კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია - დისკუსიამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ორივე ვეტო არასწორი იყო
ეკა ბესელია - დისკუსიამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ორივე ვეტო არასწორი იყო

დის­კუ­სი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ორი­ვე ვეტო, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა ფა­რუ­ლი მოს­მე­ნის "გა­სა­ღებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა, არას­წო­რი იყო , - აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ეკა ბე­სე­ლი­ამ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, სა­დაც დე­პუ­ტა­ტებს პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­სა და შე­თა­ვა­ზე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე კო­მი­ტე­ტის პო­ზი­ცია გა­აც­ნო.

ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა მის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით ბა­ლან­სი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ციპს არ­ღვევს.

"პრე­ზი­დენ­ტმა პირ­ვე­ლი ვე­ტო­თი პარ­ლა­მენტს კა­ნო­ნის მი­სა­ღე­ბად ერ­თთვი­ა­ნი ვადა გა­ნუ­სა­ზღვრა. დღეს გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ ძა­ლი­ან ხში­რად აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ექ­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად ვადა იყო მცი­რე და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სა­კი­თხის სიღ­რმი­სე­უ­ლად დე­ტა­ლებ­ში შეს­ვლა. ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ – საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო პარ­ლა­მენ­ტის­თვის ერთ თვე­ში რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე ემ­სჯე­ლა და ემუ­შა­ვა. პირ­ვე­ლი ვეტო არას­წო­რი იყო", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ სე­სი­ა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­მე­ნე­ბის სა­კი­თხზე პრე­ზი­დენ­ტის ახალ შე­ნიშ­ვნებს და წი­ნა­და­დე­ბას, ბე­სე­ლი­ას თქმით, პრე­ზი­დენ­ტი იზი­ა­რებს, რომ იყოს მოს­მე­ნე­ბის ორე­ტა­პი­ა­ნი სის­ტე­მა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პუ­ლი ცვლი­ლე­ბა არის ის, რომ მე­ო­რე ე.წ. სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტი, ანუ თან­ხმო­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი­დან მო­სა­მარ­თლის ხელ­ში გა­და­დის.

ბე­სე­ლი­ას მტკი­ცე­ბით, ირ­ღვე­ვა ბა­ლან­სი, როცა სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა რო­გორც ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის და­წყე­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტი, ასე­ვე სა­კონ­ტო­ლო პუნ­ქტის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე ორ­გა­ნო.

"ამით ჩვენ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მთა­ვარ ფუნ­ქცი­ას ვზღუ­დავთ და ის პრო­ცეს­ში არას­წო­რად შე­მოგ­ვყავს. ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პრე­ზი­დენ­ტის იმ ლო­გი­კას და არ­გუ­მენ­ტებს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პრო­ცეს­ში პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის ჩარ­თვას არ უჭერს მხარს", - აცხა­დებს ბე­სე­ლია.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ის, რომ აუ­ცი­ლე­ბელ გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო თა­ვი­სი თან­ხმო­ბით ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის დას­ტუ­რის მი­ცე­მას 24 სა­ათ­ში თა­ვად სა­სა­მარ­თლო ამოწ­მებს, რამ­დე­ნად სწო­რად გა­ი­ცა ბრძა­ნე­ბა.

"ანუ, თა­ვი­სი­ვე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამოწ­მებს. ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პის შეც­ვლაა. ის არა თუ ბა­ლანსს ას­წო­რებს, არა­მედ ხელ­ყოფს", - აცხა­დებს ეკა ბე­სე­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ეკა ბესელია - დისკუსიამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ორივე ვეტო არასწორი იყო

ეკა ბესელია - დისკუსიამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ორივე ვეტო არასწორი იყო

დისკუსიამ დაადასტურა, რომ ორივე ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა ფარული მოსმენის "გასაღებთან" დაკავშირებით გამოიყენა, არასწორი იყო , - აღნიშნული შეფასება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და შეთავაზებულ პროექტებზე კომიტეტის პოზიცია გააცნო.

ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა მის მიერ შეთავაზებული ინიციატივით ბალანსი თავდაყირა დააყენა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არღვევს.

"პრეზიდენტმა პირველი ვეტოთი პარლამენტს კანონის მისაღებად ერთთვიანი ვადა განუსაზღვრა. დღეს გიორგი კვერენჩხილაძემ ძალიან ხშირად აღნიშნა, რომ პროექტის მოსამზადებლად ვადა იყო მცირე და შეუძლებელი იყო საკითხის სიღრმისეულად დეტალებში შესვლა. ამას აბსოლუტურად ვიზიარებ – საკმაოდ რთული იყო პარლამენტისთვის ერთ თვეში რეგულაციებზე ემსჯელა და ემუშავა. პირველი ვეტო არასწორი იყო", - განაცხადა ბესელიამ სესიაზე.

რაც შეეხება მოსმენების საკითხზე პრეზიდენტის ახალ შენიშვნებს და წინადადებას, ბესელიას თქმით, პრეზიდენტი იზიარებს, რომ იყოს მოსმენების ორეტაპიანი სისტემა. მისივე განცხადებით, ერთადერთი მთავარი პრინციპული ცვლილება არის ის, რომ მეორე ე.წ. საკონტროლო პუნქტი, ანუ თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიდან მოსამართლის ხელში გადადის.

ბესელიას მტკიცებით, ირღვევა ბალანსი, როცა სასამართლო იქნება როგორც ფარული მოსმენების დაწყებაზე ნებართვის გამცემი სუბიექტი, ასევე საკონტოლო პუნქტის გამოყენების უფლების მქონე ორგანო.

"ამით ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელების მთავარ ფუნქციას ვზღუდავთ და ის პროცესში არასწორად შემოგვყავს. ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტის იმ ლოგიკას და არგუმენტებს, რის საფუძველზეც გიორგი მარგველაშვილი პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართვას არ უჭერს მხარს", - აცხადებს ბესელია.

დეპუტატის თქმით, ასევე მიუღებელია ის, რომ აუცილებელ გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო თავისი თანხმობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას იწყებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასტურის მიცემას 24 საათში თავად სასამართლო ამოწმებს, რამდენად სწორად გაიცა ბრძანება.

"ანუ, თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს. ეს ფუნდამენტური პრინციპის შეცვლაა. ის არა თუ ბალანსს ასწორებს, არამედ ხელყოფს", - აცხადებს ეკა ბესელია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა