კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით თევზაძე - დადუმდით, ბატონებო, თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ
დავით თევზაძე - დადუმდით, ბატონებო, თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ

ქარ­თველ მე­ო­მარს უსაყ­ვე­დუ­რო, სხვის ომში და­ი­ღუ­პეო, იგი­ვეა, სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უთხრა საყ­ვე­დუ­რი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით თევ­ზა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას.

"ძა­ლი­ან მიმ­ძიმს, მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას. მი­ჭირს არა იმი­ტომ, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე აზრი უნდა გა­მოვ­თქვა, არა­მედ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი ჯა­რის­კა­ცის კუ­ბოს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. კუ­ბოს­თან დგო­მას კი სი­ჩუ­მე უხ­დე­ბა, სა­ზო­გა­დოდ. ხოლო ჯა­რის­კა­ცის კუ­ბოს­თან მდგო­მი ორ­მა­გად უნდა დუმ­დეს. ერთი იმი­ტომ, რომ ომში და­ცე­მულს და მა­შა­სა­და­მე, უკვე ვალ­მოხ­დილ მე­ო­მარს სცეს პა­ტი­ვი და მე­ო­რე იმი­ტომ, რომ პა­ტი­ვი სცეს დე­დას, რო­მელ­მაც მე­ო­მა­რი აღ­ზარ­და. არ არ­სე­ბობს სი­ტყვა, რო­მე­ლიც მას ანუ­გე­შებს, ტკი­ვილს გა­უ­ნე­ლებს ან ბედ­ნი­ე­რე­ბის ერთ წამს მა­ინც აჩუ­ქებს მო­მა­ვალ­ში. ამი­ტომ მიმ­ძიმს ამ სტა­ტუ­სის წე­რაც და არც არა­სო­დეს, არც ერთი ჯა­რის­კა­ცის კუ­ბოს­თან მდგომს, ზედ­მე­ტი სი­ტყვა არ დამ­ცდე­ნია. სუ­ჩუ­მე­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი სი­დარ­ბა­ის­ლეა და გა­ცი­ლე­ბით მეტი გან­ცდა და პა­ტი­ვი, რა­საც და­ღუ­პუ­ლი მე­ო­მა­რი და დედა ერ­თნა­ი­რად იმ­სა­ხუ­რე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად გან­ცხა­დე­ბას, ქარ­თველ მე­ო­მარს უსაყ­ვე­დუ­რო, სხვის ომში ხარ და­ღუ­პუ­ლიო, იგი­ვეა, რაც სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უთხრა საყ­ვე­დუ­რი. ქარ­თვე­ლო­ბა ბე­დის­წე­რაა და ეს არ არის უბ­რა­ლო მე­ტა­ფო­რა. ბე­დის­წე­რაა, რომ ჩვე­ნი გე­ნო­ფონ­დი, ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, ძი­რი­თა­დად, სხვის­თვის გა­ხარ­ჯუ­ლა, მაგ­რამ ამით არც ქარ­თვე­ლო­ბა დაგ­ვი­კარ­გავს, არც სინ­დის-ნა­მუ­სი, არც სა­ხე­ლი", - წერს თევ­ზა­ძე Fაცე­ბო­ოკ-ში სა­კუ­თარ გვერ­დზე.

მი­სი­ვე აზ­რით, "ფა­რი­სევ­ლო­ბენ ისი­ნი, ვინც ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ, ვი­ნა­ი­დან მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რის­კაც­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ, არა­მედ იმა­ზე, მე არ მი­თხრას ვინ­მემ რა­მეო".

"მათ რომ ჯა­რის­კაც­ზე ეფიქ­რათ, ჯა­რი­დან 2008 წელს გაშ­ვე­ბულ კაცს 2012-ში უკვე და­აბ­რუ­ნებ­დნენ და სამ­შობ­ლოს­თვის სამ­სა­ხუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­დნენ. ხოლო თუ ეს ვერ გა­ა­კე­თეთ, ბა­ტო­ნე­ბო, იმ­დე­ნი ღირ­სე­ბა მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ, რომ და­დუმ­დეთ და ეს თქვე­ნი ფსევ­დო­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მა თქვენ­თვის შე­ი­ნა­ხეთ. ამ გან­ცხა­დე­ბით თქვენ მწუ­ხა­რე­ბა კი არ გა­მოთ­ქვით, არა­მედ დაგ­ვა­ნა­ხეთ, რომ თქვენც ისე­ვე დაგ­ვყრით და­უ­მარ­ხა­ვებს, რო­გორც თქვენ­მა კო­ლე­გებ­მა 2008 წელს დაგ­ვყა­რეს, იმი­ტომ რომ იმა­ვე გვა­რი­სა ხართ. ამი­ტომ და­დუმ­დით, ბა­ტო­ნე­ბო. თქვენ ჯა­რის­კა­ცის კუ­ბოს­თან დგა­ხართ. ჯა­რის­კა­ცის კუ­ბოს­თან დგო­მას კი სი­ჩუ­მე უხ­დე­ბა", - წერს და­ვით თევ­ზა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: ელი­სო ჩა­ფი­ძე წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი არი­ან

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - სა­მარ­ცხვი­ნო, ამო­რა­ლუ­რი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბა

ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ცენ­ტე­ბი მთლად კო­რექ­ტუ­ლი არ არის

აღა­რას­დროს უნდა და­ვუშ­ვათ გმი­რო­ბის და თავ­და­დე­ბის დაკ­ნი­ნე­ბის მცდე­ლო­ბა - ირაკ­ლი ალა­სა­ნია

"სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბა! სი­ტყვე­ბიც არ მყოფ­ნის!" - პეტ­რი­აშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დავით თევზაძე - დადუმდით, ბატონებო, თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ

დავით თევზაძე - დადუმდით, ბატონებო, თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ

ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში დაიღუპეო, იგივეა, საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.

"ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვალდებული ვარ, გამოვეხმაურო თავდაცვის სამინისტროს განცხადებას. მიჭირს არა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროზე აზრი უნდა გამოვთქვა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ჯარისკაცის კუბოს ჩამოასვენებენ. კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება, საზოგადოდ. ხოლო ჯარისკაცის კუბოსთან მდგომი ორმაგად უნდა დუმდეს. ერთი იმიტომ, რომ ომში დაცემულს და მაშასადამე, უკვე ვალმოხდილ მეომარს სცეს პატივი და მეორე იმიტომ, რომ პატივი სცეს დედას, რომელმაც მეომარი აღზარდა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც მას ანუგეშებს, ტკივილს გაუნელებს ან ბედნიერების ერთ წამს მაინც აჩუქებს მომავალში. ამიტომ მიმძიმს ამ სტატუსის წერაც და არც არასოდეს, არც ერთი ჯარისკაცის კუბოსთან მდგომს, ზედმეტი სიტყვა არ დამცდენია. სუჩუმეში გაცილებით მეტი სიდარბაისლეა და გაცილებით მეტი განცდა და პატივი, რასაც დაღუპული მეომარი და დედა ერთნაირად იმსახურებენ. რაც შეეხება თავად განცხადებას, ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში ხარ დაღუპულიო, იგივეა, რაც საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური. ქართველობა ბედისწერაა და ეს არ არის უბრალო მეტაფორა. ბედისწერაა, რომ ჩვენი გენოფონდი, ისტორიის მანძილზე, ძირითადად, სხვისთვის გახარჯულა, მაგრამ ამით არც ქართველობა დაგვიკარგავს, არც სინდის-ნამუსი, არც სახელი", - წერს თევზაძე Fაცებოოკ-ში საკუთარ გვერდზე.

მისივე აზრით, "ფარისევლობენ ისინი, ვინც ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ჯარისკაცზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, მე არ მითხრას ვინმემ რამეო".

"მათ რომ ჯარისკაცზე ეფიქრათ, ჯარიდან 2008 წელს გაშვებულ კაცს 2012-ში უკვე დააბრუნებდნენ და სამშობლოსთვის სამსახურის საშუალებას მისცემდნენ. ხოლო თუ ეს ვერ გააკეთეთ, ბატონებო, იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, რომ დადუმდეთ და ეს თქვენი ფსევდოსახელმწიფოებრივი მიდგომა თქვენთვის შეინახეთ. ამ განცხადებით თქვენ მწუხარება კი არ გამოთქვით, არამედ დაგვანახეთ, რომ თქვენც ისევე დაგვყრით დაუმარხავებს, როგორც თქვენმა კოლეგებმა 2008 წელს დაგვყარეს, იმიტომ რომ იმავე გვარისა ხართ. ამიტომ დადუმდით, ბატონებო. თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ. ჯარისკაცის კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება", - წერს დავით თევზაძე.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ელისო ჩაფიძე წუხილს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორები მისი თანაგუნდელები არიან

დავით ზურაბიშვილი - სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

ზაქარია ქუცნაშვილი - თავდაცვის სამინისტროს განცხადების პოლიტიკური აქცენტები მთლად კორექტული არ არის

აღარასდროს უნდა დავუშვათ გმირობის და თავდადების დაკნინების მცდელობა - ირაკლი ალასანია

"სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის!" - პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა