პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან
საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან

"ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" სე­რი­ა­ში მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რის - ერიხ მა­რია რე­მარ­კის რვა­ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მამ ბევ­რი მკი­თხვე­ლი გა­ა­ხა­რა, რის გა­მოც მისი თხზუ­ლე­ბე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის მკი­თხვე­ლის­თვის მი­წო­დე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. მით უმე­ტეს, რომ ამ მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­საც და ბი­ოგ­რა­ფი­ა­საც ბევ­რი უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა თუ ფაქ­ტი სდევს.

ალ­ბათ ბევ­რმა მის­მა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მაც კი არ იცის, რომ რე­მარ­კის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნიჭი მცი­რე ასა­კი­დან ეჯიბ­რე­ბო­და მხატ­ვრი­სა და მუ­სი­კო­სის მო­ნა­ცე­მებს. ის სას­კო­ლო გუნდში მღე­რო­და, კარ­გად უკ­რავ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ორ­გან­ზე, ცდი­ლობ­და, და­ე­წე­რა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ორი­ვე ინ­სტრუ­მენ­ტის­თვის; შემ­დგომ " ატა­რებ­და მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებს; ძა­ლე­ბი მუ­სი­კა­ლუ­რი კრი­ტი­კის ას­პა­რეზ­ზეც მო­უ­სინ­ჯავს. ხე­ლოვ­ნე­ბის ამ სამი დარ­გის მი­მართ ნიჭს მისი პირ­ვე­ლი რო­მა­ნის გმი­რიც ფლობს. მაგ­რამ ამ ნა­წარ­მო­ე­ბის "და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია" ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლო­ბა მა­ინც, უფრო მე­ტად, სამ­ხედ­რო "კა­რი­ე­რა­შია" გა­მო­ხა­ტუ­ლი. 1898 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რე­მარ­კი 1916 წელს, სკო­ლის მერ­ხი­დან პირ­და­პირ არ­მი­ა­ში გა­იწ­ვი­ეს...

რო­მა­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ბი­ნა­ში, რო­მელ­საც მა­შინ მწე­რა­ლი ბერ­ლინ­ში ქი­რა­ობ­და, უწყვე­ტად მო­დი­ო­და უამ­რა­ვი წე­რი­ლი, უპი­რა­ტე­სად " ომის მო­ნა­წი­ლე­თა­გან. ისი­ნი მად­ლი­ე­რე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­დნენ იმ სა­საკ­ლა­ოს მთე­ლი სი­ცხა­დით ასახ­ვის­თვის, რო­მელ­შიც ერე­ბი იქ­ნენ ჩათ­რე­უ­ლი. ეს წე­რი­ლე­ბი რე­მარკს აღელ­ვებ­და, თუმ­ცა (სა­დაც მი­სით ძა­ლი­ან ამა­ყობ­დნენ), ცდი­ლობ­და, სახ­ლი­დან იშ­ვი­ა­თად გა­მო­სუ­ლი­ყო.

არ­მი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ჯერ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა და­ას­რუ­ლა, ხოლო მერე ბევ­რი პრო­ფე­სია მო­სინ­ჯა: იყო ბუ­ღალ­ტე­რი, კო­მი­ვო­ი­ა­ჟო­რი, ქვის მთლე­ლი სა­საფ­ლა­ო­ზე, საფ­ლა­ვის ქვე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის აგენ­ტი, მძღო­ლი-გა­მომ­ცდე­ლი, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის ტაძ­რის ორ­გა­ნის­ტი, სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი. პრო­ფე­სი­ო­ნალ პი­ა­ნის­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მი­ღე­ბულ­მა ჭრი­ლო­ბებ­მა შე­უ­შა­ლა ხელი.

როცა 1925 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და, სპორ­ტუ­ლი გა­ზე­თის "შპორტ იმ­ბილ­დის" მხატ­ვრულ რე­დაქ­ტო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ უამ­რა­ვი მი­სა­სალ­მე­ბე­ლი წე­რი­ლი­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბის გვერ­დით, უარ­ყო­ფი­თი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ბა­რა­თე­ბიც ერია. ისი­ნი უმე­ტე­სად, პრო­ფა­შის­ტუ­რი ბა­ნა­კი­დან იგ­ზავ­ნე­ბო­და " იმ წრე­ე­ბი­დან, რო­მელ­თა წარ­მოდ­გე­ნე­ბიც ომის შე­სა­ხებ მწერ­ლის მო­საზ­რე­ბე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და.

1930 წელს, რე­მარ­კის დევ­ნა მე­სა­მე რა­ი­ხის მო­მა­ვა­ლი პრო­პა­გან­დის მი­ნის­ტრის - გე­ბელ­სის მიერ ახა­ლი ძა­ლე­ბით გა­ჩაღ­და. 1929 წელს ამე­რი­კელ­მა კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა ლუის მა­ილსტო­უნ­მა (რო­მე­ლიც ასე­ვე პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლეც იყო) რო­მა­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია და­ას­რუ­ლა. ფილმმა წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა მსოფ­ლიო. პრე­მი­ე­რა ბერ­ლინ­ში, მო­ცარ­ტის დარ­ბაზ­შიც და­ი­გეგ­მა, მაგ­რამ ნა­ცის­ტებ­მა ობსტრუქ­ცია მო­ა­წყვეს და კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა ჩა­შა­ლეს. მათ ეკ­რანს დამ­პა­ლი ვაშ­ლე­ბი და ლაყე კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს, დარ­ბაზ­ში ვირ­თხე­ბი გა­უშ­ვეს, ცე­მი­ნე­ბის გა­მომ­წვე­ვი ფხვნი­ლიც მო­აფ­რქვი­ეს, ყვე­ლა მომ­დევ­ნო სე­ან­სის ბი­ლე­თე­ბი შე­ი­ძი­ნეს და სა­ბო­ლო­ოდ იმას მი­აღ­წი­ეს, რომ 1930 წლის დე­კემ­ბერ­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ­მა კო­მი­სი­ამ, რო­მე­ლიც ჰიტ­ლე­რულ მთავ­რო­ბას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ უწევ­და, ფილ­მის ჩვე­ნე­ბა მთელ გერ­მა­ნი­ა­ში აკ­რძა­ლა.

რამ გა­მო­იწ­ვია წარ­მა­ტე­ბა? ალ­ბათ იმან, რომ მი­უ­ხე­და­ვად ათი წლის გას­ვლი­სა, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის მო­გო­ნე­ბა­ნი ადა­მი­ა­ნებ­ში ისევ მტკივ­ნე­უ­ლად ცო­ცხლობ­და. დრომ ვერ მო­ას­წრო ყვე­ლა თა­ნამ­დე­ვი ჭრი­ლო­ბის მო­შუ­შე­ბა: ფსი­ქო­ლო­გი­უ­რის, მო­რა­ლუ­რის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რის. ავ­ტორს, რო­მე­ლიც ომზე წერს, არ შე­უძ­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი - ასე­თია ამ ჟან­რის სპე­ცი­ფი­კა. წიგ­ნის ეპიგ­რაფ­ში ნათ­ქვა­მია, რომ თხზუ­ლე­ბა "არ წარ­მო­ად­გენს არც ბრალ­დე­ბას და არც აღ­სა­რე­ბას", მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ეს ავ­ტო­რის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხერ­ხია. რე­მარ­კის აღ­სა­რე­ბი­თი ტონი მისი სტი­ლის დო­მი­ნი­რე­ბა­დი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა და ის მკი­თხველ­ზე პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან იწყებს ზე­მოქ­მე­დე­ბას.

1939 წელს რე­მარ­კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­სახ­ლდა, სა­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში მუ­შა­ო­ბაც შე­უ­თავ­სა. ის და­უ­ახ­ლოვ­და ბევრ გა­მო­ჩე­ნილ კი­ნო­რე­ჟი­სორ­სა და მსა­ხი­ობს, მათ შო­რის _ მარ­ლენ დიტ­რიხ­სა და გრე­ტა გარ­ბოს; ასე­ვე, ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის პარტნი­ორს _ პო­ლეტ გო­დარს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ მისი მე­უღ­ლე გახ­და. მწე­რალ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­ი­ღეს ფილ­მე­ბი მისი რო­მა­ნე­ბის მი­ხედ­ვით: "დაბ­რუ­ნე­ბა", "სამი მე­გო­ბა­რი"...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერიხ მა­რია რე­მარ­კის "დაბ­რუ­ნე­ბა" დღეს გა­მო­ვი­და ჟურ­ნალ გზას­თან ერ­თად და 21 მა­ი­სამ­დე გა­ი­ყი­დე­ბა. წიგ­ნის ფასი ჟურ­ნალ­თან ერ­თად, 7 ლარს გა­უ­ტოლ­დე­ბა.

საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან

საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან

"ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიაში მართლაც გამორჩეული ავტორის - ერიხ მარია რემარკის რვატომეულის გამოცემამ ბევრი მკითხველი გაახარა, რის გამოც მისი თხზულებებისა და ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბების მკითხველისთვის მიწოდება გადავწყვიტეთ. მით უმეტეს, რომ ამ მწერლის შემოქმედებასაც და ბიოგრაფიასაც ბევრი უჩვეულო მოვლენა თუ ფაქტი სდევს.

ალბათ ბევრმა მისმა თაყვანისმცემელმაც კი არ იცის, რომ რემარკის ლიტერატურული ნიჭი მცირე ასაკიდან ეჯიბრებოდა მხატვრისა და მუსიკოსის მონაცემებს. ის სასკოლო გუნდში მღეროდა, კარგად უკრავდა ფორტეპიანოსა და ორგანზე, ცდილობდა, დაეწერა ნაწარმოებები ორივე ინსტრუმენტისთვის; შემდგომ " ატარებდა მუსიკის გაკვეთილებს; ძალები მუსიკალური კრიტიკის ასპარეზზეც მოუსინჯავს. ხელოვნების ამ სამი დარგის მიმართ ნიჭს მისი პირველი რომანის გმირიც ფლობს. მაგრამ ამ ნაწარმოების "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" ავტობიოგრაფიულობა მაინც, უფრო მეტად, სამხედრო "კარიერაშია" გამოხატული. 1898 წელს დაბადებული რემარკი 1916 წელს, სკოლის მერხიდან პირდაპირ არმიაში გაიწვიეს...

რომანის გამოსვლის შემდეგ, ბინაში, რომელსაც მაშინ მწერალი ბერლინში ქირაობდა, უწყვეტად მოდიოდა უამრავი წერილი, უპირატესად " ომის მონაწილეთაგან. ისინი მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავდნენ იმ სასაკლაოს მთელი სიცხადით ასახვისთვის, რომელშიც ერები იქნენ ჩათრეული. ეს წერილები რემარკს აღელვებდა, თუმცა (სადაც მისით ძალიან ამაყობდნენ), ცდილობდა, სახლიდან იშვიათად გამოსულიყო.

არმიიდან დაბრუნების შემდეგ, ჯერ საშუალო განათლება დაასრულა, ხოლო მერე ბევრი პროფესია მოსინჯა: იყო ბუღალტერი, კომივოიაჟორი, ქვის მთლელი სასაფლაოზე, საფლავის ქვების გაყიდვების აგენტი, მძღოლი-გამომცდელი, ფსიქიატრიული კლინიკის ტაძრის ორგანისტი, საჯარო სკოლის მასწავლებელი. პროფესიონალ პიანისტად ჩამოყალიბებაში საომარ მოქმედებებში მიღებულმა ჭრილობებმა შეუშალა ხელი.

როცა 1925 წელს საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდა, სპორტული გაზეთის "შპორტ იმბილდის" მხატვრულ რედაქტორად დაიწყო მუშაობა.

უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი მისასალმებელი წერილისა და გამოხმაურების გვერდით, უარყოფითი და დამამცირებელი ბარათებიც ერია. ისინი უმეტესად, პროფაშისტური ბანაკიდან იგზავნებოდა " იმ წრეებიდან, რომელთა წარმოდგენებიც ომის შესახებ მწერლის მოსაზრებებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

1930 წელს, რემარკის დევნა მესამე რაიხის მომავალი პროპაგანდის მინისტრის - გებელსის მიერ ახალი ძალებით გაჩაღდა. 1929 წელს ამერიკელმა კინორეჟისორმა ლუის მაილსტოუნმა (რომელიც ასევე პირველი მსოფლიო ომის მონაწილეც იყო) რომანის ეკრანიზაცია დაასრულა. ფილმმა წარმატებით მოიარა მსოფლიო. პრემიერა ბერლინში, მოცარტის დარბაზშიც დაიგეგმა, მაგრამ ნაცისტებმა ობსტრუქცია მოაწყვეს და კინოჩვენება ჩაშალეს. მათ ეკრანს დამპალი ვაშლები და ლაყე კვერცხები დაუშინეს, დარბაზში ვირთხები გაუშვეს, ცემინების გამომწვევი ფხვნილიც მოაფრქვიეს, ყველა მომდევნო სეანსის ბილეთები შეიძინეს და საბოლოოდ იმას მიაღწიეს, რომ 1930 წლის დეკემბერში, კინემატოგრაფიულმა კომისიამ, რომელიც ჰიტლერულ მთავრობას წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ფილმის ჩვენება მთელ გერმანიაში აკრძალა.

რამ გამოიწვია წარმატება? ალბათ იმან, რომ მიუხედავად ათი წლის გასვლისა, პირველი მსოფლიო ომის მოგონებანი ადამიანებში ისევ მტკივნეულად ცოცხლობდა. დრომ ვერ მოასწრო ყველა თანამდევი ჭრილობის მოშუშება: ფსიქოლოგიურის, მორალურის, მატერიალურისა და ეკონომიკურის. ავტორს, რომელიც ომზე წერს, არ შეუძლია შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი - ასეთია ამ ჟანრის სპეციფიკა. წიგნის ეპიგრაფში ნათქვამია, რომ თხზულება "არ წარმოადგენს არც ბრალდებას და არც აღსარებას", მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ავტორის ლიტერატურული ხერხია. რემარკის აღსარებითი ტონი მისი სტილის დომინირებადი თავისებურებაა და ის მკითხველზე პირველივე წინადადებებიდან იწყებს ზემოქმედებას.

1939 წელს რემარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც ლიტერატურულ მოღვაწეობას კინემატოგრაფში მუშაობაც შეუთავსა. ის დაუახლოვდა ბევრ გამოჩენილ კინორეჟისორსა და მსახიობს, მათ შორის _ მარლენ დიტრიხსა და გრეტა გარბოს; ასევე, ჩარლი ჩაპლინის პარტნიორს _ პოლეტ გოდარს, რომელიც საბოლოოდ მისი მეუღლე გახდა. მწერალთან თანამშრომლობის საფუძველზე გადაიღეს ფილმები მისი რომანების მიხედვით: "დაბრუნება", "სამი მეგობარი"...

შეგახსენებთ, რომ ერიხ მარია რემარკის "დაბრუნება" დღეს გამოვიდა ჟურნალ გზასთან ერთად და 21 მაისამდე გაიყიდება. წიგნის ფასი ჟურნალთან ერთად,  7 ლარს გაუტოლდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია