კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზღვაში სასიკვდილოდ ნუ გაგვიმეტებთ! ეს თქვენი სირცხვილი იქნება!"
"ზღვაში სასიკვდილოდ ნუ გაგვიმეტებთ! ეს თქვენი სირცხვილი იქნება!"

"ზღვა­ში ჩარ­ჩე­ნილ მე­ზღვა­უ­რებს სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი თან­ხა არ აქვთ"

რა­მიზ ქა­თა­მა­ძე: "ეს ფული სეს­ხად მა­ინც გა­მოგ­ვი­ყონ! ავი­ღებ სა­ხელ­ფა­სო და­ვა­ლი­ა­ნე­ბას და ბოლო თეთ­რამ­დე

გა­ვის­ტუმ­რებ"

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ად­რეც წერ­და ზღვა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი კა­პიტ­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც­ თით­ქმის ორი წე­ლი­წა­დია და­ტყვე­ვე­ბულ­ გემ­ზე ცხოვ­რობს (იხ. სტა­ტი­ები: "ქარ­თველ მე­ზღვა­ურ­თა გა­სა­ჭი­რი ნი­გე­რი­ა­ში" (28.06.2014) და "ზღვა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი"­ (16.03.2015).

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თვე­ლი მე­ზღვაუ­რ­ები­ ნი­გე­რი­ის ნავ­სად­გურ ჰარ­კორ­ტში­ გახ­მა­ურე­ბული ინ­ცი­დენ­ტი­სას და­ა­კა­ვეს - პან­ამის­ დრო­შით მცუ­რავ გემ­ზე (რო­მ­ლის მფლო­ბე­ლიც თურ­ქი გახ­ლდათ) ია­რა­ღით სავ­სე კონ­ტე­ი­ნე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ქარ­თველ­მა­ მე­ზღვა­უ­რებ­მა 38 დღე ნი­გე­რი­ის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, მძი­მე პი­რო­ბებ­ში გა­ა­ტა­რეს, თუმ­ცა, გემთ­მფლო­ბე­ლის და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და პორ­ტში და­ტყვე­ვე­ბულ გემ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში გემს ბრა­ზი­ლი­ის­კენ წას­ვლის ნება დარ­თეს, სა­დაც ვი­ტო­რი­ას­თან ჩა­უშ­ვა ღუზა. ვი­ნა­ი­დან გემთმფლო­ბე­ლი პორ­ტში დგო­მის თან­ხებს­ აღარ იხ­დი­და, გემი იქაც და­ა­ტყვე­ვეს. ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რებ­მა­ თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხეს, ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი კი, კერ­ძოდ, კა­პი­ტა­ნი რა­მიზ ქა­თა­მა­ძე და მო­ტო­რის­ტი ჯაბა დუმ­ბა­ძე ბოლო დრომ­დე გე­მის გა­ყიდ­ვა­სა და მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­დან სა­ხელ­ფა­სო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვას ელოდ­ნენ. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გა­ჭი­ა­ნურ­და და ბრა­ზი­ლი­ის პორ­ტმა უარი თქვა მე­ზღვა­უ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა­სა და რჩე­ნა­ზე (რა­საც აქამ­დეც კე­თი­ლი ნე­ბით აკე­თებ­და) და გემ­ზე დარ­ჩე­ნილ ეკი­პაჟს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას მა­ინც ვერ ახერ­ხე­ბენ. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი შიმ­ში­ლის შემ­დეგ რა­მიზ ქა­თა­მა­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სკა­ი­პით და­კავ­ში­რე­ბა შეძ­ლო.

რა­მიზ ქა­თა­მა­ძე: "თქვე­ნი იმე­დი გვაქვს.­ ვფიქ­რობთ, შეგ­ვა­წევთ სი­ტყვას მათ­თან, ვი­საც ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა შე­უძ­ლია. უკვე მე-16 თვეა, რაც ბრა­ზი­ლი­ის სა­პორ­ტო­ ქა­ლაქ ვი­ტო­რი­ა­ში და­ტყვე­ვე­ბულ გემ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყუ­რად­ღ­ებას აქა­უ­რი პორ­ტის­ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­ გვაქ­ცევ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ი­ს­უფ­ლე­ბა ჩვე­ნი ბე­დით სა­თა­ნა­დოდ არ დაი­ნტე­რე­სე­ბუ­ლა! ამ­ჯე­რად, პორ­ტის ხელ­მძღვ­ანე­ლო­ბა ითხოვს, რომ და­ტყვე­ვე­ბულ გემ­ზე მყოფ­მა ეკი­პაჟ­მა ბრა­ზი­ლია და­ტო­ვოს, ჩვენ კი ამას ვერ ვა­ხერ­ხებთ. მათ გე­მის გა­ყიდ­ვა უნ­დათ, რო­მე­ლიც პორ­ტში დგო­მის ხარ­ჯებს ვერ ფა­რავს და და­ვა­ლი­ა­ნე­ბა დღი­თი დღე კო­ლო­სა­ლუ­რად იზ­რდე­ბა.

გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ: გემ­ზე აღარ არის საკ­ვე­ბი, წა­მა­ლი,­ შუქი, საწ­ვა­ვი­, რომ­ლი­თაც გე­ნერ­ა­ტორს ვა­მუ­შა­ვებ­დით. სიცო­ცხლის­თვის სა­ჭი­რო არა­ვით­არი პი­რო­ბა აღარ გვაქვს. დღეს ერთი პომ­იდო­რი და 2 კიტ­რი დავ­ჭე­რით, რო­მელ­იც­ აქა­ურ­მა პრო­კუ­რორ­მა მოგ­ვი­ტა­ნა, და 7-მა კაც­მა გა­ვი­ნა­წი­ლეთ.

მათ­გან ორი ქარ­თვე­ლი­ ვართ, ერთი რუ­სია, ერთი არა­ბი და სამი თურ­ქი. სხვე­ბი ამ დღე­ებ­ში გემს დატო­ვე­ბენ და თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, ჩვენ კი სრულ­იად უპატ­რო­ნოდ ვრჩე­ბით. ამ­დენ სტრეს­სა და გუ­ლის ხეთ­ქას ვე­ღარ ვუძ­ლებ, სის­ხლში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბამ ძა­ლი­ან აი­წია. მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­გორ­მე ჩემს ოჯახს მშვი­დო­ბით და­ვუბ­რუნ­დე.­

ჩვენს გა­მომ­გზავ­რე­ბას 2.000 დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა, რაც არა გვაქვს. ერთი ბი­ლე­თის­ ფასი 1.000 დო­ლარს უტოლ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულს და­ვუ­კავ­შირ­დით ბრა­ზილ­იაში. მან ჩვე­ნი თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს საგა­რეო საქ­მე­თა­ სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცა. ამ უწყე­ბამ კი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიმა­რ­თა, რომ­ე­ლმაც ფული არ გა­მო­ყო. ჯერ გვი­თხრეს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო და წა­სას­ვლელ­ად გა­ვემ­ზა­დეთ. ახ­ლა­ხან კი კონ­სულ­მა გვაც­ნო­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ თან­ხის გა­მო­ყო­ფა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დაო. გა­მო­დის, სიკ­ვდი­ლის­თვის გაგ­ვი­მე­ტეს. აბა, თევ­ზე­ბი ხომ არა ვართ, ზღვა­ში ამ­დენ ხანს ყვე­ლა­ პი­რო­ბის გა­რე­შე ვი­ცხოვ­როთ?!

ნუთუ მეტი არ ვღირ­ვართ ქვეყ­ნის­თვის, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­სა­ხუ­რეთ?! სა­ზღვაო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის თით­ქმის 50-წლი­ა­ნი სტა­ჟი მაქვს. ეს ფული სეს­ხად მა­ინც გა­მოგ­ვი­ყონ! ავი­ღებ სა­ხელ­ფა­სო და­ვა­ლი­ა­ნე­ბას და ყველ­აფერს ბოლო თეთ­რამ­დე გა­ვის­ტუმ­რებ".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ზღვაში სასიკვდილოდ ნუ გაგვიმეტებთ! ეს თქვენი სირცხვილი იქნება!"

"ზღვაში სასიკვდილოდ ნუ გაგვიმეტებთ! ეს თქვენი სირცხვილი იქნება!"

"ზღვაში ჩარჩენილ მეზღვაურებს სამშობლოში დასაბრუნებელი თანხა არ აქვთ"

რამიზ ქათამაძე: "ეს ფული სესხად მაინც გამოგ­ვიყონ! ავიღებ სახელფასო დავალიანებას და ბოლო თეთრამდე

გავისტუმრებ"

"კვირის პალიტრა" ადრეც წერდა ზღვა­ში ჩარჩენილი კაპიტნის შესახებ, რომელიც­ თითქმის ორი წელიწადია დატყვევებულ­ გემზე ცხოვრობს (იხ. სტატი­ები: "ქართველ მეზღვაურთა გასაჭირი ნიგერიაში" (28.06.2014) და "ზღვაში ჩარჩენილი"­ (16.03.2015).

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაუ­რ­ები­ ნიგერიის ნავსადგურ ჰარკორტში­ გახმა­ურე­ბული ინციდენტისას დააკავეს - პან­ამის­ დროშით მცურავ გემზე (რო­მ­ლის მფლობელიც თურქი გახლდათ) იარაღით სავსე კონტეინერი აღმოაჩინეს.

ქართველმა­ მეზღვაურებმა 38 დღე ნიგერიის პოლიციის შენობაში, მძიმე პირობებში გაატარეს, თუმცა, გემთ­მფლობელის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და პორტში დატყვევებულ გემზე გადაიყვანეს. რამდენიმე თვეში გემს ბრაზილიისკენ წასვლის ნება დართეს, სადაც ვიტორიასთან ჩაუშვა ღუზა. ვინაიდან გემთმფლობელი პორტში დგომის თანხებს­ აღარ იხდიდა, გემი იქაც დაატყვევეს. ეკიპაჟის სხვა წევრებმა­ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება მოახერხეს, ქართველი მეზღვაურები კი, კერძოდ, კაპიტანი რამიზ ქათამაძე და მოტორისტი ჯაბა დუმბაძე ბოლო დრომდე გემის გაყიდვასა და მიღებული თანხიდან სახელფასო დავალიანების დაფარვას ელოდნენ. ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა და ბრაზილიის პორტმა უარი თქვა მეზღვაურების დახმარებასა და რჩენაზე (რასაც აქამდეც კეთილი ნებით აკეთებდა) და გემზე დარჩენილ ეკიპაჟს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის მიუხედავად, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებას მაინც ვერ ახერხებენ. რამდენიმედღიანი შიმშილის შემდეგ რამიზ ქათამაძემ "კვირის პალიტრასთან" სკაიპით დაკავშირება შეძლო.

რამიზ ქათამაძე: "თქვენი იმედი გვაქვს.­ ვფიქრობთ, შეგვაწევთ სიტყვას მათთან, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. უკვე მე-16 თვეა, რაც ბრაზილიის საპორტო­ ქალაქ ვიტორიაში დატყვევებულ გემზე ვიმ­ყოფებით. ამ ხნის განმავლობაში ყურად­ღ­ებას აქაური პორტის­ თანამშრომლები­ გვაქ­ცევდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელ­ი­ს­უფლება ჩვენი ბედით სათანადოდ არ დაი­ნტერესებულა! ამჯერად, პორტის ხელმძღვ­ანელობა ითხოვს, რომ დატყვევებულ გემზე მყოფმა ეკიპაჟმა ბრაზილია დატოვოს, ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ. მათ გემის გაყიდვა უნდათ, რომელიც პორტში დგომის ხარჯებს ვერ ფარავს და დავალიანება დღითი დღე კოლოსალურად იზრდება.

გამოუვალ მდგომარეობაში ვართ: გემზე აღარ არის საკვები, წამალი,­ შუქი, საწვავი­, რომლითაც გენერ­ა­ტორს ვამუშავებდით. სიცო­ცხლისთვის საჭირო არავით­არი პირობა აღარ გვაქვს. დღეს ერთი პომ­იდორი და 2 კიტრი დავჭერით, რომელ­იც­ აქაურმა პროკურორმა მოგვიტანა, და 7-მა კაცმა გავინაწილეთ.

მათგან ორი ქართველი­ ვართ, ერთი რუსია, ერთი არაბი და სამი თურქი. სხვები ამ დღეებში გემს დატო­ვებენ და თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდებიან, ჩვენ კი სრულ­იად უპატრონოდ ვრჩებით. ამდენ სტრესსა და გულის ხეთქას ვეღარ ვუძლებ, სისხლში შაქრის შემცველობამ ძალიან აიწია. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორმე ჩემს ოჯახს მშვიდობით დავუბრუნდე.­

ჩვენს გამომგზავრებას 2.000 დოლარი სჭირდება, რაც არა გვაქვს. ერთი ბილეთის­ ფასი 1.000 დოლარს უტოლდება. საქართველოს კონსულს დავუკავშირდით ბრაზილ­იაში. მან ჩვენი თხოვნა საქართველოს საგა­რეო საქმეთა­ სამინისტროს გადასცა. ამ უწყებამ კი ეკონომიკის სამინისტროს მიმა­რ­თა, რომ­ე­ლმაც ფული არ გამოყო. ჯერ გვითხრეს, ყველაფერი კარგად არისო და წასასვლელ­ად გავემზადეთ. ახლახან კი კონსულმა გვაცნობა, საქართველომ თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადაო. გამოდის, სიკვდილისთვის გაგვიმეტეს. აბა, თევზები ხომ არა ვართ, ზღვაში ამდენ ხანს ყველა­ პირობის გარეშე ვიცხოვროთ?!

ნუთუ მეტი არ ვღირვართ ქვეყნისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვემსახურეთ?! საზღვაო სფეროში მუშაობის თითქმის 50-წლიანი სტაჟი მაქვს. ეს ფული სესხად მაინც გამოგ­ვიყონ! ავიღებ სახელფასო დავალიანებას და ყველ­აფერს ბოლო თეთრამდე გავისტუმრებ".

იხილეთ გაგრძელება

"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართულ პირბადეებზე

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

"ოთხი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია" - მარინა ეზუგბაია