კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის თვალში პირველი მარგველაშვილი მე ვიყავი" - მურმან დუმბაძე
"ივანიშვილის თვალში პირველი მარგველაშვილი მე ვიყავი" - მურმან დუმბაძე

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის მურ­მან დუმ­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, იგი ყო­ფილ პრე­მი­ერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პო­ლიტ­საბ­ჭოს ერთ-ერთ სხდო­მა­ზე შე­ე­კა­მა­თა. რო­გორც დუმ­ბა­ძემ "იმე­დის კვი­რა­ში" გა­ნა­ცხა­და, სა­უბ­რის თემა ბა­თუმ­ში მე­ჩე­თის აშე­ნე­ბას ეხე­ბო­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პი­დან მაია ფან­ჯი­კი­ძე ჩა­მო­დი­ო­და, გა­ნა­ცხა­და, რომ აჭარ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან და ბა­თუმ­ში მე­ჩე­თი უნდა აშენ­დე­სო. მე­ო­რე დღეს, პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა იყო სო­ლო­ლა­კის ბიზ­ნეს­ცენ­ტრში. ყვე­ლა­ნი იქ იყ­ვნენ: ქუც­ნაშ­ვი­ლი, სა­გა­ნე­ლი­ძე, იმერ­ლიშ­ვი­ლი. იმ კაც­თან შე­კა­მა­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მე ვუ­თხა­რი, გუ­შინ თქვენ­მა მი­ნის­ტრმა ძა­ლი­ან არა­კო­რექ­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა-მეთ­ქი, რა გან­ცხა­დე­ბაო. როცა მო­ვუ­ყე­ვი თქვა: მერე რა, ეგ არ არის მარ­თა­ლიო? ცოტა ხმა­მაღ­ლა მო­მი­ვი­და თქმა, მა­გი­დას ხელი დავ­კა­რი და ვუ­თხა­რი: აი, ამი­ტომ ვერ აშენ­დე­ბა მე­ჩე­თი ბა­თუმ­ში-მეთ­ქი. თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია ტრა­პი­დან ფეხს რომ ჩა­მოდ­გამს, მე­ჩეთ­ზე არ უნდა იწყებ­დეს ლა­პა­რაკს.

იმ დღი­დან, მე გავ­ხდი მის­თვის მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­რე­გუ­ლი­რებ­დი სი­ტუ­ა­ცი­ას ამ კაც­თან", - გა­ნა­ცხა­და დუმ­ბა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა მურ­მან დუმ­ბა­ძემ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში და­ტო­ვა.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ივანიშვილის თვალში პირველი მარგველაშვილი მე ვიყავი" - მურმან დუმბაძე

"ივანიშვილის თვალში პირველი მარგველაშვილი მე ვიყავი" - მურმან დუმბაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, იგი ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე შეეკამათა. როგორც დუმბაძემ "იმედის კვირაში" განაცხადა, საუბრის თემა ბათუმში მეჩეთის აშენებას ეხებოდა.

"საქართველოს დელეგაცია თურქეთში იმყოფებოდა. როდესაც თვითმფრინავის ტრაპიდან მაია ფანჯიკიძე ჩამოდიოდა, განაცხადა, რომ აჭარლებიც ქართველები არიან და ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდესო. მეორე დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომა იყო სოლოლაკის ბიზნესცენტრში. ყველანი იქ იყვნენ: ქუცნაშვილი, საგანელიძე, იმერლიშვილი. იმ კაცთან შეკამათება არ შეიძლება, მაგრამ მე ვუთხარი, გუშინ თქვენმა მინისტრმა ძალიან არაკორექტული განცხადება გააკეთა-მეთქი, რა განცხადებაო. როცა მოვუყევი თქვა: მერე რა, ეგ არ არის მართალიო? ცოტა ხმამაღლა მომივიდა თქმა, მაგიდას ხელი დავკარი და ვუთხარი: აი, ამიტომ ვერ აშენდება მეჩეთი ბათუმში-მეთქი. თურქეთიდან ჩამოსული საქართველოს დელეგაცია ტრაპიდან ფეხს რომ ჩამოდგამს, მეჩეთზე არ უნდა იწყებდეს ლაპარაკს.

იმ დღიდან, მე გავხდი მისთვის მარგველაშვილი და დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვარეგულირებდი სიტუაციას ამ კაცთან", - განაცხადა დუმბაძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პარტია "ქართული ოცნება" შარშან, სექტემბერში დატოვა.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა