სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო ქალების მიმართ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო ქალების მიმართ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს

ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ქა­ლის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბა, ისე­ვე რო­გორც მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბა ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია დის­კუ­სია ქა­ლის როლ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, დღეს მრა­ვა­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­უბ­რობს ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის უფ­ლე­ბე­ბე­ზე მა­შინ, რო­დე­საც, ჯერ კი­დევ 2000 წლის წინ, ქრის­ტი­ა­ნულ­მა სწავ­ლე­ბამ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად ამაღ­ლე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა.

ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში ქალი უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხით უპირ­ვე­ლეს წმინ­და­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. იგი მცი­რე ეკ­ლე­სი­ად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და მე­უღ­ლე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ქრის­ტე­სა და ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის სიმ­ბო­ლო­დაა წარ­მო­ჩე­ნე­ლი. ამ­დე­ნად, ამ წი­აღ­ში რა­ი­მე ძა­ლა­დო­ბა თა­ვი­დან­ვეა გა­მო­რი­ცხუ­ლი.

პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს:

"ქმარ­მა ჯე­რო­ვა­ნი პა­ტი­ვი უნდა მი­ა­გოს ცოლს, აგ­რეთ­ვე ცოლ­მა - ქმარს. ცოლი კი არ უფ­ლებს თა­ვის სხე­ულ­ზე, არა­მედ ქმა­რი და ქმა­რი კი არ უფ­ლებს თა­ვის სხე­ულ­ზე, არა­მედ ცოლი (I.კორ.7 3-4)"

მარ­თა­ლია, ქრის­ტი­ა­ნო­ბამ თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი მი­ა­ნი­ჭა მე­უღ­ლე­ებს, მაგ­რამ იერ­არ­ქი­აც გა­ნა­ჩი­ნა; ოღონდ იერ­არ­ქი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბით გა­ნამ­წე­სა: ქმა­რი თა­ვია ცო­ლი­სა, ისე­ვე რო­გორც ქრის­ტე თა­ვია ეკ­ლე­სი­ი­სა.

"მა­მა­კა­ცე­ბო გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი ცო­ლე­ბი ისე­ვე, რო­გორც ქრის­ტემ შე­იყ­ვა­რა ეკ­ლე­სია და თავი გას­წი­რა მის­თვის (ეფ. 5,25)"

ამ­დე­ნად, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ქა­ლის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბა, ისე­ვე რო­გორც მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბა ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

საპატრიარქო ქალების მიმართ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ქალების მიმართ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს

ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურია დისკუსია ქალის როლსა და მნიშვნელობაზე, დღეს მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს ქალისა და მამაკაცის უფლებებეზე მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, ქრისტიანულმა სწავლებამ ეს დამოკიდებულება გამორჩეულად ამაღლებულად წარმოაჩინა.

ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით უპირველეს წმინდანად აღიარებული.

ქრისტიანული ოჯახიც განსაკუთრებულია. იგი მცირე ეკლესიად არის გამოცხადებული და მეუღლეებს შორის ურთიერთობა ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის სიმბოლოდაა წარმოჩენელი. ამდენად, ამ წიაღში რაიმე ძალადობა თავიდანვეა გამორიცხული.

პავლე მოციქული ბრძანებს:

"ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს. ცოლი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი და ქმარი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი (I.კორ.7 3-4)"

მართალია, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა; ოღონდ იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა: ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა.

"მამაკაცებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის (ეფ. 5,25)"

ამდენად, ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია