სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
humanrights.ge: ყარაჯალადან სირიაში გადასვლას კიდევ 5 ქალი აპირებს
humanrights.ge: ყარაჯალადან სირიაში გადასვლას კიდევ 5 ქალი აპირებს

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­დან ორი ქალი - ირა­და ღა­რი­ბო­ვა და ანა სუ­ლე­ი­მა­ნო­ვა სი­რი­ა­ში თურ­ქე­თის გავ­ლით გა­და­ვი­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლას მკვიდრთა­გან ზოგი ადას­ტუ­რებს, ზოგი კი აცხა­დებს, რომ ისი­ნი თურ­ქეთ­ში სა­ვაჭ­როდ არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი. ირა­და ღა­რი­ბო­ვა­სა და ანა სუ­ლე­ი­მა­ნო­ვას მე­უღ­ლე­ე­ბი ეძე­ბენ. ამის შემ­დეგ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სოფ­ლი­დან სი­რი­ა­ში წას­ვლას კი­დევ ხუთი ქალი აპი­რებს.

სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლას რწმუ­ნე­ბუ­ლი humanrights.ge-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ერთ-ერ­თმა ქალ­მა წე­რი­ლი და­ტო­ვა, მივ­დი­ვარ და შვი­ლებს მი­ხე­დე­თო.

"ირა­და ღა­რი­ბო­ვა­სა და ანა სუ­ლე­ი­მა­ნო­ვას ოჯა­ხე­ბი დიდი ხა­ნია, რაც თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ და ბიზ­ნეს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ვი­ცით, რომ თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, გა­და­ვიდ­ნენ თუ არა სი­რი­ა­ში, არ გვაქვს. სო­ფე­ლი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო",- აღ­ნიშ­ნა სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლას რწმუ­ნე­ბულ­მა, ალას­კარ სარ­და­როვ­მა.

სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლას ერთ-ერთი მცხოვ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ირა­და ღა­რი­ბო­ვა­სა და ანა სუ­ლე­ი­მა­ნო­ვას ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­რი­ის­კენ მი­მა­ვალ ადა­ნას გზა­ზე მი­ტო­ვე­ბუ­ლი იპო­ვეს. თუმ­ცა, არა­ვინ იცის, სი­ნამ­დვი­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

"არ ვი­ცით, რო­გორ ხდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­ბი­რე­ბა და რო­გორ გა­დაჰ­ყავთ სი­რი­ა­ში. ამ­ბო­ბენ, სი­რი­ა­ში გა­და­სუ­ლე­ბი უკან ვერ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, რად­გან მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბაო", - გა­ნა­ცხა­და humanrights.ge-სთან ყა­რა­ჯა­ლას მკვიდრმა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

მი­სი­ვე თქმით, 6 წე­ლია, რაც სო­ფელ­ში ვა­ჰა­ბი­ტე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, უკვე ბავ­შვე­ბიც აღარ მა­ლა­ვენ, რომ სი­რი­ა­ში გა­დას­ვლის სურ­ვი­ლი აქვთ.

სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლას მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მათი თქმით, დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ ღა­რი­ბო­ვა­სა და სუ­ლე­ი­მა­ნო­ვას მსგავ­სად, სოფ­ლის სხვა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბიც გა­და­ვიდ­ნენ სი­რი­ა­ში.

წყა­რო: humanrights.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

humanrights.ge: ყარაჯალადან სირიაში გადასვლას კიდევ 5 ქალი აპირებს

humanrights.ge: ყარაჯალადან სირიაში გადასვლას კიდევ 5 ქალი აპირებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან ორი ქალი - ირადა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა სირიაში თურქეთის გავლით გადავიდა. ამ ინფორმაციას სოფელ ყარაჯალას მკვიდრთაგან ზოგი ადასტურებს, ზოგი კი აცხადებს, რომ ისინი თურქეთში სავაჭროდ არიან გადასულები. ირადა ღარიბოვასა და ანა სულეიმანოვას მეუღლეები ეძებენ. ამის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფლიდან სირიაში წასვლას კიდევ ხუთი ქალი აპირებს.

სოფელ ყარაჯალას რწმუნებული humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ქალმა წერილი დატოვა, მივდივარ და შვილებს მიხედეთო.

"ირადა ღარიბოვასა და ანა სულეიმანოვას ოჯახები დიდი ხანია, რაც თბილისში ცხოვრობენ და ბიზნესში არიან ჩართულები. ვიცით, რომ თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, გადავიდნენ თუ არა სირიაში, არ გვაქვს. სოფელი შოკურ მდგომარეობაშია მომხდარი ფაქტის გამო“,- აღნიშნა სოფელ ყარაჯალას რწმუნებულმა, ალასკარ სარდაროვმა.

სოფელ ყარაჯალას ერთ-ერთი მცხოვრების განცხადებით, ირადა ღარიბოვასა და ანა სულეიმანოვას ავტომობილი სირიისკენ მიმავალ ადანას გზაზე მიტოვებული იპოვეს. თუმცა, არავინ იცის, სინამდვილეს შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია.

"არ ვიცით, როგორ ხდება მოსახლეობის გადაბირება და როგორ გადაჰყავთ სირიაში. ამბობენ, სირიაში გადასულები უკან ვერ დაბრუნდებიან, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებაო", - განაცხადა humanrights.ge-სთან ყარაჯალას მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისივე თქმით, 6 წელია, რაც სოფელში ვაჰაბიტები გააქტიურდნენ, უკვე ბავშვებიც აღარ მალავენ, რომ სირიაში გადასვლის სურვილი აქვთ.

სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, დიდი ალბათობაა, რომ ღარიბოვასა და სულეიმანოვას მსგავსად, სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც გადავიდნენ სირიაში.

წყარო: humanrights.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა