­დროს ნერ­ვი­უ­ლობს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია.

მის შე­სა­ხებ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს, კო­მენ­ტა­რებს თვალს ვა­დევ­ნებ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი იწე­რე­ბო­და, თუმ­ცა ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბიც იყო და ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ეს ქარ­თვე­ლე­ბის­გან მო­დი­ო­და. ეს არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი შენს გე­მოვ­ნე­ბა­ში, სტილ­ში არ ჯდე­ბო­დეს, მაგ­რამ ის სა­ქარ­თვე­ლოს სახე იყოს, სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გენ­და, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გი იქ­ნე­ბო­და რა­ღა­ცე­ე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

- მისი სას­ცე­ნო იმი­ჯი მო­გე­წო­ნათ?

- კი, ძა­ლი­ან. მისი ჩაც­მუ­ლო­ბა ზუს­ტად იმ ხა­სი­ათ­ში იჯდა, რაც იმ­ღე­რა.

- ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დიდ­ხანს ოც­ნე­ბობ­და?

- არა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა უცებ გა­და­წყვი­ტა, სიმ­ღე­რა ჩა­წე­რა და გა­აგ­ზავ­ნა. სა­ერ­თოდ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ახა­სი­ა­თებს. პრო­ექტ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­შიც" ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­და. და­ქალ­მა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა, ერ­თად მი­ვიდ­ნენ ამ პრო­ექ­ტში.

- რო­გო­რი იყო ბავ­შვო­ბა­ში ნინა, რო­გორ ხა­სი­ათს ამ­ჟღავ­ნებ­და?

- ძა­ლი­ან მშვი­დი ბავ­შვი იყო, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მოჰ­ყვე­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი იყო. სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან და­ი­წყო. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თვე­ე­ბის იყო, როცა ღი­ღი­ნებ­და. 3 წლის ასა­კი­დან უკვე ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და, თუმ­ცა თა­ვის­თვის.

- ვინ გა­უღ­ვი­ვა მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი?

- ნინა მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა, ხმა მეც მაქვს და მის მა­მა­საც. მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი და­ამ­თავ­რა.

- რო­დის იქცა მუ­სი­კა მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ საქ­მედ?

- მუ­სი­კის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ყო­ლა მა­შინ გა­და­წყვი­ტა, როცა თა­ვი­სი ბენ­დი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ეს მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით მა­შინ, როცა მე-7 კლას­ში იყო. მა­შინ უკვე ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და.

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობ­და, მუ­სი­კით გა­ტა­ცე­ბა ხელს ხომ არ უშ­ლი­და?

- ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებ­ზე გიჟ­დე­ბო­და და კარ­გა­დაც სწავ­ლობ­და. ნინა ძა­ლი­ან კარ­გად წერ­და.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩია?

- რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად წერ­და, ვფიქ­რობ­დი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ბა­რე­ბა აჯო­ბებ­და, ნი­ნამ კი გა­და­წყვი­ტა, რომ ეს პრო­ფე­სია არ უნ­დო­და და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე ჩა­ა­ბა­რა. შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლა გა­და­წყვი­ტა და ახლა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტია. ოჯახ­ში დე­მოკ­რა­ტია გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, რაც მას უნ­დო­და, იმ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა.

- მის­მა გარ­და­ტე­ხის ასაკ­მა რო­გორ ჩა­ი­ა­რა? ამ დროს მო­ზარ­დებს ბევ­რი სირ­თუ­ლე ახა­სი­ა­თებთ.

- თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა რთუ­ლია, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში პან­კე­ბის სტილ­ში იც­ვამ­და, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­მი­წე­ვია და მა­ლე­ვე გა­და­უ­ა­რა. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რომ გა­მე­წია, შე­იძ­ლე­ბო­და მის­გან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყო­ლო­და, ამი­ტომ ეს სტი­ლი ძა­ლი­ან მშვი­დად მი­ვი­ღე.

- თქვენ 18 წლის ასაკ­ში შექ­მე­ნით ოჯა­ხი და ნი­ნაც 18 წლი­სა გა­თხოვ­და. როცა ამ ნა­ბიჯს დგამ­და, მა­ში­ნაც არ გა­უ­წი­ეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა?

- ყვე­ლა მშო­ბელს უნდა, რომ მის­მა შვილ­მა ჯერ კა­რი­ე­რა აი­წყოს, ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წი­ოს და შემ­დეგ შექ­მნას ოჯა­ხი, მაგ­რამ ნი­ნას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მა­ინც არ გა­მი­წე­ვია. მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ.

- ცნო­ბი­ლია, რომ ნი­ნას მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ხართ და ნი­ნამ მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" შემ­დეგ და­ა­ლა­გა. რა ასა­კი­დან ზრდი­დით შვილს მარ­ტო?

- 6 წლი­დან მარ­ტო ვზრდი. 19 წლი­სას უკვე ნინა მყავ­და.

- ნინა "ევ­რო­ვი­ზია 2015"-ის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად და­ა­სა­ხე­ლეს. მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ხიბ­ლი აქვს. ვის ჰგავს გა­რეგ­ნო­ბით?

- ბე­ბი­ას. მა­მა­საც ჰგავს.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი აქვს თქვენს ქა­ლიშ­ვილს?

- ახლა მე­ო­რე ალ­ბომ­ზე მუ­შა­ობს.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნინა სუბლატის დედა ქართველების უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა

ნინა სუბლატის დედა ქართველების უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა

ჟურნალი "სარკე" ნინა სუბლატის დედასთან, ხატია სულაბერიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც იგი შვილის გამოსვლაზე, მის ბავშვობასა და "ევროვიზიაზე" საუბრობს.

- ქალბატონო ხატია, ევროვიზიაზე ნინას გამარჯვებას თუ არა, ხუთეულში მოხვედრას მაინც პროგნოზირებდნენ, ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი გვქონდა. თქვენი აზრით, რა დააკლდა ნინას გამარჯვებამდე?

- ეს შედეგი იყო სუფთა პოლიტიკური. საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში არ არსებობს და ეს ევროვიზიის ფინალით დამტკიცდა. ნინას ამ დრომდე ვერ დავუკავშირდი (ინტერვიუ ჩაწერილია 24 მაისს, ევროვიზიის ფინალის მეორე დღეს, ავტ.), მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაოგნებული იქნებოდა, რადგან მანამდე აბსოლუტურად სხვა პროგნოზები კეთდებოდა. ფინალის დღეს მისმა მეგობრებმა და ფანებმა მხარდასაჭერი საღამო გამართეს და ნინას ყველანი ერთად ვგულშემატკივრობით.

დიდი მოლოდინი და იმედი მქონდა, რომ ის გაიმარჯვებდა, თუმცა ნინა ჩემთვის მაინც გამარჯვებულია, რადგან ფინალში გადავიდა და მთელი ევროპა მხარს უჭერდა.

- სიმღერას, რომელიც ნინამ თავად შექმნა და ევროვიზიაზე შეასრულა, "მებრძოლი" ჰქვია, ეს მის ხასიათთან ახლოსაა?

- სიმღერა მას ძალიან ჰგავს, რადგან ნინა ძალიან მებრძოლია. რასაც მიზნად ისახავს, ყველაფერს აღწევს. საერთოდ, ნინას თითოეული ნაბიჯი ყოველთვის გათვლილია და არასოდეს არის ჰაერიდან მოტანილი.

- რას გეუბნებოდათ, როცა სცენაზე გადიოდა, ნერვიულობდა?

- არა, პირიქით, აქეთ მამშვიდებდა, სანერვიულო არაფერია, დატკბით, ისიამოვნეთო. სცენაზე გასვლისას არასდროს ნერვიულობს, თავდაჯერებულია.

მის შესახებ გამოხმაურებებს, კომენტარებს თვალს ვადევნებდი. ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი იწერებოდა, თუმცა ნეგატიური შეფასებებიც იყო და ძალიან ცუდია, რომ ეს ქართველებისგან მოდიოდა. ეს არასწორად მიმაჩნია. შეიძლება ადამიანი შენს გემოვნებაში, სტილში არ ჯდებოდეს, მაგრამ ის საქართველოს სახე იყოს, საქართველოს წარადგენდა, შესაბამისად, კარგი იქნებოდა რაღაცეებისგან თავის შეკავება.

- მისი სასცენო იმიჯი მოგეწონათ?

- კი, ძალიან. მისი ჩაცმულობა ზუსტად იმ ხასიათში იჯდა, რაც იმღერა.

- ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე დიდხანს ოცნებობდა?

- არა. მონაწილეობის მიღება უცებ გადაწყვიტა, სიმღერა ჩაწერა და გააგზავნა. საერთოდ, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებს. პროექტ "საქართველოს ვარსკვლავშიც" ასე მოულოდნელად გავიდა. დაქალმა გადააწყვეტინა, ერთად მივიდნენ ამ პროექტში.

- როგორი იყო ბავშვობაში ნინა, როგორ ხასიათს ამჟღავნებდა?

- ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, მაგრამ დამოუკიდებელი. პასუხისმგებლობის გრძნობა პატარაობიდანვე მოჰყვება. მუსიკალური იყო. სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ თვეების იყო, როცა ღიღინებდა. 3 წლის ასაკიდან უკვე ძალიან კარგად მღეროდა, თუმცა თავისთვის.

- ვინ გაუღვივა მუსიკის სიყვარული?

- ნინა მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. მუსიკალური სმენა, ხმა მეც მაქვს და მის მამასაც. მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა.

- როდის იქცა მუსიკა მისი ცხოვრების მთავარ საქმედ?

- მუსიკისთვის სერიოზულად გაყოლა მაშინ გადაწყვიტა, როცა თავისი ბენდი ჩამოაყალიბა. ეს მოხდა დაახლოებით მაშინ, როცა მე-7 კლასში იყო. მაშინ უკვე ამ საქმეს სერიოზულად მოეკიდა.

- სკოლაში როგორ სწავლობდა, მუსიკით გატაცება ხელს ხომ არ უშლიდა?

- ჰუმანიტარულ საგნებზე გიჟდებოდა და კარგადაც სწავლობდა. ნინა ძალიან კარგად წერდა.

- პროფესია როგორ აირჩია?

- რადგან ძალიან კარგად წერდა, ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტიკაზე ჩაბარება აჯობებდა, ნინამ კი გადაწყვიტა, რომ ეს პროფესია არ უნდოდა და სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინზე ჩააბარა. შემდეგ კონსერვატორიაში სწავლა გადაწყვიტა და ახლა კონსერვატორიის სტუდენტია. ოჯახში დემოკრატია გვაქვს, შესაბამისად, რაც მას უნდოდა, იმ ფაკულტეტზე ჩააბარა.

- მისმა გარდატეხის ასაკმა როგორ ჩაიარა? ამ დროს მოზარდებს ბევრი სირთულე ახასიათებთ.

- თინეიჯერობის პერიოდში ყველა რთულია, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ძალიან რთული იყო. იმ პერიოდში პანკების სტილში იცვამდა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია და მალევე გადაუარა. წინააღმდეგობა რომ გამეწია, შეიძლებოდა მისგან პროტესტი მოჰყოლოდა, ამიტომ ეს სტილი ძალიან მშვიდად მივიღე.

- თქვენ 18 წლის ასაკში შექმენით ოჯახი და ნინაც 18 წლისა გათხოვდა. როცა ამ ნაბიჯს დგამდა, მაშინაც არ გაუწიეთ წინააღმდეგობა?

- ყველა მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა ჯერ კარიერა აიწყოს, ყველაფერს მიაღწიოს და შემდეგ შექმნას ოჯახი, მაგრამ ნინასთან წინააღმდეგობა მაინც არ გამიწევია. მის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ.

- ცნობილია, რომ ნინას მშობლები გაშორებულები ხართ და ნინამ მამასთან ურთიერთობა "საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ დაალაგა. რა ასაკიდან ზრდიდით შვილს მარტო?

- 6 წლიდან მარტო ვზრდი. 19 წლისას უკვე ნინა მყავდა.

- ნინა "ევროვიზია 2015"-ის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს. მართლაც გამორჩეული ხიბლი აქვს. ვის ჰგავს გარეგნობით?

- ბებიას. მამასაც ჰგავს.

- სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს ქალიშვილს?

- ახლა მეორე ალბომზე მუშაობს.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება