სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძირითადი შეცდომები, რომლებსაც დიეტაზე მყოფი ადამიანები უშვებენ
ძირითადი შეცდომები, რომლებსაც დიეტაზე მყოფი ადამიანები უშვებენ

გახ­დო­მის დროს, მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ორი გზა არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი - დაწ­ვა ზედ­მე­ტი ცხი­მე­ბი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ლა­მა­ზი კუნ­თე­ბი და მე­ო­რე - შე­ამ­ცი­რო სხე­უ­ლის მო­ცუ­ლო­ბა.

მო­დით გა­ვერ­კვი­ოთ, რა გზით მივ­დი­ვართ რო­დე­საც სწრა­ფად გახ­დო­მას ვცდი­ლობთ. უამ­რა­ვი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს ორ­გა­ნიზმს დღე­ში 100-150 გრა­მი ცხი­მის და­კარ­გვა შე­უძ­ლია, რაც 0.7-1 კი­ლოგ­რამს შე­ად­გენს კვი­რა­ში, ანუ თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 კი­ლოგ­რა­მია.

ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა გვეჩ­ვე­ნე­ბო­დეს: აიი დავ­კარ­გავ ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს და ბედ­ნი­ე­რე­ბაც აქ არის. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რმა ადა­მი­ან­მა არ იცის. მო­დით წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, თით­ქმის ერ­თნა­ი­რი წო­ნი­სა და ზო­მის ორი ქალი. მა­გა­ლი­თად, 55 კი­ლოგ­რა­მის წო­ნის და 44 ზო­მის მქო­ნე. ზამ­თარ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე ისი­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, მაგ­რამ დგე­ბა ზა­ფხუ­ლი და ერთ-ერთი მათ­განს მკვრი­ვი სხე­უ­ლი აქვს, ხოლო მე­ო­რეს სი­ა­რუ­ლის დროს, ხორ­ცი უთა­მა­შებს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მთა­ვა­რი ცხი­მი­სა და კუნ­თის შე­ფარ­დე­ბაა. ჩვენს კუნ­თებს აქვს ფორ­მა და იგი მკვრი­ვია, მა­შინ როცა ცხიმს არ აქვს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მა და ძა­ლი­ან რბი­ლია. ანუ თუკი ჩვენს სხე­ულ­ში კუნ­თის რა­ო­დე­ნო­ბა აღ­მა­ტე­ბა ცხი­მი­სას, მა­შინ თქვე­ნი სხე­უ­ლი უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი და მკვრი­ვია.

დი­ე­ტის დროს, ცხიმ­თან ერ­თად, კუნ­თუ­რი მა­საც ირ­ღვე­ვა, თუმ­ცა, სიმ­კვრი­ვეს ეს არ გვმა­ტებს. ამას­თან ერ­თად, სწრა­ფად დაკ­ლე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი სხე­უ­ლის გა­მო­ფიტ­ვით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რა­საც ზოგ­ჯერ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც მოჰ­ყვე­ბა:

  • დაღ­ლი­ლო­ბა
  • უძი­ლო­ბა
  • ნერ­ვო­ზუ­ლო­ბა
  • პრობ­ლე­მე­ბი საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბას­თან
  • თმა და ფრჩხი­ლე­ბი ხდე­ბა უფრო მტვრე­ვა­დი
  • გვაქვს გა­მუდ­მე­ბუ­ლი შიმ­ში­ლის გრძნო­ბა

და რაც გახ­დო­მის მსურ­ველ­თათ­ვის ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, კვე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ რა­ცი­ონ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას­თან ერ­თად, და­კარ­გუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბიც უკან გვიბ­რუნ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის სტან­დარ­ტუ­ლი რე­აქ­ცი­აა სტრეს­ზე, რო­მე­ლიც წო­ნის სწრაფ და­კავრგვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ახლა კი ჩა­ი­წე­რეთ #1 წესი: წო­ნა­ში ვიკ­ლებთ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, კვი­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლოგ­რა­მი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ძირითადი შეცდომები, რომლებსაც დიეტაზე მყოფი ადამიანები უშვებენ

ძირითადი შეცდომები, რომლებსაც დიეტაზე მყოფი ადამიანები უშვებენ

გახდომის დროს, მოვლენების განვითარების ორი გზა არსებობს: პირველი - დაწვა ზედმეტი ცხიმები, შეინარჩუნო ლამაზი კუნთები და მეორე - შეამცირო სხეულის მოცულობა.

მოდით გავერკვიოთ, რა გზით მივდივართ როდესაც სწრაფად გახდომას ვცდილობთ. უამრავი სამედიცინო გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ჩვენს ორგანიზმს დღეში 100-150 გრამი ცხიმის დაკარგვა შეუძლია, რაც 0.7-1 კილოგრამს შეადგენს კვირაში, ანუ თვეში დაახლოებით 3-4 კილოგრამია.

ერთი შეხედვით, შეიძლება გვეჩვენებოდეს: აიი დავკარგავ ზედმეტ კილოგრამებს და ბედნიერებაც აქ არის. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც ბევრმა ადამიანმა არ იცის. მოდით წარმოვიდგინოთ, თითქმის ერთნაირი წონისა და ზომის ორი ქალი. მაგალითად, 55 კილოგრამის წონის და 44 ზომის მქონე. ზამთარში და შემოდგომაზე ისინი მიმზიდველად გამოიყურებიან, მაგრამ დგება ზაფხული და ერთ-ერთი მათგანს მკვრივი სხეული აქვს, ხოლო მეორეს სიარულის დროს, ხორცი უთამაშებს.

როგორც ირკვევა, მთავარი ცხიმისა და კუნთის შეფარდებაა. ჩვენს კუნთებს აქვს ფორმა და იგი მკვრივია, მაშინ როცა ცხიმს არ აქვს რაიმე კონკრეტული ფორმა და ძალიან რბილია. ანუ თუკი ჩვენს სხეულში კუნთის რაოდენობა აღმატება ცხიმისას, მაშინ თქვენი სხეული უფრო მიმზიდველი და მკვრივია.

დიეტის დროს, ცხიმთან ერთად, კუნთური მასაც ირღვევა, თუმცა, სიმკვრივეს ეს არ გვმატებს. ამასთან ერთად, სწრაფად დაკლების მსურველები სხეულის გამოფიტვით არიან დაკავებულები, რასაც ზოგჯერ ჰორმონალური პრობლემებიც მოჰყვება:

  • დაღლილობა
  • უძილობა
  • ნერვოზულობა
  • პრობლემები საკვების მონელებასთან
  • თმა და ფრჩხილები ხდება უფრო მტვრევადი
  • გვაქვს გამუდმებული შიმშილის გრძნობა

და რაც გახდომის მსურველთათვის ყველაზე სამწუხაროა, კვების ჩვეულებრივ რაციონზე დაბრუნებასთან ერთად, დაკარგული კილოგრამებიც უკან გვიბრუნდება. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ორგანიზმის სტანდარტული რეაქციაა სტრესზე, რომელიც წონის სწრაფ დაკავრგვასთანაა დაკავშირებული.

ახლა კი ჩაიწერეთ #1 წესი: წონაში ვიკლებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, კვირაში დაახლოებით 1 კილოგრამი!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს