საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ნიკოლოზობაა - რა უნდა ვიცოდეთ სასწაულმოქმედი წმინდანის შესახებ
დღეს ნიკოლოზობაა - რა უნდა ვიცოდეთ სასწაულმოქმედი წმინდანის შესახებ

19 დე­კემ­ბერს წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დის ხსე­ნე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლის, მი­რონ-ლუ­კი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დის ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა გა­ი­მარ­თე­ბა.

მცი­რე აზი­ა­ში, ლი­კი­ის ქა­ლაქ პა­ტარ­ში მცხოვ­რებ ღვთის­მო­შიშ ქრის­ტი­ა­ნებს - თე­ო­ფა­ნეს და ნო­ნას ნა­ნატ­რი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ და მას ნი­კო­ლო­ზი უწო­დეს. ღმერ­თმა სიყრმი­დან­ვე ამო­ირ­ჩია თა­ვი­სი მსა­ხუ­რი და ნიშ-სას­წა­უ­ლე­ბით გა­ნამ­ხნე­ვა. ამ­ბო­ბენ, ნათ­ლო­ბი­სას ჩვი­ლი ნი­კო­ლო­ზი სამი სა­ა­თი იდგა ემ­ბაზ­ში. იმა­საც ამ­ბო­ბენ, მხო­ლოდ მარ­ჯვე­ნა ძუ­ძუ­დან ჭამ­და რძეს და ამით თით­ქოს მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ უფ­ლის მარ­ჯვე­ნით დაჯ­დე­ბო­და. ოთხშა­ბათ-პა­რას­კევს დღე­ში ერთხელ წოვ­და ძუ­ძუს, ისიც - სა­ღა­მოს, მას შემ­დეგ, რაც მშობ­ლე­ბი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ილო­ცებ­დნენ ხოლ­მე. გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ყრმო­ბაც და ჭა­ბუ­კო­ბაც. ამა სოფ­ლის ყო­ველ­გვარ საც­თურს გა­ნე­შო­რე­ბო­და და მხო­ლოდ ღმერ­თზე ფიქ­რობ­და. სწო­რედ ამ დიდსუ­ლი­ე­რე­ბის გამო ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდას ბი­ძა­მის­მა, პა­ტა­რის ეპის­კო­პოს­მა ნი­კო­ლოზ­მა მღვდლად და­ას­ხა ხელი და როცა წმინ­და მი­წის მო­სა­ლო­ცად წა­ვი­და, თა­ვი­სი სამ­წყსოც კი ჩა­ა­ბა­რა. ბი­ძის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა თვი­თონ მო­ი­სურ­ვა იე­რუ­სა­ლი­მის მო­ლოც­ვა. შე­საძ­ლოა, ეს სა­ბა­ბიც იყო, რომ ამ­ქვეყ­ნი­ურ დი­დე­ბას გან­რი­დე­ბო­და; ყვე­ლა მას აქებ­და და ფიქ­რობ­დნენ კი­დეც, ბი­ძა­მი­სის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ის ყო­ფი­ლი­ყო პა­ტა­რის მღვდელმთა­ვა­რი. კარ­გა ხანს იყო იე­რუ­სა­ლიმ­ში, მერე კი, როცა უდაბ­ნო­ში გან­მარ­ტო­ე­ბა გა­და­წყვი­ტა, ღვთის ხმამ შე­ა­ჩე­რა: - ნი­კო­ლოზ, თუ გსურს გვირ­გვი­ნით შე­გამ­კო, წადი და სოფ­ლის სი­კე­თის­თვის იღ­ვა­წეო. ნათ­ქვამ­მა შე­აძ­რწუ­ნა - რას ნიშ­ნავ­და ესო. ამ დროს კვლავ გა­ის­მა უფ­ლის ხმა: - ეგ არ არის ის ყანა, სა­დაც შენ ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნა­ყო­ფი უნდა მო­ი­წიო, არა­მედ წარ­ვედ სო­ფელ­ში, რათა გა­ნი­დი­დოს შენ მიერ ჩემი სა­ხე­ლიო. მიხ­ვდა წმინ­და ნი­კო­ლო­ზი, რომ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა მყუდ­რო­ე­ბა და ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად სო­ფელ­ში წა­სუ­ლი­ყო. თა­ვის ქა­ლაქ­ში ყვე­ლა იც­ნობ­და, ამი­ტო­მაც ლი­კი­ის ქა­ლაქ მი­რონ­ში და­სახ­ლდა, რო­გორც ერთი გლა­ხაკ­თა­გა­ნი. დღე­და­ღამ ტა­ძარ­ში იყო, არ ჰქონ­და ად­გი­ლი, თავი რომ მი­ედ­რი­კა.

ერთხელ, ღა­მით, წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა სიზ­მა­რი ნახა: მას მა­ცხო­ვარ­მა თვალ-მარ­გა­ლი­ტით შემ­კუ­ლი სა­ხა­რე­ბა გა­დას­ცა, ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა - სამ­ღვდელმთავ­რო ომო­ფო­რი. მალე ლი­კი­ის მღვდელმთა­ვა­რი გარ­და­იც­ვა­ლა და მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის გა­მო­სარ­ჩე­ვად ლი­კი­ის ეპის­კო­პოს­ნი შე­იკ­რიბ­ნენ. ამომ­რჩევ­ლებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა რომ და­ი­ნა­ხეს, გა­და­წყვი­ტეს, მარ­ხვით და ლოც­ვით შე­ე­ტყოთ ღვთის ნება. ერთ-ერთ მათ­განს, ასა­კით უფ­როს ეპის­კო­პოსს, ღმერ­თმა უბ­რძა­ნა, წა­სუ­ლი­ყო ღა­მით ეკ­ლე­სი­ა­ში და ტა­ძარ­ში პირ­ველ­მო­სუ­ლი აერ­ჩი­ათ მღვდელმთავ­რად. იმა­ვე ღა­მეს წმინ­და ნი­კო­ლო­ზი ად­რი­ა­ნად წა­ვი­და ტა­ძარ­ში ცის­კრის ლოც­ვა­ზე, სა­დაც მას ხსე­ნე­ბუ­ლი ეპის­კო­პო­სი დახ­ვდა და სხვა მღვდელმთავ­რებს წა­რუდ­გი­ნა. "ნი­კო­ლოზ, შენ მიერ მი­ღე­ბუ­ლი მღვდელმთავ­რის ხა­რის­ხი სხვა­ნა­ირ ცხოვ­რე­ბის წესს მო­ი­თხოვს - უნდა იცხოვ­რო სხვე­ბის­თვის და არა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის", - თქვა თა­ვის­თვის წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა და უფრო გა­ამ­კაც­რა მარ­ხვა და ლოც­ვა. სა­მო­სი მისი უბ­რა­ლო იყო, საჭ­მე­ლი - სა­მარ­ხვო. ობ­ლე­ბის­თვის მამა გახ­ლდათ, ქვრივ­თათ­ვის - შემ­წე, მტი­რალ­თათ­ვის - ნუ­გე­შის­მცე­მე­ლი, გლა­ხაკ­თა განმკი­თხა­ვი. გა­მო­ირ­ჩია ორი ბრძე­ნი კაცი, რომ­ლე­ბიც მას ღვთი­სა­გან მინ­დო­ბი­ლი ეკ­ლე­სი­ის მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. როცა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ და მაქ­სი­მი­ა­ნემ ქრის­ტი­ან­თა დევ­ნა და­ი­წყეს, სხვებ­თან ერ­თად სა­პყრობ­ლე­ში წმინ­და ნი­კო­ლო­ზიც ჩას­ვეს. ცი­ხე­ში მცი­რე ხანი გა­ა­ტა­რა და ამ­ხნე­ვებ­და იქ ჩამ­წყვდე­ულ ქრის­ტი­ა­ნებს. ჯვრის ძა­ლით მტერ­ზე გა­მარ­ჯვე­ბულ­მა წმინ­და კონ­სტან­ტი­ნემ ქრის­ტი­ა­ნე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. წმინ­და ნი­კო­ლო­ზიც თა­ვის სამ­წყსოს და­უბ­რუნ­და. საღ­მრთო მო­შურ­ნე­ო­ბით აღვსე­ბულ­მა მღვდელმთა­ვარ­მა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, იყო ის, რომ არ­ტე­მი­დას დიდი ტა­ძა­რი სა­ძირ­კვლი­ა­ნად და­ან­გრია. მისი მო­შურ­ნე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლია ნი­კე­ა­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი. იქ შეკ­რე­ბილ­მა I მსოფ­ლიო კრე­ბის მა­მებ­მა დაგ­მეს არი­ო­ზის ცრუ სწავ­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ და­ა­დუ­მეს ღვთის­მგმო­ბი არი­ო­ზი. მა­შინ წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა სილა გა­აწ­ნა ერე­სი­არ­ქს, რის­თვი­საც ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბი გა­უ­წყრნენ და მის­თვის მღვდელმთავ­რის ხა­რის­ხის ჩა­მორ­თმე­ვა გა­და­წყვი­ტეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მღვდელმთა­ვარს ჰქონ­და ხილ­ვა - უფალ­მა მათ გა­ნუ­ცხა­და, რომ მის­თვის სათ­ნო იყო წმინ­და ნი­კო­ლო­ზის კად­ნი­ე­რე­ბა.

წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა სი­ცო­ცხლე­ში­ვე მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა, მისი ღვთა­ებ­რი­ვი ნექ­ტა­რით აღ­სავ­სე ქა­და­გე­ბე­ბი­დან, სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თიც კი არ შე­მორ­ჩე­ნი­ლა.

უფ­ლი­სა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლით გან­ვლო ცხოვ­რე­ბა, მი­აღ­წია ღრმა სი­ბე­რეს და ღვთის სა­სუ­ფე­ველ­ში გა­ნის­ვე­ნა. მისი წმინ­და სხე­უ­ლი­დან და­დე­ნილ მი­რონ­თან მი­ახ­ლე­ბით გა­ნი­კურ­ნე­ბოდ­ნენ ლი­კი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი. ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბით, 1087 წელს ის მი­რო­ნი­დან იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბა­რი­ში გა­და­ას­ვე­ნეს და წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა და­სავ­ლელ ქრის­ტი­ა­ნებ­ში თა­ვი­სი სას­წა­ულ­მოქ­მე­დე­ბით გა­ნა­დი­და უფ­ლის სა­ხე­ლი. ახ­ლაც, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის საფ­ლა­ვი­დან კვლავ მო­ე­დი­ნე­ბა წმინ­და მი­რო­ნი, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რად გა­ნაძ­ლი­ე­რებს ჩვე­ნი დრო­ის ქრის­ტი­ა­ნებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დღეს ნიკოლოზობაა - რა უნდა ვიცოდეთ სასწაულმოქმედი წმინდანის შესახებ

დღეს ნიკოლოზობაა - რა უნდა ვიცოდეთ სასწაულმოქმედი წმინდანის შესახებ

19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღე აღინიშნება მართლმადიდებელი ეკლესია  საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.

მცირე აზიაში, ლიკიის ქალაქ პატარში მცხოვრებ ღვთისმოშიშ ქრისტიანებს - თეოფანეს და ნონას ნანატრი შვილი შეეძინათ და მას ნიკოლოზი უწოდეს. ღმერთმა სიყრმიდანვე ამოირჩია თავისი მსახური და ნიშ-სასწაულებით განამხნევა. ამბობენ, ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი სამი საათი იდგა ემბაზში. იმასაც ამბობენ, მხოლოდ მარჯვენა ძუძუდან ჭამდა რძეს და ამით თითქოს მიანიშნებდა, რომ უფლის მარჯვენით დაჯდებოდა. ოთხშაბათ-პარასკევს დღეში ერთხელ წოვდა ძუძუს, ისიც - საღამოს, მას შემდეგ, რაც მშობლები ჩვეულებისამებრ ილოცებდნენ ხოლმე. გამორჩეული იყო წმინდა ნიკოლოზის ყრმობაც და ჭაბუკობაც. ამა სოფლის ყოველგვარ საცთურს განეშორებოდა და მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდა. სწორედ ამ დიდსულიერების გამო ჯერ კიდევ ახალგაზრდას ბიძამისმა, პატარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მღვდლად დაასხა ხელი და როცა წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა, თავისი სამწყსოც კი ჩააბარა. ბიძის დაბრუნების შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა თვითონ მოისურვა იერუსალიმის მოლოცვა. შესაძლოა, ეს საბაბიც იყო, რომ ამქვეყნიურ დიდებას განრიდებოდა; ყველა მას აქებდა და ფიქრობდნენ კიდეც, ბიძამისის სიკვდილის შემდეგ ის ყოფილიყო პატარის მღვდელმთავარი. კარგა ხანს იყო იერუსალიმში, მერე კი, როცა უდაბნოში განმარტოება გადაწყვიტა, ღვთის ხმამ შეაჩერა: - ნიკოლოზ, თუ გსურს გვირგვინით შეგამკო, წადი და სოფლის სიკეთისთვის იღვაწეო. ნათქვამმა შეაძრწუნა - რას ნიშნავდა ესო. ამ დროს კვლავ გაისმა უფლის ხმა: - ეგ არ არის ის ყანა, სადაც შენ ჩემთვის სასურველი ნაყოფი უნდა მოიწიო, არამედ წარვედ სოფელში, რათა განიდიდოს შენ მიერ ჩემი სახელიო. მიხვდა წმინდა ნიკოლოზი, რომ უნდა დაეტოვებინა მყუდროება და ხალხის დასახმარებლად სოფელში წასულიყო. თავის ქალაქში ყველა იცნობდა, ამიტომაც ლიკიის ქალაქ მირონში დასახლდა, როგორც ერთი გლახაკთაგანი. დღედაღამ ტაძარში იყო, არ ჰქონდა ადგილი, თავი რომ მიედრიკა.

ერთხელ, ღამით, წმინდა ნიკოლოზმა სიზმარი ნახა: მას მაცხოვარმა თვალ-მარგალიტით შემკული სახარება გადასცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა - სამღვდელმთავრო ომოფორი. მალე ლიკიის მღვდელმთავარი გარდაიცვალა და მთავარეპისკოპოსის გამოსარჩევად ლიკიის ეპისკოპოსნი შეიკრიბნენ. ამომრჩევლებს შორის უთანხმოება რომ დაინახეს, გადაწყვიტეს, მარხვით და ლოცვით შეეტყოთ ღვთის ნება. ერთ-ერთ მათგანს, ასაკით უფროს ეპისკოპოსს, ღმერთმა უბრძანა, წასულიყო ღამით ეკლესიაში და ტაძარში პირველმოსული აერჩიათ მღვდელმთავრად. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ადრიანად წავიდა ტაძარში ცისკრის ლოცვაზე, სადაც მას ხსენებული ეპისკოპოსი დახვდა და სხვა მღვდელმთავრებს წარუდგინა. "ნიკოლოზ, შენ მიერ მიღებული მღვდელმთავრის ხარისხი სხვანაირ ცხოვრების წესს მოითხოვს - უნდა იცხოვრო სხვებისთვის და არა საკუთარი თავისთვის", - თქვა თავისთვის წმინდა ნიკოლოზმა და უფრო გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. სამოსი მისი უბრალო იყო, საჭმელი - სამარხვო. ობლებისთვის მამა გახლდათ, ქვრივთათვის - შემწე, მტირალთათვის - ნუგეშისმცემელი, გლახაკთა განმკითხავი. გამოირჩია ორი ბრძენი კაცი, რომლებიც მას ღვთისაგან მინდობილი ეკლესიის მართვაში ეხმარებოდნენ. როცა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, სხვებთან ერთად საპყრობლეში წმინდა ნიკოლოზიც ჩასვეს. ციხეში მცირე ხანი გაატარა და ამხნევებდა იქ ჩამწყვდეულ ქრისტიანებს. ჯვრის ძალით მტერზე გამარჯვებულმა წმინდა კონსტანტინემ ქრისტიანები გაათავისუფლა. წმინდა ნიკოლოზიც თავის სამწყსოს დაუბრუნდა. საღმრთო მოშურნეობით აღვსებულმა მღვდელმთავარმა ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ არტემიდას დიდი ტაძარი საძირკვლიანად დაანგრია. მისი მოშურნეობის ამსახველია ნიკეაში მომხდარი ამბავი. იქ შეკრებილმა I მსოფლიო კრების მამებმა დაგმეს არიოზის ცრუ სწავლება, მაგრამ ვერ დაადუმეს ღვთისმგმობი არიოზი. მაშინ წმინდა ნიკოლოზმა სილა გააწნა ერესიარქს, რისთვისაც ეკლესიის მამები გაუწყრნენ და მისთვის მღვდელმთავრის ხარისხის ჩამორთმევა გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე მღვდელმთავარს ჰქონდა ხილვა - უფალმა მათ განუცხადა, რომ მისთვის სათნო იყო წმინდა ნიკოლოზის კადნიერება.

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული მოახდინა, მისი ღვთაებრივი ნექტარით აღსავსე ქადაგებებიდან, სამწუხაროდ, ერთიც კი არ შემორჩენილა.

უფლისა და მოყვასის სიყვარულით განვლო ცხოვრება, მიაღწია ღრმა სიბერეს და ღვთის სასუფეველში განისვენა. მისი წმინდა სხეულიდან დადენილ მირონთან მიახლებით განიკურნებოდნენ ლიკიელი ქრისტიანები. ღვთის განგებულებით, 1087 წელს ის მირონიდან იტალიის ქალაქ ბარიში გადაასვენეს და წმინდა ნიკოლოზმა დასავლელ ქრისტიანებში თავისი სასწაულმოქმედებით განადიდა უფლის სახელი. ახლაც, მრავალი წლის შემდეგ, წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან კვლავ მოედინება წმინდა მირონი, რომელიც სულიერად განაძლიერებს ჩვენი დროის ქრისტიანებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია