საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოლიდარობის ფონდში" შენატანების მხრივ შს სამინისტრო ლიდერობს
"სოლიდარობის ფონდში" შენატანების მხრივ შს სამინისტრო ლიდერობს

"სო­ლი­და­რო­ბის ფონდში" შე­ნა­ტა­ნე­ბის მხრივ სა­ჯა­რო უწყე­ბებს შო­რის შს სა­მი­ნის­ტრო ლი­დე­რობს, ხოლო კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია "მეტ­რო ატ­ლას ჯორ­ჯია", - ამის შე­სა­ხებ "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ ჯაშ­მა გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რი და­ინ­ტე­რეს­და, ვინ იყო ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი დო­ნო­რი. რო­გორც ჯაშ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­დან შს სა­მი­ნის­ტრო ლი­დე­რობს, და­ახ­ლო­ე­ბით 8 ათა­სი თა­ნამ­შრო­მე­ლია ჩარ­თუ­ლი ფონდში და ყო­ველ­თვი­უ­რად 30 000-ზე მე­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა.

ჯა­შის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე ლი­დე­რია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია; მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან თბი­ლი­სის მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო.

"სა­ერ­თო ჯამ­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის 15% არის ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა ჩვენ კი­დევ მო­ვი­თხო­ვეთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მა­ი­სის ბო­ლოს­თვის გვე­ცო­დი­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ჯაშ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რი­დან ყვე­ლა­ზე მსხვილ დო­ნორს, ერთჯე­რა­დი დო­ნა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია "მეტ­რო ატ­ლას ჯორ­ჯია" ლი­დე­რობს, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნის დო­ნა­ცია მო­ახ­დი­ნა.

"სწო­რედ მის­მა დო­ნა­ცი­ამ მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა გაგ­ვე­ფარ­თო­ვე­ბი­ნა პროგ­რა­მა 18-დან 22 წლამ­დე. ჩვენ ზუს­ტად ერთი კვი­რის წინ გვქონ­და ვი­ზი­ტი ბა­თუმ­ში და თქვე­ნი მად­ლო­ბის წე­რი­ლი გა­და­ვე­ცით ხელ­მძღვა­ნელს", - უპა­სუ­ხა მა­რი­ამ ჯაშ­მა პრე­მი­ერს.

მისი თქმით, თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი აპი­რებს ყო­ვე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წინ შეს­წი­როს საქ­ველ­მოქ­მე­დო ინი­ცი­ა­ტი­ვებს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"სოლიდარობის ფონდში" შენატანების მხრივ შს სამინისტრო ლიდერობს

"სოლიდარობის ფონდში" შენატანების მხრივ შს სამინისტრო ლიდერობს

"სოლიდარობის ფონდში" შენატანების მხრივ საჯარო უწყებებს შორის შს სამინისტრო ლიდერობს, ხოლო კერძო კომპანიებში თურქული კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯია", - ამის შესახებ "სოლიდარობის ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობდა, "სოლიდარობის ფონდის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.

პრემიერი დაინტერესდა, ვინ იყო ყველაზე მსხვილი დონორი. როგორც ჯაშმა აღნიშნა, სახელმწიფო უწყებებიდან შს სამინისტრო ლიდერობს, დაახლოებით 8 ათასი თანამშრომელია ჩართული ფონდში და ყოველთვიურად 30 000-ზე მეტის მობილიზება ხდება.

ჯაშის ინფორმაციით, ასევე ლიდერია თავდაცვის სამინისტრი, პროკურატურა, მთავრობის ადმინისტრაცია; მუნიციპალიტეტებიდან თბილისის მერია და საკრებულო.

"საერთო ჯამში საჯარო მოხელეების 15% არის ჩართული, თუმცა ჩვენ კიდევ მოვითხოვეთ განახლებული ინფორმაცია და მაისის ბოლოსთვის გვეცოდინება განახლებული მონაცემები", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

რაც შეეხება კერძო სექტორიდან ყველაზე მსხვილ დონორს, ერთჯერადი დონაციების მიხედვით თურქული კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯია" ლიდერობს, რომელმაც გასული წლის სექტემბერში ნახევარი მილიონის დონაცია მოახდინა.

"სწორედ მისმა დონაციამ მოგვცა საშუალება გაგვეფართოვებინა პროგრამა 18-დან 22 წლამდე. ჩვენ ზუსტად ერთი კვირის წინ გვქონდა ვიზიტი ბათუმში და თქვენი მადლობის წერილი გადავეცით ხელმძღვანელს", - უპასუხა მარიამ ჯაშმა პრემიერს.

მისი თქმით, თურქული კომპანიის ხელმძღვანელი აპირებს ყოველი ინვესტიციის განხორციელების წინ შესწიროს საქველმოქმედო ინიციატივებს გარკვეული თანხა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."