კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალ წელს დაკარგულები" - ქართული ვარსკვლავების უცნაური თავგადასავლები
"ახალ წელს დაკარგულები" - ქართული  ვარსკვლავების უცნაური თავგადასავლები

ახა­ლი წელი სა­ა­ხალ­წლო ფილ­მე­ბის, მუ­სი­კის და კარ­გი გან­წყო­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ფილ­მის პრე­მი­ე­რა შედ­გე­ბა, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლია, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი კი ნიკა რა­მიშ­ვი­ლი, იგი­ვე დრუ­პია, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბე­ბის და ფილ­მის შე­სა­ხებ, Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- ეს არის სა­ა­ხალ­წლო, მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რის კო­მე­დია. გა­და­ღე­ბე­ბი ახლა დას­რულ­და. ფილ­მს ჰქვია "ახალ წელს და­კარ­გუ­ლე­ბი". სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ახალ წელს კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­დი­ან სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში და ტყე­ში და­ი­კარ­გე­ბი­ან. ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს თა­მა­შობს მიშა მეს­ხი. სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ონ და მოწ­ვე­უ­ლი მომ­ღერ­ლე­ბის მსგავ­სი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნონ სცე­ნა­ზე. ფილმში ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის როლს ჩვე­ნი მუ­სი­კო­სე­ბი თა­მა­შო­ბენ. "ახალ წელს და­კარ­გუ­ლე­ბის" პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 2 იან­ვარს შედ­გე­ბა.

- რა ხდე­ბო­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

- სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და, ამ­დე­ნი არა­ნორ­მა­ლუ­რი ერ­თად რო­გორ იქ­ნე­ბო­და? ყო­ველ დღეს, სხვა­დას­ხვა მომ­ღერ­ლებს ვი­ბა­რებ­დით სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" უნდა ას­ფალტს აგებ­დნენ ადი­გენ­ში და მგო­ნი ისე მო­ე­წო­ნათ ეს საქ­მე, "ლა­ფატ­კას" აღარ აგ­დებ­დნენ ხე­ლი­დან. აჩი მე­ფა­რი­ძემ მე­ო­რედ ითა­მა­შა პო­ლი­ცი­ე­ლის როლი და ამ­ჯე­რა­დაც კარ­გად გა­მო­უ­ვი­და. სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მი გვე­ლო­დე­ბა წინ.

- ვინ არ და­თან­ხმდა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა ერთი-ორი მომ­ღერ­ლის გა­და­ღე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობთ ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ში?

- სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ტი­კის სიმ­ღე­რა აღარ ჰქონ­დათ. ასე­თი მი­ზე­ზე­ბი იყო. სხვა ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლად და­ი­გეგ­მა და კეთ­დე­ბა. ფილმში ასე­ვე თა­მა­შობს ლიკა ქორ­ქია, ის არის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მისი პარტნი­ო­რია შონ­ზო, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო დარ­ბა­ზის დი­რექ­ტო­რია.

- ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის სიმ­ღე­რა ბევ­რს არ მოს­წონს და ირო­ნი­უ­ლად აფა­სებს, ეს იქ­ნე­ბა წარ­მო­ჩე­ნი­ლი თქვენს ფილმში?

- მეც სხვა მუ­სი­კას ვუს­მენ. ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხია ჩვე­ნი მომ­ღერ­ლე­ბი, გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია, ვის რა მოს­წონს. რა ქვე­ყა­ნაც ვართ და რამ­დენ­ზეც შეგ­ვიძ­ლია, იმ­დენ­ზე ვშლით ფეხს. რა ვქნათ?

ფილმში ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­თან და მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიკა ქორ­ქი­აც თა­მა­შობს. მის­თვის ეს პირ­ვე­ლი როლი არ არის.

ლიკა ქორ­ქია:

- ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბი ახალ წელს, ზა­ფხუ­ლი­დან ვემ­ზა­დე­ბი. ახა­ლი წელი ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ერთი თვით ადრე ვდგამ ნაძ­ვის ხეს. ფილ­მე­ბი, რეკ­ლა­მე­ბი, მუ­სი­კა კარ­გი ხა­სი­ა­თით მავ­სებს. მამ­ხი­ა­რუ­ლე­ბენ არ­ხე­ბიც სა­ა­ხალ­წლო პრო­ექ­ტე­ბით. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დე­კემ­ბერ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, როცა და­მი­რე­კეს და მი­თხრეს რომ სა­ა­ხალ­წლო ფილ­მს აკე­თებ­დნენ, დავ­თან­ხმდი. ალ­ბათ კარ­გი იქ­ნე­ბა იმ მხრივ, რომ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას ქმნის ფილ­მი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პერ­სო­ნაჟს, სცე­ნა­რი მუ­შა­ო­ბის დროს იც­ვლე­ბო­და და იც­ვლე­ბო­და. მგო­ნი პო­ზი­ტი­უ­რი და კარ­გი პერ­სო­ნა­ჟი გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც კონ­ცერ­ტებს გეგ­მავს. მე სულ ვფიქ­რობ, სა­დაც ხარ, იმა­ში უნდა იყო კარ­გი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი. მრცხვე­ნია ჩემი მსა­ხი­ო­ბი მე­გობ­რე­ბის, მათ სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ ეს არის სა­ა­ხალ­წლო ფილ­მი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, კარ­გად მე­თა­მა­შა და რა გა­მო­ვი­და, მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­ა­ფა­სებს. ნუ მი­უდ­გე­ბით ამ ფილ­მს კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით. ეს არის სა­ა­ხალ­წლო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს გან­წყო­ბას, ბევრ რა­ღა­ცას გაგ­ვახ­სე­ნებს ეს ფილ­მი და გაგ­ვამ­ხი­ა­რუ­ლებს. ახა­ლი წელი ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ახალ წელს დაკარგულები" - ქართული ვარსკვლავების უცნაური თავგადასავლები

"ახალ წელს დაკარგულები" - ქართული  ვარსკვლავების უცნაური თავგადასავლები

ახალი წელი საახალწლო ფილმების, მუსიკის და კარგი განწყობის გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოს კინოთეატრებში ახალი წლის დღეებში, ახალი ქართული საახალწლო ფილმის პრემიერა შედგება, რომელშიც ცნობილი მსახიობები და მომღერლები თამაშობენ. ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილია, სცენარის ავტორი კი ნიკა რამიშვილი, იგივე დრუპია, რომელიც გადაღებების და ფილმის შესახებ, Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ეს არის საახალწლო, მუსიკალური ჟანრის კომედია. გადაღებები ახლა დასრულდა. ფილმს ჰქვია "ახალ წელს დაკარგულები". სიუჟეტის მიხედვით ქართველი მომღერლები ახალ წელს კონცერტის ჩასატარებლად მიდიან სამცხე-ჯავახეთში და ტყეში დაიკარგებიან. ავტობუსის მძღოლს თამაშობს მიშა მესხი. საღამოს ორგანიზატორები იძულებული გახდებიან ხალხი მოატყუონ და მოწვეული მომღერლების მსგავსი ადგილობრივი მაცხოვრებლები გამოიყვანონ სცენაზე. ფილმში ქართველი მომღერლების როლს ჩვენი მუსიკოსები თამაშობენ. "ახალ წელს დაკარგულების" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2 იანვარს შედგება.

- რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე?

- საშინელება ხდებოდა, ამდენი არანორმალური ერთად როგორ იქნებოდა? ყოველ დღეს, სხვადასხვა მომღერლებს ვიბარებდით სამცხე-ჯავახეთში. სცენარის მიხედვით, "ქუჩის ბიჭები" უნდა ასფალტს აგებდნენ ადიგენში და მგონი ისე მოეწონათ ეს საქმე, "ლაფატკას" აღარ აგდებდნენ ხელიდან. აჩი მეფარიძემ მეორედ ითამაშა პოლიციელის როლი და ამჯერადაც კარგად გამოუვიდა. საინტერესო ფილმი გველოდება წინ.

- ვინ არ დათანხმდა ფილმში მონაწილეობას?

- ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა ერთი-ორი მომღერლის გადაღება.

- რას გულისხმობთ ტექნიკურ დეტალებში?

- საახალწლო თემატიკის სიმღერა აღარ ჰქონდათ. ასეთი მიზეზები იყო. სხვა ყველაფერი გემრიელად დაიგეგმა და კეთდება. ფილმში ასევე თამაშობს ლიკა ქორქია, ის არის კონცერტის ორგანიზატორი, მისი პარტნიორია შონზო, რომელიც სახელმწიფო დარბაზის დირექტორია.

- ქართველი მუსიკოსების სიმღერა ბევრს არ მოსწონს და ირონიულად აფასებს, ეს იქნება წარმოჩენილი თქვენს ფილმში?

- მეც სხვა მუსიკას ვუსმენ. ნიჭიერი ხალხია ჩვენი მომღერლები, გემოვნების საკითხია, ვის რა მოსწონს. რა ქვეყანაც ვართ და რამდენზეც შეგვიძლია, იმდენზე ვშლით ფეხს. რა ვქნათ?

ფილმში ქართველ მომღერლებთან და მსახიობებთან ერთად ტელეწამყვანი ლიკა ქორქიაც თამაშობს. მისთვის ეს პირველი როლი არ არის.

ლიკა ქორქია:

- ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ახალ წელს, ზაფხულიდან ვემზადები. ახალი წელი ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს. ერთი თვით ადრე ვდგამ ნაძვის ხეს. ფილმები, რეკლამები, მუსიკა კარგი ხასიათით მავსებს. მამხიარულებენ არხებიც საახალწლო პროექტებით. იმის მიუხედავად, რომ დეკემბერში განსაკუთრებით დატვირთული ვარ, როცა დამირეკეს და მითხრეს რომ საახალწლო ფილმს აკეთებდნენ, დავთანხმდი. ალბათ კარგი იქნება იმ მხრივ, რომ საახალწლო განწყობას ქმნის ფილმი. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, სცენარი მუშაობის დროს იცვლებოდა და იცვლებოდა. მგონი პოზიტიური და კარგი პერსონაჟი გამოვიდა, რომელიც კონცერტებს გეგმავს. მე სულ ვფიქრობ, სადაც ხარ, იმაში უნდა იყო კარგი და წარმატებული. მრცხვენია ჩემი მსახიობი მეგობრების, მათ სულ ვეუბნები, რომ ეს არის საახალწლო ფილმი. მაქსიმალურად ვეცადე, კარგად მეთამაშა და რა გამოვიდა, მაყურებელი შეაფასებს. ნუ მიუდგებით ამ ფილმს კრიტიკული თვალით. ეს არის საახალწლო პროექტი, რომელიც ემსახურება ჩვენს განწყობას, ბევრ რაღაცას გაგვახსენებს ეს ფილმი და გაგვამხიარულებს. ახალი წელი ყველაზე პოზიტიურია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება