კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიტანელი შინდლერი", რომელმაც ჰოლოკოსტს 669 ბავშვი გადაარჩინა (+ვიდეო)
"ბრიტანელი შინდლერი", რომელმაც ჰოლოკოსტს 669 ბავშვი გადაარჩინა (+ვიდეო)

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე 9 თვით ადრე, გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ი­დან, ბრი­ტა­ნელ­მა მა­მა­კაც­მა 669 ბავ­შვის გაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა. 17 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ებ­რა­ე­ლი იყო. ბრი­ტა­ნეთ­მა მა­შინ 10 ათა­სამ­დე დევ­ნი­ლი ბავ­შვი შე­ი­ფა­რა ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, ავ­სტრი­ი­დან და ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ი­დან. ბავ­შვე­ბი ბრი­ტა­ნულ სკო­ლებ­ში, ფერ­მებ­სა და სას­ტუმ­რო-სახ­ლებ­ში გა­ა­ნა­წი­ლეს. მათ­გან ბევ­რი ოჯა­ხი­დან ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც ჰო­ლო­კოსტს გა­და­ურ­ჩა...

"ბრი­ტა­ნე­ლი შინდლე­რი", რო­გორც ბრი­ტა­ნელ ფი­ლანტროპს ნი­კო­ლას ჯორჯ ვინ­ტონს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნი­სა და მათი და­ბი­ნა­ვე­ბის საქ­მე­ში. 1939 წლის მარ­ტი-აგ­ვის­ტოს თვე­ებ­ში ბრი­ტა­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით რვა მა­ტა­რე­ბე­ლი და­იძ­რა, რო­მელ­მაც 669 ბავ­შვი სამ­შვი­დო­ბოს გა­იყ­ვა­ნა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში 15 ათა­სი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა...

ამ სა­ო­ცა­რი კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბავს ვინ­ტო­ნი 40 წლის მან­ძილ­ზე სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და, სა­ნამ 1988 წელს მის­მა ცოლ­მა გრე­ტამ ქმრის დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბის წიგ­ნი არ იპო­ვა. ჩა­ნა­წე­რებ­ში ყვე­ლა ბავ­შვის, მათი მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი, მი­სა­მარ­თე­ბი და ფო­ტო­ე­ბი იყო თავ­მოყ­რი­ლი. სწო­რედ 1988 წელს შე­ი­ტყო მსოფ­ლი­ო­მაც "ბრი­ტა­ნე­ლი შინდლე­რის" გმი­რო­ბის ამ­ბა­ვი. როცა "ბი-ბი-სი"-ს ეთერ­ში გა­და­ცე­მა "That's Life" გა­ვი­და, სა­დაც ვინ­ტო­ნი სტუმ­რად იყო მიწ­ვე­უ­ლი. გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ეს­თერ რანტზენ­მა ვინ­ტო­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბის ჩვე­ნე­ბა და­ი­წყო, თან ამ სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას ყვე­ბო­და. შემ­დეგ წამ­ყვან­მა შე­კი­თხვა დას­ვა: "ამ აუ­დი­ტო­რი­ა­ში არის ვინ­მე მსგავ­სი ის­ტო­რი­ით? თუ არის, ად­გეს". ამ სი­ტყვებ­ზე თან­და­თან მთე­ლი დარ­ბა­ზი წა­მოდ­გა ფეხ­ზე - ასე­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ბრი­ტა­ნელ გმირს და იმ ბავ­შვებს შე­ახ­ვედ­რა, ვინც მან წლე­ბის წინ სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა...

...პრა­ღის მთა­ვარ სარ­კი­ნიგ­ზო სად­გურ­ზე დგას ვინ­ტო­ნის ქან­და­კე­ბა, ორ ბავ­შვთან ერ­თად. მო­ნუ­მენ­ტი 2009 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბერს სიმ­ბო­ლუ­რად და­იდ­გა იმ დღი­დან 70 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, როცა ამ სად­გუ­რი­დან ჰო­ლო­კოსტს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბით სავ­სე ბოლო მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ვი­და...

ბრი­ტა­ნე­ლი გმი­რი 104 წლი­საა და ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ბრიტანელი შინდლერი", რომელმაც ჰოლოკოსტს 669 ბავშვი გადაარჩინა (+ვიდეო)

"ბრიტანელი შინდლერი", რომელმაც ჰოლოკოსტს 669 ბავშვი გადაარჩინა (+ვიდეო)

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 9 თვით ადრე, გერმანელების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან, ბრიტანელმა მამაკაცმა 669 ბავშვის გაყვანა მოახერხა. 17 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა ებრაელი იყო. ბრიტანეთმა მაშინ 10 ათასამდე დევნილი ბავშვი შეიფარა ნაცისტური გერმანიიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან და ჩეხოსლოვაკიიდან. ბავშვები ბრიტანულ სკოლებში, ფერმებსა და სასტუმრო-სახლებში გაანაწილეს. მათგან ბევრი ოჯახიდან ერთადერთი იყო, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა...

"ბრიტანელი შინდლერი", როგორც ბრიტანელ ფილანტროპს ნიკოლას ჯორჯ ვინტონს მოიხსენიებენ, უშუალოდ მონაწილეობდა ბავშვების გამოყვანისა და მათი დაბინავების საქმეში. 1939 წლის მარტი-აგვისტოს თვეებში ბრიტანეთის მიმართულებით რვა მატარებელი დაიძრა, რომელმაც 669 ბავშვი სამშვიდობოს გაიყვანა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩეხოსლოვაკიაში 15 ათასი ბავშვი დაიღუპა...

ამ საოცარი კაცთმოყვარეობის ამბავს ვინტონი 40 წლის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა, სანამ 1988 წელს მისმა ცოლმა გრეტამ ქმრის დოკუმენტებში ჩანაწერების წიგნი არ იპოვა. ჩანაწერებში ყველა ბავშვის, მათი მშობლების სახელები, მისამართები და ფოტოები იყო თავმოყრილი. სწორედ 1988 წელს შეიტყო მსოფლიომაც "ბრიტანელი შინდლერის" გმირობის ამბავი. როცა "ბი-ბი-სი"-ს ეთერში გადაცემა "That's Life" გავიდა, სადაც ვინტონი სტუმრად იყო მიწვეული. გადაცემის წამყვანმა ესთერ რანტზენმა ვინტონის ჩანაწერების ჩვენება დაიწყო, თან ამ საოცარ ისტორიას ყვებოდა. შემდეგ წამყვანმა შეკითხვა დასვა: "ამ აუდიტორიაში არის ვინმე მსგავსი ისტორიით? თუ არის, ადგეს". ამ სიტყვებზე თანდათან მთელი დარბაზი წამოდგა ფეხზე - ასეთი ამაღელვებელი სიურპრიზი მოუწყო ტელეკომპანიამ ბრიტანელ გმირს და იმ ბავშვებს შეახვედრა, ვინც მან წლების წინ სიკვდილს გადაარჩინა...

...პრაღის მთავარ სარკინიგზო სადგურზე დგას ვინტონის ქანდაკება, ორ ბავშვთან ერთად. მონუმენტი 2009 წლის პირველ სექტემბერს სიმბოლურად დაიდგა იმ დღიდან 70 წლის აღსანიშნავად, როცა ამ სადგურიდან ჰოლოკოსტს გადარჩენილი ბავშვებით სავსე ბოლო მატარებელი გავიდა...

ბრიტანელი გმირი 104 წლისაა და ლონდონში ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია