კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებას" თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობს
"რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებას" თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობს

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" თვი­სობ­რივ ცვლი­ლე­ბებს სთა­ვა­ზობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დერ­ნი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყოს ეფექ­ტუ­რი და ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი არ­ჩევ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს. ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პარ­ტი­ას კო­ა­ლი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კო­ა­ლი­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბის გზით აქვს და­სა­ხუ­ლი.

"რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ" ჯერ კი­დევ გა­სულ წელს გა­ნა­ცხა­და, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა და რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა არის ის ორი მიჯ­ნა, რო­მელ­მაც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი უნდა გა­ამ­ყა­როს. ჩვენ ივ­ნი­სის ბო­ლო­დან და­ვი­წყეთ ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა კო­ა­ლი­ცი­ა­ში "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ად­გი­ლი­სა და რო­ლის გა­მოკ­ვე­თის თა­ო­ბა­ზე. აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში გა­ი­მარ­თა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტი, შემ­დგომ სხვა ფორ­მა­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭოს ძა­ლი­ან ვრცე­ლი, ტე­ვა­დი დო­კუ­მენ­ტით მი­მარ­თა. ჩვე­ნი მიდ­გო­მე­ბის ნა­წი­ლი 28 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. ჩვენ კო­ა­ლი­ცი­ას ვთა­ვა­ზობთ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის ისე­თი სის­ტე­მით მარ­თვას, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ნილ ორ წე­ლი­წად­ში მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს გა­ვუმკლავ­დეთ. ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, თვით­მმარ­თვე­ლო­ბა შე­მო­სავ­ლე­ბით, გამ­გებ­ლე­ბის და საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის მეტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი, სა­გა­რეო და უშიშ­რო­ე­ბის პო­ლი­ტი­კი­სად­მი მეტი ადეკ­ვა­ტუ­რი მიდ­გო­მა და აგ­რა­რუ­ლი რე­ფორ­მა – ძლი­ე­რი ფერ­მე­რი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მან აქვე დას­ძი­ნა, რომ ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ­მა დე­ბა­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლებს აქვთ თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს მეტ დე­მოკ­რა­ტი­ას, მეტ ეფექ­ტუ­რო­ბას კო­ა­ლი­ცი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და კო­ა­ლი­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბის გზით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" კონ­ფე­რენ­ცი­ის "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის" და­წყე­ბის წინ გა­ა­კე­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­ხლვის სა­გა­ნია ის თე­მე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ხე­დავს. კონ­ფე­რენ­ცია მე­დი­ის­თვის და­ხუ­რუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებას" თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობს

"რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებას" თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობს

"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებას" თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობს. აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაცია აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტური და ქვეყანას ევროპული არჩევნის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს. ბერძენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება პარტიას კოალიციური თანამშრომლობისა და კოალიციური შეთანხმებების გზით აქვს დასახული.

"რესპუბლიკურმა პარტიამ" ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება არის ის ორი მიჯნა, რომელმაც კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველი ეტაპი უნდა გაამყაროს. ჩვენ ივნისის ბოლოდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა კოალიციაში "რესპუბლიკური პარტიის" ადგილისა და როლის გამოკვეთის თაობაზე. აგვისტოს დასაწყისში გაიმართა ეროვნული კომიტეტი, შემდგომ სხვა ფორმატის ღონისძიებები და ოქტომბრის დასაწყისში დავით უსუფაშვილმა კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს ძალიან ვრცელი, ტევადი დოკუმენტით მიმართა. ჩვენი მიდგომების ნაწილი 28 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ. ჩვენ კოალიციას ვთავაზობთ ახალ რეალობაში ქვეყნის ისეთი სისტემით მართვას, რომელიც დარჩენილ ორ წელიწადში მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი, თვითმმართველობა შემოსავლებით, გამგებლების და საკრებულოების მეტი უფლებამოსილებები, საარჩევნო კოდექსი, საგარეო და უშიშროების პოლიტიკისადმი მეტი ადეკვატური მიდგომა და აგრარული რეფორმა – ძლიერი ფერმერი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.

მან აქვე დასძინა, რომ ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ რესპუბლიკელებს აქვთ თავიანთი ხედვები, რაც გულისხმობს მეტ დემოკრატიას, მეტ ეფექტურობას კოალიციაში თანამშრომლობის და კოალიციური შეთანხმებების გზით.

აღნიშნული განცხადება დავით ბერძენიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" კონფერენციის "დემოკრატიული მოდერნიზაციისათვის" დაწყების წინ გააკეთა. კონფერენციაზე განხლვის საგანია ის თემები, რომელთა მიმართაც "რესპუბლიკური პარტია" დემოკრატიული რეფორმების დაჩქარების საჭიროებას ხედავს. კონფერენცია მედიისთვის დახურულია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა