კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეომრები, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან
ქართველი მეომრები, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან

"ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალ­ყურს უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის ის, რომ დონ­ბა­სე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი სამ­თავ­რო­ბო ჯა­რე­ბის რი­გებ­ში ათო­ბით ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე იბ­რძვის. თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქარ­თვე­ლი ეროვ­ნე­ბის მებ­რძო­ლე­ბი პრო­რუ­სი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის მხა­რე­საც ომო­ბენ", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით პრო­რუ­სი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხა­რე­ზე მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი.

"ცოტა ხნის წინ "იუ­თუბ­ზე" გავ­რცელ­და ორი ვი­დეო, რო­მელ­შიც სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხა­რე­ზე მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი. ერთ-ერთ მათ­გან­ში სა­უ­ბა­რია მე­ო­მარ­ზე, რომ­ლის ზედ­მეტ­სა­ხე­ლია "ქარ­თვე­ლი". ის ცნო­ბი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის, არ­სენ პავ­ლო­ვის, იგი­ვე "მო­ტო­რო­ლას" დაჯ­გუ­ფე­ბა­ში იბ­რძვის. კად­რე­ბი დო­ნეც­კის აე­რო­პორ­ტშია გა­და­ღე­ბუ­ლი. თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი მას და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცა­ვენ და უსურ­ვე­ბენ, რომ მალე "ჯორ­ჯი­ას შტა­ტი", იგი­ვე სა­ქარ­თვე­ლო, "ხე­ლი­დან გა­მოჰ­გლი­ჯონ ამე­რი­კე­ლებს". თა­ვის მხრივ ვი­დე­ორ­გო­ლის მთა­ვა­რი გმი­რი იმ ქარ­თვე­ლებს მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს იბ­რძვი­ან. "ქარ­თვე­ლი" მათ "და­ქი­რა­ვე­ბულ არამ­ზა­დებს" უწო­დებს და სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დით ემუქ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"მე­ო­რე ვი­დე­ორ­გოლ­ში კი ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე, სა­ხე­ლად დი­მიტ­რი, სა­უბ­რობს იმ მი­ზე­ზებ­ზე, რა­მაც მას მე­ამ­ბო­ხე­თა მხა­რეს ბრძო­ლა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა. ამ­ბობს, რომ ებ­რძვის "ფა­შის­ტურ ძა­ლებს", რო­მელ­თა მთა­ვარ წამ­ქე­ზებ­ლე­ბად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­კავ­შირს ასა­ხე­ლებს. ის და­სავ­ლურ სამ­ყა­როს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თულ აგ­რე­სი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. "2008 წელს, მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პე­ლებ­სა და ამე­რი­კე­ლებს ხელი მო­ე­ცა­რათ ჩეჩ­ნეთ­ში, აა­მოქ­მე­დეს მო­რი­გი გეგ­მა და რუ­სეთ­ზე შე­ტე­ვა ამ­ჯე­რა სა­ქარ­თვე­ლო­დან სცა­დეს, თუმ­ცა ამა­ოდ. ახლა კი რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის მეშ­ვე­ო­ბით უტე­ვენ", - მი­იჩ­ნევს დი­მიტ­რი.

"რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­რუს სეს­პა­რა­ტის­ტთა რი­გებ­ში ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა და ვინ არი­ან ისი­ნი. ამის შე­სა­ხებ "რე­ზო­ნანსს" უკ­რა­ი­ნის მხა­რე­ზე მებ­რძო­ლი მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ონ "აი­და­რის" ყო­ფი­ლი მებ­რძო­ლი დ. კვა­რა­ცხე­ლია ესა­უბ­რა. "აგ­ვის­ტო­ში, რო­დე­საც ილო­ვა­ის­კში ალ­ყა­ში მოვ­ყე­ვით, ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად სე­პა­რა­ტის­ტთა დაჯ­გუ­ფე­ბა "სო­მა­ლი" იბ­რძო­და. მათი მე­თა­უ­რი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი ტიპი, მეტ­სა­ხე­ლად "გივი", რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სირ­ცხვი­ლი და ბრა­ზი ერ­თად მო­მაწ­ვა, რო­დე­საც ეს გა­ვი­გე. ახლა "გივი" დო­ნეც­კის აე­რო­პორ­ტში გა­მაგ­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ომ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ შე­ტე­ვებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს", - ამ­ბობს კვა­რა­ცხე­ლია.

"1990-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რმა და­ტო­ვა, მათ შო­რის მეც. ჩვენ აქ სამ­სა­ხუ­რის სა­შოვ­ნე­ლად ჩა­მო­ვე­დით, რათა სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხე­ბი გვერ­ჩი­ნა. მა­შინ არც აქ იყო ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან შე­და­რე­ბით, აქ სა­მო­თხე იყო. სამ­სა­ხუ­რე­ბი ძი­რი­თა­დად კი­ევ­ში, ყი­რიმ­სა და უკ­რა­ი­ნის ინ­დუსტრი­ულ ცენ­ტრებ­ში, ანუ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში იშო­ვე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თველ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა ამ ად­გი­ლებ­ში მო­ი­ყა­რა თავი. სე­პა­რა­ტის­ტებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ჩა­სუ­ლი ბევ­რი ე.წ. "მო­ხა­ლი­სე" უჭერს მხარს, შე­საძ­ლოა, ესე­ნი რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი, უკვე გა­და­ჯი­შე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან", - აღ­ნიშ­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

"ერთი რამ, რაც მამ­შვი­დებს და მე­ა­მა­ყე­ბა, არის ის, რომ სე­პა­რა­ტის­ტთა მხა­რეს მებ­რძოლ ქარ­თველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმ ნამ­დვილ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მე­ო­თხე­დიც კი არ არის, რომ­ლე­ბიც დღეს სწორ, სა­მარ­თლი­ან მხა­რეს დგა­ნან. ეს სა­ა­მა­ყო ბი­ჭე­ბი დღეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას იცა­ვენ და აქ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იბ­რძვი­ან. ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იბ­რძო­დე იმათ მხა­რე­ზე, რომ­ლებ­მაც შენი სამ­შობ­ლო და­ა­ნა­წევ­რეს. მი­ჭირს მათი საქ­ცი­ე­ლის ახ­სნა. მათ საქ­ცი­ელს არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს", - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "Они все гандоны" - სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხა­რეს მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი უკ­რა­ი­ნის მხა­რეს მე­ო­მარ ქარ­თვე­ლებ­ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართველი მეომრები, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან

ქართველი მეომრები, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან

"ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი სამთავრობო ჯარების რიგებში ათობით ქართველი მოხალისე იბრძვის. თუმცა ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ეროვნების მებრძოლები პრორუსი მეამბოხეების მხარესაც ომობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრორუსი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ქართველები.

"ცოტა ხნის წინ "იუთუბზე" გავრცელდა ორი ვიდეო, რომელშიც სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ქართველები არიან ასახულნი. ერთ-ერთ მათგანში საუბარია მეომარზე, რომლის ზედმეტსახელია "ქართველი". ის ცნობილი საველე მეთაურის, არსენ პავლოვის, იგივე "მოტოროლას" დაჯგუფებაში იბრძვის. კადრები დონეცკის აეროპორტშია გადაღებული. თანამებრძოლები მას დაბადების დღეს ულოცავენ და უსურვებენ, რომ მალე "ჯორჯიას შტატი", იგივე საქართველო, "ხელიდან გამოჰგლიჯონ ამერიკელებს". თავის მხრივ ვიდეორგოლის მთავარი გმირი იმ ქართველებს მიმართავს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მხარეს იბრძვიან. "ქართველი" მათ "დაქირავებულ არამზადებს" უწოდებს და სამაგიეროს გადახდით ემუქრება", - აღნიშნავს გამოცემა.

"მეორე ვიდეორგოლში კი ქართველი მოხალისე, სახელად დიმიტრი, საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც მას მეამბოხეთა მხარეს ბრძოლა გადააწყვეტინა. ამბობს, რომ ებრძვის "ფაშისტურ ძალებს", რომელთა მთავარ წამქეზებლებად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ასახელებს. ის დასავლურ სამყაროს რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულ აგრესიაში ადანაშაულებს. "2008 წელს, მას შემდეგ, რაც ევროპელებსა და ამერიკელებს ხელი მოეცარათ ჩეჩნეთში, აამოქმედეს მორიგი გეგმა და რუსეთზე შეტევა ამჯერა საქართველოდან სცადეს, თუმცა ამაოდ. ახლა კი რუსეთს უკრაინის მეშვეობით უტევენ", - მიიჩნევს დიმიტრი.

"რამ განაპირობა პრორუს სესპარატისტთა რიგებში ეთნიკურად ქართველი მოხალისეების არსებობა და ვინ არიან ისინი. ამის შესახებ "რეზონანსს" უკრაინის მხარეზე მებრძოლი მოხალისეთა ბატალიონ "აიდარის" ყოფილი მებრძოლი დ. კვარაცხელია ესაუბრა. "აგვისტოში, როდესაც ილოვაისკში ალყაში მოვყევით, ჩვენ წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად სეპარატისტთა დაჯგუფება "სომალი" იბრძოდა. მათი მეთაური იყო ადგილობრივი ტიპი, მეტსახელად "გივი", რომელიც ქართველი აღმოჩნდა. სირცხვილი და ბრაზი ერთად მომაწვა, როდესაც ეს გავიგე. ახლა "გივი" დონეცკის აეროპორტში გამაგრებული უკრაინელი მეომრების წინააღმდეგ მიმართულ შეტევებს ხელმძღვანელობს", - ამბობს კვარაცხელია.

"1990-იან წლებში საქართველო ბევრმა დატოვა, მათ შორის მეც. ჩვენ აქ სამსახურის საშოვნელად ჩამოვედით, რათა სამშობლოში დარჩენილი ოჯახები გვერჩინა. მაშინ არც აქ იყო ცხოვრება ადვილი, მაგრამ ჩვენს ქვეყანასთან შედარებით, აქ სამოთხე იყო. სამსახურები ძირითადად კიევში, ყირიმსა და უკრაინის ინდუსტრიულ ცენტრებში, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში იშოვებოდა. შესაბამისად, ქართველთა დიდმა ნაწილმა ამ ადგილებში მოიყარა თავი. სეპარატისტებს რუსეთის ფედერაციიდან ჩასული ბევრი ე.წ. "მოხალისე" უჭერს მხარს, შესაძლოა, ესენი რუსეთში მცხოვრები, უკვე გადაჯიშებული ქართველები არიან", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

"ერთი რამ, რაც მამშვიდებს და მეამაყება, არის ის, რომ სეპარატისტთა მხარეს მებრძოლ ქართველთა რაოდენობა იმ ნამდვილ ქართველი მეომრების რაოდენობის მეოთხედიც კი არ არის, რომლებიც დღეს სწორ, სამართლიან მხარეს დგანან. ეს საამაყო ბიჭები დღეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ და აქ საქართველოსთვის იბრძვიან. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება იბრძოდე იმათ მხარეზე, რომლებმაც შენი სამშობლო დაანაწევრეს. მიჭირს მათი საქციელის ახსნა. მათ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს", - დასძენს რესპონდენტი.

იხილეთ ვიდეო: "Они все гандоны" - სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველი უკრაინის მხარეს მეომარ ქართველებზე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე