კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაფიცულ რკინიგზელებს ემუქრებიან"
"მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაფიცულ რკინიგზელებს ემუქრებიან"

მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი იმუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვილს ფე­ხე­ბით ჩა­მო­კი­დებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გოჩა ალექ­სან­დრი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ, თბი­ლი­სის სა­ლო­კო­მო­ტი­ვო დე­პო­ში რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. ისი­ნი ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟებ­თან ერ­თად მი­ვიდ­ნენ და შე­ე­ცად­ნენ, პრო­ვო­კა­ცია მო­ე­წყოთ რკი­ნიგ­ზის გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის.

გოჩა ალექ­სან­დრი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რა­დად ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე ემუქ­რე­ბოდ­ნენ რკი­ნიგ­ზის გა­ფი­ცულ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი გა­ფიც­ვას არ შე­წყვეტ­დნენ, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დად­გე­ბოდ­ნენ.

ალექ­სან­დრი­ას გან­ცხა­დე­ბით, პრო­ცე­სებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მთავ­რო­ბის ჩარ­თვა. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო სის­ტე­მა მთავ­რო­ბის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. დე­პარ­ტა­მენ­ტი ყვე­ლას უმ­ტკი­ცებს, რომ ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო სქე­მა დაკ­ლე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა ამა­ზე პი­რო­ბას არა­ვინ არ გვაძ­ლევს".

რკი­ნიგ­ზის სა­ლო­კო­მო­ტი­ვო დე­პო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე რკი­ნიგ­ზის ახა­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც სა­უბ­რო­ბენ.

თე­ი­მუ­რაზ ბე­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლო­კო­მო­ტი­ვო დე­პო­ში ალექ­სან­დრე ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი, გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლი, დაჩი ცა­გუ­რია და მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ორი დღეა, რკი­ნიგ­ზელ­თა ნა­წი­ლი ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდის მო­თხოვ­ნით გა­ფი­ცუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაფიცულ რკინიგზელებს ემუქრებიან"

"მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაფიცულ რკინიგზელებს ემუქრებიან"

მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი იმუქრებოდნენ, რომ ირაკლი პეტრიაშვილს ფეხებით ჩამოკიდებდნენ, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, წუხელ, თბილისის სალოკომოტივო დეპოში რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა. ისინი ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად მივიდნენ და შეეცადნენ, პროვოკაცია მოეწყოთ რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისთვის.

გოჩა ალექსანდრიას ინფორმაციით, პირადად ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძე ემუქრებოდნენ რკინიგზის გაფიცულ თანამშრომლებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაფიცვას არ შეწყვეტდნენ, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდნენ.

ალექსანდრიას განცხადებით, პროცესებში აუცილებელია მთავრობის ჩართვა. მისივე მტკიცებით, ახალი სახელფასო სისტემა მთავრობის მოსაგვარებელია. დეპარტამენტი ყველას უმტკიცებს, რომ ახალი სახელფასო სქემა დაკლებას არ ითვალისწინებს, თუმცა ამაზე პირობას არავინ არ გვაძლევს".

რკინიგზის სალოკომოტივო დეპოში დაპირისპირებაზე რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებიც საუბრობენ.

თეიმურაზ ბერაძის ინფორმაციით, სალოკომოტივო დეპოში ალექსანდრე ნიკოლეიშვილი, გურამ გურამიშვილი, დაჩი ცაგურია და მელორ ვაჩნაძე იმყოფებოდნენ.

ორი დღეა, რკინიგზელთა ნაწილი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცულია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია