კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ტატიშვილის შვილის ''X ფაქტორი'' - ''ჩემს შეყვარებულთან ბევრი რამ მივქარე…''
ოთარ ტატიშვილის შვილის ''X ფაქტორი'' - ''ჩემს შეყვარებულთან ბევრი რამ მივქარე…''

ამ ორ­შა­ბა­თის "X ფაქ­ტო­რის" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ტე­ლე­წამ­ყვან ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის ვაჟი შო­თი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. მა­ნამ­დე ის რე­დაქ­ცი­ა­ში მო­ვიწ­ვი­ეთ სა­კუ­თარ მუ­სი­კა­ლურ ნიჭ­ზე სა­სა­უბ­როდ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის სულ სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე ფიქ­რობს და სწავ­ლობს კი­დე­ვაც შე­სა­ბა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე, თუმ­ცა მუ­სი­კა ძა­ლი­ან უყ­ვარს და გარ­და ამი­სა, უამ­რა­ვი გა­ტა­ცე­ბა აქვს.

- მა­მას რომ კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, ეს ყვე­ლამ ვი­ცით. შენ სიმ­ღე­რა რო­დის და­ი­წყე?

- სიმ­ღე­რა, ვო­კალ­ზე სი­ა­რუ­ლი 5 წლი­დან და­ვი­წყე. ბევრ კონ­კურ­სშიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, 2-3 წლის, მაგ­ნი­ტო­ფონს შე­ვი­ტან­დი ოთახ­ში და კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ზე ვდი­რი­ჟო­რობ­დი (იცი­ნის). ჯა­ზის შეყ­ვა­რე­ბა­ში კი მა­მამ და ბი­ძამ შე­ი­ტა­ნეს დიდი წვლი­ლი, მა­ს­მე­ნი­ნებ­დნენ "ქა­უნთ ბე­ი­სის", დიუკ ელინგტონს, ოს­კარ პი­ტერ­სონს და ა.შ. არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის, არა­მედ მოზ­რდი­ლე­ბის­თვი­საც რთუ­ლად მო­სას­მე­ნი მუ­სი­კაა და, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გა­დად, ჭირს ამ­გვა­რი მუ­სი­კის აღ­ქმა, მაგ­რამ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­მა გა­მი­ად­ვი­ლა ჯა­ზის მი­ღე­ბა. დღეს კი ამ მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვკა­ი­ფობ ყვე­ლა­ზე მე­ტად, თუმ­ცა ყვე­ლა სტილს ვუს­მენ.

ძა­ლი­ან ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ვე­ძებ ახალ ჯაზ­მუ­სი­კო­სებს, მომ­ღერ­ლებს, დრა­მე­რებ­სა და ზო­გა­დად ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტებს. ვცდი­ლობ, ახ­ლე­ბის­გან რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლო, ძვე­ლე­ბი უკვე ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მაქვს მოს­მე­ნი­ლი. ერთ-ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მომ­ღე­რა­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ნიკი ია­ნოვ­სკი, დღეს უკვე ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვის­მი­ნე ალ­ბათ 4 წლის წინ.

- "X ფაქ­ტორ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ბა­ბუ­ა­ჩემს, დე­და­ჩე­მის მა­მას, სულ უნ­დო­და, კონ­კურ­სში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 12 წლის შემ­დეგ არ­სად აღარ გა­მოვ­ჩე­ნილ­ვარ, "ანა-ბა­ნას", "სა­ბავ­შვო მტრე­დი­სა" და "ევ­რო­ვი­ზი­ის" შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზა მქონ­და. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია და ვცდი­ლობ, მას "გა­ვუს­წო­რო" (იღი­მის). ის 69 წლი­საა. საკ­მა­ოდ ენერ­გი­უ­ლი, ყო­ველ­დღე ვარ­ჯი­შობს კუს ტბა­ზე, მეც ვცდი­ლობ აყო­ლას, მაგ­რამ მი­ჭირს. სულ მთხოვ­და ხოლ­მე, კარ­გად ის­წავ­ლე, გახ­დი და "X ფაქ­ტორ­ში" მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო (იღი­მის). ყვე­ლა თხოვ­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ 11 კილო და­ვი­კე­ლი, სწო­რი კვე­ბი­თა და ვარ­ჯი­შით. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ კრი­ვით და ცურ­ვით.

- ვინ გი­წყობს ხელს?

- დედა ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყობს ხელს. დე­და­ჩე­მი, ეკა­ტე­რი­ნე არჩვა­ძე, პელე გო­გოა. რაც კი ჩემ­სა და ჩემს ძმა­ში დევს, უმე­ტე­სო­ბა დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ადრე რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, მამა და დედა და­შორ­დნენ და დე­დამ თა­ვი­სი ყვე­ლა­ნა­ი­რი ენერ­გია და ძალა ჩვენ­ში ჩადო. მამა უცხო­ეთ­ში იყო, დე­დამ თა­ვი­სი პი­რა­დი და­ი­ვი­წყა, აღარ გა­თხო­ვი­ლა და ჩვენ მოგ­ვი­ძღვნა თავი.

ალ­ბათ, ბა­ნა­ლურ ფრა­ზას ვი­ტყვი, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი არის ჩემი ძმა­კა­ცი. მას ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი, იქ­ნე­ბა ეს პი­რა­დუ­ლი თუ არა­პი­რა­დუ­ლი ამ­ბე­ბი. თუნ­დაც სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ მაქვს პრობ­ლე­მა, არ ვმა­ლავ და სწორ რჩე­ვებს მაძ­ლევს. რამ­დენ­ჯე­რაც დე­დამ ჭკუა და­მა­რი­გა და არ და­ვუ­ჯე­რე, იმ­დენ­ჯერ მო­ვი­ტე­ხე კი­სე­რი (იცი­ნის). ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რია, რომ მე დე­დის მე­გობ­რებ­თან ვახ­ლობ­ლობ და ასე­ვეა დედა ჩემს ძმა­კა­ცებ­თან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ოთარ ტატიშვილის შვილის ''X ფაქტორი'' - ''ჩემს შეყვარებულთან ბევრი რამ მივქარე…''

ოთარ ტატიშვილის შვილის ''X ფაქტორი'' - ''ჩემს შეყვარებულთან ბევრი რამ მივქარე…''

ამ ორშაბათის ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი მონაწილე ტელეწამყვან ოთარ ტატიშვილის ვაჟი შოთიკო ტატიშვილი იქნება. მანამდე ის რედაქციაში მოვიწვიეთ საკუთარ მუსიკალურ ნიჭზე სასაუბროდ. როგორც აღმოჩნდა, ის სულ სხვა პროფესიაზე ფიქრობს და სწავლობს კიდევაც შესაბამის ფაკულტეტზე, თუმცა მუსიკა ძალიან უყვარს და გარდა ამისა, უამრავი გატაცება აქვს.

- მამას რომ კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს, ეს ყველამ ვიცით. შენ სიმღერა როდის დაიწყე?

- სიმღერა, ვოკალზე სიარული 5 წლიდან დავიწყე. ბევრ კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა. პატარა რომ ვიყავი, 2-3 წლის, მაგნიტოფონს შევიტანდი ოთახში და კლასიკურ მუსიკაზე ვდირიჟორობდი (იცინის). ჯაზის შეყვარებაში კი მამამ და ბიძამ შეიტანეს დიდი წვლილი, მასმენინებდნენ ''ქაუნთ ბეისის'', დიუკ ელინგტონს, ოსკარ პიტერსონს და ა.შ. არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც რთულად მოსასმენი მუსიკაა და, სამწუხაროდ, საქართველოში, ზოგადად, ჭირს ამგვარი მუსიკის აღქმა, მაგრამ კლასიკური მუსიკის სიყვარულმა გამიადვილა ჯაზის მიღება. დღეს კი ამ მუსიკალური მიმართულებით ვკაიფობ ყველაზე მეტად, თუმცა ყველა სტილს ვუსმენ.

ძალიან ვარ დაინტერესებული, ვეძებ ახალ ჯაზმუსიკოსებს, მომღერლებს, დრამერებსა და ზოგადად ინსტრუმენტალისტებს. ვცდილობ, ახლებისგან რაღაცები ვისწავლო, ძველები უკვე ძალიან ბევრჯერ მაქვს მოსმენილი. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომღერალი აღმოვაჩინე, ნიკი იანოვსკი, დღეს უკვე ცნობილია, მაგრამ ინტერნეტში მოვისმინე ალბათ 4 წლის წინ.

- ''X ფაქტორში'' მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- ბაბუაჩემს, დედაჩემის მამას, სულ უნდოდა, კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. 12 წლის შემდეგ არსად აღარ გამოვჩენილვარ, ''ანა-ბანას'', ''საბავშვო მტრედისა'' და ''ევროვიზიის'' შემდეგ გარკვეული პაუზა მქონდა. ბაბუაჩემი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია და ვცდილობ, მას ''გავუსწორო'' (იღიმის). ის 69 წლისაა. საკმაოდ ენერგიული, ყოველდღე ვარჯიშობს კუს ტბაზე, მეც ვცდილობ აყოლას, მაგრამ მიჭირს. სულ მთხოვდა ხოლმე, კარგად ისწავლე, გახდი და ''X ფაქტორში'' მიიღე მონაწილეობაო (იღიმის). ყველა თხოვნა შესრულებულია. პირველი გამოსვლის შემდეგ 11 კილო დავიკელი, სწორი კვებითა და ვარჯიშით. ასევე დაკავებული ვარ კრივით და ცურვით.

- ვინ გიწყობს ხელს?

- დედა ყველანაირად მიწყობს ხელს. დედაჩემი, ეკატერინე არჩვაძე, პელე გოგოა. რაც კი ჩემსა და ჩემს ძმაში დევს, უმეტესობა დედაჩემის დამსახურებაა. ადრე რაღაცები მოხდა, მამა და დედა დაშორდნენ და დედამ თავისი ყველანაირი ენერგია და ძალა ჩვენში ჩადო. მამა უცხოეთში იყო, დედამ თავისი პირადი დაივიწყა, აღარ გათხოვილა და ჩვენ მოგვიძღვნა თავი.

ალბათ, ბანალურ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ დედაჩემი არის ჩემი ძმაკაცი. მას ყველაფერს ვუყვები, იქნება ეს პირადული თუ არაპირადული ამბები. თუნდაც სწავლასთან დაკავშირებით თუ მაქვს პრობლემა, არ ვმალავ და სწორ რჩევებს მაძლევს. რამდენჯერაც დედამ ჭკუა დამარიგა და არ დავუჯერე, იმდენჯერ მოვიტეხე კისერი (იცინის). ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მე დედის მეგობრებთან ვახლობლობ და ასევეა დედა ჩემს ძმაკაცებთან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს