კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ნეირომეცნიერი: თავის ტვინის სიმსივნე მალე განკურნებადი იქნება
ქართველი ნეირომეცნიერი: თავის ტვინის სიმსივნე მალე განკურნებადი იქნება

დღეს ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რია. ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და და თა­ვის ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბებს იკ­ვლევ­და. გა­სულ წელს შვე­დე­თი­დან კარ­გი წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღო და ამე­რი­კი­დან სტოკ­ჰოლმში, კა­რო­ლინ­სკას ინ­სტი­ტუ­ტში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. იქაც თა­ვის კი­ბოს და­ა­ვა­დე­ბე­ბის კვლე­ვას აგ­რძე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დის. ჯერ არ აპი­რებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

რე­ვაზ მა­ჩა­ი­ძე:

- ძი­რი­თა­დად, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს (კი­ბოს) ვიკ­ვლევ და ჩემი ნაშ­რო­მე­ბი სხვა­დას­ხვა გზით ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ეძღვნე­ბა. იმ­დე­ნად პრობ­ლე­მუ­რია ეს სა­კი­თხი, რომ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფი­ლის მეც­ნი­ე­რი მუ­შა­ობს. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, კერ­ძო ფონ­დე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 10 წელ­ზე მე­ტია, ვმუ­შა­ობ და ვაკ­ვირ­დე­ბი გლო­ბა­ლურ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებს.

- ეს სფე­რო რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ მქო­ნია. თა­ვი­დანNონ­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და შემ­დეგ ინ­ტე­რე­სის კონ­კრე­ტუ­ლი სფე­რო გა­მოჩ­ნდა. კონ­კრე­ტუ­ლად ნევ­რო-ონ­კო­ლო­გია გა­ვაგ­რძე­ლე. სა­ერ­თოდ ვფიქ­რობ, იმ­დე­ნად რთუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა, რომ დამ­წყე­ბი მეც­ნი­ე­რის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სის სფე­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას საკ­მა­ოდ დიდი დრო სჭირ­დე­ბა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცოდ­ნა­ზე, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და სრულ­ფა­სო­ვან ინ­ტე­რეს­ზე. სა­ერ­თოდ, ეს კონ­კრე­ტუ­ლი სფე­რო დღეს საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ სიმ­სივ­ნურ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა ეპი­დე­მი­უ­რი სახე მი­ი­ღო. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ველ წელს და­ა­ვა­დე­ბულ­თა მა­ტე­ბაა. გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში პირ­ველ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლია გულ­სის­ხლძარ­ღვთა და შემ­დეგ - სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა აზი­ურ და აფ­რი­კულ ქვეყ­ნებს, იქ ძი­რი­თა­დად ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჭარ­ბობს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თა­ვის სიმ­სივ­ნე გან­კურ­ნე­ბა­დი გახ­დე­ბა?

- რაც შე­ე­ხე­ბა გან­კურ­ნე­ბას, რო­გორც მეც­ნი­ე­რი, შე­მიძ­ლია მო­გიყ­ვეთ, რა ეტაპ­ზეა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი. სა­ერ­თოდ, დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი ნაშ­რო­მი გა­მო­დის იმე­დის მომ­ცე­მი სა­თა­უ­რე­ბით, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დიდ იმპრო­ვი­ზა­ცი­ას უკე­თე­ბენ. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ მეც­ნი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, საკ­მაო წინსვლაა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს დრო სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, მალე გან­კურ­ნე­ბა­დი გახ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა სა­ხის კი­ბოს და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან გა­მოვ­ყოფ­დი მკერ­დი­სა და პროს­ტა­ტის სიმ­სივ­ნე­ებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხში­რია. ასეთ დროს სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა 70-80 პრო­ცენ­ტამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამას ამე­რი­კის სტა­ტის­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით ვამ­ბობ. რა თქმა უნდა, ამა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მა­გა­ლი­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­მი­ო­თე­რა­პი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სა­ერ­თო ჯან­დაც­ვის პრე­ვენ­ცია და მთა­ვა­რი - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­მი­ო­თე­რა­პი­უ­ლი წამ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ ამე­რი­კა­ში ძი­რი­თა­დად სიმ­სივ­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს წამ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. თითო ამ­პუ­ლა 5-6 ათა­სი დო­ლა­რი ჯდე­ბა. თა­ვის ტვინ­ში სიმ­სივ­ნის არ­სე­ბო­ბა ბევ­რად არ­თუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. ძა­ლი­ან მწი­რია მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სა­ჭი­რო­ებს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებს, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზეა. ტვი­ნის სიმ­სივ­ნე მე­ტას­ტა­ზუ­რი არ არის და არ ხდე­ბა უჯრე­დე­ბის გა­ფან­ტვა სხვა ორ­გა­ნო­ებ­ში, მაგ­რამ არის ინ­ფილტრა­ცი­უ­ლი და უჯრე­დე­ბი ძი­რი­თა­დად იფან­ტე­ბა მთელ ტვინ­ში. თუმ­ცა, ყვე­ლა სა­ხის ტვი­ნის კიბო აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მის ნამ­დვი­ლად არ არის. ბევ­რია ისე­თი, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რიც არ ვიქ­ნე­ბი. ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ადრე გა­ნუ­კურ­ნებ­ლად ით­ვლე­ბო­და, დღეს გან­კურ­ნე­ბა­დია. ვფიქ­რობ, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის შემ­თხვე­ვა­შიც შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა. პი­რა­დად მე ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართველი ნეირომეცნიერი: თავის ტვინის სიმსივნე მალე განკურნებადი იქნება

ქართველი ნეირომეცნიერი: თავის ტვინის სიმსივნე მალე განკურნებადი იქნება

დღეს ის წარმატებული ნეირომეცნიერია. ჰარვარდის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში მუშაობდა და თავის ტვინის დაავადებებს იკვლევდა. გასულ წელს შვედეთიდან კარგი წინადადება მიიღო და ამერიკიდან სტოკჰოლმში, კაროლინსკას ინსტიტუტში გადავიდა სამუშაოდ. იქაც თავის კიბოს დაავადებების კვლევას აგრძელებს. საქართველოში წელიწადში ერთხელ ჩამოდის. ჯერ არ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.

რევაზ მაჩაიძე:

- ძირითადად, თავის ტვინის სიმსივნეს (კიბოს) ვიკვლევ და ჩემი ნაშრომები სხვადასხვა გზით ონკოდაავადების წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. იმდენად პრობლემურია ეს საკითხი, რომ დღევანდელი მონაცემებით, სიმსივნის წინააღმდეგ მრავალი განსხვავებული პროფილის მეცნიერი მუშაობს. ასევე მონაწილეობენ სახელმწიფოები, კერძო ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ მიმართულებით 10 წელზე მეტია, ვმუშაობ და ვაკვირდები გლობალურ სამეცნიერო ნაშრომებს.

- ეს სფერო რატომ აირჩიეთ?

- სიმართლე გითხრათ, კონკრეტული მიზეზი არ მქონია. თავიდანNონკოლოგიური მიმართულებით დავიწყე მუშაობა და შემდეგ ინტერესის კონკრეტული სფერო გამოჩნდა. კონკრეტულად ნევრო-ონკოლოგია გავაგრძელე. საერთოდ ვფიქრობ, იმდენად რთული და მრავალფეროვანია თანამედროვე მეცნიერება, რომ დამწყები მეცნიერისთვის კონკრეტული ინტერესის სფეროს ჩამოყალიბებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ეს დამოკიდებულია ცოდნაზე, გამოცდილებასა და სრულფასოვან ინტერესზე. საერთოდ, ეს კონკრეტული სფერო დღეს საკმაოდ აქტუალურია და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სიმსივნურმა დაავადებებმა ეპიდემიური სახე მიიღო. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ წელს დაავადებულთა მატებაა. განვითარებად ქვეყნებში პირველ პოზიციაზე გამოკვეთილია გულსისხლძარღვთა და შემდეგ - სიმსივნური დაავადებები. რაც შეეხება აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს, იქ ძირითადად ვირუსული დაავადებები ჭარბობს.

- როგორ ფიქრობთ, თავის სიმსივნე განკურნებადი გახდება?

- რაც შეეხება განკურნებას, როგორც მეცნიერი, შემიძლია მოგიყვეთ, რა ეტაპზეა სამეცნიერო კვლევები. საერთოდ, დღეს ძალიან ბევრი მეცნიერული ნაშრომი გამოდის იმედის მომცემი სათაურებით, რასაც სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებები დიდ იმპროვიზაციას უკეთებენ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაო წინსვლაა ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ვფიქრობ, მალე განკურნებადი გახდება. სხვადასხვა სახის კიბოს დაავადებებიდან გამოვყოფდი მკერდისა და პროსტატის სიმსივნეებს, რომელიც ყველაზე ხშირია. ასეთ დროს სიცოცხლის შენარჩუნება 70-80 პროცენტამდეა შესაძლებელია. ამას ამერიკის სტატისტიკაზე დაყრდნობით ვამბობ. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან ბევრი რამ მნიშვნელოვანია. მაგალითად, თანამედროვე ქიმიოთერაპიული მედიკამენტები, ახალი ტექნოლოგიები, საერთო ჯანდაცვის პრევენცია და მთავარი - პროფესიონალიზმი. თანამედროვე ქიმიოთერაპიული წამლებით მკურნალობენ ამერიკაში ძირითადად სიმსივნეს. სამწუხაროდ, ეს წამლები საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა. თითო ამპულა 5-6 ათასი დოლარი ჯდება. თავის ტვინში სიმსივნის არსებობა ბევრად ართულებს მკურნალობას. ძალიან მწირია მედიკამენტების რაოდენობა. საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტებს, რომელიც განვითარების ეტაპზეა. ტვინის სიმსივნე მეტასტაზური არ არის და არ ხდება უჯრედების გაფანტვა სხვა ორგანოებში, მაგრამ არის ინფილტრაციული და უჯრედები ძირითადად იფანტება მთელ ტვინში. თუმცა, ყველა სახის ტვინის კიბო აგრესიული ფორმის ნამდვილად არ არის. ბევრია ისეთი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. ძალიან ნეგატიურიც არ ვიქნები. ბევრი დაავადება, რომელიც ადრე განუკურნებლად ითვლებოდა, დღეს განკურნებადია. ვფიქრობ, თავის ტვინის სიმსივნის შემთხვევაშიც შედეგები იქნება. პირადად მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია