კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები
"ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი ქეთი დო­ლი­ძემ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მყო­ფი რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი ერ­თმა­ნე­თის ბრალ­დე­ბებს Ambebi.ge-ს ვებგ­ვერ­დზე პა­სუ­ხო­ბენ. ქეთი დო­ლი­ძის შემ­დეგ ჩვენ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის უკვე ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბი, გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. ის დო­ლი­ძის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ "ეს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ტრი­გაა".

- ბა­ტო­ნო გია, ქეთი დო­ლი­ძე ამ­ბობს, რომ თქვენ 7 წელი არ გი­თა­მა­ში­ათ სპექ­ტაკლში და ამის გამო გა­გიშ­ვეს თე­ატ­რი­დან...

- გუ­შინ მი­თხრეს, ორი წელი რომ არ ვთა­მა­შობ­დი თე­ატ­რში, ამი­ტომ გა­მო­მიშ­ვეს. ორი წლის წინ ვე­სა­უბ­რე ქეთი დო­ლი­ძეს, რო­მელ­მაც თვი­თონ მომხსნა "ბა­კუ­ლას ღო­რე­ბი­დან"; ამ როლ­ზე თა­ვად მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა შე­მიყ­ვა­ნა. ქე­თიმ კი მომხსნა და მი­თხრა, შენი დუბ­ლი ითა­მა­შებ­სო. როცა მე პარ­ლა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ­დი, თე­ატ­რი სულ მი­წყობ­და ხელს და არა­ვის გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი თე­ატ­რი­დან გა­ვეშ­ვი. მან სპე­ცი­ა­ლუ­რად არ და­მი­ძა­ხა სპექ­ტაკ­ლებ­ზე, რე­პერ­ტუ­არ­ში რაც არის ამო­მი­ღო, მას არ უნ­დო­და ჩემი თა­მა­ში. თვი­თონ რომ ამ­ბობს სი­სუ­ლე­ლე­ებს, მე რა უნდა ვუ­პა­სუ­ხო? ჩემი გუ­ლის ტკი­ვი­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­მოვ­ხა­ტე. ქეთი დო­ლი­ძის­თვის რა უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნის, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს ქეთი დო­ლი­ძე რომ ხელ­მძღვა­ნე­ლობს. სა­მარ­ცხვი­ნოა და უბე­დუ­რე­ბა, რო­მელ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი?

- ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ერთი წლის წინ ქეთი დო­ლი­ძემ ხელ­ფა­სი შე­გიმ­ცი­რათ და 200 ლარს იღებ­დით...

- კი.

- რა­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- იმი­ტომ, რომ გა­მოს­ვლე­ბი არ მქონ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში. არ მინ­და ხელი გა­ვიშ­ვი­რო სხვე­ბის­კენ, მაგ­რამ სხვა­საც ჩემი რა­ო­დე­ნო­ბის გა­მოს­ვლე­ბი ჰქონ­და და უფრო მეტი აქვს ხელ­ფა­სი. კი არ მინ­და ვინ­მეს რამე მო­აკ­ლდეს, უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე რა­ტომ ვი­ჩაგ­რე­ბო­დი? ეს ალ­ბათ იმი­ტომ გა­ა­კე­თა, რომ მე და­მე­წე­რა გან­ცხა­დე­ბა და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თე. ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ მა­თა­მა­შებ­დნენ. სხვა რე­ჟი­სო­რე­ბიც არ­სე­ბო­ბენ იმ თე­ატ­რში ქეთი დო­ლი­ძის გარ­და.

- ქეთი დო­ლი­ძის სპექ­ტაკ­ლი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ ელო­დით, თუ უარს იტყო­დით თა­მაშ­ზე?

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც არ ყო­ფი­ლა. გა­აჩ­ნია, რას შე­მომ­თა­ვა­ზებ­და. თუ მკი­თხავთ, ვი­ნაა ჩემი სა­ოც­ნე­ბო რე­ჟი­სო­რი, ქეთი დო­ლი­ძე მათ რი­ცხვს ნამ­დვი­ლად არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ის ამ­ბობს, თით­ქოს რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­რე­კა, მას არა­სო­დეს არ და­უ­რე­კავს ჩემ­თვის. კი­დევ ერთ ინ­ტრი­გას აწყობს, თით­ქოს მსა­ხი­ობს ძმა მო­უკ­ვდა და მე არ ვი­თა­მა­შე. ამით ის ჩემს კა­ცო­ბას შე­ე­ხო, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა. ეს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ტრი­გაა. ერთი რამ მინ­და ვთქვა, ჩემი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, მაგ­რამ ვი­საც შე­მოქ­მე­დი ჰქვია, არა­ვინ თე­ატ­რი­დან არ გა­უშ­ვი­ათ, ყვე­ლას უნარ­ჩუ­ნებ­დნენ ხელ­ფასს, მსა­ხი­ო­ბის გაშ­ვე­ბა კი თავ­ში აზ­რად არ მოს­ვლია არა­ვის.

- წლე­ბის წინ, როცა ქეთი დო­ლი­ძე თე­ატ­რი­დან გა­უშ­ვეს, ის ამ­ბობს, რომ ეს თქვე­ნი კარ­ნა­ხით გა­კეთ­და...

- ის არა­ვის გა­უშ­ვია თე­ატ­რი­დან. მოხ­სნეს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან, ხელ­ფა­სიც ჰქონ­და და სპექ­ტაკ­ლის დად­გმის უფ­ლე­ბაც. ეს იყო კულ­ტუ­რის მი­ნიტ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე ქე­თის­თან, რო­გორც რე­ჟი­სორ­თან, თუ რე­ჟი­სო­რია, სა­ლა­პა­რა­კო არ მაქვს.

ამა­ვე თე­მა­ზე| "იმ­დე­ნი რამე აქვს ჩა­დე­ნი­ლი, კო­ლე­გებს მისი და­ნახ­ვაც არ უნ­დათ" - ქეთი დო­ლი­ძე გია რო­ი­ნიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

"ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მსახიობი გია როინიშვილი ქეთი დოლიძემ თუმანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლა, დაპირისპირებაში მყოფი რეჟისორი და მსახიობი ერთმანეთის ბრალდებებს Ambebi.ge-ს ვებგვერდზე პასუხობენ. ქეთი დოლიძის შემდეგ ჩვენ თუმანიშვილის თეატრის უკვე ყოფილი მსახიობი, გია როინიშვილი გვესაუბრება. ის დოლიძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ "ეს თეატრალური ინტრიგაა".

- ბატონო გია, ქეთი დოლიძე ამბობს, რომ თქვენ 7 წელი არ გითამაშიათ სპექტაკლში და ამის გამო გაგიშვეს თეატრიდან...

- გუშინ მითხრეს, ორი წელი რომ არ ვთამაშობდი თეატრში, ამიტომ გამომიშვეს. ორი წლის წინ ვესაუბრე ქეთი დოლიძეს, რომელმაც თვითონ მომხსნა "ბაკულას ღორებიდან"; ამ როლზე თავად მიხეილ თუმანიშვილმა შემიყვანა. ქეთიმ კი მომხსნა და მითხრა, შენი დუბლი ითამაშებსო. როცა მე პარლამენტში ვმუშაობდი, თეატრი სულ მიწყობდა ხელს და არავის გასჩენია სურვილი თეატრიდან გავეშვი. მან სპეციალურად არ დამიძახა სპექტაკლებზე, რეპერტუარში რაც არის ამომიღო, მას არ უნდოდა ჩემი თამაში. თვითონ რომ ამბობს სისულელეებს, მე რა უნდა ვუპასუხო? ჩემი გულის ტკივილი მაყურებლისთვის გამოვხატე. ქეთი დოლიძისთვის რა უნდა ვილაპარაკო? სასაცილოდ არ მყოფნის, თუმანიშვილის თეატრს ქეთი დოლიძე რომ ხელმძღვანელობს. სამარცხვინოა და უბედურება, რომელ შემოქმედებაზეა საუბარი?

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთი წლის წინ ქეთი დოლიძემ ხელფასი შეგიმცირათ და 200 ლარს იღებდით...

- კი.

- რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

- იმიტომ, რომ გამოსვლები არ მქონდა სპექტაკლებში. არ მინდა ხელი გავიშვირო სხვებისკენ, მაგრამ სხვასაც ჩემი რაოდენობის გამოსვლები ჰქონდა და უფრო მეტი აქვს ხელფასი. კი არ მინდა ვინმეს რამე მოაკლდეს, უბრალოდ მაინტერესებს, მე რატომ ვიჩაგრებოდი? ეს ალბათ იმიტომ გააკეთა, რომ მე დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ველოდებოდი, რომ მათამაშებდნენ. სხვა რეჟისორებიც არსებობენ იმ თეატრში ქეთი დოლიძის გარდა.

- ქეთი დოლიძის სპექტაკლიდან შემოთავაზებას არ ელოდით, თუ უარს იტყოდით თამაშზე?

- შემოთავაზებაც არ ყოფილა. გააჩნია, რას შემომთავაზებდა. თუ მკითხავთ, ვინაა ჩემი საოცნებო რეჟისორი, ქეთი დოლიძე მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. ის ამბობს, თითქოს რამდენჯერმე დამირეკა, მას არასოდეს არ დაურეკავს ჩემთვის. კიდევ ერთ ინტრიგას აწყობს, თითქოს მსახიობს ძმა მოუკვდა და მე არ ვითამაშე. ამით ის ჩემს კაცობას შეეხო, ასეთი რამ არ ყოფილა. ეს თეატრალური ინტრიგაა. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თანამდებობიდან შეიძლება ვინმე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ვისაც შემოქმედი ჰქვია, არავინ თეატრიდან არ გაუშვიათ, ყველას უნარჩუნებდნენ ხელფასს, მსახიობის გაშვება კი თავში აზრად არ მოსვლია არავის.

- წლების წინ, როცა ქეთი დოლიძე თეატრიდან გაუშვეს, ის ამბობს, რომ ეს თქვენი კარნახით გაკეთდა...

- ის არავის გაუშვია თეატრიდან. მოხსნეს სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ხელფასიც ჰქონდა და სპექტაკლის დადგმის უფლებაც. ეს იყო კულტურის მინიტრის გადაწყვეტილება. მე ქეთისთან, როგორც რეჟისორთან, თუ რეჟისორია, სალაპარაკო არ მაქვს.

ამავე თემაზე| "იმდენი რამე აქვს ჩადენილი, კოლეგებს მისი დანახვაც არ უნდათ" - ქეთი დოლიძე გია როინიშვილის გათავისუფლებაზე

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება