მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლესი ინფორმაცია გზებზე არსებულ ვითარებაზე
უახლესი ინფორმაცია გზებზე არსებულ ვითარებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე დიდ­თოვ­ლო­ბის გამო შექ­მნი­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად მთავ­რო­ბის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სტი­ქი­ის ყვე­ლა ზო­ნა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტექ­ნი­კა. ამ დრო­ის­თვის გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გუ­და­მა­ყარ­ში, უკა­ნა ფშავ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე, დღის ბო­ლომ­დე გა­იწ­მინ­დე­ბა სო­ფელ ჩო­ხამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა.

ამ ეტაპ­ზე სრუ­ლად გაწ­მენ­დი­ლია ჟინ­ვა­ლი-ბა­რი­სა­ხოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი 25-კმ-იანი გზის მო­ნაკ­ვე­თი და ფშა­ვის შიდა სა­სოფ­ლო გზე­ბი, სა­დაც მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტექ­ნი­კა. დიდ­თოვ­ლო­ბის გამო შე­წყვე­ტი­ლი ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა უკვე აღუდ­გა სო­ფელ ანა­ნურ­სა და დაბა ფა­სა­ნა­ურს.

თოვ­ლის სა­ფა­რი 2 მეტრს გა­უ­ტოლ­და გუ­და­ურ­ში, სა­დაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი უკვე გაგ­ზავ­ნა. ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გუ­და­ურ­ში საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს სპე­ცტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ი­ტა­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა ნაღ­ვა­რევ­სა და მლე­თა­ში, სა­დაც თოვ­ლის სა­ფარ­მა 1.7 მეტრს მი­აღ­წია. გზის გა­საწ­მენ­დად ყვე­ლა სო­ფელ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­მუ­შა­ო­ებს უა­მინ­დო­ბა აფერ­ხებს.

ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გზა­ზე ჩარ­ჩე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც, ქარ­ბუ­ქი­დან 200 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბის გა­მოყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა.

უა­მინ­დო­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი რჩე­ბა. ამ დრო­ის­თვის, დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და ქარ­ბუ­ქის გამო, მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ფა­სა­ნა­უ­რი-მლე­თა-გუ­და­უ­რი-კო­ბი­სა და სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის მო­ნაკ­ვეთ­ზე (და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა), რის გა­მოც, აქ ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სხვა მო­ნაკ­ვე­თებ­ზეც და­წეს­და. კერ­ძოდ, ახალ­ცი­ხე-ნი­ნონ­წმინ­დის (სომ­ხე­თის სა­ზღვა­რი) სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ90-კმ112 (ნი­ნოწ­მინ­და-სომ­ხე­თის სა­ზღვა­რი) მო­ნაკ­ვეთ­ზე. შე­ზღუდ­ვა, ასე­ვე, მოქ­მე­დებს ქუ­თა­ი­სი-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ36-კმ72 (ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და 3- ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა კი, და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ყვე­ლა ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა და გზის გაწ­მენ­და ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის შე­წყვე­ტი­სა და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის მოხ­სნის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა.

უგ­ზო­ო­ბის გამო, მი­მოს­ვლა დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია და­რი­ა­ლის სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტში, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­მა­ვა­ლი, ისე ქვეყ­ნი­დან გა­მა­ვა­ლი ყვე­ლა სა­ხის ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის. ასე­ვე დიდ­თოვ­ლო­ბის გამო მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ, ნი­ნოწ­მინ­დი­დან სომ­ხეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტ "სა­მე­ბამ­დე". მოძ­რა­ო­ბა აგ­რეთ­ვე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ წალ­კი­დან ნი­ნოწ­მინ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ორი­ვე მო­ნაკ­ვეთ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის ინ­ტენ­სი­უ­რი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი - გე­ო­ლო­გე­ბი და ჰიდ­რო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და იმ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც სა­გან­გე­ბო შტა­ბე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, უწყვეტ რე­ჟიმ­ში იღებს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო. პრობ­ლე­მურ ად­გი­ლებ­ზე შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო შტა­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის, ში­ნა­გან საქ­მე­თა, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ენერ­გე­ტი­კის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

უახლესი ინფორმაცია გზებზე არსებულ ვითარებაზე

უახლესი ინფორმაცია გზებზე არსებულ ვითარებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო შექმნილი შეფერხებების აღმოსაფხვრელად მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტიქიის ყველა ზონაში მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს გუდამაყარში, უკანა ფშავთან დამაკავშირებელ გზაზე, დღის ბოლომდე გაიწმინდება სოფელ ჩოხამდე მისასვლელი გზა.

ამ ეტაპზე სრულად გაწმენდილია ჟინვალი-ბარისახოს დამაკავშირებელი 25-კმ-იანი გზის მონაკვეთი და ფშავის შიდა სასოფლო გზები, სადაც მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური ტექნიკა. დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი ელექტრომომარაგება უკვე აღუდგა სოფელ ანანურსა და დაბა ფასანაურს.

თოვლის საფარი 2 მეტრს გაუტოლდა გუდაურში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკვები პროდუქტები უკვე გაგზავნა. ზვავსაშიშროების მიუხედავად, აუცილებლობის შემთხვევაში, გუდაურში საკვებ პროდუქტებს სპეცტექნიკის გამოყენებით შეიტანენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ზვავი ჩამოწვა ნაღვარევსა და მლეთაში, სადაც თოვლის საფარმა 1.7 მეტრს მიაღწია. გზის გასაწმენდად ყველა სოფელში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალური ტექნიკა, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოებს უამინდობა აფერხებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზაზე ჩარჩენილი ავტომობილებისა და მოქალაქეების გამოსაყვანად, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შედეგადაც, ქარბუქიდან 200 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანა მოხერხდა.

უამინდობის გამო საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები რჩება. ამ დროისთვის, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც, აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვები საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეც დაწესდა. კერძოდ, ახალციხე-ნინონწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 3- ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ყველა ამ მონაკვეთზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდა ინტენსიური თოვის შეწყვეტისა და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება.

უგზოობის გამო, მიმოსვლა დროებით შეზღუდულია დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილისთვის. ასევე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ნინოწმინდიდან სომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სამებამდე". მოძრაობა აგრეთვე აკრძალულია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ წალკიდან ნინოწმინდის მიმართულებით. ორივე მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მოსახლეობის მდგომარეობისა და იმ სამუშაოების შესახებ, რომლებსაც საგანგებო შტაბები ახორციელებენ, უწყვეტ რეჟიმში იღებს დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრობლემურ ადგილებზე შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებშიც გაერთიანებულები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია