კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
38 თანამდებობის პირი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა
38 თანამდებობის პირი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა

"ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ე­ბი – თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სამ­ჭედ­ლო" – ამ სა­ხელ­წო­დე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო" კვლე­ვას აქ­ვეყ­ნებს. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ასო­ცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი ან მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ი­ნიშ­ნენ ან აირჩნენ. რო­გორც კომ­პა­ნი­ის კვლე­ვა­ში წე­რია, მსგავ­სი ქმე­დე­ბა ამ­ყა­რებს ვა­რა­უდს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ.

"თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის თა­ნახ­მად, სულ მცი­რე 38 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი წარ­სულ­ში მუ­შა­ობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ა­ში, მათ შო­რის 6 პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია. ჩვენ არ ვამ­ტკი­ცებთ იმას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკა­ნო­ნოდ და­ი­ნიშ­ნენ ან აირჩნენ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, თუმ­ცა ყო­ფილ პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა წამ­ყვან პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ეჭვქვეშ აყე­ნებს სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა შერ­ჩე­ვის მე­რი­ტოკ­რა­ტი­ულ პრინ­ციპს და კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს ვა­რა­უდს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ"," – ნათ­ქვა­მია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვა­ში.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გარ­და 38 თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­სა, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მუ­შა­ობ­დნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში, 14 თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შემ­თხვე­ვა­ში ამ კომ­პა­ნი­ებ­ში მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ და­საქ­მე­ბულ­ნი. "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ასო­ცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტოს წამ­ყვან რგოლ­ში და­საქმდნენ.

მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფონდ "ქარ­თუს" თავ­მჯდო­მა­რე, შპს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დი­რექ­ტო­რი და სს ბან­კი "ქარ­თუს" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი იყო; ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც გუ­შინ, 21 აპ­რილს გახ­და ცნო­ბი­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს უხელ­მძღვა­ნე­ლებს, ბან­კი "ქარ­თუს" და "ქარ­თუ ჯგუ­ფის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო; ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სს ბან­კი "ქარ­თუს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და; მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პა­ა­ტა აბ­რა­მიშ­ვი­ლი შპს "ელი­ტა ბურ­ჯის" მძღო­ლი იყო; სა­ჩხე­რის უკვე ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლი ივა­ნე გო­შა­ძე კი ასო­ცი­ა­ცია "ატუ­ში" ოს­ტა­ტის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ სა­არ­ჩევ­ნო ბა­ტა­ლი­ებ­ში. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, მა­გა­ლი­თად, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს კენ­ჭს იყ­რი­და." - ნათ­ქვა­მია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

38 თანამდებობის პირი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა

38 თანამდებობის პირი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა

"ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო" – ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები ან მათი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დაინიშნენ ან აირჩნენ. როგორც კომპანიის კვლევაში წერია, მსგავსი ქმედება ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ.

"თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზის თანახმად, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში, მათ შორის 6 პოლიტიკური თანამდებობის პირია. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ ან აირჩნენ თანამდებობებზე, თუმცა ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე გადანაცვლება საჯარო სამსახურში ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ"," – ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევის მიხედვით, გარდა 38 თანამდებობის პირისა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში, 14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი. "ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირები პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს წამყვან რგოლში დასაქმდნენ.

მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ "ქართუს" თავმჯდომარე, შპს "ქართული ოცნების" დირექტორი და სს ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო; ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც, როგორც გუშინ, 21 აპრილს გახდა ცნობილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს, ბანკი "ქართუს" და "ქართუ ჯგუფის" გენერალური დირექტორი იყო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სს ბანკი "ქართუს" გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა; მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი შპს "ელიტა ბურჯის" მძღოლი იყო; საჩხერის უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია "ატუში" ოსტატის პოზიციას იკავებდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებში დასაქმებული ცალკეული პირები ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ პოლიტიკური ცხოვრების დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო ბატალიებში. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭს იყრიდა." - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."