საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ჭიჭინაძე: "დიახ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით დავნიშნე"
გოგი ჭიჭინაძე: "დიახ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით დავნიშნე"

ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა ერთი ნა­წი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს გოგი ჭი­ჭი­ნა­ძეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ნი­უპ­რე­სი" ესა­უბ­რა.

-თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის მხრი­დან თქვენს მი­მართ გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ბრალ­დე­ბე­ბი გა­მო­ით­ქვა, მათი გან­ცხა­დე­ბით, თქვენ სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გქო­ნი­ათ მათ­თან შე­ხე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მათ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. რას უპა­სუ­ხებთ მათ?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სიც­რუე. სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ გა­სუ­ლა თვე, რომ მე თე­ატ­რში არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სამი დღით, ერთი კვი­რით და ასე შემ­დეგ, თუმ­ცა მე თე­ატ­რში ვიმ­ყო­ფე­ბი. მსა­ხი­ო­ბებს რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი პა­უ­ზაც კი არ ქო­ნი­ათ, რომ რე­პე­ტი­ცია არ ყო­ფი­ლი­ყო.

-ახ­ლა­ხან თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ მაია პაქ­სა­ძე და­ი­ნიშ­ნა. ჰქონ­და თუ არა ოპე­რის თე­ატრს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ და­ეშ­ვა ახა­ლი შტა­ტი და აეყ­ვა­ნა ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბებს არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვთ.

- მაია პაქ­სა­ძე ჩვენ­თან რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და მე­ნე­ჯე­რად და გარ­და ამი­სა, მას აქვს სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც თა­მა­მად მაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ის კარ­გი მე­ნე­ჯე­რია. ოპე­რის თე­ატრს დღეს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ასე­თი კად­რი.

-რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, პაქ­სა­ძე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ და­წუ­ნე­ბუ­ლი კან­დი­და­ტუ­რაა. ის სწო­რედ იმის­თვის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან (ააიპ "ბაგა-ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა), რომ ვერ ახერ­ხებ­და და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბას. რამ­დე­ნად მი­ღე­ბუ­ლია ასე­თი კად­რის სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნა და ვინ გა­უ­წია მას რე­კო­მენ­და­ცია?

- კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მაია არის კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, რაც დღეს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ოპე­რას. ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად არის სა­ინ­ტე­რე­სო, თუ რო­მელ პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს წარ­მო­ად­გენს პი­როვ­ნე­ბა. მას ჩემ­თან რე­კო­მენ­და­ცია ბა­ტონ­მა თორ­ნი­კემ გა­უ­წია, ეს არ იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგე­ნა, ეს არის ჩვე­ნი შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო.

-ადას­ტუ­რებთ თუ არა ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ოპე­რის თე­ატ­რში ცი­უ­რი გუ­რა­ბა­ნი­ძის მა­გივ­რად, მის მო­ვა­ლე­ო­ბას მისი დე­დამ­თი­ლი ას­რულ­დებ­და?

- ვა­დას­ტუ­რებ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუმ­ცა აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ გუ­რა­ბა­ნი­ძის დე­დამ­თილს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია თან­ხებ­თან, ის მხო­ლოდ და­დი­ო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

-გი­ორ­გი სტუ­რუ­ას თე­მას შე­ვე­ხე­ბი. რა­ტომ მოხ­და პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტის და­ნიშ­ვნა თე­ატ­რის წამ­ყვან სო­ლის­ტად, მა­შინ როცა მას ჯერ კი­დევ არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი სტა­ჟი და გა­მოც­დი­ლე­ბა, ამავდრო­უ­ლად თე­ატ­რში არი­ან უკვე გა­მოც­დი­ლი და ღვაწლ­მო­სი­ლი სო­ლის­ტე­ბი? ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რად ინ­ტე­რე­სებს?

- დიახ, პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დავ­ნიშ­ნე, ჩემი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მე მინ­და, რომ თე­ატრს ყავ­დეს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტი და სო­ლის­ტი. ამ ადა­მი­ან­მა სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი უზარ­მა­ზა­რი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სპექ­ტაკ­ლი იმ­ღე­რა.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გოგი ჭიჭინაძე: "დიახ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით დავნიშნე"

გოგი ჭიჭინაძე: "დიახ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით დავნიშნე"

ქუთაისის ოპერის თეატრის თანამშრომელთა ერთი ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოგი ჭიჭინაძეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" ესაუბრა.

-თეატრის მსახიობების მხრიდან თქვენს მიმართ გარკვეული სახის ბრალდებები გამოითქვა, მათი განცხადებით, თქვენ სექტემბრის შემდეგ, პრაქტიკულად, არ გქონიათ მათთან შეხება, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ საქმიანობაზე. რას უპასუხებთ მათ?

- ეს ყველაფერი არის სიცრუე. სექტემბრის შემდეგ არ გასულა თვე, რომ მე თეატრში არ ვყოფილიყავი. ეს შეიძლება იყოს სამი დღით, ერთი კვირით და ასე შემდეგ, თუმცა მე თეატრში ვიმყოფები. მსახიობებს რამდენიმედღიანი პაუზაც კი არ ქონიათ, რომ რეპეტიცია არ ყოფილიყო.

-ახლახან თეატრის დირექტორის მოადგილედ მაია პაქსაძე დაინიშნა. ჰქონდა თუ არა ოპერის თეატრს იმის ფუფუნება, რომ დაეშვა ახალი შტატი და აეყვანა ახალი თანამშრომელი, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით, მაშინ, როდესაც მსახიობებს არც თუ ისე სახარბიელო ანაზღაურება აქვთ.

- მაია პაქსაძე ჩვენთან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა მენეჯერად და გარდა ამისა, მას აქვს სხვადასხვა სამსახურში მუშაობის გამოცდილება, რაც თამამად მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის კარგი მენეჯერია. ოპერის თეატრს დღეს ნამდვილად სჭირდება ასეთი კადრი.

-რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პაქსაძე, "ქართული ოცნების" მიერ დაწუნებული კანდიდატურაა. ის სწორედ იმისთვის გაათავისუფლეს სამსახურიდან (ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანება), რომ ვერ ახერხებდა დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას. რამდენად მიღებულია ასეთი კადრის საჯარო სამსახურში აყვანა და ვინ გაუწია მას რეკომენდაცია?

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალბატონი მაია არის კარგი მენეჯერი, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ოპერას. ჩემთვის ნაკლებად არის საინტერესო, თუ რომელ პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს პიროვნება. მას ჩემთან რეკომენდაცია ბატონმა თორნიკემ გაუწია, ეს არ იყო ოფიციალური წარდგენა, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო.

-ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპერის თეატრში ციური გურაბანიძის მაგივრად, მის მოვალეობას მისი დედამთილი ასრულდებდა?

- ვადასტურებ ამ ინფორმაციას, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ გურაბანიძის დედამთილს არანაირი შეხება არ ჰქონია თანხებთან, ის მხოლოდ დადიოდა მოლაპარაკებებზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით.

-გიორგი სტურუას თემას შევეხები. რატომ მოხდა პირველი კურსის სტუდენტის დანიშვნა თეატრის წამყვან სოლისტად, მაშინ როცა მას ჯერ კიდევ არ გააჩნია შესაბამისი სტაჟი და გამოცდილება, ამავდროულად თეატრში არიან უკვე გამოცდილი და ღვაწლმოსილი სოლისტები? ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი პირად ინტერესებს?

- დიახ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით დავნიშნე, ჩემი პირადი ინტერესების გათვალისწინებით. მე მინდა, რომ თეატრს ყავდეს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა არტისტი და სოლისტი. ამ ადამიანმა სეზონის განმავლობაში სამი უზარმაზარი საპასუხისმგებლო სპექტაკლი იმღერა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ჩცდ-ის ბაქარის ულამაზესი ქორწილი პანდემიის დროს - ბუბა მირცხულავასა და მისი რჩეულის ქორწინების შთამბეჭდავი ფოტოები

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი