კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ გოგოს ჩემს სასამართლოზე ცრემლი სდიოდა" - საჩხერელი რეპერის აღსარება
"იმ გოგოს ჩემს სასამართლოზე ცრემლი სდიოდა" - საჩხერელი რეპერის აღსარება

"დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა - ქა­ო­სი და მა­რაზ­მი, ვან­და­ლიზ­მის ზე­ი­მი, ცი­ნიზ­მი და სარ­კაზ­მი, გე­ნი­ო­სის ქო­ნე­ბა რჩე­ბა უკვე ზღაპ­რებ­ში, ადა­მი­ანს აღარ უჩ­ქეფს თბი­ლი სის­ხლი ძარ­ღვებ­ში, - ეს ერთ-ერთ რე­პ­კომ­პო­ზი­ცი­ის ტექ­სტია, რომ­ლის ავ­ტო­რიც სა­ჩხე­რე­ლი ქვე­ლაა, იგი­ვე გი­ორ­გი ქვე­ლა­ძე. შემ­თხვე­ვით, ინ­ტერ­ნეტ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ქვე­ლა იქვე ასეთ ტექსტს აგ­რძე­ლებს - "დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა, გარ­ყვნი­ლე­ბის დი­ლე­მა... ბევ­რს წე­სი­ერ ცხოვ­რე­ბა­ზე და­ე­მარ­თა ფო­ბია... "

ვის­თვის რო­გორ და ჩემ­თვის ეს კაცი სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი რე­პე­რი აღ­მოჩ­ნდა და მას­თან გა­სა­უბ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე.

- ვარ სა­ჩხე­რი­დან, 28 წლის, პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი, ვწერ ლექ­სებს, რო­მა­ნებს და მო­თხრო­ბებს. რე­პით დიდი ხა­ნია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ. ამ ჟანრ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბამ მომ­ხიბ­ლა. სათ­ქმელს მუ­სი­კით ვამ­ბობ, რად­გა­ნაც ამ ფორ­მით შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია ჩემი ნა­ფიქ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რამ­დე მი­ტა­ნა. მოკ­ლედ, რე­პის კე­თე­ბა მსი­ა­მოვ­ნებს.

- რე­პ­კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის გარ­და, სხვა ჟან­რის სიმ­ღე­რებ­საც ას­რუ­ლებ?

- სიმ­ღე­რაც, რა თქმა უნდა, შე­მიძ­ლია, მაქვს არენ­ბის ჟანრ­ში ჩა­წე­რი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, მაგ­რამ სტუ­დია არ მაქვს, ამი­ტომ რეპი შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად კეთ­დე­ბა, თან, ყვე­ლა­ფერს თვი­თონ ვა­კე­თებ. ჩე­მით ვის­წავ­ლე პროგ­რა­მა და რაც შევ­ძე­ლი, აპა­რა­ტუ­რა გა­მო­ვი­წე­რე... ისე, 2007 წელს პო­ლი­ტი­კა­შიც ვი­ყა­ვი, ახალ­გაზ­რდულ მოძ­რა­ო­ბა­ში, გან­ცხა­დე­ბე­ბიც მაქვს აქ­ცი­ებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი. ტრანსფა­რან­ტე­ბით გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ 2010 წელს და­მი­ჭი­რეს და პო­ლი­ტი­კაც გა­მიხ­სე­ნეს. 3 წელი, სამი თვე და 4 დღე ვი­ჯე­ქი.

- რა­ტომ და­გი­ჭი­რეს და რამ­დე­ნი გქონ­და მის­ჯი­ლი?

- 5 წელი მო­მი­სა­ჯეს. ჯერ სა­ერ­თო ამ­ნის­ტი­ამ მო­მაკ­ლო ვადა და მერე სა­პატ­რი­არ­ქოს შე­წყა­ლე­ბით, 2013 წლის მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ვე­დი.

ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით გა­მა­სა­მარ­თლეს. იმ პე­რი­ოდ­ში არე­უ­ლი ვი­ყა­ვი. ვსვამ­დი, 20 წლი­სას მშობ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ აყ­ვა­ნი­ლი ვი­ყა­ვი და მერე უფრო მო­მინ­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ არ გა­მო­დი­ო­და. სას­მელ­ში შვე­ბას ვპო­უ­ლობ­დი. ერთხე­ლაც, ღა­მით ფა­თი­აქ­ში ნას­ვა­მი შე­ვე­დი. ფული მო­ვი­თხო­ვე, 40 ლარი მომ­ცეს (რაც უნდა, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს), 20 უკან და­ვაბ­რუ­ნე, მაგ­რამ ეს არ და­ფიქ­სირ­და. ახლა ამით ჩემს რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბას არ ვცდი­ლობ, უბ­რა­ლოდ, გა­სა­წი­რი არ ვი­ყა­ვი და საქ­მე და­მიმ­ძი­მეს.

- აფ­თი­აქ­ში ფული ვის მოს­თხო­ვე?

- 20 ლარი დაც­ვას მოვ­თხო­ვე. გამ­ყიდ­ველ­მა 40 ლარი მომ­ცა, მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, 20 უკან და­ვუბ­რუ­ნე... მერე მახ­სოვს, იმ გო­გოს ჩემს სა­სა­მარ­თლო­ზე ცრემ­ლი სდი­ო­და, მაგ­რამ ისე­თი პე­რი­ო­დი იყო, სი­მარ­თლეს ვერ იტყო­და.

- ახლა რა სი­ტუ­ა­ცი­აა?

- ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა არა მგო­ნია იყოს, რო­გორც მი­შას დროს იყო, თუმ­ცა არც ეს მთავ­რო­ბა ვარ­გა ხალ­ხის­თვის.

- კარ­გი, და­ვუბ­რუნ­დეთ რეპს, რი­თაც გინ­და, რომ ხალ­ხს თავი გა­აც­ნო... პირ­ვე­ლი რე­პ­კომ­პო­ზი­ცია რო­დის გა­ა­კე­თე?

- ალ­ბათ, 8 წლის წინ ჩავ­წე­რე და მა­შინ გა­ვი­ცა­ნი შავი პრინ­ციც...

- ე.ი. ქარ­თველ რე­პე­რებს იც­ნობ და შენთის, მარ­ტო არ ხარ?

- ვიც­ნობ ბე­დი­ნას, მა­ნი­ფესტს, ალის და ა.შ. გან­ვიც­დი იმას, რომ არ მაქვს ჩემი სტუ­დია, რომ მუ­შა­ო­ბის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­დეს.

- ბა­ზარ­ზე ძნე­ლია თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა...

- კი, მე­დია ძი­რი­თა­დად დიდი დო­ზით სკან­დალს, სი­შიშ­ვლეს და მა­რაზმს აშუ­ქებს...

დიდი ხა­ნია ახალ­გაზ­რდულ მოძ­რა­ო­ბა­ზე ვფიქ­რობ და გვერ­დიც მაქვს "ფე­ის­ბუქ­ზე". არ ვიცი, გრან­ტი რო­გორ მო­ვი­პო­ვო, არც ინ­გლი­სუ­რი ვიცი და თუ ვინ­მე და­მეხ­მა­რე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა.

ეს მოძ­რა­ო­ბა და­ი­ცავს და პრო­მო­აქ­ცი­ებს მო­ა­წყობს (ან­ტი­ნარ­კო­ტი­კულ, ან­ტი­ალ­კოჰო­ლურ, ან­ტი­ნი­კო­ტი­ნურს). ერთი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბაც მინ­და ბუ­ნე­ბის დაც­ვა­ზე, რო­მე­ლიც აქ იმ ფორ­მით არას­დროს გა­მარ­თუ­ლა…

ამ მოძ­რა­ო­ბას "მო­მავ­ლი­სათ­ვის" ჰქვია და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რაც მო­მა­ვალ თა­ო­ბას შე­ე­ხე­ბა, - დახ­მა­რე­ბა, დაც­ვა, ზრუნ­ვა... ცუდი ნამ­დვი­ლად არა­ვის­თვის მინ­და.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შენი კუ­თხის კა­ცია და მა­საც ჰყავს რე­პე­რი შვი­ლი – ბერა. რო­გორ აფა­სებ ამ მამა-შვილს? მოგ­წონს ისი­ნი?

- ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი ცუდს. ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია და რა თქმა უნდა, სტუ­დი­აც უწყობს ხელს, სტა­ფიც ჰყავს, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი შექ­მნას. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს მის ერთ სიმ­ღე­რა­ზე...

არც ბი­ძი­ნა­ზე ვფიქ­რობ ცუდს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვის იმიჯს იმ გუნ­დით იმ­სხვრევს, ვინც მთავ­რო­ბა­შია. აგ­რე­სია კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა იმის გამო, რაც დღეს­დღე­ო­ბით ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"იმ გოგოს ჩემს სასამართლოზე ცრემლი სდიოდა" - საჩხერელი რეპერის აღსარება

"იმ გოგოს ჩემს სასამართლოზე ცრემლი სდიოდა" - საჩხერელი რეპერის აღსარება

"დღევანდელი ცხოვრება - ქაოსი და მარაზმი, ვანდალიზმის ზეიმი, ცინიზმი და სარკაზმი, გენიოსის ქონება რჩება უკვე ზღაპრებში, ადამიანს აღარ უჩქეფს თბილი სისხლი ძარღვებში, -  ეს ერთ-ერთ რეპკომპოზიციის ტექსტია, რომლის ავტორიც საჩხერელი ქველაა, იგივე გიორგი ქველაძე. შემთხვევით, ინტერნეტში აღმოვაჩინე. ქველა იქვე ასეთ ტექსტს აგრძელებს - "დღევანდელი რეალობა, გარყვნილების დილემა... ბევრს წესიერ ცხოვრებაზე დაემართა ფობია... "

ვისთვის როგორ და ჩემთვის ეს კაცი სრულიად უცნობი რეპერი აღმოჩნდა და მასთან გასაუბრება გადავწყვიტე.

- ვარ საჩხერიდან, 28 წლის, პროფესიით მხატვარი, ვწერ ლექსებს, რომანებს და მოთხრობებს. რეპით დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ. ამ ჟანრში თავისუფლებამ მომხიბლა. სათქმელს მუსიკით ვამბობ, რადგანაც ამ ფორმით შედარებით ადვილია ჩემი ნაფიქრის საზოგადოების ყურამდე მიტანა. მოკლედ, რეპის კეთება მსიამოვნებს.

- რეპკომპოზიციების გარდა, სხვა ჟანრის სიმღერებსაც ასრულებ?

- სიმღერაც, რა თქმა უნდა, შემიძლია, მაქვს არენბის ჟანრში ჩაწერილი ნამუშევრები, მაგრამ სტუდია არ მაქვს, ამიტომ რეპი შედარებით ადვილად კეთდება, თან, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. ჩემით ვისწავლე პროგრამა და რაც შევძელი, აპარატურა გამოვიწერე... ისე, 2007 წელს პოლიტიკაშიც ვიყავი, ახალგაზრდულ მოძრაობაში, განცხადებებიც მაქვს აქციებზე გაკეთებული. ტრანსფარანტებით გამოვსულვარ, მაგრამ 2010 წელს დამიჭირეს და პოლიტიკაც გამიხსენეს. 3 წელი, სამი თვე და 4 დღე ვიჯექი.

- რატომ დაგიჭირეს და რამდენი გქონდა მისჯილი?

- 5 წელი მომისაჯეს. ჯერ საერთო ამნისტიამ მომაკლო ვადა და მერე საპატრიარქოს შეწყალებით, 2013 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოვედი.

ყაჩაღობის მუხლით გამასამართლეს. იმ პერიოდში არეული ვიყავი. ვსვამდი, 20 წლისას მშობლებმა მითხრეს, რომ აყვანილი ვიყავი და მერე უფრო მომინდა წარმატების მიღწევა, მაგრამ არ გამოდიოდა. სასმელში შვებას ვპოულობდი. ერთხელაც, ღამით ფათიაქში ნასვამი შევედი. ფული მოვითხოვე, 40 ლარი მომცეს (რაც უნდა, დაუჯერებელი იყოს), 20 უკან დავაბრუნე, მაგრამ ეს არ დაფიქსირდა. ახლა ამით ჩემს რეაბილიტირებას არ ვცდილობ, უბრალოდ, გასაწირი არ ვიყავი და საქმე დამიმძიმეს.

- აფთიაქში ფული ვის მოსთხოვე?

- 20 ლარი დაცვას მოვთხოვე. გამყიდველმა 40 ლარი მომცა, მაგრამ ხომ ვამბობ, 20 უკან დავუბრუნე... მერე მახსოვს, იმ გოგოს ჩემს სასამართლოზე ცრემლი სდიოდა, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, სიმართლეს ვერ იტყოდა.

- ახლა რა სიტუაციაა?

- ისეთი მდგომარეობა არა მგონია იყოს, როგორც მიშას დროს იყო, თუმცა არც ეს მთავრობა ვარგა ხალხისთვის.

- კარგი, დავუბრუნდეთ რეპს, რითაც გინდა, რომ ხალხს თავი გააცნო... პირველი რეპკომპოზიცია როდის გააკეთე?

- ალბათ, 8 წლის წინ ჩავწერე და მაშინ გავიცანი შავი პრინციც...

- ე.ი. ქართველ რეპერებს იცნობ და შენთის, მარტო არ ხარ?

- ვიცნობ ბედინას, მანიფესტს, ალის და ა.შ. განვიცდი იმას, რომ არ მაქვს ჩემი სტუდია, რომ მუშაობის მეტი საშუალება მქონდეს.

- ბაზარზე ძნელია თავის დამკვიდრება...

- კი, მედია ძირითადად დიდი დოზით სკანდალს, სიშიშვლეს და მარაზმს აშუქებს...

დიდი ხანია ახალგაზრდულ მოძრაობაზე ვფიქრობ და გვერდიც მაქვს "ფეისბუქზე". არ ვიცი, გრანტი როგორ მოვიპოვო, არც ინგლისური ვიცი და თუ ვინმე დამეხმარება, კარგი იქნება.

ეს მოძრაობა დაიცავს და პრომოაქციებს მოაწყობს (ანტინარკოტიკულ, ანტიალკოჰოლურ, ანტინიკოტინურს). ერთი საინტერესო აქციის ჩატარებაც მინდა ბუნების დაცვაზე, რომელიც აქ იმ ფორმით არასდროს გამართულა…

ამ მოძრაობას ''მომავლისათვის'' ჰქვია და ყველაფერს გააკეთებს, რაც მომავალ თაობას შეეხება, - დახმარება, დაცვა, ზრუნვა... ცუდი ნამდვილად არავისთვის მინდა.

- ბიძინა ივანიშვილი შენი კუთხის კაცია და მასაც ჰყავს რეპერი შვილი – ბერა. როგორ აფასებ ამ მამა-შვილს? მოგწონს ისინი?

- ნამდვილად ვერ ვიტყვი ცუდს. ნიჭიერი ბიჭია და რა თქმა უნდა, სტუდიაც უწყობს ხელს, სტაფიც ჰყავს, რომ ხარისხიანი შექმნას. უამრავი ადამიანი მუშაობს მის ერთ სიმღერაზე...

არც ბიძინაზე ვფიქრობ ცუდს, მაგრამ სამწუხაროდ, თავის იმიჯს იმ გუნდით იმსხვრევს, ვინც მთავრობაშია. აგრესია კიდევ უფრო გაიზრდება იმის გამო, რაც დღესდღეობით ხდება ქვეყანაში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება