კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხიდაშელი და აგულაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან"
"ხიდაშელი და აგულაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან"

კონ­ტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თინა ხი­და­შე­ლი და გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი არა თუ სრულ­ფა­სო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბი, მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც კი არ არი­ან და არი­ან მხო­ლოდ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტე­ბი, - აღ­ნიშ­ნულ გან­მარ­ტე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე აკე­თებს.

რო­გორც მე­ნაბ­დემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, პრე­მი­ერს, რო­მელ­საც მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნდო­ბის ლი­მი­ტი აქვს ამო­წუ­რუ­ლი, ახალ მი­ნისტრს ვერ და­ნიშ­ნავს, ხოლო თუკი ასე­თი და­ნიშ­ვნე­ბი არ­სე­ბობს, მა­შინ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან აც­დე­ნას­თან გვაქვს საქ­მე.

"თინა ხი­და­შე­ლი და გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი არა თუ სრულ­ფა­სო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბი, მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც კი არ არი­ან და არი­ან მხო­ლოდ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტე­ბი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი დიდ­წი­ლად არ­სე­ბულ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს ემ­თხვე­ვა, ეს ორი კა­ბი­ნე­ტი ცალ-ცალ­კე უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ. ერთი არის ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც ნდო­ბა აქვს ამო­წუ­რუ­ლი და ნდო­ბის ხე­ლა­ხალ და­დას­ტუ­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, არის პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ მო­მა­ვალ კვი­რას გავა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად. არ­სე­ბულ მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლია და ის კა­ნო­ნი­ე­რი მთავ­რო­ბაა, თუმ­ცა მას ნდო­ბის ლი­მი­ტი აქვს ამო­წუ­რუ­ლი. ნდო­ბის ლი­მი­ტი ამო­წუ­რუ­ლი აქვს პრე­მი­ერ­საც და ამი­ტომ ის ახალ მი­ნისტრს ვერ და­ნიშ­ნავს. მან ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბის და­სა­ნიშ­ნად სა­კა­ნონდმებ­ლო ორ­გა­ნო­ში ხე­ლა­ხა­ლი ნდო­ბა უნდა მო­ი­თხო­ვოს. სამი ახა­ლი მი­ნის­ტრი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მხო­ლოდ მას შემ­დეგ შეს­ძლე­ბენ, რაც მას ნდო­ბას პარ­ლა­მენ­ტი გა­მო­უ­ცხა­დებს. იქამ­დე კი მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბას ძვე­ლი მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი ას­რუ­ლე­ბენ. ახლა თუ ვინ­მეს კა­ბი­ნეტ­ში შეს­წრე­ბა უნდა, ასეთ სა­კი­თხებს კონ­სტი­ტუ­ცია არ ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, "პრე­მი­ე­რის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მი­ნის­ტრე­ბი სრულ­ფა­სო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბი არი­ან – სრუ­ფა­სო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბი სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად".

უსუ­ფაშ­ვი­ლის ცნო­ბით, ის მთავ­რო­ბის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს პარ­ლა­მენ­ტი­სათ­ვის თინა ხი­და­შე­ლი­სა და გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრე­ბად და­ნიშ­ვნის აქ­ტე­ბის გად­მოგ­ზავ­ნის თა­ო­ბა­ზე ესა­უბ­რა, რათა პარ­ლა­მენ­ტმა მათ­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის პრო­ცე­დუ­რა დრო­უ­ლად და­ი­წყოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ხიდაშელი და აგულაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან"

"ხიდაშელი და აგულაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან"

კონტიტუციის გათვალისწინებით, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი არა თუ სრულფასოვანი მინისტრები, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან და არიან მხოლოდ მინისტრობის კანდიდატები, - აღნიშნულ განმარტებას საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე აკეთებს.

როგორც მენაბდემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრემიერს, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში ნდობის ლიმიტი აქვს ამოწურული, ახალ მინისტრს ვერ დანიშნავს, ხოლო თუკი ასეთი დანიშვნები არსებობს, მაშინ კონსტიტუციიდან აცდენასთან გვაქვს საქმე.

"თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი არა თუ სრულფასოვანი მინისტრები, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან და არიან მხოლოდ მინისტრობის კანდიდატები. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი დიდწილად არსებულ მინისტრთა კაბინეტს ემთხვევა, ეს ორი კაბინეტი ცალ-ცალკე უნდა წარმოვიდგინოთ. ერთი არის ტექნიკური მთავრობა, რომელსაც ნდობა აქვს ამოწურული და ნდობის ხელახალ დადასტურებას საჭიროებს, ხოლო მეორე მხრივ, არის პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობა, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირას გავა პარლამენტის სხდომაზე ნდობის მისაღებად. არსებულ მთავრობას უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია და ის კანონიერი მთავრობაა, თუმცა მას ნდობის ლიმიტი აქვს ამოწურული. ნდობის ლიმიტი ამოწურული აქვს პრემიერსაც და ამიტომ ის ახალ მინისტრს ვერ დანიშნავს. მან ახალი მინისტრების დასანიშნად საკანონდმებლო ორგანოში ხელახალი ნდობა უნდა მოითხოვოს. სამი ახალი მინისტრი უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ მას შემდეგ შესძლებენ, რაც მას ნდობას პარლამენტი გამოუცხადებს. იქამდე კი მინისტრის მოვალეობას ძველი მინისტრის პირველი მოადგილეები ასრულებენ. ახლა თუ ვინმეს კაბინეტში შესწრება უნდა, ასეთ საკითხებს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახუშტი მენაბდემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, "პრემიერის მიერ დანიშნული მინისტრები სრულფასოვანი მინისტრები არიან – სრუფასოვანი მინისტრები საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად".

უსუფაშვილის ცნობით, ის მთავრობის ადმინიტრაციის ხელმძღვანელს პარლამენტისათვის თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის მინისტრებად დანიშვნის აქტების გადმოგზავნის თაობაზე ესაუბრა, რათა პარლამენტმა მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დროულად დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."