კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი მოვწიოთ და მერე..." - ანა მარგველაშვილის საყვარელი სიმღერა მარიხუანაზე
"ერთი მოვწიოთ და მერე..." - ანა მარგველაშვილის საყვარელი სიმღერა მარიხუანაზე

"მოდი ჩემ­თან რა, კი­დევ მო­მე­ფე­რე,/ კი­დევ ერთი მოვ­წი­ოთ და მერე", - ეს რე­პერ მას­ტე­რის რეპტრე­კია, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ შექ­მნა, მაგ­რამ სიმ­ღე­რა წელს, მა­ის­ში გა­მო­ვი­და - მას­ტე­რი ამ სიმ­ღე­რით მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მა­შინ ამ­ბობ­და კი­დეც, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის გამო ადა­მი­ანს არ უნდა იჭერ­დნენ, ჯო­ბია, რა­ღაც გან­სა­ზღვრუ­ლი ჯა­რი­მა გა­და­ახ­დე­ვი­ნონ და ამის გამო ცი­ხე­ში გაშ­ვე­ბა არ ღირ­სო.

რე­პერს ბევ­რი ფანი ჰყავს, რო­გორც ჩანს, მათ გე­მოვ­ნე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ცოტა ხნის წინ კი მას­ტე­რის აღ­ნიშ­ნულ სიმ­ღე­რა­ზე, მისი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა - ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და­ტო­ვა: "ჩემი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რაა ეს". კო­მენ­ტარს გა­ო­ცე­ბუ­ლი მას­ტე­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "მეჩ­ვე­ნე­ბა თუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა და­ა­კო­მენ­ტა­რა ჩემს მაღ­ლა?"

კო­მენ­ტა­რი მას­ტერს (გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვილს) ვთხო­ვეთ, ვი­ნა­ი­დან ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი არც რე­პერ­მა ისურ­ვა.

"ნახე, მე შენ ერთი ლექ­სი და­გი­წე­რე,

ჩუ­მად, არ გაგ­ვი­გონ, თო­რემ დაგ­ვი­ჭე­რენ.

მოდი, ჩემ­თან რა, კი­დევ მო­მე­ფე­რე,

კი­დევ ერთი მოვ­წი­ოთ და მერე...", - ეს არის ნა­წყვე­ტი სიმ­ღე­რი­დან, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს მოს­წონს და შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მისი მო­საზ­რე­ბა რე­პე­რი­სას ემ­თხვე­ვა და ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც მხარს უჭერს მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ერთი მოვწიოთ და მერე..." - ანა მარგველაშვილის საყვარელი სიმღერა მარიხუანაზე

"ერთი მოვწიოთ და მერე..." - ანა მარგველაშვილის საყვარელი სიმღერა მარიხუანაზე

"მოდი ჩემთან რა, კიდევ მომეფერე,/ კიდევ ერთი მოვწიოთ და მერე", - ეს რეპერ მასტერის რეპტრეკია, რომელიც დიდი ხნის წინ შექმნა, მაგრამ სიმღერა წელს, მაისში გამოვიდა - მასტერი ამ სიმღერით მარიხუანას დეკრიმინალიზაციას გამოეხმაურა. მაშინ ამბობდა კიდეც, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ, ჯობია, რაღაც განსაზღვრული ჯარიმა გადაახდევინონ და ამის გამო ციხეში გაშვება არ ღირსო.

რეპერს ბევრი ფანი ჰყავს, როგორც ჩანს, მათ გემოვნებას აკმაყოფილებს. ცოტა ხნის წინ კი მასტერის აღნიშნულ სიმღერაზე, მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა - ანა მარგველაშვილმა დატოვა: "ჩემი საყვარელი სიმღერაა ეს". კომენტარს გაოცებული მასტერი გამოეხმაურა: "მეჩვენება თუ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა დააკომენტარა ჩემს მაღლა?"

კომენტარი მასტერს (გიორგი პავლიაშვილს) ვთხოვეთ, ვინაიდან ანა მარგველაშვილთან დაკავშირება შეუძლებელია, მაგრამ საუბარი არც რეპერმა ისურვა.

"ნახე, მე შენ ერთი ლექსი დაგიწერე,

ჩუმად, არ გაგვიგონ, თორემ დაგვიჭერენ.

მოდი, ჩემთან რა, კიდევ მომეფერე,

კიდევ ერთი მოვწიოთ და მერე...", - ეს არის ნაწყვეტი სიმღერიდან, რომელიც პრეზიდენტის ქალიშვილს მოსწონს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი მოსაზრება რეპერისას ემთხვევა და ანა მარგველაშვილიც მხარს უჭერს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება