კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ერთობიან ქართველი გოგონები ღამის კლუბებში - BBC-ის რეპორტაჟი (+ფოტო)
როგორ ერთობიან ქართველი გოგონები ღამის კლუბებში - BBC-ის რეპორტაჟი (+ფოტო)

ქარ­თვე­ლი, სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქა­ლე­ბის­თვის სა­ღა­მოს სახ­ლის გა­რეთ გა­ტა­რე­ბა, არა მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის ნახ­ვის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. მრა­ვა­ლი მათ­გა­ნის­თვის ეს კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ხაზი გა­უს­ვან იმ სო­ცი­ა­ლურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მათ ახლა გა­აჩ­ნი­ათ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვის შემ­დეგ, კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხი მა­ინც დღის წეს­რიგ­ში დგას. კავ­კა­სი­ე­ლი ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც უკვე საკ­მა­რი­სად დი­დე­ბი არი­ან, რათა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ, მა­ინც გრძნო­ბენ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, თუკი სად­მე გვი­ა­ნო­ბამ­დე დარ­ჩე­ნა უწევთ.

და­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნა, სულ უფრო ღრმად აღ­წევს ამ ქვეყ­ნებ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის ზრდის ხარ­ჯზე. სა­კონ­ცერ­ტო მო­ედ­ნე­ბის, ბა­რე­ბი­სა და ღა­მის კლუ­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა. რე­გი­ონ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის რი­ცხვის ზრდა ნიშ­ნავს, რომ მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია ფი­ნან­სე­ბი, რომ­ლის გან­კარ­გვაც მათ თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ად­რი­ნე გრე­გო­რი­ა­ნი, 36 წლის, კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი, ერე­ვა­ნი, სომ­ხე­თი

"შევ­ნიშ­ნე, რომ ყო­ველ წელს სულ უფრო მეტი ქა­ლე­ბი გა­მო­დი­ან დღის სი­ნათ­ლე­ზე. ვფიქ­რობ, რომ ამის მი­ზე­ზი ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­შია, ასე­ვე იმა­ში, რომ ქა­ლებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა".

გი­უ­ლი­ა­რა აზის­მან­დე, 27 წლის, რეკ­ლა­მის­ტი, ბაქო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი

"მე დავ­დი­ვარ ღა­მის "ტუსოვ­კებ­ზე", კონ­ცერ­ტებ­სა და ღა­მის კლუ­ბებ­ში. ვფიქ­რობ, რომ ქალს უნდა ქონ­დეს დრო იმის­თვის, რომ სახ­ლი­დან გა­მო­ვი­დეს და გა­ერ­თოს, რათა მო­იხ­სნას სტრე­სი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბის­გან და აგ­რე­სი­ის­გან, რო­მე­ლიც კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბა, გა­იც­ნოს ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი".

ნუცი ოდი­შა­რია, 37 წლის, მე­ნე­ჯე­რი, თბ­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო

"ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს პა­რას­კე­ვო­ბით ვხვდე­ბი, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, ასე­ვე შა­ბათს. ჯერ რეს­ტორ­ნებ­ში დავ­დი­ვართ, შემ­დეგ კი კლუ­ბებ­ში. გა­სე­ირ­ნე­ბა ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად არ ხდე­ბა, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად ასე ვა­ტა­რებთ უქმე დღე­ებს. პა­ტა­რა შვი­ლი მყავს, ამი­ტომ რო­დე­საც მე გა­სარ­თო­ბად მივდვარ, ის ბე­ბის­თან რჩე­ბა და მე მიჩ­ნდე­ბა დრო სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. არა­სო­დეს გა­მი­გია რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი არც მო­ხუ­ცე­ბის­გან, არც რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­გან. თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ასე არ იყო. 1990-იან წლებ­ში არ იყო არა­ნა­ი­რი ღა­მის კლუ­ბე­ბი, იყო ომი და სი­ღა­რი­ბე. 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს გაჩ­ნდა ჯაზ-კლუ­ბე­ბი, სა­დაც დის­კო­თე­კე­ბი და და­ხუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი იმარ­თე­ბო­და. ქარ­თველ ხალ­ხს უყ­ვარს ჭამა, ცეკ­ვა და გარ­თო­ბა".

ნა­თია თოფ­ჩი­ძე, 29 წლის PR-მე­ნე­ჯე­რი, ბა­თუ­მი, სა­ქარ­თვე­ლო

"თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. არ მიყ­ვარს სახ­ლში ჯდო­მა. კი­ნო­ში დავ­დი­ვართ ხოლ­მე, ან თუ სად­მე რამე სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა, იქ მივ­დი­ვართ. ვფიქ­რობ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უნდა და­დი­ო­დეს გა­სარ­თო­ბად და იღებ­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას.

ერ­თა­დერ­თი, რა­საც მშობ­ლე­ბი მთხო­ვენ, სახ­ლში შუა ღა­მემ­დე დაბ­რუ­ნე­ბაა. ისი­ნი ასე­ვე ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ვის­თან ერ­თად და სად მივ­დი­ვარ. ვფიქ­რობ, რომ ეს გარე ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნით ხდე­ბა, რად­გან გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ და შვი­ლი მყავს. არ მსურს ახ­ლობ­ლებ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ ერ­თად ვი­ცხოვ­როთ. დედა ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვეა. მა­გა­ლი­თის­თვის: ტატუ მაქვს, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან მოს­წონს. თუმ­ცა, მას სხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თი აქვს, არ უყ­ვარს გარ­თო­ბა და სახ­ლში ყოფ­ნას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. მე კი ძა­ლი­ან ხში­რად დავ­დი­ვარ ღა­მის კლუ­ბებ­ში.

უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი მყავს და ხში­რად მიხ­დე­ბა მათ და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი. თუკი კლუბ­ში რამე სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა, იქ მივ­დი­ვართ. თუ ვი­ღა­ცის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ვნიშ­ნავთ, ყვე­ლა­ფე­რი ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა: ვსვამთ, ვცეკ­ვავთ, ვერ­თო­ბით.

ზოგ­ჯერ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი კლუ­ბებ­ში ძა­ლი­ან გვი­ან ხდე­ბა. მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია მათ­ზე დას­წრე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ სახ­ლში წა­ვი­დე. რა თქმა უნდა, რომ შე­მეძ­ლოს კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით დავ­რჩე­ბო­დი".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ ერთობიან ქართველი გოგონები ღამის კლუბებში - BBC-ის რეპორტაჟი (+ფოტო)

როგორ ერთობიან ქართველი გოგონები ღამის კლუბებში - BBC-ის რეპორტაჟი (+ფოტო)

ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ქალებისთვის საღამოს სახლის გარეთ გატარება, არა მხოლოდ მეგობრების ნახვის კარგი შესაძლებლობაა. მრავალი მათგანისთვის ეს კარგი საშუალებაა, ხაზი გაუსვან იმ სოციალურ თავისუფლებას, რომელიც მათ ახლა გააჩნიათ. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, კავკასიის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ადამიანები უფრო თავისუფლები არიან, გენდერული თანასწორობის საკითხი მაინც დღის წესრიგში დგას. კავკასიელი ქალების უმეტესობა, რომლებიც უკვე საკმარისად დიდები არიან, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მაინც გრძნობენ გარშემომყოფების უარყოფით დამოკიდებულებას, თუკი სადმე გვიანობამდე დარჩენა უწევთ.

დასავლური გავლენა, სულ უფრო ღრმად აღწევს ამ ქვეყნებში განათლებისა და ტურიზმის ზრდის ხარჯზე. საკონცერტო მოედნების, ბარებისა და ღამის კლუბების რაოდენობა თითქმის ყოველდღე იზრდება. რეგიონში დასაქმებული ქალების რიცხვის ზრდა ნიშნავს, რომ მათ განკარგულებაშია ფინანსები, რომლის განკარგვაც მათ თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.

ადრინე გრეგორიანი, 36 წლის, კინოდოკუმენტალისტი, ერევანი, სომხეთი

"შევნიშნე, რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი ქალები გამოდიან დღის სინათლეზე. ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი ფინანსურ დამოუკიდებლობაშია, ასევე იმაში, რომ ქალებმა დამოუკიდებლად დაიწყეს გადაწყვეტილებების მიღება".

გიულიარა აზისმანდე, 27 წლის, რეკლამისტი, ბაქო, აზერბაიჯანი

"მე დავდივარ ღამის "ტუსოვკებზე", კონცერტებსა და ღამის კლუბებში. ვფიქრობ, რომ ქალს უნდა ქონდეს დრო იმისთვის, რომ სახლიდან გამოვიდეს და გაერთოს, რათა მოიხსნას სტრესი სამუშაო დღის შემდეგ, გათავისუფლდეს ნეგატიური აზრებისგან და აგრესიისგან, რომელიც კვირის განმავლობაში გროვდება, გაიცნოს ახალი ადამიანები".

ნუცი ოდიშარია, 37 წლის, მენეჯერი, თბლისი, საქართველო

"ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პარასკევობით ვხვდები, სამსახურის შემდეგ, ასევე შაბათს. ჯერ რესტორნებში დავდივართ, შემდეგ კი კლუბებში. გასეირნება ყოველკვირეულად არ ხდება, თუმცა, ძირითადად ასე ვატარებთ უქმე დღეებს. პატარა შვილი მყავს, ამიტომ როდესაც მე გასართობად მივდვარ, ის ბებისთან რჩება და მე მიჩნდება დრო საკუთარი თავისთვის. არასოდეს გამიგია რაიმე უარყოფითი არც მოხუცებისგან, არც რელიგიური ადამიანებიგან. თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. 1990-იან წლებში არ იყო არანაირი ღამის კლუბები, იყო ომი და სიღარიბე. 90-იანების ბოლოს გაჩნდა ჯაზ-კლუბები, სადაც დისკოთეკები და დახურული საღამოები იმართებოდა. ქართველ ხალხს უყვარს ჭამა, ცეკვა და გართობა".

ნათია თოფჩიძე, 29 წლის PR-მენეჯერი, ბათუმი, საქართველო

"თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. არ მიყვარს სახლში ჯდომა. კინოში დავდივართ ხოლმე, ან თუ სადმე რამე საინტერესო ხდება, იქ მივდივართ. ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა დადიოდეს გასართობად და იღებდეს სიამოვნებას.

ერთადერთი, რასაც მშობლები მთხოვენ, სახლში შუა ღამემდე დაბრუნებაა. ისინი ასევე ინტერესდებიან, ვისთან ერთად და სად მივდივარ. ვფიქრობ, რომ ეს გარე ფაქტორების გავლენით ხდება, რადგან განქორწინებული ვარ და შვილი მყავს. არ მსურს ახლობლებთან არანაირი კონფლიქტები, იძულებულები ვართ ერთად ვიცხოვროთ. დედა ძალიან თანამედროვეა. მაგალითისთვის: ტატუ მაქვს, რომელიც მას ძალიან მოსწონს. თუმცა, მას სხვანაირი ხასიათი აქვს, არ უყვარს გართობა და სახლში ყოფნას ანიჭებს უპირატესობას. მე კი ძალიან ხშირად დავდივარ ღამის კლუბებში.

უამრავი მეგობარი მყავს და ხშირად მიხდება მათ დაბადების დღეებზე სიარული. თუკი კლუბში რამე საინტერესო ხდება, იქ მივდივართ. თუ ვიღაცის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ხდება: ვსვამთ, ვცეკვავთ, ვერთობით.

ზოგჯერ საინტერესო მოვლენები კლუბებში ძალიან გვიან ხდება. მაგრამ მე არ შემიძლია მათზე დასწრება და იძულებული ვარ სახლში წავიდე. რა თქმა უნდა, რომ შემეძლოს კიდევ რამდენიმე საათით დავრჩებოდი".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს