მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ბუნების 10 საოცრება, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
ქართული ბუნების 10 საოცრება, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ბევ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო თუ სხვა­დას­ხვა სა­ექ­სკურ­სიო ჯგუ­ფი გვთა­ვა­ზობს ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ებ­ში, თუმ­ცა მათ გარ­და ფო­რუ­მებ­ზეც ხში­რად ნა­ხავთ რჩე­ვებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი კუ­თხე, სო­ფე­ლი, ტა­ძა­რი თუ ნაკ­რძა­ლი უნდა მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ვფი­ქობთ, რომ ფო­რუ­მე­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი Ambebi.ge-ს აუ­დი­ტო­რი­ის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, ამი­ტომ გთა­ვა­ზობთ იმ ად­გი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ქარ­თულ ბუ­ნებ­რივ სა­ოც­რე­ბას უწო­დე­ბენ და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლონ.

!გა­უ­ზი­ა­რეთ ამ სტა­ტი­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია თქვენს უცხო­ელ მე­გობ­რებს!

10 wonders of Georgia you must see before you die

georgianjournal.ge

მა­ხუნ­ცე­თის ჩანჩქე­რი ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

[ფოტო]

პორ­ფი­რი­ტუ­ლი ტუ­ფე­ბი­სა და ტუფბ­რექჩი­ე­ბის წყე­ბით აგე­ბუ­ლი, ქე­დის იმ ნა­წილ­ში გა­მომ­დი­ნა­რე ჩანჩქე­რი ძალ­ზე შთამ­ბეჭ­და­ვია და ბევრ მნახ­ველს იზი­დავს.

სა­თაფ­ლია, გე­ლა­თი, ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი, პეტ­რას ციხე, ბორ­ჯო­მი, ყვა­რე­ლი, ატე­ნის სი­ო­ნი შიდა ქარ­თლში, შო­ვის ბალ­ნე­ოკ­ლი­მა­ტუ­რი კუ­რორ­ტი რა­ჭა­ში.

აბას­თუ­მა­ნი – დაბა სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში

[ფოტო - აბას­თუ­მა­ნი შე­მოდ­გო­მით]

ბახ­მა­რო – მა­ღალმთი­ა­ნი კუ­რორ­ტი გუ­რი­ა­ში

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, კუ­რორ­ტის სა­ხე­ლი ულა­მა­ზეს თა­ვა­დის ქალს, მა­როს უკავ­შირ­დე­ბა. მარო თურ­ქებ­მა მო­ი­ტა­ცეს, უკან და­დევ­ნე­ბულ მდე­ვარს კი ხან­ჯლით გან­გმი­რუ­ლი და­უ­ტო­ვეს, გვერ­დით ქვა­ზე კი, მი­სი­ვე სის­ხლით და­ა­წე­რეს: "ბახ მარო" - ნა­ხეთ თქვე­ნი მარო

[ფოტო: ცი­სარ­ტყე­ლა ბახ­მა­რო­ში]

ხვამ­ლის მთა, იგი­ვე ხომ­ლი ლე­ჩხუმ­ში მდე­ბა­რე­ობს. მისი სი­მაღ­ლე 2002 მეტ­რია. მღვი­მე­ე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია თე­კენ­თე­რი და ყი­ნუ­ლო­ვა­ნი მღვი­მე ბოგა. ხვამ­ლი შე­მო­სი­ლია შე­რე­უ­ლი ტყით.

[ფოტო: ხვამ­ლის მთა]

აბუ­დე­ლა­უ­რის ფე­რა­დი ტბე­ბი

ეს მყინ­ვა­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის ტბე­ბია აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თუ­შეთ-ხევ­სუ­რე­თის კავ­კა­სი­ო­ნის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე; სოფ­ლე­ბის, როშ­კა­სა და ჯუ­თას­თან ახ­ლოს ზღვის დო­ნი­დან 2812 მეტრზე. საზ­რდო­ობს თოვ­ლის, მყინ­ვა­რი­სა და წვი­მის წყლით. ტბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დონე ზა­ფხულ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, მი­ნი­მა­ლუ­რი კი - ზამ­თარ­ში.

[ფოტო: აბუ­დე­ლა­უ­რის ტბე­ბი 1, 2]

სო­ფე­ლი როშ­კა თა­ვი­სი სახ­ლის­ხე­ლა ქვე­ბით, პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რე­თი, თუ­შე­თი, ღვი­ნის ხე­ო­ბა ქვე­მო რა­ჭა­ში ხვან­ჭკა­რის მიკ­რო­ზო­ნა მთლი­ა­ნად რი­ო­ნის გა­ყო­ლე­ბა­ზე, ვარ­ძია, ვაშ­ლო­ვა­ნის ნაკ­რძა­ლი, მთი­ა­ნი აჭა­რა, ალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბი მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთ­ში.

ძა­მას ხე­ო­ბა - 50-მდე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი, ძვე­ლი და ახა­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი, ციხე-სი­მაგ­რე­ე­ბი, კოშ­კე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი და ბუ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბი – სა­ქარ­თვე­ლოს ეს სიმ­დიდ­რე ძა­მას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. ძა­მას ხე­ო­ბა­ში ათე­უ­ლო­ბით ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თან ერ­თად გა­მორ­ჩე­უ­ლია ბა­ტე­თის ტბა.

[ფოტო: ძა­მას ხე­ო­ბა]

რკო­ნის მო­ნას­ტე­რი, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნე­ბი, თრუ­სოს ხე­ო­ბა ყაზ­ბე­გის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ბამ­ბუ­კის ტყე ბუკ­ნარ­ში, ხდის ხე­ო­ბა ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში, გერ­გე­ტის სა­მე­ბა, ჩამ­ქვრა­ლი ვულ­კა­ნი მწ. მე­ფის­კა­ლო, კუ­რორ­ტი ნუ­ნი­სი იმე­რე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფე­ლი ხა­ხი­ე­თი სა­ჩხე­რეს­თან (მი­წის­ქვე­შა სო­ფე­ლი), გად­მო­ცე­მით დე­და­მი­წის ხა­ხას ეძა­ხი­ან ამ ად­გილს.

რე­დაქ­ცი­ის რჩე­ვით| სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლის ნახ­ვა 15-20 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ

კინ­ტრი­შის სა­ხელ­მწი­ფო ნაკ­რძა­ლი – მდე­ბა­რე­ობს ქო­ბუ­ლეთ­ში. ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბი: კო­ბა­ლა­უ­რი, ხინო, დიდ­ვა­კე. ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ცხე­მო­ვა­ნის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თა­ღო­ვა­ნი ხიდი, ასე­ვე წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ცხე­მო­ვა­ნის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი.

[ფოტო: კინ­ტრი­ში ]

წყალ­წი­თე­ლას ხე­ო­ბა მო­წა­მე­თას­თან, არ­წი­ვის ხე­ო­ბა (დე­დოფ­ლის­წყა­რო­სა და ალაზ­ნის ველს შო­რის), კა­ნი­ო­ნი წალ­კის რა­ი­ონ­ში, შო­რე­თის მო­ნას­ტე­რი ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ოთას­თან, ყუ­როს ქედი მდი­ნა­რე თერ­გი­სა და ხდის წყალ­გამ­ყო­ფი.

ტო­ბა­ვარჩხი­ლი – სა­მეგ­რე­ლო, ჩხო­რო­წყუ

[ფოტო: ტო­ბა­ვარჩხი­ლი]

ყე­ლის ტბა - ულა­მა­ზე­სი ალ­პუ­რი ტბაა, რო­მე­ლიც ყე­ლის ვულ­კა­ნურ პლა­ტო­ზე მდე­ბა­რე­ობს ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ამ ტბი­დან გა­მო­ე­დი­ნე­ბა მდი­ნა­რე ქსა­ნი, მის სი­ახ­ლო­ვეს არის მდი­ნა­რე არაგ­ვის სა­თა­ვეც.

[ფოტო: ყე­ლის ტბა]

ოკა­ცეს (კინ­ჩხას) ჩანჩქე­რი ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სო­ფელ კინ­ჩხას მი­და­მო­ებ­ში. ბუ­ნე­ბის ძეგლი წარ­მო­ად­გენს მდი­ნა­რე სა­წის­ქვი­ლოს ხე­ო­ბა­ში, ას­ხის კირ­ქვუ­ლი მა­სი­ვის აღ­მო­სავ­ლეთ ქა­რა­ფი­დან, სამ სა­ფე­ხუ­რად გად­მო­მა­ვალ ჩანჩქე­რე­ბის კას­კადს.

[ფოტო: კინ­ჩხა]

მო­ამ­ზა­და თაკო ესე­ბუ­ამ, ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართული ბუნების 10 საოცრება, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ქართული ბუნების 10 საოცრება, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ბევრი ტურისტული სააგენტო თუ სხვადასხვა საექსკურსიო ჯგუფი გვთავაზობს ტურებს საქართველოს კუთხეებში, თუმცა მათ გარდა ფორუმებზეც ხშირად ნახავთ რჩევებს იმის შესახებ, თუ რომელი კუთხე, სოფელი, ტაძარი თუ ნაკრძალი უნდა მოვინახულოთ ჩვენს ქვეყანაში. ვფიქობთ, რომ ფორუმელების რეკომენდაციები Ambebi.ge-ს აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნება, ამიტომ გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები ქართულ ბუნებრივ საოცრებას უწოდებენ და თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად მოინახულონ.

!გაუზიარეთ ამ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია თქვენს უცხოელ მეგობრებს!

10 wonders of Georgia you must see before you die

georgianjournal.ge

მახუნცეთის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში

[ფოტო]

პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს.

სათაფლია, გელათი, ბაგრატის ტაძარი, პეტრას ციხე, ბორჯომი, ყვარელი, ატენის სიონი შიდა ქართლში, შოვის ბალნეოკლიმატური კურორტი რაჭაში.

აბასთუმანი – დაბა სამხრეთ საქართველოში

[ფოტო - აბასთუმანი შემოდგომით]

ბახმარო – მაღალმთიანი კურორტი გურიაში

ლეგენდის თანახმად, კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: "ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მარო

[ფოტო: ცისარტყელა ბახმაროში]

ხვამლის მთა, იგივე ხომლი ლეჩხუმში მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.

[ფოტო: ხვამლის მთა]

აბუდელაურის ფერადი ტბები

ეს მყინვარული წარმოშობის ტბებია აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე; სოფლების, როშკასა და ჯუთასთან ახლოს ზღვის დონიდან 2812 მეტრზე. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. ტბების მაქსიმალური დონე ზაფხულში აღინიშნება, მინიმალური კი - ზამთარში.

[ფოტო: აბუდელაურის ტბები 1, 2]

სოფელი როშკა თავისი სახლისხელა ქვებით, პირიქითა ხევსურეთი, თუშეთი, ღვინის ხეობა ქვემო რაჭაში ხვანჭკარის მიკროზონა მთლიანად რიონის გაყოლებაზე, ვარძია, ვაშლოვანის ნაკრძალი, მთიანი აჭარა, ალპური მდელოები მესხეთ-ჯავახეთში.

ძამას ხეობა - 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები – საქართველოს ეს სიმდიდრე ძამას ხეობაში მდებარეობს. ძამას ხეობაში ათეულობით ისტორიულ ძეგლთან ერთად გამორჩეულია ბატეთის ტბა.

[ფოტო: ძამას ხეობა]

რკონის მონასტერი, მარტვილის კანიონები, თრუსოს ხეობა ყაზბეგის დასავლეთ ნაწილში, ბამბუკის ტყე ბუკნარში, ხდის ხეობა ყაზბეგის რაიონში, გერგეტის სამება, ჩამქვრალი ვულკანი მწ. მეფისკალო, კურორტი ნუნისი იმერეთის რაიონში, სოფელი ხახიეთი საჩხერესთან (მიწისქვეშა სოფელი), გადმოცემით დედამიწის ხახას ეძახიან ამ ადგილს.

რედაქციის რჩევით| საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი – მდებარეობს ქობულეთში. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: კობალაური, ხინო, დიდვაკე. ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მონასტერი.

[ფოტო: კინტრიში ]

წყალწითელას ხეობა მოწამეთასთან, არწივის ხეობა (დედოფლისწყაროსა და ალაზნის ველს შორის), კანიონი წალკის რაიონში, შორეთის მონასტერი ასპინძის რაიონის სოფელი ოთასთან, ყუროს ქედი მდინარე თერგისა და ხდის წყალგამყოფი.

ტობავარჩხილი – სამეგრელო, ჩხოროწყუ

[ფოტო: ტობავარჩხილი]

ყელის ტბა - ულამაზესი ალპური ტბაა, რომელიც ყელის ვულკანურ პლატოზე მდებარეობს ახალგორის მუნიციპალიტეტში. ამ ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი, მის სიახლოვეს არის მდინარე არაგვის სათავეც.

[ფოტო: ყელის ტბა]

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ კინჩხას მიდამოებში. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს.

[ფოტო: კინჩხა]

მოამზადა თაკო ესებუამ, ინტერნეტში არსებული რესურსების გამოყენებით

იხილეთ ფოტოგალერეა

AMBEBI.GE

"დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო

რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძარია - როგორია ვითარება ადგილზე