კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, თბილისში მაღაზიები იხურება
ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, თბილისში მაღაზიები იხურება

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებს დიდი თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა. დო­ლა­რის კურ­სის აწე­ვამ უმ­რავ­ლე­სო­ბას მა­ღა­ზი­ის ქირა გა­უძ­ვი­რა და გა­დახ­დას ვე­ღარ ახერ­ხებს, რა­საც შემ­ცი­რე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც ემა­ტე­ბა. ამი­ტომ, ბევ­რი მათ­გა­ნი მა­ღა­ზი­ის და­ხურ­ვას ამ­ჯო­ბი­ნებს. ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნა-და­ხურ­ვა ბაზ­რის თან­მდე­ვი პრო­ცე­სია, კონ­კუ­რენ­ცია მა­ღა­ლია და ამას ბევ­რი ვერ უძ­ლებს. თუმ­ცა, ამ პე­რი­ოდ­ში მა­ღა­ზი­ე­ბის და­ხურ­ვის ერთ-ერთ მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტო­რად ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას ასა­ხე­ლე­ბენ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ზე­დი­ზედ სამი მა­ღა­ზია და­ი­ხუ­რა. რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ამ შე­წყვი­ტა მუ­შა­ო­ბა ვა­კე­ში და ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე. ზო­გი­ერ­თი და­კე­ტი­ლი ფარ­თი ქი­რავ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თში კი მო­რი­გი აფ­თი­ა­ქის გახ­სნა იგეგ­მე­ბა.

რო­გორც bpn.ge-სთან სა­უბ­რი­სას რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე აცხა­დებს, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, წელს მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და. მფლო­ბე­ლე­ბი გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ქი­რის გა­და­სა­ხად­ზე ჩი­ვი­ან, რაც პირ­და­პირ მიბ­მუ­ლია დო­ლა­რის კურ­სის მა­ტე­ბა­ზე.

ნინო, 45 წლის: "ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ტან­საც­მლის მა­ღა­ზია მაქვს, ფარ­თი ნა­ქი­რა­ვე­ბი მაქვს. აქამ­დე 2 600 ლარს ვიხ­დი­დი, თუმ­ცა ორი თვეა ქირა 50 დო­ლა­რით გა­მიძ­ვირ­და. დო­ლა­რის კურ­სი თუ არ დას­ტა­ბი­ლურ­და, შე­საძ­ლოა ქირა კი­დევ გა­მიძ­ვი­რონ. თა­ნაც, კლი­ენ­ტე­ბი ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრი­დან შეგ­ვიმ­ცირ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, თბილისში მაღაზიები იხურება

ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, თბილისში მაღაზიები იხურება

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სავაჭრო ობიექტებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. დოლარის კურსის აწევამ უმრავლესობას მაღაზიის ქირა გაუძვირა და გადახდას ვეღარ ახერხებს, რასაც შემცირებული კლიენტების რაოდენობაც ემატება. ამიტომ, ბევრი მათგანი მაღაზიის დახურვას ამჯობინებს. ექსპერტების განცხადებით, მაღაზიების გახსნა-დახურვა ბაზრის თანმდევი პროცესია, კონკურენცია მაღალია და ამას ბევრი ვერ უძლებს. თუმცა, ამ პერიოდში მაღაზიების დახურვის ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ლარის დევალვაციას ასახელებენ.

ბოლო პერიოდში პეკინის ქუჩაზე ზედიზედ სამი მაღაზია დაიხურა. რამდენიმე მაღაზიამ შეწყვიტა მუშაობა ვაკეში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ზოგიერთი დაკეტილი ფართი ქირავდება, ზოგიერთში კი მორიგი აფთიაქის გახსნა იგეგმება.

როგორც bpn.ge-სთან საუბრისას რამდენიმე მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, შარშანდელთან შედარებით, წელს მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მფლობელები გაძვირებული ქირის გადასახადზე ჩივიან, რაც პირდაპირ მიბმულია დოლარის კურსის მატებაზე.

ნინო, 45 წლის: "ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია მაქვს, ფართი ნაქირავები მაქვს. აქამდე 2 600 ლარს ვიხდიდი, თუმცა ორი თვეა ქირა 50 დოლარით გამიძვირდა. დოლარის კურსი თუ არ დასტაბილურდა, შესაძლოა ქირა კიდევ გამიძვირონ. თანაც, კლიენტები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან შეგვიმცირდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია